დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - სპორტის დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.32.057.016359 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების –
სპორტის დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად: |
1.
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტის დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №49 დადგენილებით (სსმ, №165, 17.12.2010, 010240070.32.057.016006) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) მაღალი მიღწევების სპორტის განყოფილება; ბ) მასობრივი სპორტისა და მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის განყოფილება; გ) ადმინისტრაციული, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება.“; ბ) დებულების მე-7 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მაღალი მიღწევების სპორტის განყოფილების ფუნქციებია: ა) სპორტის სფეროში ღონისძიებათა ერთიანი კალენდარული გეგმის პროექტის შემუშავება; ბ) სპორტულ ღონისძიებათა კალენდარული გეგმის განხორციელების უზრუნველყოფა; გ) სპორტის სფეროში დაგეგმილი ღონისძიებების სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან კოორდინირებულად ჩატარება; დ) მაღალი მიღწევების სპორტსმენთა ღონისძიებებზე მონაწილეობისათვის ხელშეწყობა; ე) სპორტულ ფედერაციებთან, კავშირებთან, სპორტულ საზოგადოებებთან, სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, მათი საქმიანობის კოორდინაცია და ხელშეწყობა; ვ) სპორტის სფეროში საპატიო წოდებების მინიჭების თაობაზე წინადადებების შემუშავება; ზ) სპორტსმენების, მწვრთნელებისა და სპორტის სხვა მუშაკთა მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებებისათვის ჯილდოების დაწესების თაობაზე წინადადებების შემუშავება; თ) ასაკოვანი ვეტერანი სპორტსმენებისა და სპორტის სხვა მუშაკების ღვაწლის დაფასების მიზნით მათ მიმართ სხვადასხვა სახის მატერიალური წახალისების ფორმების გამოყენების თაობაზე წინადადებების შემუშავება; ი) სპორტის სფეროს წარმომადგენლების განახლებადი ელექტრონული ბაზის შექმნა; კ) სკოლისგარეშე სასპორტო-საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის თაობაზე წინადადებების მომზადება; ლ) ოლიმპიური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა; მ) სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა; ნ) სპორტის სფეროში დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიება; ო) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. მასობრივი სპორტისა და მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციებია: ა) სპორტის მომსახერებაზე საზოგადოების, მათ შორის, ბავშვებისა და ახალგაზრდების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მასობრივი სპორტის მაქსიმალური ხელშეწყობა; ბ) მასობრივი სპორტის, ასევე მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის მიმართულებით გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელება; გ) მასობრივი სპორტის მიმზიდველი სპორტის სახეობების განვითარების პროგრამების შემუშავება და განხორციელება; დ)კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედი სასპორტო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია, სამინისტროს მიერ დაფუძნებული სკოლისგარეშე სასპორტო-საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის (სპორტული სკოლები) მეთოდური დახმარების გაწევა, სპორტული სკოლების სასწავლო პროცესზე ზედამხედველობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ე) სპორტის სფეროში დაგეგმილი ღონისძიებების სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან კოორდინირებულად ჩატარება; ვ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა; ზ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, სპორტული ცხოვრების სტილის პრესტიჟული იმიჯის შექმნა; თ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
|
2.
დადგენილება ამოქმედდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესაბამისი ცვლილების ამოქმედებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები