დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/07/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.35.158.016565 |
|
,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ და ,,დ.დ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების, შესაბამისად, შევიდეს ცვლილებები, ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 თებერვლის №5 დადგენილების (matsne.gov.ge გამოქვეყნების თარიღი 01/03/2022 წ. სარეგისტრაციო კოდი 010320000.35.158.016552) დანართი N1 -ში: |
| მუხლი 1 |
1. შევიდეს ცვლილება დანართი №1-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით,
,,ბ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი) – 1 (თანამდებობრივი სარგო - 1650 ლარი). 2. შევიდეს ცვლილება დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე - 3 პუნქტის გ) ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით, ,,გ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი) – 1 (თანამდებობრივი სარგო - 1540 ლარი). 3. შევიდეს ცვლილება დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტში, დაემატოს ე) ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით ,,ე) მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი (მეოთხე რანგი) – 1 (თანამდებობრივი სარგო - 880 ლარი); |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები