„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/05/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2022
ძალაში შესვლის თარიღი 15/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016375
16
27/05/2022
ვებგვერდი, 30/05/2022
010250020.35.109.016375
„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მარტვილის მუნიციპალიტეტი
 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2022 წლის 27 მაისი

ქ. მარტვილი

 

,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №39 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 06/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.109.016244) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-3  და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მერიის სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. მერიის სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ) ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახური;

დ) ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური;

ე) კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური;

ვ) შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახური;

ზ) შიდა აუდიტის სამსახური;

თ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

ი) ზედამხედველობის სამსახური.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 15 ივნისიდან.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან სურმავა