გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-74-09
დოკუმენტის მიმღები რუსთავის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 19/05/2022
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2022
სარეგისტრაციო კოდი
2-74-09
19/05/2022
ვებგვერდი, 23/05/2022
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
რუსთავის საქალაქო სასამართლო
 

რუსთავის საქალაქო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

საქმე №2-74-09

2022 წლის 19 მაისი

ქ. რუსთავი

 

  

რუსთავის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე ნატა თედეშვილი

სხდომის მდივანი ნათია ქავთარაძე

 

განმცხადებელი: მოვალე – სს „აზოტმშენი“ (ს/ნ 216291340)

გაკოტრების მმართველი – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო,

წარმომადგენელი – სანდრო საგინაძე,

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი,

  გამოარკვია:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 01 აპრილის განჩინებით, სს „აზოტმშენის“ მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება (ტომი I, ს. ფ. 65-67).

2004 წლის 14 მაისს ჩატარებულ იქნა სს „აზოტმშენის“ კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელი კრება, რომელზეც შემოწმებული იქნა წარდგენილი მოთხოვნები (ტომი I, ს. ფ. 139-140)

სს „აზოტმშენის“ კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელი კრების შედეგებით, 2004 წლის 14 მაისის მდგომარეობით სს „აზოტმშენის“ მიმართ დადგენილი მოთხოვნა შეადგენს: მუშა-მოსამსახურეთა ბოლო სამი თვის ხელფასი – 28 851,21 ლარს, რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექცია – 1 329 034,14 ლარს (ტომი I, ს. ფ. 151).

2011 წლის 21 დეკემბრის სს „აზოტმშენის“ კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრით შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის მოთხოვნა 1 329 034, 14 ლარის ფარგლებში აღიარებულია. ასევე აღიარებულია გაკოტრების საქმის წარმოების გახსნამდე სს „აზოტმშენის“ მუშა-მოსამსახურეთა ბოლო სამი თვის ხელფასი 28 851,21 ლარი (ტომი I, ს. ფ. 340-342).

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განჩინებით, სსიპ – შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრი შეიცვალა უფლებამონაცვლით სსიპ შემოსავლების სამსახურით.

2022 წლის 16 მაისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს გადახდისუუნარობის საქმისწარმოების სამსახურის ქეის-მენეჯერმა სანდრო საგინაძემ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე საბოლოო ანგარიშის მოსმენის მიზნით.

განცხადებაში მითითებულია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 01 აპრილის განჩინებით, სს „აზოტმშენის“ მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და 2004 წლის 13 აპრილს სს „აზოტმშენის“ გაკოტრების მართველად დაინიშნა ვახტანგ კაპანაძე. `გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2011 წლის 26 დეკემბრის #2-74-09 განჩინების საფუძველზე, სს „აზოტმშენის“ გაკოტრების საქმე გადაეცა სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს და გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიურო. განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ გაკოტრების მმართველი მზადაა სასამართლოს და კრედიტორებს წარუდგინოს გაკოტრების მმართველის მიერ განხორციელებული საბოლოო საქმიანობის ანგარიში.

2022 წლის 19 მაისს სასამართლოს მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს გადახდისუუნარობის საქმისწარმოების სამსახურის ქეის-მენეჯერმა სანდრო საგინაძემ და წარმოადგინა საბოლოო ანგარიში, რომლის თანახმადაც, სს „აზოტმშენის“ (ს/კ 216291340) მიმართ სამეწარმეო რეგისტრაცია განხორციელდა 1997 წლის 22 დეკემბერს რუსთავის სასამართლოს მიერ. საწარმოს მიზნობრივ საქმიანობას წარმოადგენდა მშენ ებლობა და რეკონსტრუქცია სხვადახვა სახის ობიექტები. სს „აზოტმშენის“ (ს/კ 216291340) აღარ ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნამდე არსებულ პერიოდშიც კი. გაკოტრების მმართველის მიერ კრედიტორთა კრებაზე გაკეთდა მოხსენება, რის საფუძველზეც კრედიტორთა კრებას წარედგინა ინფორმაცია სს „აზოტმშენის“ ქონებრივი მდგომარეობის, მისი აქტივებისა და ვალდებულებების, მიმდინარე სასამართლო დავების, კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედებების თაობაზე. რაც შეეხება მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ დგინდება, რომ მოვალე კომპანიის მიმართ სასამართლო დავები დასრულებულია. დღეის მდგომარეობით წარმოდგენილი ყველა კრედიტორული მოთხოვნა მოვალე კომპანიის მიმართ აღიარებულია . 2019 წლის 04 აპრილს და შემდგომ უკვე გაკოტრების მმართველის მიერ განმარტა, დასახელებული სამეურვეო ქონებიდან რომელი უნდა ყოფილიყო მიჩნეული საწარმოს სამეურვეო ქონებად, ხოლო ქონებაზე რომელიც ვერ იქნა მოძიებული გაკოტრების მმართველის მიერ მოძიება შეწყდა და ამოირიცხა სამეურვეო მასიდან. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული მოუძიებელი ქონების მოძიების შეწყვეტის ნაწილში განჩინებ ის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, გაკოტრების მმართველ მა 2022 წლის 18 აპრილს 17:00 საათზე საჯარო აუქციონზე განათავსა სს „აზოტმშენის“ მოძრავი ქონება ერთიანი კომპლექსის სახით (ლოტი #53815 ) აუქციონის ხანგრძლივობა განისაზღვრა 07 დღით და დასრულდა მიმდინარე წლის 26 აპრილს 17:00 საათზე და გამოვლინდა გამარჯვებული, ხოლო გამარჯვებულმა არ გამოიყენა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუქტით განთვალისიწინებული უფლებამოსილება და არ დარეგისტრირდა ამ საწარმოს ერთადერთ პარტნიორად. რეალიზებულ იქნა მოძრავი ქონებები. რეალიზაციიის შედეგად ამონაგებმა თანხამ შეადგინა 32900 ლარი, საიდანაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1761 მუხლის საფუძველზე, დამატებითი ღირებულების გადასახადმა შეადგინა –5018.64 ლარი, რომელიც დაექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვას. შესაბამისად, სს „აზოტმშენის“ (ს/კ 216291340) სამეურვეო ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად გასანაწილებელმა თანხამ შეადგინა  27881.36 ლარი , ხოლო საბანკო ანგარიშებიდან გადმოტანილმა თანხამ შეადგინა 1720 ლარი. სულ გასანაწილებელმა თანხამ შეადგინა 29601.36 ლარი. სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც მოიცავს გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ მომსახურების საფასურს, შეადგენს 2072.10 ლარს, რაც კრედიტორთა რეესტრში უნდა აისახოს პირველი რიგის კრედიტორულ მოთხოვნად, როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, ხოლო დარჩენილი თანხა 27529,26 ლარი უნდა გადაერიცხოს შემდგომი რიგის კრედიტორს სსიპ შემოსავლების სამსახურს.

კრედიტორი სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი დაეთანხმა შუამდგომლობას.

დადგენილია, რომ სს „აზოტმშენი“ რეგისტრირებულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 22 დეკემბრის 9/5-42 დადგენილებით, იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქუჩა 2. საწარმოს მიზნობრივ საქმიანობას წარმოადგენდა მშენებლობა და რეკონსტრუქცია, სხვადახვა სახის ობიექტები. სს „აზოტმშენის“ გაკოტრების საქმის წარმოება გაიხსნა 2004 წლის 01 აპრილს. 2004 წლის 14 მაისის განჩინებით, განხილულ იქნა კრედიტორთა განცხადება კრედიტორად აღიარების შესახებ, საიდანაც აღიარებული იქნა 2 კრედიტორული მოთხოვნა, რომელთა ჯამი ლარში შეადგენს 1 357 885,35 ლარს.

გაკოტრების მმართველის ანგარიშის შინაარსიდან გამომდინარე, სს „აზოტმშენის“ (ს/კ 216291340) სამეურვეო ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად გასანაწილებელმა თანხამ შეადგინა 27881.36 ლარი, ხოლო საბანკო ანგარიშებიდან გადმოტანილმა თანხამ შეადგინა 1720 ლარი. სულ გასანაწილებელი თანხა შეადგინს 29601.36 ლარს.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები , მოუსმინა გაკოტრების მმართველს, კრედიტორებს მიაჩნია , რომ მოვალეს აღარ გააჩნია ისეთი აქტივი, რომლის რეალიზების შესაძლებლობაც ექნება გაკოტრების მმართველს, შესაბამისად, მიზანშეწონილია მიღებული იქნეს განჩინება გაკოტრების მმართველის მიერ წარდგენილი საბოლოო ანგარიშის და კრედიტორთა შორის არსებული თანხების განაწილების დამტკიცების, აგრეთვე სს „აზოტმშენის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და მოვალე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

რეაბილიტაციისა და კრედიტორითა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონის პირველის მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში − გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით. ამავე კანონის 121-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ გადახდისუუნარობის საქმეებზე, რომლებზედაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებები ამ კანონის ამოქმედების შემდეგ იქნება შეტანილი, ხოლო მეორე პუქნტის შესაბამისად, ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გაგრძელდება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ კრედიტორთა შეთანხმებით (ერთხმად) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, ვინაიდან თანხა სრულად ვერ ფარავს წინა რიგის კრედიტორის მოთხოვნებს, შემდგომი რიგის კრედიტორთა მოთხოვნების თუნდაც ნაწილობრივ დაკმაყოფილება შეუძლებელია. აღნიშნულის შესაბამისად, დაუკმაყოფილებელი რჩება შემდგომი რიგის კრედიტორის მოთხოვნები.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42- მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, რომელიც ქვეყნდება ელექტრონულ სისტემაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7-9, 42- მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285- მუხლებით,

ა:

1. დამტკიცდეს გაკოტრების მმართველის წარმოდგენილი ანგარიში; დასრულდეს სს „აზოტმშენის“ გაკოტრების საქმის წარმოება (მისამართი: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქ. 2, საიდენტიფიკაციო კოდი 216291340).

2. სს „აზოტმშენის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 216291340) რეგისტრაცია გაუქმდეს.

3. სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს აუნაზღაურდეს მომსახურების საფასური 2072,10 ლარი, ხოლო დარჩენილი 27 529,26 ლარი გადაირიცხოს კრედიტორ სსიპ – შემოსავლების სამსახურში.

4. განჩინება გამოქვეყნდეს ელექტრონულ სისტემაში, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, განთავსდეს საერთო სასამართლოების ვებგვერდზე.

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, წერილობითი ფორმით იმ სასამართლოში რომელმაც მიიღო განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეების მიერ, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირების მიერ რომელთაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება განჩინების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრება კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

  მოსამართლე                                                                                        ნატა თედეშვილი

 

.