დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 316 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/06/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/06/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 11/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.023526 |
|
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2018, 010240030.10.003.020701) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების“:
1. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტროს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება: რეგიონული განვითარებისა და მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის ან/და დეკონცენტრაციის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს წყლით უზრუნველყოფისა და მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა, აგრეთვე არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა; საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა; დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით.“; ბ) მე-2 პუნქტის „ქ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. 121 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 11 ივნისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები