,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის N07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის N07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/06/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.131.016336
15
28/06/2022
ვებგვერდი, 29/06/2022
010250040.35.131.016336
,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის N07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2022 წლის 28 ივნისი

ქ. ქობულეთი

 

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის №07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ (სსმ 31.03.2022 წ. სარეგისტრაციო კოდი010250040.35.131.016328) ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის  N07  დადგენილებით  დამტკიცებულ  დანართში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

1.მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ     გადაწყვეტილებების მიღება;”

2.მე-13 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 13.  უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა

3. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სასამართლომ ცნო მხარდამჭერის მიმღებად ან/და გამოაცხადა გარდაცვლილად – სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან.“

4.  მე-18 მუხლის 4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას განახორციელებს საკრებულოს უხუცესი წევრი.“

5. 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კომისიის გადაწყვეტილებით კომისიასთან შეიძლება შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტებითა და სპეციალისტებით, ასევე დაინტერესებულ იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან.“

6.მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ახლადარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომის შეკრება შემდგარად ჩაითვლება თუ სხდომას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახლადარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.“

7.მე-41 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საკრებულოს პირველი სხდომა  მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით:

ა) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება;

ბ) სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა;

გ) ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა.“

8.მე-44 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სამანდატო დროებითი კომისია განიხილავს და საკრებულოს ამცნობს საკრებულოს ფრაქციათა შექმნის შესახებ, საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტის შესახებ.“

9. ამოღებულ იქნას 45-ე მუხლი:

10. 46-ე  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 46. ახლადარჩეული საკრებულოს პირველ  სხდომაზე განსახილველი საკითხები

1. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;

2. საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევა;

3. საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების შექმნა;

4. საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა და დამტკიცება, კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღება;

5.  საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.

6. საკრებულოს თავმჯდომარის ხელახალმა კენჭისყრამაც ვერ გამოავლინა გამარჯვებული, საკრებულოს სხდომა გადაიდება, არაუმეტეს ერთი კვირით.“

11. 51-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

,,4. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რიგგარეშე სხდომის მოუწვევლობის შემთხვევაში საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის თავზე. თუ საკრებულოს თავმჯდომარე ამ რეგლამენტით დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს პასუხს, საკრებულოს აპარატის უფროსი ვალდებულია მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან მეოთხე დღეს გამოაქვეყნოს ცნობა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ და უზრუნველყოს საკრებულოს წევრთა გაფრთხილება. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომას თავმჯდომარეობს საკრებულოს დამსწრე წევრთაგან უხუცესი.“

12.რეგლამენტის მთელ  ტექსტში ნაცვლად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,საფინანსო-საბიუჯეტო კომისია“  მითითებულ იქნას ,,საფინანსო, საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მჭედლიშვილი