„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 223
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017601
223
07/07/2022
ვებგვერდი, 11/07/2022
200090000.22.033.017601
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №223

2022 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 88-ე მუხლის მე-4 პუნქტის  „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მე-8 სვეტში: „თანხა“ – აისახება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი  შეღავათის ოდენობა.

შენიშვნა: საერთაშორისო კომპანიასთან მიმართებაში, აღნიშნულ სვეტში მიეთითება ქონების გადასახადის თანხა კალენდარული წლის განმავლობაში იმ თვეების პროპორციულად, რამდენ თვეშიც პირი ითვლებოდა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონედ.

მაგალითი:

საწარმოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა 2021 წლის 5 მაისს, შესაბამისად, იგი საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონედ ითვლებოდა 2021 წლის 1 მაისიდან.

საწარმოს დასაბეგრი ქონების ღირებულება წლის დასაწყისში შეადგენს 100 000 ლარს, ხოლო წლის ბოლოსთვის – 140 000 ლარს. შესაბამისად, ქონების საშუალო წლიური საბალანსო ღირებულება (სვ. 6) შეადგენს 120 000 ლარს ((100000 ლარი + 140000 ლარი): 2), ხოლო საგადასახადო შეღავათის თანხა (სვ. 8) – 80 000 ლარს (120000:12X8);

ზ) მე-9 სვეტში: „შეღავათის საფუძველი“ – მიეთითება საგადასახადო შეღავათის საფუძველი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმა;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი