გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/19347-22
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 28/06/2022
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2022
სარეგისტრაციო კოდი
2/19347-22
28/06/2022
ვებგვერდი, 01/07/2022
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე N 2/ 19347-22

330210022005932286

ბა

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და  გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე

  20 22 წლის 28 ივნისი

   თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი

 

  განმცხადებელი - შპს „ტექნომშენ ჯგუფი“  

წარმომადგენელი - გიორგი ნასყიდაშვილი

მოთხოვნა -  გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყება

  სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

  2022 წლის 02 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ტექნომშენ ჯგუფი“-ს წარმომადგენელმა გიორგი ნასყიდაშვილმა, რომელმაც მოითხოვა შპს „ტექნომშენ ჯგუფი“-ს მიმართ, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით, გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

  განმცხადებლის განმარტებით, კომპანია სამეწარემო საქმიანობას აღარ ახორციელებს და არც გააჩნია სამეწარემო საქმიანობის გაგრძელების სურვილი და შესაძლებლობა, ასევე, კომპანიის არსებული პასივები ათჯერ აღემატება მის აქტივებს, შესაბამისად მას სურს კომპანიის გამოცხადება გაკოტრებულად.

დღეის მდგომარეობით, მოვალეს ჰყავს შემდეგი კრედიტორები:

1. დმანისის მუნიციპალიტეტის მერია (228928391) მისამართი: დმანისი, წმინდა ნინოს ქუჩა N 41, დავალიანება - 131 935.95 ლარი;

2.  სახ. ბიუჯეტი - დავალიანება  9 478.08 ლარი;

3.  შპს სენტა პეტროლიუმი (205050273) მისამართი: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, კოსტავას ქ., №37-39, სართული 7, საოფისე ფართი 602 -  დავალიანება 13 129.67;

4. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია (239393811) მისამართი: საჩხერე თავისუფლების ქ. 4 -  დავალიანება 120 715.38 ლარი;

5.   შპს ციტადელი (404924285) მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, დიდი დიღომი დ. თავდადებულის ქ., N 16, ბ. 50 დავალიანება - 21 524 ლარი;

6.    შპს ენერჯი (427731797) მისამართი: საქართველო, გურჯაანის რაიონი, ს. კარდენახი, 23–ე ქ., № 13; დავალიანება - 33 000 ლარი;

7.    შპს მექანიზატორი - 2005 (228539061) მისამართი: საქართველო, დედოფლისწყაროს რაიონი, სოფ. წითელწყარო; დავალიანება -  250 000 ლარი;

8.  შპს გუმბათი (440388705) მისამართი: საქართველო, სიღნაღის რაიონი, ს. საქობო დავალიანება - 209 422.18 ლარი;

9.  შპს აი-ემ-ჯი-აი (404539219) მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, დავით აღმაშენებელის გამზირი, N 147; დავალიანება - 30 000 ლარი;

10.   შპს მარიამ 2004 (445460812) მისამართი: საქართველო, ქ. ბათუმი, ნ.იმნაძის ქ. N 2; დავალიანება - 18 992.4 ლარი;

11. შპს არალი (222725807) მისამართი: საქართველო, ახალციხე, აბასთუმნის გზატკეცილი - 83 504 ლარი;

12.   (204973742) შპს ბურჯი მისამართი: თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი,  ჭავჭავაძის გამზირი, N39ა; დავალიანება - 60 000 ლარი;

13. (406151480) შპს ზ.დ.გ. კომპანი; მისამართი - ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ., N 52, ბ. 11;  - 21 000 ლარი;

14.   (57001002406) შოთა მჭედლიძე;  ხაშურის რაიონი, ს. ცხრამუხა; დავალიანება - 15 000 ლარი;

15.  (226112578) შპს მშენებელი მის: ბორჯომი, რობაქიძის ქ., N57 დავალიანება - 9 500 ლარი;

16.  (405244169) შპს ევროპლიუსი მის: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, პანკისის ქუჩა, № 18; დავალიანება  -  20 000 ლარი;

17.  (205269948) შპს ენერჯი პლიუსი მის: თბილისი, საბურთალოს რაიონი, შევარდენიძის ქ., №7, ბინა 30 - დავალიანება - 1680 ლარი;

18. (440393021) შპს სამშენებლო კომპანია თი ენ სი მის: სიღნაღი, ს. ტიბაანი, მე–18 ქ., No2  დავალიანება 14 000;

19.   (406258259) შპს ფოლადის სახლი მის: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ივანე იუმაშევის ჩიხი N14 დავალიანება - 17 000 ლარი;

20.  (404867649) შპს მეტალ ფორს ჯორჯია; მის:  თბილისი, ვაკის რაიონი, ელიზბარ მინდელის ქ., N12, ბლოკი 2, ბ. 2 დავალიანება 7000 ლარი;

21.   შპს ზაისი და კომპანია (412716805); მის: ქ. ქუთაისი, ნიკო მარის ქ., No18 დავალიანება - 5554 ლარი;

22.  (404391136) შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია; მის: . თბილისი, ვაკის რაიონი, ჭავჭავაძის გამზ., N34, სართ. N6 დავალიანება - 19 000 ლარი;

23.  ტარიელ  მურუსიძე 01024056336 მის: თბილისი, დიდი დიღომი,გ. ბრწყინვალეს # 31,  92  სახელფასო დავალიანება 2000 ლარი;

24.  გივი    ბიჭიაშვილი    მის: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი, N 76ბ, ბინა 27; პ/ნ:  01011003251 სახელფასო დავალიანება -     2000 ლარი;

25.  ბესარიონ  მარგიშვილი;  მის: გორი, სოფ.შავშვები პ/ნ: 59001052461 სახელფასო დავალიანება 500 ლარი;

26. ვლადიმერ დონგუზაშვილი; მის:  გორი, სოფ.ნაწრეტი; პ/ნ: 59001092243 სახელფასო დავალიანება 300 ლარი;

27.  ელიზბარ   ბიჭიაშვილი; მის: სიღნაღი ს. ანაგა; პ/ნ: 40001015034 სახელფასო დავალიანება  5000 ლარი;

28.  გიორგი    ნანობაშვილი; მის  სიღნაღი,სოფ. ვაქირი; პ/ნ: 4000102567 დავალიანება 3500 ლარი

29. სსიპ „შემოსავლების სამსახური“  დავალიანება: ძირი 209 641 ლარი; ჯარიმა - 116661 ლარი; საურავი 113762 ლარი;

საწარმოს ბალანსზე ირიცხება შემდეგი მოძრავი ნივთები:

#

დასახელება

სახ. ნომერი

მდგომარეობა

სავარაუდო ღირებულება

 

1

ცისტერნა მისაბმელი

AA265A

არამუშა (ჯართი)

1600

 

2

სპეციალური მობილური ALLPAVER (ასფალტის დამგები)

AA323A

არამუშა (ჯართი)

2400

 

3

თვითმცლელი MMZ (ზილი)

AA811VV

არამუშა (ჯართი)

3200

 

4

მსუბუქი ა/მ ოპელი

WW933NN

მუშა მგომარეობაში

4000

 

5

კომბინირებული სატკეპნი

AA274A

მცირედი შესაკეთებელი

50000

 

6

კომბინირებული სატკეპნი

AV792V

მცირედი შესაკეთებელი

30000

 

7

ლაფეტი მისაბმელი

 

მუშა მგომარეობაში

3000

 

8

ბეტონმრევი (ქარხნული)

 

შესაკეთებელი

7000

 

  ზემოდასახელებული ქონებების გარდა, საწარმოს ბალანსი ნულოვანია, საწარმოს არ გააჩნია ბრუნვა, ან რაიმე ფორმით მისაღები შემოსავალი, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საწარმო აღარ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, საწარმოს არ გააჩნია დამატებითი ხარჯები.განცხადების შემოტანის მომენტისათის საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები არ არიან. საწარმოს დებიტორული მოთხოვნები, მოქმედი ხელშეკრულებები, სასამართლო დავები  არ გააჩნია.

  თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 06 ივნისის განჩინებით, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

1. შპს „ტექნომშენ ჯგუფის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

2. შპს „ტექნომშენ ჯგუფის“ პარტნიორთა (არანაკლებ 75%) თანხმობა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით სასამართლოსათის მიმართის შესახებ;

3. გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე მოთხოვნით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის მომენტისთვის უდიდესი ოდენობის მოთხოვნის მქონე 3 კრედიტორისთვის შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

  2022 წლის 14 ივნისს, შპს „ტექნომშენ ჯგუფის“ წარმომადგენელმა განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ხარვეზის შევსების მიზნით.

  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით, შპს „ტექნომშენ ჯგუფს“ უარი ეთქვას   გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე .

  დასახელებული განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში გამოქვეყნდა 2022 წლის 20 ივნისს.

  2022 წლის 21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს კერძო საჩივრით მომართა შპს „ტექნომშენ ჯგუფის“ წარმომადგენელმა გიორგი ჯავახიამ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ივნისის განჩინების გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ გაუქმება და განცხადების დასაშვებად ცნობა.

  თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის განჩინება, რომლითაც შპსტექნომშენ ჯგუფსუარი ეთქვა  გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

  სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ ხარვეზი შევსებულია, შპს „ტექნომშენ ჯგუფის“ განცხადება აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და იგი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.

  სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 47-ე, 55-ე, 99-ე, მე-100 მუხლებით; ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ტექნომშენ ჯგუფის“ (ს.ნ.400141529) განცხადება ცნობილი იქნეს დასაშვებად.

2. შპს „ტექნომშენ ჯგუფის“ (ს.ნ.400141529) მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.

3. შპს „ტექნომშენ ჯგუფის“ (ს.ნ.400141529) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი - ლაშა ნოდია (პ.ნ. 19001001627, ტელ. 599304302), რომელიც შერჩეული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე.

4.  გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:

ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;

ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;

გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;

ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება  გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;

თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;

ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

5. გაკოტრების მმართველის დანიშვნისთანავე მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი ვალდებულია, გაკოტრების მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ ითანამშრომლოს გაკოტრების მმართველთან და დაეხმაროს მას. 

6. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ განჩინების გამოტანამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს მათში სათანადო ცვლილება ან/და დამატება.

7. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილება გაკოტრების რეჟიმში უნარჩუნდება მხოლოდ განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მისი შესრულების ნაწილში.

8. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს. გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით, და გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე ზიანი არ უნდა მიაყენოს მათ ინტერესებს.

9.  გაკოტრების მიზნის მისაღწევად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად გაკოტრების მმართველი ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და ახორციელებს შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას.

10. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით:

ა) კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართოს და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;

ბ) აწარმოოს დავები;

გ) განახორციელოს შეცილება;

დ) უზრუნველყოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა;

ე) უზრუნველყოს სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების, შესრულება;

ვ) მოიწონოს ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები;

ზ) შეისყიდოს სხვადასხვა პროფესიული მომსახურება;

თ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

11. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოამზადოს მოვალის ფინანსური მდგომარეობისა და ქონების რეალიზაციის შერჩეული ფორმის შესახებ ანგარიში და იგი ამ კანონით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

12. გაკოტრების მმართველი აფასებს გადახდისუუნარობის მასაში შემავალ ქონებას. კრედიტორებს უფლება აქვთ, საკუთარი ხარჯით განახორციელონ მისი ალტერნატიული შეფასება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი. კრედიტორებს უფლება აქვთ, დასვან გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი და ამ მიზნით მოიწვიონ კრედიტორთა კრება.

13. განჩინება გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით, www.ecourt.ge და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე, ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად. (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის  გახსნის  თაობაზე  განჩინების გამოტანის შესახებ).

14. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, განჩინების გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებიდან  5 (ხუთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

 

მოსამართლე                                                                                     ზაალ მარუაშვილი