„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 294
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/06/2022
ძალაში შესვლის თარიღი 11/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.023502
294
08/06/2022
ვებგვერდი, 09/06/2022
330090000.10.003.023502
„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №294

2022 წლის 8 ივნისი

 ქ. თბილისი

 

„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/06/2019, 330090000.10.003.021277) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“:

1. მე-2 მუხლის  პირველი პუნქტის:

ა) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის ან/და კოდექსის მე-15  მუხლით განსაზღვრული გეგმარებითი ერთეულის (რეგიონის) გეგმის შემთხვევაში – სააგენტო;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემთხვევაში – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის დაგეგმარების უფლებამოსილების მქონე ორგანო/სააგენტო;“.

3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კოდექსის 36-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში − სააგენტო.“.

4. მე-18 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სივრცის დაგეგმარების გეგმების ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის/პროექტის განხილვაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოების ჩართვას უზრუნველყოფს ინიციატორი ან/და სააგენტო. ამ თვალსაზრისით, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს წარმოადგენენ:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თუ სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის გეგმების კონცეფცია/პროექტი:

ა.ა) უკავშირდება ენერგეტიკულ სისტემას ან/და ელექტროენერგიის წარმოებას;

ა.ბ) ითვალისწინებს მაგისტრალური ნავთობსადენისათვის, მაგისტრალუ­რი (მაღალი წნევის) გაზსადენისათვის, ფუნიკულიორისათვის, საჰაერო-საბაგირო გზისა და იმ შენობა-ნაგებობის განთავსებას, რო­მელიც სა­შიში საწარმოო პროცესის მიმდინარეობის ან კანონ­მდებ­ლობის შესაბამისად განსაზღვრული სახიფათო ნივ­თი­ერებე­ბის შენახვა-გამოყენების გამო საჭიროებს უსაფ­რთხო­ების დაც­ვის განსაკუთრებულ პირობებს;

ა.გ) ითვალისწინებს აეროდრომების, სანავიგაციო ობიექტების განთავსებას ან/და მათ გარშემო დაცვის არის განსაზღვრას;  

ა.დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თუ სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის გეგმების კონცეფცია/პროექტი:

ბ.ა) საჭიროებს სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას;

ბ.ბ) მოიცავს დაცულ ტერიტორიებს, სატყეო ტერიტორიებს, წყლის ობიექტებს, ნარჩენების განთავსების ტერიტორიებს და სხვა;

ბ.გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში;

გ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თუ სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის გეგმების კონცეფცია/პროექტი მოიცავს:

გ.ა) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონას/ზონებს ან/და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს;

გ.ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუ სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის გეგმების კონცეფცია/პროექტი:

დ.ა) მოიცავს სასაზღვრო ზოლს ან/და სასაზღვრო ზონას;

დ.ბ) დაკავშირებულია სამოქალაქო უსაფრთხოების, მათ შორის, სახანძრო უსაფრთხოების საკითხებთან და სხვა;

დ.გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში;

ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, თუ სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის გეგმების კონცეფცია/პროექტი:

ე.ა) მოიცავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ტერიტორიებს;

ე.ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში;

ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო − კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ზ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო, თუ სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის გეგმების კონცეფცია/პროექტი მოიცავს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებს;

თ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, თუ სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის გეგმების კონცეფცია/პროექტი მოიცავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს ან/და დაგეგმვა ხორციელდება მის მომიჯნავედ;  

ი) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული სხვა ადმინისტრაციული ორგანოები.  

2. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის/ქალაქთმშენებლობითი გეგმის პროექტი (გარდა კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე/ზონაში განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტისა) შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტებისა) შესაბამისი დასკვნის მისაღებად უნდა წარუდგინოს სააგენტოს. სააგენტო უზრუნველყოფს სხვა, დაინტერესებული სამინისტროების/უწყებების მონაწილეობას, საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე შესაბამისი დასკვნის მუნიციპალიტეტისათვის წარდგენას.“.  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 11 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი