„ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №109 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №109 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 284
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 300390000.10.003.023515
284
07/06/2022
ვებგვერდი, 08/06/2022
300390000.10.003.023515
„ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №109 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №284

2022 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №109 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №109 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/03/2015, 300390000.10.003.018494) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის:

1. პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

 „11. გაიზარდოს ქალაქ ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ი შემდეგი ფართით: ქალაქი ქუთაისი, 221 045.00 კვ/მ მიწის ნაკვეთი (ნაკვეთის მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. №42 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №03.01.21.707) (შემდგომში − თიზ-ის გაზრდილი ტერიტორია) და მისი ტერიტორია ჯამში განისაზღვროს 580 296.00 კვ/მ-ზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №03.01.21.358; №03.01.21.707).“.

2. მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. თიზ-ის გაზრდილ ტერიტორიაზე თიზ-ის ფუნქციონირების ვადის დაწყების თარიღად განისაზღვროს არაუგვიანეს 2022 წლის 1 დეკემბერი.“.

3. მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არაუგვიანეს 2022 წლის 1 ოქტომბრისა, შეასრულოს „ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №109 დადგენილებით განსაზღვრული, „ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მიწის ნაკვეთის გაზრდისათვის საჭირო პირობების განსაზღვრის თაობაზე“ სსიპ − შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 18 თებერვლის №4108 ბრძანებაში მითითებული ვალდებულებები, კერძოდ:

ა) თიზ-ის გაზრდილ მიწის ნაკვეთზე ფუნქციონირების დაწყებამდე თიზ-ის შესასვლელ-გამოსასვლელში საბაჟო გამშვები პუნქტის მოწყობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკა-დანადგარით აღჭურვა შემდეგი პირობების დაცვით:

ა.ა) საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობებისა და სპეციალური ტექნიკის განთავსება, თიზ-ის ორგანიზატორის მიერ წარდგენილი სიტუაციური გეგმის/ნახაზის შესაბამისად;

ა.ბ) სპეციალიზებული საავტომობილო სასწორის განთავსება;

ა.გ) საქონლის დათვალიერების ადგილის გამოყოფა და შესაბამისად აღჭურვა (სასწორი, გადმოტვირთვა-დატვირთვის სპეციალური ტექნიკა);

ა.დ) საბაჟო დეკლარაციის შევსების, აღრიცხვის მოწმობის გამოწერისა და კონტროლიდან მოხსნისათვის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკით, ქსელით, ასევე შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან ამავე სამსახურის მიერ განსაზღვრული სიმძლავრის კავშირის უზრუნველყოფა;

ა.ე) საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვა გამოსახულების ჩამწერი და მიმდინარე რეჟიმში შემოსავლების სამსახურისათვის გადაცემის ტექნიკური საშუალებებით;

ა.ვ) სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების განთავსებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვა;

ბ) საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით მხოლოდ საქონლის, საავტომობილო ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების დაშვება;

გ) ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის პროცედურების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა;

დ) შემოსავლების სამსახურის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის რენტგენო-სკანერით აღჭურვა მოთხოვნიდან ერთი წლის განმავლობაში.“.

4. მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არაუგვიანეს 2015 წლის 30 მაისისა, საქართველოს მთავრობასთან გააფორმოს „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული ურთიერთვალდებულებათა შესახებ ხელშეკრულება.“.

5. მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არაუგვიანეს 2022 წლის 1 ოქტომბრისა, თიზ-ის გაზრდილ ტერიტორიაზე შეიმუშაოს და საქარ­თველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესათანხ­მებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განაშენიანების დეტალური გეგმა, „თავისუფალი ინდუსტრი­ული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქ­ციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  მთავ­რობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული პირო­ბების შესაბამისად.“.

6. მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, ქუთაისის ჰუალინგის  თიზ-ის გაზრდილ ტერიტორიაზე, თიზ-ის ფუნქციონირების დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვა­დაში, წარადგინოს შესაბამისი გარანტია „თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 იანვრის №25 დადგენილებით განსაზღვრული ოდენობითა და წესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი