,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პროფესიული განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 15 აგვისტოს №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-68/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 19/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.035.016996
01-68/ნ
19/07/2022
ვებგვერდი, 19/07/2022
010240030.22.035.016996
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პროფესიული განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 15 აგვისტოს №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პროფესიული განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 15 აგვისტოს №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-68/ნ

2022 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პროფესიული განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 15 აგვისტოს №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პროფესიული განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 15 აგვისტოს №01-9/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15/08/2018, 010240030.22.035.016518) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების №2 დანართის (პოლიფარმაციის შემთხვევების გამოვლენისა და რეაგირების წესი):

ა) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პოლიფარმაციის ჯგუფის სამდივნოში პოლიფარმაციის შემთხვევების შესახებ მიმართვა ხორციელდება პაციენტის მიერ ელექტრონული რეცეპტის სისტემის მეშვეობით და/ან სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სსიპ  ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო) ტერიტორიული ორგანოებიდან დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის საშუალებით (ე.წ. „დანიშნულების ფურცლით“). აღნიშნული მომართვით პაციენტი აცხადებს თანხმობას, მის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია და/ან პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაცია გახდეს ხელმისაწვდომი პოლიფარმაციის პროცესში ჩართული პირებისათვის. ელექტრონული რეცეპტის სისტემის მეშვეობით შემოსული პაციენტის მომართვა განიხილება როგორც მისი განაცხადი.

7. შემოსული ინფორმაციის პირველად დამუშავება ხორციელდება ელექტრონული რეცეპტის სისტემით ან სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი თანამშრომლის მიერ №2.3 დანართით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით. სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შესაბამისმა თანამშრომელმა პაციენტის  განმეორებითი განცხადება უნდა ატვირთოს ერთ ჯგუფში (ისტორიაში).‘‘;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. პაციენტი ამ დანართის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ შეტყობინებას იღებს მომართვის ფორმის შესაბამისად: ელექტრონული რეცეპტის სისტემაში არსებულ პაციენტის გვერდზე ან ამ მიზნით აკითხავს სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შესაბამის რაიონულ სამსახურს.‘‘.

2. ბრძანების  №2.3 დანართის (კრიტერიუმები პირველადი შეფასებისათვის) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ფილიალებში განხორციელდება მატერიალური ფორმით წარმოდგენილი „დანიშნულების ფურცლის“ ციფრულ ფორმატში გადაყვანა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  ის აკმაყოფილებს №2 დანართით განსაზღვრულ მინიმალურ მოთხოვნებს და არ აქვს ტექნიკური ხარვეზი (მაგალითად, არის არაწაკითხვადი).‘‘.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი