ნავსადგურის წესების დამტკიცების შესახებ

ნავსადგურის წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 25/07/2022
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 310040000.55.067.016150
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
24
25/07/2022
ვებგვერდი, 28/07/2022
310040000.55.067.016150
ნავსადგურის წესების დამტკიცების შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/07/2022 - 25/08/2023)

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №24

2022 წლის 25 ივლისი

ქ. ბათუმი

 

ნავსადგურის წესების დამტკიცების შესახებ

საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსი“ 77-ე და 86-ე მუხლების, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „ნავსადგურის წესები“.
მუხლი 2
წესის 101-ე მუხლი ამოქმედდეს არაუგვიანეს 2023 წლის 1 იანვრისა.
მუხლი 3
ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს №019 ბრძანება „ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ. 
მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი



ნავსადგურის წესები 

კარი I

ზოგადი ნაწილი

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. „ნავსადგურის წესები“ (შემდეგში – წესები) ადგენს საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში (შემდეგში – ნავსადგური) გემის შესვლის, დგომისა და ნავსადგურიდან გემის გასვლის, გემის სალოცმანო გაცილების განხორციელების, მგზავრთა გადაყვანასთან, სატვირთო და სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულების, გემის დატვირთვის, გადმოტვირთვის, ტვირთის დაწყობისა და შენახვის, ნავსადგურის აკვატორიაში უსაფრთხო ნაოსნობის წესებსა და პირობებს.

2. წესები ვრცელდება საქართველოს ყველა სანავსადგურე ერთეულზე, ყველა გემზე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული გემებისა, განურჩევლად დროშის სახელმწიფოსა და კუთვნილების ფორმისა, გემის კაპიტანზე და ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც იმყოფებიან ან ახორციელებენ საქმიანობას ნავსადგურის აკვატორიასა და მის ტერიტორიაზე.

3. ეს წესები არ ვრცელდება სამხედრო გემებზე და სახელმწიფო გემებზე, რომლებიც გამოიყენება არაკომერციული მიზნებისათვის.

4. გემის წყალშიგი უნდა შეესაბამებოდეს სანავსადგურე ერთეულის ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელშიც შედის გემი.

5. გემთმფლობელი/გემის კაპიტანი/ლოცმანი ვალდებულია ნავსადგურის აკვატორიაში ნაოსნობისას, გარე რეიდზე ან დატვირთვა/გადმოტვირთვის ოპერაციების დროს, გემთან დაკავშირებული საზღვაო ინციდენტის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს ნავსადგურის კაპიტანს, რომელიც თავის მხრივ დაუყოვნებლივ აცნობებს სააგენტოსა და სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს.

6. წესების კარი I-ის (ზოგადი ნაწილი) და კარი II-ის (ნავსადგურის ჩვეულებები) დებულებები საერთოა ყველა სანავსადგურე ერთეულისთვის, ხოლო კარი III (განსაკუთრებული ნაწილი) განსაზღვრავს კონკრეტული სანავსადგურე ერთეულის თავისებურებებს და ვრცელდება მხოლოდ მასზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს და ცნებებს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გემი – ყველა სახეობის მცურავი ობიექტი, მათ შორის, არაწყალწყვის გემები და ჰიდროთვითმფრინავები, რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალზე გადაადგილების საშუალებად;

ბ) თევზსაჭერი გემი – ნებისმიერი გემი, რომელიც გამოიყენება თევზჭერისა და სხვა სახეობის საზღვაო რეწვისათვის. რეწვის იარაღი არის თევზსაჭერი გემის განუყოფელი ნაწილი;

გ) თევზსარეწი გემი – მცურავი საშუალება, რომელიც ახორციელებს თევზის ან/და ზღვის პროდუქტების დამუშავებას და სხვადასხვა პროდუქციის გამოშვებას;

დ) თევზის ნედლეულისა და რეწვის პროდუქციის სატრანსპორტო გემი – მცურავი საშუალება, რომელიც თევზსაჭერი ან/და თევზსარეწი გემებიდან ზღვაში ან/და სანავსადგურე ერთეულში იღებს თევზის ნედლეულსა თუ პროდუქციას და ეწევა ტრანსპორტირებას თევზჭერის საზღვაო რაიონებიდან ნავსადგურებში; ან ერთი სახელმწიფოს თევზჭერის რაიონიდან მეორე სახელმწიფოს ნავსადგურებში.

ე) მსხვილტონაჟიანი გემი – ამ წესის მიზნებისთვის 15 000 (თხუთმეტი ათასი) ტონა და მეტი საერთო ტევადობის გემი;

ვ) მცირეტონაჟიანი გემი – ამ წესის მიზნებისთვის 15 000 (თხუთმეტი ათასი) ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემი;

ზ) ზომამცირე გემი – ამ წესების მიზნებისათვის 7 (შვიდი) მეტრი და ნაკლები სიგრძის გემი;

თ) ნავსადგურის დამხმარე ფლოტი – მცურავი საშუალება, რომელიც გამოიყენება სანავსადგურე ერთეულის უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის;

ი) გემის ადმინისტრაცია – გემის კაპიტანი, უფროსი მექანიკოსი, კაპიტნის უფროსი თანაშემწე, მეორე მექანიკოსი;

კ) დრეიფი – ქარის ან წყლის დინების ზემოქმედების შედეგად თავისუფლად მდომი გემის (არ აქვს მოძრაობა წყლის ზედაპირთან შეფარდებით და არ დგას ღუზაზე) მოძრაობა დაუდგენელი მიმართულებით;

ლ) კაბელტი – საზღვაო ნაოსნობაში გამოყენებული სიგრძის ერთეული (დაახლოებით 185,2 მეტრი);

მ) საზღვაო მილი – საზღვაო ნაოსნობაში გამოყენებული სიგრძის ერთეული (ერთი მილი უდრის 10 (ათი) კაბელტს, დაახლოებით 1852 მეტრი);

ნ) კვანძი – გემის სიჩქარის საზომი ერთეული, განისაზღვრება ერთ საათში გავლილი საზღვაო მილებით;

ო) ნავთობი – ამ წესების მიზნებისთვის ნავთობროდუქტი, რომელიც შეიძლება იყოს ნედლი ნავთობი, მისგან წარმოებული ნავთობპროპდუქტები (მათ შორის, თხევადი გაზი), ნარჩენები და წყლისა და ნავთობის მინარევები;

პ) სახიფათო ტვირთი – ტვირთი (ნივთიერება, მასალა, ნაკეთობა), რომელმაც გადაზიდვისას თავისი თვისებებით და განსაკუთრებული მახასიათებლებით შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ზიანი მიაყენოს გარემოსა და ბუნებრივ რესურსებს, დააზიანოს ან გაანადგუროს მატერიალური ფასეულობანი;

ჟ) ცეცხლსაშიში ტვირთი – ტვირთი, რომელიც განსაზღვრულ პირობებში ადვილად შეიძლება აალდეს;

რ) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;

ს) ნავსადგური – საზღვაო ნავსადგური არის იმ სანავსადგურე ინფრასტრუქტურის ერთობლიობა, რომელიც განლაგებულია განსაზღვრულ გეოგრაფიულ ადგილზე და რომელშიც შეიძლება მდებარეობდეს ერთი ან ერთზე მეტი სანავსადგურე ერთეული;

ტ) სანავსადგურე ერთეული – საქართველოს ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით შექმნილი, დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ჰიდროტექნიკური ნაგებობები, სატვირთო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა და შესაბამისი ტერიტორია და რომლისთვისაც გამოყოფილია სათანადო სტატუსის მქონე საზღვაო აკვატორია. ორი ან ორზე მეტი სანავსადგურე ერთეულისთვის შეიძლება გამოყოფილი იყოს საერთო საზღვაო აკვატორია ან აკვატორიის ნაწილი. ტერმინში „სანავსადგურე ერთეული“ არ იგულისხმება სამხედრო დანიშნულების სანავსადგურე ინფრასტრუქტურა;

უ) სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია – სანავსადგურე ერთეულის მმართველი;

ფ) ტერმინალი – სანავსადგურე ერთეულში ცალკე გამოყოფილი ტერიტორია, სადაც ხორციელდება სატვირთო/მგზავრთა მომსახურების ოპერაციები;

ქ) ნავსადგურის კაპიტანი – სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის – ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსი, რომელიც საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ახორციელებს ნაოსნობის უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს, კანონით მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების ფარგლებში;

ღ) მორიგე ოფიცერი – სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის – ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს სანავსადგურე ერთეულსა და მის მიმდებარე აკვატორიაში სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს, კანონით მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების ფარგლებში;

ყ) ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტორი – სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს სანავსადგურე ერთეულში შესული გემების შემოწმებას და მათ შესაბამისობას საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნებთან, აგრეთვე ახორციელებს კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ სხვა მოვალეობებს;

შ) საზღვაო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი – საძიებო-სამაშველო რაიონში ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისა და საძიებო-სამაშველო ოპერაციების განხორციელების ორგანიზებისა და კოორდინაციისათვის პასუხისმგებელი სააგენტოს სტრუქტურული ერთეული;

ჩ) VTS ოპერატორი – სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის – ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის, გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ცენტრის თანამშრომელი, რომელიც გემებს უწევს მომსახურებას საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების წესის შესაბამისად;

ც) სანაპირო დაცვა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი;

ძ) შემმოწმებელი – სათანადო მოწმობის/სერტიფიკატის მქონე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ამ მოწმობით/სერტიფიკატით განსაზღვრულ გემის ტვირთის შემოწმების მომსახურებას;

წ) სურვეიერი – სურვეიერის მოწმობის/სერტიფიკატის მქონე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ამ მოწმობით/სერტიფიკატით განსაზღვრულ სურვეიერულ მომსახურებას;

ჭ) „კარგი საზღვაო პრაქტიკა“ – ნაოსნობის ისტორიის პერიოდში გამომუშავებული საუკეთესო ტრადიციები, წეს-ჩვეულებები და მოქმედებები;

ხ) თავისუფალი პრაქტიკა – საზღვარგარეთიდან მოსული გემის უფლება განახორციელოს სატვირთო, სამგზავრო და სხვა ოპერაციები, რომელსაც იგი იძენს მის მიერ სასაზღვრო, საბაჟო საზღვრის გადაკვეთის, სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო პროცედურების გავლის შემდეგ;

ჯ) კანჯო – კოლექტიური მოხმარების სამაშველო მცურავი საშუალება, რომელიც წარმოადგენს გემის განუყოფელ (აღჭურვილობის) ნაწილს;

ჰ) რეიდი – ნავსადგურის აკვატორიაში ან მის ფარგლებს გარეთ გემის ღუზაზე დგომისათვის განკუთვნილი საზღვაო რაიონი;

1) ფარვატერი – უსაფრთხო ნაოსნობისათვის განსაზღვრული წყლის დერეფანი;

2) კიჩოს ფლაგშტოკი – დროშის ასაწევი ანძა კიჩოზე;

3) გვარლი – მისაბმელი ბაგირი;

4) გროტ ანძა – მთავარი ანძა;

5) ბოფორტის შკალა  საერთაშორისო 12 (თორმეტი)-ბალიანი სისტემა, რომელიც გამოიყენება ქარის ძალის გასაზომად (დანართი №1);

6) დუგლასის შკალა – საერთაშორისო 9 (ცხრა)-ბალიანი სისტემა, რომელიც განსაზღვრავს ტალღის სიმაღლეს და ზღვის ლივლივის (Swell) სიმაღლეს (დანართი №2);

7) შეზღუდული ხილვადობა – 5 საზღვაო მილზე ნაკლები და 2 საზღვაო მილზე მეტი;

8) ცუდი ხილვადობა – 0,5 -2 საზღვაო მილი.

2. ამ წესებში გამოყენებულ შემოკლებებს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობა:

ა) IMO (International Maritime Organization) – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია;

ბ) UTC (Coordinated Universal Time) – უნივერსალური კოორდინირებული დრო, რომელიც აითვლება გრინვიჩის ნულოვანი მერიდიანიდან;

გ) IMDG CODE (International Maritime Dangerous Goods) „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვის კოდექსი“;

დ) ISGOTT (International Safety Guide for Oil Tankers & Terminals) – საერთაშორისო უსაფრთხოების სახელმძღვანელო ტანკერებისა და ნავთობტერმინალებისათვის;

ე) ICS/INTERCO (International Code of Signals) – სიგნალების საერთაშორისო კრებული;

ვ) SOLAS 74 (International Convention for the Safety of Life at Sea) – „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენცია“;

ზ) COLREG -72 (Convention on the International Regulations for Preventing Collisions at Sea, 1972) – „ზღვაში გემების შეჯახების თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო წესები“;

თ) ISPS CODE (International Ship and Port Facility Security Code) ­ „გემების და ნავსადგურების უშიშროების საერთაშორისო კოდექსი“; 

ი) Black Sea MOU – შავი ზღვის ურთიერთგაგების მეომორანდუმი ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის შესახებ;

კ) კბტ – კაბელტი;

ლ) VTS (Vessel traffic service) – გემის მოძრაობის მომსახურება;

მ) SPM (Single Point Mooring) – ზღვის ფსკერზე განლაგებული და წყალში/წყლის ზედაპირზე მოძრავი ტივტივა მოწყობილობა/სისტემა, რომელიც გამოიყენება გემის 1 წერტილიდან (გემის ქიმის ნაწილიდან) მისაბმელად ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სატვირთო ოპერაციების ჩასატარებლად;

ნ) CBM (Conventional Buoy Mooring system) – უნავმისადგომო ჩამოსასხმელი ზღვის ფსკერზე მიმაგრებული წყალში/წყლის ზედაპირზე მოძრავი რამდენიმე ტივტივისგან შემდგარი გემმისაბმელი სისტემა, რომლებიც გამოიყენება გემის რამდენიმე ან ყველა მხრიდან მისაბმელად სატვირთო ოპერაციების ჩასატარებლად;

ო) VHF რადიოსადგური (Very High Frequency) წარმოადგენს ულტრამოკლეტალღურ (მეტრული დიაპაზონი) რადიოსადგურს, რომლიც მოქმედების არეალი დაახლოებით მერყეობს 20-30 საზღვაო მილის ფარგლებში, პირდაპირი რადიომხედველობის არეში და ტალღის გავრცელების მანძილი დამოკიდებულია გადამცემი და მიმღები რადიოსადგურების ანტენების განთავსების სიმაღლეზე ზღვის ზედაპირიდან.

3. ამ წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს და ცნებებს აქვს „საქართველოს საზღვაო კოდექსითა“ და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 3. ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება

1. ნავსადგურში სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას, IMO-ს A.787(19) რეზოლუციის (შესწორებულს A.882 (21) რეზოლუციით), „ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის თაობაზე“ 2009 წლის 23 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/16/EC დირექტივისა (Directive 2009/16/EC of the European Parliament and of the Council of 23 April 2009 on Port State Control) და საქართველოს საზღვაო კოდექსის Vთავის შესაბამისად, ახორციელებს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური.

2. ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის, სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციისა და საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვის კონტროლის ორგანოების მიერ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შესაბამის სანავსადგურე ერთეულში წესრიგის დასაცავად დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა სანავსადგურე ერთეულში მყოფი ყველა ფიზიკური/იურიდიული პირისა და გემისათვის.

მუხლი 4. ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფლებები და ვალდებულებები

1. გემის ნავსადგურში შესვლის და ნავსადგურიდან გასვლის გაფორმებას ახორციელებს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური.

2. თუ თევზსაჭერი გემის ან სხვა ტიპის მცურავი საშუალების გასვლა ხდება აკვატორიიდან, რომელიც არ შედის არცერთი სანავსადგურე ერთეულის ფარგლებში, ასეთ შემთხვევაში მის შემოწმებას/გაფორმებას ახდენს უახლოესი ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური.

3. გემი, ნავსადგურში შესვლის ან ნავსადგურიდან გასვლის დროს, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს შესამოწმებლად წარუდგენს ამ წესების დანართი №3-ით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.

4. გემის ღუზაზე დგომის ადგილს (წერტილს) განსაზღვრავს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური. გემის კაპიტნისთვის ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს VTS ოპერატორი.

5. ნავსადგურში გემის ან/და ტვირთის დაკავების უფლება აქვს მხოლოდ ნავსადგურის კაპიტანს, აგრეთვე სხვა უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით. გემის ან/და ტვირთის დაპატიმრება/დაკავება ფიქსირდება შესაბამის ჟურნალში. გემის დაპატიმრება სამოქალაქო მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ფორმდება ნავსადგურის კაპიტნის განკარგულებით გემის/ტვირთის დაპატიმრების შესახებ. (განკარგულების სტანდარტული ფორმა მოცემულია ამ წესების დანართით №4.)

6. გემის მოძრაობას რეიდზე და აკვატორიაში არეგულირებს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური ამ წესებისა და საქართველოს კანონდებლობის შესაბამისად, სააგენტოს ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის მონაწილეობით.

7. ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს უფლება აქვს ნავიგაციის თვალსაზრისით დახუროს ან გახსნას ნავსადგური კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

8. სააგენტოს უფლებამოსილ პირებს, სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად, უფლება აქვთ დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდნენ და იმყოფებოდნენ ნავსადგურის ტერიტორიაზე და ავიდნენ გემზე განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი. უფლებამოსილ პირთა სიას განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილების „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საფუძველზე.

9. ნავსადგურის ტერიტორიაზე, გემებზე და აკვატორიაში საგანგებო სიტუაციების შესახებ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური ატყობინებს შესაბამის საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილ ორგანოს (დანართი №5).

10. ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური ახორციელებს გემის დოკუმენტების და ეკიპაჟის სერტიფიკატების შემოწმებას.

11. ნავსადგურის კაპიტანი ახორციელებს:

ა) სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს ზღვაოსნობის უსაფრთხოებაზე და საერთაშორისო კონვენციების, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესების შესრულებაზე ნავსადგურში და მიმდებარე აკვატორიაში მოძრავი, მათ შორის, ნავსადგურში მდგომი გემების მიერ, ასევე, თევზსაჭერი, კვლევითი და სპეციალური დანიშნულების გემების მიერ, განურჩევლად დროშის კუთვნილებისა;

ბ) გემის, მათ შორის, თევზსაჭერი გემის, ნავსადგურში შესვლა-გასვლის საბუთების გაფორმებას და უფლების გაცემას (Harbour Master Clearance) ნავსადგურიდან გემის გასვლის შესახებ;

გ) საზღვაო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრთან ურთიერთობას და წარმოადგენს ადგილზე მოქმედების კოორდინატორს, თუ ზღვაში მყოფი გემის, ადამიანის და საფრენი აპარატის საძიებო-სამაშველო ოპერაცია ან ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაცია ხორციელდება ნავსადგურში ან ნავსადგურიდან 12 (თორმეტი) საზღვაო მილის რადიუსში;

დ) გემის ნავსადგურიდან გასვლის მზადყოფნის შემოწმებას და გემის მდგრადობის მონაცემების შესაბამისობის კონტროლს, გემის დოკუმენტებსა და LL კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან;

ე) საზღვაო ნავსადგურში და მის მიმდებარე აკვატორიაში მცურავი საშუალებების უსაფრთხო დგომის კონტროლსა და გადაადგილების თანხმობის გაცემას.

12. სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ადგენს ნავსადგურისა და მისი მიმდებარე აკვატორიის ფარგლებში ნაოსნობის წესებს, საზღვაო ნავსადგურთან მისასვლელს, შესასვლელსა და გასასვლელს.

13. ნავსადგურის კაპიტანი გასცემს თანხმობას გემზე ლოცმანის ასვლის და გემის გაცილების ან ნავსადგურში შემოყვანის შესახებ.

14. ნავსადგურის კაპიტნის მიერ თავისი კომპენტენციის ფარგლებში ზღვაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სანავსადგურე ერთეულში წესრიგის დასაცავად გაცემული განკარგულებები სავალდებულოა შეასრულოს სანავსადგურე ერთეულში მყოფმა ყველა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა და გემმა.

15. ნავსადგურის კაპიტანს უფლება აქვს:

ა) არ გასცეს ნავსადგურიდან გემის გასვლის უფლება, თუ:

ა.ა) გემი არ აკმაყოფილებს ცურვის ვარგისიანობის კრიტერიუმებს;

ა.ბ) დარღვეულია დატვირთვის, მომარაგების, ეკიპაჟის დაკომპლექტების მოთხოვნები და აღმოჩენილია სხვა ნაკლოვანებები, რომლებიც საშიშროებას უქმნიან გემის უსაფრთხო ნაოსნობას, გემზე მყოფ ადამიანთა სიცოცხლეს და გარემოს დაბინძურებას;

ა.გ) არასწორადაა შედგენილი გემის საბუთები;

ა.დ) გადახდილი არ არის დადგენილი საფასური ან ჯარიმა;

ბ) დაიკავოს გემი ან ტვირთი:

ბ.ა) ფიზიკური ან იურიდიული პირის განცხადების საფუძველზე, თუ ეს დაკავშირებულია საერთო ავარიასთან, გადარჩენასთან, ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებასა და გემის შეჯახებასთან, გადასახადის გადაუხდელობასთან ან სხვა ზიანთან;

ბ.ბ) სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის მოთხოვნით, თუ მწყობრიდანაა გამოსული სანავსადგურო ნაგებობანი, ნავსადგურში არსებული სხვა ნაგებობანი, ნავსადგურში არსებული სხვა ქონება და სანავიგაციო მოწყობილობანი;

ბ.გ) ვიდრე გემის ან ტვირთის მფლობელი არ წარმოადგენს სათანადო უზრუნველყოფას;

გ) გემის ან ტვირთის უსაფუძვლო დაკავებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირს, რომლის მოთხოვნითაც არის დაკავებული გემი ან ტვირთი;

დ) ნავსადგურის კაპიტნის განკარგულება გემის ან ტვირთის დაკავების შესახებ მოქმედებს სამი დღე-ღამის განმავლობაში. ამ ვადაში არ შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დასვენებისა და უქმე დღეები. იმ შემთხვევაში, თუ ამ ვადაში სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას გემის ან ტვირთის დაკავების შესახებ, ის დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

16. გემის ან/და ტვირთის უსაფუძვლო დაკავებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირს, რომლის მოთხოვნითაც არის დაკავებული გემი ან/და ტვირთი.

17. ნავსადგურის კაპიტნის განკარგულება გემის ან/და ტვირთის დაკავების შესახებ მოქმედებს სამი დღე-ღამის განმავლობაში. ამ ვადაში არ შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დასვენებისა და უქმე დღეები. იმ შემთხვევაში, თუ ამ ვადაში სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას გემის ან/და ტვირთის დაკავების შესახებ, ის დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

18. ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მორიგე ოფიცერი:

ა) ასრულებს 24-საათიან მორიგეობას. სადღეღამისო ცვლისა და მორიგეობის პერიოდში უზრუნველყოფს ნავსადგურში გემების მოძრაობის, დგომის და სატვირთო ოპერაციების უსაფრთხოების მოთხოვნების ზედამხედველობასა და კონტროლს ამ წესებისა და საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად. უზრუნველყოფს ზედამხედველობას რეიდზე მდგომი გემების მიერ ამ წესების შესრულებასა და ღუზაზე მათ უსაფრთხო დგომაზე;

ბ) VTS ოპერატორის მეშვეობით, დროულად აძლევს ინფორმაციას სანავსადგურე ერთეულში და რეიდზე მდგომ გემებს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ;

გ) ამოწმებს გემის აგენტის მიერ წარდგენილი შემოსული და გამსვლელი გემების საბუთების მდგომარეობას.

19. ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტორი:

ა) ახორციელებს ნავსადგურში შემოსულ გემებზე ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლს და ეწევა ნავსადგურში შემოსული გემების ინსპექტირებას საერთაშორისო საზღვაო კონვენციებთან შესაბამისობის მიზნით;

ბ) ადგენს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის შესახებ შავი ზღვის მემორანდუმით დამტკიცებულ გემის ინსპექტირების შესაბამის ოქმს, ათანხმებს ნავსადგურის კაპიტანთან და აგზავნის სააგენტოს საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტში;

გ) იმ შემთხვევაში, თუ ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტორის მიერ შედგენილი აქტის თანახმად, აღმოჩნდება გემის მოწყობილობების, საბუთების, ეკიპაჟის კომპლექტაციის ან სხვა სერიოზული საკითხების შეუსაბამობა არსებული საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნებთან და ამ დარღვევებმა გემის ნაოსნობაში გასვლით შეიძლება გამოიწვიოს გემის ან/და ადამიანთა დაღუპვა ან ზღვის/გარემოს დაბინძურება ნავსადგურის კაპიტანს უფლება აქვს შეაჩეროს ასეთი გემის გასვლა ნავსადგურიდან, ვიდრე შესაბამისი შენიშვნა(ები) არ იქნება მთლიანად შესრულებული და ნაკლოვანებები აღმოფხვრილი;

დ) ნავსადგურში შემოსული გემების ინსპექტირების პროცესს ასახავს ფოტო/ვიდეო გადაღების საშუალებით. ფოტო და ვიდეოჩანაწერი გამოიყენება, როგორც ვიზუალური მტკიცებულებები გემზე არსებული სიტუაციის ობიექტურად აღწერისათვის, ასევე, როგორც მტკიცებულებები გემების საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის დასადგენად. ამ პროცედურების განხორციელების დროს გამოყენებული უნდა იქნეს ფოტოაპარატი/ვიდეოკამერა თარიღისა და დროის ავტომატური რეჟიმით. ვიდეოჩანაწერის დაწყების დროდ განისაზღვრება ინსპექტორის გემის ტრაპზე ასვლის მომენტიდან. ტანკერის ტიპის გემის ინსპექტირებისას გამოყენებული უნდა იქნეს თვისობრივად უსაფრთხო (intrinsically safe) ვიდეოკამერა;

ე) აცნობებს გემის კაპიტანს სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით ვიდეო-აუდიო ჩაწერის მიმდინარეობის თაობაზე.

20. ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტორს ნავსადგურში შემოსული გემების ინსპექტირებისას თან უნდა ჰქონდეს შემდეგი აღჭურვილობა და მასალები:

ა) თვისობრივად უსაფრთხო კავშირგაბმულობის საშუალებები;

ბ) კომპიუტერული საშუალება (პორტატიული/სატარებელი კომპიუტერი, პლანშეტი და სხვ.);

გ) თვისობრივად უსაფრთხო სამხრე ვიდეოკამერა;

დ) თვისობრივად უსაფრთხო ფოტოაპარატი;

ე) პერსონალური დაცვის საშუალებები, მათ შორის: მულტიგაზდეტექტორი, ჟილეტი, უსაფრთხო ჩაფხუტი, უსაფრთხო ფეხსაცმელი, უსაფრთხო სათვალე, ყურების დამცავი, ხელთათმანები.

21. ამ მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე ნავსადგურის კაპიტანმა უნდა აცნობოს ამის შესახებ სააგენტოს საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტს.

მუხლი 5. გემის კაპიტნის ვალდებულებები

1. გემის კაპიტანი, თავისუფალი პრაქტიკის მიღებისას, ვალდებულია გემის აგენტს გადასცეს ამ წესების დანართი №3-ით გათვალისწინებული საბუთები, გარდა ამ წესების მე-10 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. გემის ნავსადგურში ყოფნისას გემის კაპიტანი პასუხისმგებელია გემის უსაფრთხო დგომაზე, ეკიპაჟის და ტვირთის უსაფრთხოებაზე.

3. გემის ნავსადგურში ყოფნისას გემის კაპიტანი პასუხისმგებელია თავისი გემიდან მოახდინოს ზღვისა და ატმოსფეროს/ჰაერის დაბინძურების პრევენცია MARPOL კონვენციის შესაბამისად.

4. გემის ნავსადგურში ყოფნისას გემის კაპიტანი ვალდებულია სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი გადასცეს ადგილობრივ ხელისუფლებას.

5. გემის რეისში გასვლისათვის მზადყოფნაზე პასუხისმგებელია გემის კაპიტანი/გემთმფლობელი.

მუხლი 6. სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის უფლებები და ვალდებულებები

1. სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიისა და აკვატორიის მზადყოფნას უსაფრთხო ნაოსნობისათვის.

2. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და ყველა საზღვაო ნავსადგურში გემების მოძრაობის მომსახურებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით, „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ“ 1974 წლის საერთაშორისო კონვენციის, მისი 1988 წლის ოქმის, ცვლილებათა გათვალისწინებით, საქართველოს კანონის „საქართველოს საზღვაო კოდექსი“ V თავის მოთხოვნათა შესაბამისად. აკრძალულია სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის მიერ შინაარსობრივად ან პირდაპირ იგივე მომსახურების შეთავაზება გემებისათვის, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს საზღვაო უსაფრთხოებისათვის გაზრდილი რისკი.

3. სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საქმიანობისათვის გამოუყოფს საკუთარი ტერიტორიის, ნავმისადგომის ან აკვატორიის ცალკეულ უბანს, ასევე, დანადგარებსა და მოწყობილობებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია უსასყიდლოდ უზრუნველყოფს საგადასახადო, სასაზღვრო-მიგრაციულ, სანიტარიულ, აგრეთვე სააგენტოს შესაბამის სამსახურებს სათანადო ფართობით და უქმნის მათ ნორმალური მუშაობის პირობებს.

5. სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას არა აქვს უფლება, ხელი შეუშალოს სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე საწარმოსა და ორგანიზაციის საქმიანობას, ჩაერიოს მათ სამეურნეო მუშაობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმო და ორგანიზაცია ვალდებული არიან დაიცვან წინამდებარე წესები.

7. სანავსადგურე ერთეული ფუნქციონირებს ამ წესების შესაბამისად, რომლებსაც ამტკიცებს სააგენტო. სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ამ „წესების“ შემუშავებაში, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთაც გავლენა აქვს მის საქმიანობაზე.

მუხლი 7. ზოგადი მოთხოვნები სანავსადგურე ერთეულის მიმართ

1. ნავსადგურის ნავთობტერმინალის/გაზის ტერმინალის ექსპლუატაცია ხორციელდება აღნიშნული ნავთობტერმინალის/გაზის ტერმინალის მიერ შემუშავებული და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან (შემდგომში – სააგენტო) შეთანხმებული ნავთობტერმინალის/გაზის ტერმინალის ექსპლუატაციის წესების შესაბამისად.

2. სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციამ გემის ნავმისადგომთან დაყენების ადგილისა და თარიღის, დატვირთვა-გადმოტვირთვის და სხვა სამუშაოების შესახებ, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს, გემის აგენტს, ან ამ წესებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში უშუალოდ გემის კაპიტანს უნდა აცნობოს ნავსადგურში გემის შესვლამდე მინიმუმ 2 საათით ადრე.

3. სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია ვალდებულია ნავმისადგომის ტექნიკური მონაცემების შემცვლელი დოკუმენტაცია, მათ შორის, ნებისმიერი ცვლილება/მოდიფიკაცია, ტექნიკური აღჭურვილობის, მათ შორის, გადაიარაღების შესახებ ინფორმაცია წარადგინოს სააგენტოში.

მუხლი 8. გემის აგენტი

1. გემის აგენტი უზრუნველყოფს გემებისთვის საქართველოს საზღვაო სანაპიროს განახლებული რუკებისა და ყველა იმ აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას (ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურისა და საზღაო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის საკონტაქტო მონაცემები, სანავსადგურე ერთეულის ნავმისადგომებისა და შესასვლელი არხის სიღრმეები, ნავმისადგომის ტექნიკური პარამეტრები, ამ წესებითა და სააგენტოს ცირკულარებით დადგენილი მოთხოვნები და შეზღუდვები), რომლებიც ვრცელდება საქართველოს ტერიტორიულ წყლებზე და კონკრეტულ სანავსადგურე ერთეულზე.

2. გემის აგენტი უზრუნველყოფს, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურში გემის ნავსადგურში შესვლის ან/და ნავსადგურიდან გასვლის გაფორმებას.

3. გემის აგენტი ვალდებულია ფლობდეს სათანადო ცოდნას საქართველოს კანონმდელობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და ამ წესებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და პროცედურების შესახებ.

თავი II

გემის ნავსადგურში შესვლის ან ნავსადგურიდან გასვლის წესი

მუხლი 9. გემის ნავსადგურში შესვლის ან ნავსადგურიდან გასვლის ზოგადი წესი

1. გემის ნავსადგურში შესვლის ან ნავსადგურიდან გასვლისას თევზსაჭერი, სპორტული, სასეირნო და სხვა მცურავი ობიექტები უნდა განთავსდნენ გემის სვლაგეზისგან მოშორებით, არ გადაეღობონ გემის მოძრაობას და მისცენ მას თავისუფალი მანევრირების საშუალება.

2. ნავსადგურში შემსვლელ გემსა და ნავსადგურიდან გამსვლელ გემებს შორის უპირატესობა ენიჭება ნავსადგურიდან გამსვლელ გემს, რის შესახებ ორივე გემი დამატებით და დროულად უნდა იყოს ინფორმირებული VTS ოპერატორის მიერ.

3. ნავსადგურში გემების შესვლა/გასვლა ფორმდება ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურში სააგენტოს მიერ დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად. გემის გასვლის შემთხვევაში გემს ეძლევა წერილობითი დასტური – „Harbour Master Clearance“.

4. განაცხადი გემის ნავსადგურში შესვლის შესახებ, ასევე ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის გადაწყვეტილება გემის ნავსადგურში შესვლის ან ნავსადგურიდან გასვლის თაობაზე უნდა გადაიცეს ულტრამოკლეტალღური რადიოსადგურით ან/და სხვა ხელმისაწვდომი საშუალებებით.

მუხლი 10. ნავსადგურში გემის შესვლა

1. ნავსადგურში გემის შესვლის შესახებ ინფორმაციის მიწოდების, თავისუფალი პრაქტიკის მიღების პირობები და წესი რეგულირდება ამ „წესების“ შესაბამისად.

2. ნავსადგურთან მიახლოების, ღუზაზე დგომის ან ღუზიდან მოხსნის, აკვატორიაში მოძრაობის და ნავსადგურიდან გასვლის დროს გემის კაპიტანმა და ეკიპაჟმა უნდა იხელმძღვანელოს „ზღვაზე გემების შეჯახების თავიდან აცილების საერთაშორისო წესებით“ (COLREG-72), ოფიციალურად გამოცემული საზღვაო ლოციებით, ქაღალდისა და ელექტრონული რუკებით, ALRS პუბლიკაციებით, ამ წესებით ნაოსნობის სახელმძღვანელოების რეკომენდაციებით, „კარგი საზღვაო პრაქტიკით“ და საქართველოს კანონმდებლობით.

3. ნავსადგურში შესულ გემს უნდა ჰქონდეს საქართველოს საზღვაო სანაპიროს რუკები, აგრეთვე სააგენტოს, სააგენტოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის და საზღვაო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის (შემდგომში – საკოორდინაციო ცენტრი), და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საკონტაქტო მონაცემები.

4. საქართველოს საძიებო-სამაშველო რაიონში შესვლამდე ყველა გემის კაპიტანი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ წინასწარ აცნობოს საზღვაო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრს, „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესახებ“ (SOLAS) 1974 წლის საერთაშორისო კონვენციის 8-1(ჰ) წესის, „ზღვის ნავთობით დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ“ (MARPOL 73/78) საერთაშორისო კონვენციის I ოქმის V(1) მუხლისა და IMO-ს SN/CIRC230 20.03.2003 (GEOREP) ცირკულარის შესაბამისად.

5. გემის კაპიტანი ვალდებულია ნავსადგურში გარე რეიდზე ან დატვირთვა/გადმოტვირთვის ოპერაციების დროს გემთან დაკავშირებული საზღვაო ინციდენტის შესახებ, ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას, ნავსადგურის კაპიტანს და საზღვაო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრს.

6. კატარღებს, ნავებს, იახტებს, სპორტულ, თევზსაჭერ, აგრეთვე სანავსადგურე მცურავ ობიექტებს უფლება აქვთ ნავსადგურში შესვლა ან/და გასვლა უშუალოდ აგენტის გარეშე გააფორმონ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურში.

7. ნავსადგურში ბუქსირით შესული გემი, თუ მასზე იმყოფება კაპიტანი და ეკიპაჟი, ნავსადგურში შესვლას აფორმებს დამოუკიდებლად. ყველა სხვა შემთხვევაში ბუქსირზიდვის ქარავნის ნავსადგურში შესვლის გაფორმებაზე პასუხისმგებელია ბუქსირმზიდი გემის კაპიტანი.

8. ნავსადგურში შემსვლელი გემის მაქსიმალური დასაშვები წყალშიგი და გემის კილქვეშ არსებული წყლის მარაგი (UKC) უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებით, ნავსადგურის კაპიტნის მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ ყოველწლიურ ან პერიოდულ სიდიდეებს, რომელიც ეფუძნება სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის ან სსიპ „სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის“ მიერ წარდგენილ ტოპო-ბათიმეტრიულ რუკების მონაცემებს.

9. გემები მიუხედავად მათი ნავსადგურში შემოსვლის თარიღისა და მანევრირების რიგითობის თანმიმდევრობისა ნავსადგურში უნდა შევიდნენ ან ნავსადგურიდან გავიდნენ შემდეგი უპირატესობით:

ა) განგაშის გამო ან დასახმარებლად გამსვლელი გემი, ავარიული გემი;

ბ) სამხედრო და სანაპირო დაცვის გემი;

გ) ჰუმანიტარული დანიშნულების გემი;

დ) საკრუიზო გემი;

ე) სახაზო სატვირთო-სამგზავრო გემი;

ვ) სახაზო-სატვირთო გემი;

ზ) სხვა გემები, განაცხადის გაკეთების რიგითობის მიხედვით.

10. დღის ნათელ პერიოდში საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსვლისას ყველა გემი ვალდებულია აღმართოს გემის ქვეყნის რეგისტრაციის სახელმწიფო დროშა, საქართველოს სახელმწიფო დროშა და შესაბამისი საკარანტინო სასიგნალო ნიშანი. საკარანტინო სასიგნალო ნიშანი უნდა შეესაბამებოდეს ICS-ს მოთხოვნებს.

11. ნავსადგურში გემის შესვლის უფლების მოთხოვნა ხედვითი კავშირის საშუალებებით ხორციელდება გემის მიერ მისი „მოსახმობის“ აღმართვით (გადაცემით).

12. შეტყობინება გემის ნავსადგურში შესვლის აკრძალვის შესახებ მისთვის ნავმისადგომის მოუმზადებლობის, ტვირთის მოუწოდებლობის ან სხვა მიზეზის გამო, დროულად უნდა გადაეცეს რადიოტელეფონით VHF რადიოსადგურით.

13. გემი, რომლის ნავსადგურში შესვლა შეყოვნდა გარკვეული გარემოებების გამო, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეჩერდეს, შესაძლებლობისამებრ გადავიდეს ფარვატერიდან, ან მინიშნებულ ადგილას დადგეს ღუზაზე. აღნიშნულ შემთხვევაში გემის აგენტმა, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან ან/და VTS ოპერატორთან შეთანხმების შემდეგ უნდა შეატყობინოს გემს ნავსადგურში შესვლის სავარაუდო დრო.

14. გემების სანავსადგურე ერთეულში შესვლის რიგითობას განსაზღვრავს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან შეთანხმებით, გემის რეიდზე დადგომის, ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი რიგითობის, ნავმისადგომისა დატვირთის მზადყოფნის, ჰიდრომეტეოროლოგიური და სხვა პირობების გათვალისწინებით.

15. გემების სანავსადგურე ერთეულში შესვლის სავარაუდო თარიღის და დროის შესახებ წინასწარი ინფორმაციის მიღებისთანავე, სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსს – ნავსადგურის კაპიტანს გემების სანავსადგურე ერთეულში შემოსვლის განრიგის თაობაზე განახლებული ინფორმაცია.

16. გემის ნავსადგურში შესვლა ხორციელდება დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში, გარდა ნაოსნობისათვის არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური და სხვა პირობებისა, როცა შეიძლება აიკრძალოს ნავსადგურში შესვლა/გასვლა, რის შესახებ წინასწარ უნდა გადაიცეს შესაბამისი შეტყობინება ულტრამოკლეტალღიანი რადიოან სხვა სახის კავშირით.

17. ნავსადგურში შემოსვლის წინ გემის კაპიტანი ვალდებულია იმგვარად დააბალანსოს გემის კორპუსის მდგომარეობა წყლის ზედაპირის სიბრტყესთან მიმართებაში, რომ გემის მამოძრავებელი ხრახნი (პროპელერი) მთლიანად იყოს დაფარული წყლით და გემის დიფერენტი (სხვაობა ცხვირსა და კიჩოს შორის ჰორიზონტალურ სიბრტყეში) არ აღემატებოდეს გემის მაქსიმალური სიგრძის 2,0 (ორი) პროცენტს.

მუხლი 11. ნავსადგურიდან გემის გასვლა

1. გემის ნავსადგურიდან გასვლა ფორმდება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. გემის აგენტმა გემის ნავსადგურიდან გასვლის შესახებ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს უნდა აცნობოს წინასწარ, ნავსადგურიდან გასვლამდე არაუგვიანეს 6 (ექვსი) საათით ადრე, ხოლო თუ გემის ნავსადგურში დგომის დრო 6 (ექვსი) საათზე ნაკლებია – გასვლამდე არაუგვიანეს 4 (ოთხი) საათით ადრე.

2. ნავსადგურიდან გემის გასვლის გაფორმება საჭირო არ არის, თუ გემი ნავსადგურიდან გადის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მითითებით, რაც გამოწვეულია ნაოსნობისათვის არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობებით, საფრთხეში ჩავარდნილი ადამიანებისა და/ან გემის გადარჩენის აუცილებლობით, ან ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის საჭიროებით. ამ შემთხვევაში გემის კაპიტანმა ნავსადგურიდან გასვლის დროის შესახებ ვალდებულია აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულ ინფორმაციას აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას და სანაპირო დაცვის შესაბამის ქვედანაყოფებს.

3. გემის თვითნებური გასვლა ნავსადგურიდან აკრძალულია. გემის კაპიტნის პასუხისმგებლობა აღნიშნული მოთხოვნის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4. გემის ნავსადგურიდან გასვლისათვის მზადყოფნაზე პასუხისმგებელია გემის კაპიტანი/გემთმფლობელი.

5. გემმა, განურჩევლად დროშის სახელმწიფოსა და კუთვნილების ფორმისა, ნავსადგურიდან გასვლისათვის წინასწარ უნდა მიიღოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის შესაბამისი წერილობითი თანხმობა (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რომელიც ძალაშია გაცემის მომენტიდან 24 საათის განმავლობაში.

6. თუ საბუქსირე გემზე იმყოფება კაპიტანი და ეკიპაჟი, მაშინ ნავსადგურიდან გასვლას აფორმებს თავად კაპიტანი, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში ბუქსირზიდვის ქარავნის ნავსადგურიდან გასვლის გაფორმებაზე პასუხისმგებელია ბუქსირმზიდი გემის კაპიტანი.

7. თუ გემი შეყოვნდა ნავსადგურში ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წერილობითი თანხმობის მოქმედების ვადაზე მეტი დროით, გემის კაპიტანი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს და სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას და განმეორებით მიიღოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურიდან წერილობითი თანხმობა გემის ნავსადგურიდან გასვლის შესახებ.

8. საზღვარგარეთ გამსვლელი გემი, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურში ნავსადგურიდან გასვლის გაფორმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადის სასაზღვრო კონტროლს.

9. გემის ნავსადგურიდან გასვლა ხორციელდება დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში, გარდა ნაოსნობისათვის არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური და სხვა პირობებისა, როცა შეიძლება აიკრძალოს ნავსადგურში შესვლა/გასვლა, რის შესახებ წინასწარ უნდა გადაიცეს შესაბამისი შეტყობინება რადიოკავშირი VHF რადიოსადგურით ან სხვა სახის კავშირით.

მუხლი 12. გემის კონტროლი ნავსადგურიდან გასვლისას

1. გემის ნავსადგურიდან გასვლისათვის მზადყოფნის დასადასტურებლად გემის კაპიტანი ვალდებულია გემზე ლოცმანის გაგზავნამდე დაუდასტუროს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს, რომ გემი და მისი ეკიპაჟი ყოველ მხრივ მზად არის ნავსადგურიდან უსაფრთხოდ გასვლისთვის.

2. გემის ნავსადგურიდან გასვლამდე გემის გამგზავრების მაქსიმალური წყალშიგი არ უნდა იყოს შემდეგ სიდიდეზე მეტი:

ა) გემის შუა ნაწილის მაჩვენებელი წყალშიგი არ აღემატებოდეს გემის სატვირთო (პლიმსოლის) მარკის შესაბამის მაჩვენებელ ხაზს (წყლის სიმკვრივის გათვალისწინებით) იმ პირობისას, რომ გემი არ განიცდის ღუნვას ქიმზე და კიჩოზე;

ბ) გემის ნავსადგურიდან გამგზავრების მაქსიმალური (Max. departure draft) წყალშიგი არ აღემატებოდეს ნავსადგურისა და კონკრეტული ნავმისადგომის დასაშვებ მაქსიმალურ წყალშიგს (max. Permitted Port & berth draft);

გ) გემის მაქსიმალური წყალშიგი არ აღემატებოდეს სიდიდეს, რომელიც დაშვებულია გემის მიმდინარე მოქმედი Load line certificate-ით.

3. ნავსადგურიდან გასვლამდე ყველა გემის კაპიტანი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ წინასწარ აცნობოს საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრს, „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესახებ“ (SOLAS) 1974 წლის საერთაშორისო კონვენციის 8-1(ჰ) წესის, „ზღვის ნავთობით დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ“ (MARPOL 73/78) საერთაშორისო კონვენციის I ოქმის V(1) მუხლისა და IMO-ს SN/CIRC230 20.03.2003 (GEOREP) ცირკულარის შესაბამისად.

4. გემის რეისში გასვლისათვის მზადყოფნაზე პასუხისმგებელია გემის კაპიტანი/გემთმფლობელი.

მუხლი 13. გემის ნავსადგურიდან გასვლის აკრძალვის საფუძველი

1. თუ გემის ნავსადგურიდან გასვლის გაფორმების შემდეგ ეკიპაჟის შემადგენლობამ ან გემის ტექნიკურმა მდგომარეობამ განიცადა ცვლილებები, მაშინ გემის კაპიტანი ვალდებულია გემის ნავსადგურიდან გასვლამდე აღნიშნულის თაობაზე აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს, რომელიც უფლებამოსილია ძალაში დატოვოს მის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა გემის ნავსადგურიდან გასვლის შესახებ ან გასცეს ახალი წერილობითი თანხმობა.

2. თუ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური გასასვლელად მზადმყოფი გემის შემოწმებისას გამოავლენს შეუსაბამობას გემის ფაქტობრივ მონაცემებსა და ეკიპაჟის, გემის საბუთებსა და გასვლის უფლების შესახებ განცხადებაში მოყვანილ მონაცემებს შორის, ან აღმოჩენილი იქნება გემის გასვლისათვის ხელშემშლელი ნაკლოვანებები, შემმოწმებელი, გემის კაპიტნის მონაწილეობით, ადგენს სათანადო აქტს გემის ნავსადგურიდან გასვლის ხელშემშლელი მიზეზ(ებ)ის მითითებით, ხოლო გემი დაკავებული იქნება ნავსადგურში აღნიშნული მიზეზ(ებ)ის აღმოფხვრამდე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული აქტის ასლი ეგზავნება დროშის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, გემთმფლობელს, აგრეთვე იმ საკლასიფიკაციო საზოგადოებას, რომლის ზედამხედველობის ქვეშაც იმყოფება გემი.

4. ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის წერილობითი თანხმობის გარეშე გემის ნავსადგურიდან გასვლის შემთხვევაში ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მიერ ტარდება შესაბამისი ღონისძიებები გემის ნავსადგურში დასაბრუნებლად. იმ შემთხვევაში, თუ გემის კაპიტანი, გაფრთხილების მიუხედავად, არ დაემორჩილა ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის განკარგულებას გემის ნავსადგურში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ამ უკანასკნელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს გემთმფლობელს და აღნიშნული გემის სავარაუდო შესვლის ნავსადგურს, აგრეთვე სააგენტოს საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტსა და სანაპირო დაცვას.

მუხლი 14. განაცხადი საზღვაო ლოცმანისა და ბუქსირის გამოძახების შესახებ

1. სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ბუქსირის გამოყოფასა და გემის მიბმის ორგანიზებას, საჭიროების შემთხვევაში ატყობინებს სააგენტო კომპანიებს გემის ნავსადგურში შესვლის ან ნავსადგურიდან გასვლის შესახებ. თუ გემი დგას ნავთობ/გაზტერმინალის ნავმისადგომთან, მაშინ იქვე უნდა იმყოფებოდეს აღნიშნული ტერმინალის პასუხისმგებელი წარმომადგენელი, რომელსაც უნდა ჰქონდეს რადიოკავშირი VHF რადიოსადგურით საზღვაო ლოცმანთან და გემთან.

2. განაცხადი ბუქსირისა და საზღვაო ლოცმანის გამოძახების შესახებ გემის კაპიტანმა უშუალოდ ან გემის აგენტის მეშვეობით უნდა გააკეთოს 2 (ორი) საათით ადრე.

თავი III

გემის სალოცმანო გაცილება

მუხლი 15. საზღვაო ლოცმანის გამოძახება

1. გემს, რომელიც იძახებს საზღვაო ლოცმანს (შემდეგში – ლოცმანი), აღმართული უნდა ჰქონდეს შესაბამისი ალამი („G“ – „მე მჭირდება ლოცმანი“).

2. თუ გემზე ლოცმანის ასვლიდან 30 წუთის განმავლობაში გემი არ იქნება მზად შესაბამისი ოპერაციის განსახორციელებლად, ლოცმანი ტოვებს გემს, აკეთებს შესაბამის ჩანაწერს სალოცმანო ქვითარში და აღნიშნულის შესახებ აცნობებს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ლოცმანი ხელახლა გამოძახებული უნდა იქნეს გემის შესაბამისი ოპერაციის განსახორციელებლად მზადყოფნაში მოყვანის შემდეგ.

მუხლი 16. სალოცმანო გაცილება

1. გემის სალოცმანო გაცილება ხორციელდება ნავსადგურის მისასვლელებთან და ნავსადგურის აკვატორიაში, ნაოსნობის უსაფრთხოების, საზღვაო ინციდენტების თავიდან აცილებისა და გარემოს დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

2. სალოცმანო გაცილების გარეშე ნაოსნობა ნებადართულია მხოლოდ:

ა) სამხედრო-საზღვაო გემისათვის;

ბ) 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემისათვის;

გ) რეგულარულ ხაზებზე მომუშავე სამგზავრო კატარღისათვის;

დ) დასაღრმავებელი სამუშაოების განმხორციელებელი გემისათვის;

ე) ნავსადგურის დამხმარე ფლოტის გემებისთვის.

3. ნავსადგურში შემსვლელ გემებზე საზღვაო ლოცმანის ასვლა და ჩამოსვლა ხორციელდება ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას (Pilot Station).

4. რეიდზე ლოცმანის მიღება (გემზე ასვლა) ხორციელდება ამინდის ფაქტობრივი მდგომარეობისა და არსებული პირობების (ქარის, ტალღისა და ხილვადობის) გათვალისწინებით, რომელიც უსაფრთხოა გემზე ამსვლელი ლოცმანისათვის/გემის მანევრირებისათვის.

5. გემმა ლოცმანის მიღებისას უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო სიჩქარე და ქარის/ტალღის მიმართულებიდან გამომდინარე სათანადო კურსი. ლოცმანის აყვანის/ჩამოყვანის ოპერაციისათვის საჭირო კურსი და სიჩქარე შეიძლება წინასწარ შეთანხმებული იქნეს გემის კაპიტანსა და ლოცმანს შორის.

6. გემზე ასვლისას ლოცმანი ვალდებულია წარუდგინოს გემის კაპიტანს ლოცმანის სერტიფიკატი და სალოცმანო ქვითარი. სალოცმანო ქვითარში შეტანილი უნდა იქნეს საქართველოს საზღვაო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული, აგრეთვე, გემის სალოცმანო გაცილების პერიოდში შექმნილი ვითარების შესახებ მონაცემები.

7. გემზე საზღვაო ლოცმანის ყოფნის განმავლობაში აღმართული უნდა იყოს შესაბამისი სასიგნალო ალამი – „H“ („მე მყავს გემზე ლოცმანი“).

8. იმ შემთხვევაში, თუ არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების გამო გემზე ლოცმანის მიღება ლოცმანის აყვანის წერტილში შეუძლებელია, მაშინ ლოცმანი გემზე შეიძლება აყვანილ იქნეს სხვა უფრო დაცულ და უსაფრთხო წერტილში, იმ პირობის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ წერტილამდე მისვლა გემს შეუძლია განახორციელოს უსაფრთხოდ ლოცმანის გარეშე და ლოცმანის აყვანის ახალი წერტილი შეთანხმებულია ნავსადგურის კაპიტნის სამსახურთან.

9. გემის კაპიტანი უფლებამოსილია დაავალოს ლოცმანს, რომ ლოცმანმა, ნაოსნობასთან ან გემის მანევრირებასთან დაკავშირებული მითითებები გასცეს უშუალოდ გემის მესაჭის მისამართით. აღნიშნული უფლებამოსილების გადაცემა არ ათავისუფლებს გემის კაპიტანს პასუხისმგებლობისაგან იმ შედეგებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს გემის მართვასთან დაკავშირებული უფლებამოსილების გადაცემას სხვა პირისათვის.

10. გემის გაცილებისას საზღვაო ლოცმანის მიერ კაპიტნის ხიდურის მიტოვება დასაშვებია მხოლოდ გემის კაპიტნის თანხმობით, რომელმაც უნდა შეცვალოს ლოცმანი ან შეაჩეროს გემის მოძრაობა.

11. თუ გემის კაპიტანი ლოცმანის გემზე მიღების შემდეგ მოქმედებს ლოცმანის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ, ლოცმანს უფლება აქვს, მესამე პირის თანდასწრებით, უარი განაცხადოს გემის შემდგომ გაცილებაზე. ამ შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე ჩანაწერი შეტანილი უნდა იქნეს სალოცმანო ქვითარსა და გემის ჟურნალში და დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს.

12. თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად ლოცმანი უარს განაცხადებს გემის სალოცმანო გაცილებაზე, იგი ვალდებულია დარჩეს გემზე და მიაწოდოს გემის კაპიტანს უსაფრთხო ნაოსნობისათვის საჭირო მონაცემები. იმ შემთხვევაში, თუ გემის კაპიტანი მოითხოვს სალოცმანო გაცილების განახლებას, ლოცმანი ვალდებულია გააგრძელოს გემის გაცილება.

13. თუ გემის კაპიტანს ეჭვი ეპარება ლოცმანის რეკომენდაციების მართებულობაში, მას უფლება აქვს, მესამე პირის თანდასწრებით უარი განაცხადოს სალოცმანო მომსახურებაზე და აღნიშნულის თაობაზე ჩანაწერი შეიტანოს სალოცმანო ქვითარში, გემის ჟურნალში, მოითხოვოს საზღვაო ლოცმანის სხვა ლოცმანით შეცვლა და დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს. ამასთან, რაიონებში, სადაც სალოცმანო გაცილება სავალდებულოა, გემის კაპიტანმა უნდა შეაჩეროს გემის მოძრაობა სხვა ლოცმანის გემზე მოსვლამდე.

14. ლოცმანს უფლება არა აქვს გემის კაპიტნის თანხმობის გარეშე მიატოვოს გემი მანამ, ვიდრე გემი დადგება ღუზაზე, იქნება უსაფრთხო ადგილას ან ნაოსნობის ისეთ რაიონში, სადაც სალოცმანო გაცილება სავალდებულო არ არის ან ვიდრე მას შეცვლის სხვა ლოცმანი.

15. ნავსადგურიდან გამსვლელ გემს ლოცმანი აჰყავს ნავსადგურში მისი დგომის ადგილზე. გემის კაპიტანი ვალდებულია გემზე ასულ ლოცმანს მიაწოდოს გემის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია.

16. სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს გემის ნავმისადგომთან დაყენების დაყოვნებაზე, თუ:

ა) გემის კაპიტანი დროულად არ შეატყობინებს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას გარე რეიდზე მოსვლის შესახებ;

ბ) ფარვატერი დაკავებულია;

გ) გემზე ლოცმანის გაგზავნა შეუძლებელია შტორმის ან სხვა არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების გამო.

თავი IV

ბუქსირით მომსახურების ზოგადი პირობები

მუხლი 17. გემის ბუქსირების ზოგადი წესები

1. ბუქსირება იკრძალება, თუ ბუქსირის ძრავის სიმძლავრე და სამანევრო თვისებები ვერ უზრუნველყოფს საბუქსირე ქარავნის უსაფრთხო მართვას ქარისა და დინების გათვალისწინებით.

2. ბუქსირება აკრძალულია, თუ ქარის სიჩქარე აღემატება 17 (ჩვიდმეტი) მ/წმ-ს (ბოფორტის შკალით 7 (შვიდი) ბალი).

3. ადვილაალებადი თხევადი ნავთობით დატვირთული გემით ბუქსირება, აგრეთვე თხევადი ნავთობით დატვირთული რამდენიმე გემის ერთი ბუქსირით ზიდვა აკრძალულია.

4. ბუქსირების დროს საბუქსირე გემზე ჩაკეტილი უნდა იყოს სათავსებიდან გემბანზე გამსვლელი ყველა გარე ღიობი (ილუმინატორები, ყელები, კარები და სხვა).

5. საბუქსირე გემზე სანავიგაციო შუქნიშნების არსებობაზე პასუხს აგებს პირი, რომელიც ბუქსირმზიდი გემის კაპიტანთან ერთად ხელმძღვანელობს ბუქსირებას.

6. თვითმავალი გემის ბუქსირება, თუ ბორტზე მიბმულია მცურავი საშუალება, აკრძალულია.

7. საბუქსირე გემის გადაბრუნების თავიდან აცილების მიზნით, ბუქსირების დროს უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საბუქსირე გვარლის დაუყოვნებლივ გაცემის (მოხსნის) შესაძლებლობა.

8. საბუქსირე გვარლი არ უნდა მოიხსნას ბუქსირმზიდი გემის ხელმძღვანელის მიერ შესაბამისი მითითების გაცემამდე.

9. გარე რეიდზე ბუქსირების ოპერაციის მიმდინარეობის დროს ყველა გემმა უნდა იხელმძღვანელოს ბუქსირმზიდი და საბუქსირე გემებს შორის სიგნალების გამოყენების წესებით.

10. ბუქსირის მიერ გამოყენებულმა სიმძლავრემ არ უნდა გადააჭარბოს გემის ბოძკინტის (კნეხტი) უსაფრთხო სამუშაო სიმძლავრეს.

11. ამინდის გაუარესების ან სხვა შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია საბუქსირე გემის ბუქსირების ოპერაციაში დაუყოვნებლივი ჩართვა, ბუქსირების ოპერაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ნავსადგურის კაპიტანი.

მუხლი 18. ბუქსირზიდვის ხელმძღვანელობა

1. ბუქსირების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ბუქსირმზიდი გემის ხელმძღვანელი პირი.

2. თუ ბუქსირების მართვა ხორციელდება ბუქსირმზიდი გემიდან, ხოლო ბუქსირებაში მონაწილეობს რამდენიმე ბუქსირმზიდი გემი, საბუქსირე ქარავნის ხელმძღვანელობა ეკისრება წამყვანი ბუქსირმზიდი გემის კაპიტანს.

3. გემის კაპიტანი, რომელიც ხელმძღვანელობს ბუქსირებას, ბუქსირების დაწყებამდე ვალდებულია ბუქსირებაში მონაწილე გემების კაპიტნებთან შეათანხმოს ბუქსირების ოპერაციის განხორციელების პირობები.

4. თუ ბუქსირება მოითხოვს ლოცმანით უზრუნველყოფას, ბუქსირების ოპერაციის საკითხის განხილვაში მონაწილეობა უნდა მიიღოს იმ ლოცმანმა, რომელიც განახორციელებს სალოცმანო გაცილებას. აღნიშნულთან დაკავშირებულ სადავო საკითხ(ებ)ს წყვეტს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან შეთანხმებით.

მუხლი 19. გემის ბუქსირება და საბუქსირე ქარავნის ფორმირება

1. ნავსადგურის აკვატორიაში დაიშვება მხოლოდ ერთი მსხვილტონაჟიანი გემის ბუქსირება.

2. ერთდროულად რამდენიმე არათვითმავალი გემის (ბარჟა, ლიხტერი და სხვა) ბუქსირება დასაშვებია, თუ ქარავნის სიგრძე და სიგანე არ აღემატება სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის მიერ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან შეთანხმებით დადგენილ გაბარიტებს.

3. ბუქსირმზიდი გემის კაპიტანი, ბუქსირების დაწყებამდე, უნდა დარწმუნდეს საბუქსირე გემის ბუქსირებისთვის მზადყოფნაში.

4. ბუქსირების დაწყების მოლოდინში მყოფ ბუქსირმზიდ გემს ეკრძალება ბორტით დადგომა ღუზაზე მდგომი გემის ბორტთან მიყენებულ სხვა მცურავ ობიექტ(ებ)თან.

თავი V

სანავსადგურე წყლებში გემების ნაოსნობა

მუხლი 20. გემების მოძრაობის პირობები

1.სანავსადგურე ერთეულში რამდენიმე გემის ერთდროულად შესვლა ან სანავსადგურე ერთეულიდან ერთდროულად გასვლა აკრძალულია.

2.ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა დაზიანებისა და ნავმისადგომებთან მდგარი გემებისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობა ნებადართულია მანევრირებისათვის დასაშვები მინიმალური სიჩქარით. მოთხოვნიდან გამონაკლისი დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც გემს შეუძლია გამოიყენოს თავისი ძრავები ავარიის თავიდან აცილების მიზნით.

3. წყალქვეშა ფრთიანმა გემმა ნავსადგურის აკვატორიასა და მის მიმდებარე წყლებში უნდა იმოძრაოს წყალწყვის მდგომარეობაში მინიმალური სიჩქარით, რაც უზრუნველყოფს სათანადო მანევრირებას.

4. ნავმისადგომთან ბაგირებით მიბმული გემის ამძრავი ხრახნის მუშაობა აკრძალულია. ამასთან, დასაშვებია ამძრავი ხრახნი ხანმოკლე გაშვება გემის გასაყვანად მომზადების მიზნით.

5. 100 (ასი) ტონა და მეტი საერთო ტევადობის იალქნიანი გემი ნავსადგურში შესვლის ან ნავსადგურიდან გასვლის დროს უნდა მოძრაობდეს საკუთარი ძრავის ან ბუქსირის მეშვეობით.

6. ნავსადგურის აკვატორიაში, ფარვატერსა და არხებში იალქნით მოძრაობა აკრძალულია.

7. ყველა გემი, მათ შორის, ბუქსირებული გემი, მისასვლელ არხებში ფარვატერსა და სანავსადგურე ერთეულის შიდა აკვატორიაში მოძრაობისას ვალდებულია მზადყოფნაში იქონიოს ღუზები დაუყოვნებელ ღუზაზე დასადგომად.

8. გრუნტზე ღუზის გათრევა აკრძალულია.

9. გემის კაპიტანი ვალდებულია, ნავსადგურის აკვატორიაში საზღვაო ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს გემთმფლობელს და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს. ზიანის დადგომის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შედგეს შემოწმების ანგარიში შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურისა და გემის კაპიტნის მონაწილეობით. 

მუხლი 21. გემის წყალშიგი

1. გემის მაქსიმალური წყალშიგი სანავსადგურე ერთეულის მისასვლელთან, ასევე სანავსადგურე წყლებში ნაოსნობისას და ნავმისადგომების გასწვრივ არ უნდა აღემატებოდეს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მიერ დადგენილ სიდიდეებს.

2. გემის უსაფრთხო კილქვეშა სანავიგაციო სიღრმის მარაგი გემის ზომისა და დანიშნულების მიუხედავად სანავსადგურე ერთეულის შესასვლელ არხში/ფარვატერში, შიდა აკვატორიაში და ნავმისადგომების გასწვრივ არ უნდა იყოს 0,5 მეტრზე ნაკლები.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებელი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ლოცმანს უფლება აქვს უარი თქვას გემის სალოცმანო გაცილებაზე.

4. გასასვლელი წყალშიგი დგინდება ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მიერ უმცირესი სიღრმის შესახებ მონაცემების საფუძველზე. გასასვლელი წყალშიგის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ფარვატერებზე, არხებსა და ნავსადგურის აკვატორიაში წყლის დონის სეზონური ცვალებადობის, დინებათა ზემოქმედების, შტორმის შედეგად ნაყარისა (ნატანის) და სხვა ფაქტორები.

5. ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური, სსიპ  საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ მოწოდებული კოორდინატების შესაბამისად, ადგენს სანავსადგურე ერთეულის შესასვლელი არხის ფაქტობრივ სიგანეს, ხოლო შესასვლელი არხის და ნავმისადგომის/ფარვატერის ფაქტობრივ სიღრმეს – სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის წერილობითი განაცხადისა და შესაბამისი აზომვითი სამუშაოების ჩატარების დამადასტურებელი საბუთების საფუძველზე.

6. სანავსადგურე ერთეულში ორგანიზებული უნდა იყოს გემის კაპიტნისათვის ფაქტობრივი სიღრმეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ნავმისადგომთან გემის დაყენებისას ლოცმანი ატყობინებს გემის კაპიტანს ნავმისადგომის მდგომარეობისა და ნავმისადგომის გაყოლებაზე სიღრმეების თაობაზე.

7. ტვირთის მიღებისას გემის წყალშიგზე დაკვირვებას უზრუნველყოფს გემის კაპიტანი.

8. გემის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს წყალშიგის შესაბამისობას „სატვირთო მარკის შესახებ“ 1966 წლის კონვენციასთან. საქართველოს საზღვაო წყლებში მოქმედებს საზაფხულო სატვირთო მარკა.

მუხლი 22. გემის სიჩქარე

1. სანავსადგურე წყლებში გემის სიჩქარე უნდა იყოს უსაფრთხო.

2. ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა დაცვის, ფსკერის გრუნტისა და სანაოსნო არხების (ფარვატერის ფერდის) გადარეცხვის თავიდან აცილების მიზნით, გემის უსაფრთხო სიჩქარე, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, კონკრეტული ნავსადგურისათვის განსაზღვრულია ამ წესების კარი III-ით.

3. ამ წესების კარი III-ით დადგენილი გემის უსაფრთხო სიჩქარის მიუხედავად, სახიფათო ღელვის განვითარების თავიდან აცილების მიზნით, გემის სვლის სიჩქარე წინასწარ უნდა შემცირდეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) საბუქსირო ქარავნის, მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემების გვერდის ავლისას;

ბ) მცურავ ამწეებთან, ფსკერდამაღრმავებელ გემებთან, დოკებთან, ნავმისადგომებთან გავლისას;

გ) წყალქვეშა, ჰიდროტექნიკური და სხვა სპეციალური სამუშაოების მიმდინარეობის ადგილებთან გავლისას;

დ) ტივებთან ან/და კანჯოებთან, რომლებზეც ადამიანები იმყოფებიან, ასევე გემის ბორტზე/ბორტთან ან ნავმისადგომზე მომუშავეებთან ჩავლისას;

ე) ღუზაზე მდგომ ან/და მეჩეჩზე შემჯდარ გემებთან გვერდზე გავლისას;

ვ) „კარგი საზღვაო პრაქტიკით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4. ნავმისადგომებთან გემმა უნდა იმოძრაოს ყველაზე ნელი სვლით, რაც უზრუნველყოფს მის მართვადობას, აუცილებლობის შემთხვევაში კი მანევრირება უნდა განხორციელდეს მთავარი ძრავის დროგამოშვებითი შეჩერებით.

მუხლი 23. გემის მოძრაობის რეგულირება

გემის მოძრაობას რეიდზე და აკვატორიაში არეგულირებს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური და VTS სამსახური ამ წესებისა და საქართველოს კანონდებლობის შესაბამისად. 

მუხლი 24. გემის მოძრაობა ვიწროებში

1. თუ წყალშიგი არ აძლევს საშუალებას გემს მიყვეს ვიწროების მარჯვენა მხარეს, მას უფლება აქვს გამოიყენოს ვიწროების მთელი სიგანე, მათ შორის, ფარვატერის ღერძისა და მისი მარცხენა მხარის გაყოლებით. ასეთ გემს უნდა გააჩნდეს განსაკუთრებული სიგნალები COLREG 72-ის შესაბამისად.

2. მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემმა, როცა ეს მისთვის უსაფრთხო და შესაძლებელია, როგორც წესი, უნდა იმოძრაოს არხის კიდესთან.

3. ღრმად ჩამჯდარი გემი უნდა მოძრაობდეს მისთვის ასეთი შემთხვევისთვის რეკომენდებული გზით.

მუხლი 25. ნაოსნობა შეზღუდული ხილვადობის პირობებში

1. ნისლის, ბინდის, თოვლის, ზღვის წყლის აორთქლების, კოკისპირული წვიმის და სხვა შეზღუდული ხილვადობის პირობებში ვიწროებში ნაოსნობა ხორციელდება მხოლოდ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან შეთანხმებით და იმ გემით, რომელსაც გააჩნია გამართული რადიოლოკატორები.

2. წყალქვეშა ფრთიანი გემის ფარვატერზე და არხებში მოძრაობა 2 საზღვაო მილისა და ნაკლები ხილვადობისას, ნებადართულია მხოლოდ წყალწყვის მდგომარეობაში.

3. ფსკერდამაღრმავებელი და/ან სხვა სპეციალური სამუშაოებით დაკავებული გემი შეზღუდული ხილვადობის პირობებში არ უნდა იმყოფებოდეს ვიწროებსა და ფარვატერზე, VTS ოპერატორისგან VHF-ზე შესაბამისი თანხმობის მიღებამდე.

მუხლი 26. გემის ღუზაზე დადგომა ფარვატერებსა და არხებში

1. გემის ღუზაზე დაყენება ფარვატერებსა ან არხებში აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

ა) ხილვადობის გაუარესების გამო გემს არ შეუძლია გადავიდეს არხის კიდის გარეთ ან გააგრძელოს მოძრაობა;

ბ) გემი იძულებულია გაჩერდეს ტექნიკური გაუმართაობის გამო, რაც ხელს უშლის მის შემდგომ მოძრაობას;

გ) ქარის მკვეთრი გაძლიერება ქმნის გემის მეჩეჩზე, არხის (ფარვატერის) ფარგლებს გარეთ გარიყვის საშიშროებას;

დ) გასასვლელი გადაკეტილია ღუზაზე მდგომი სხვა გემით.

2. არხში ან ფარვატერზე ღუზაზე იძულებითი დადგომისას გემი რაც შეიძლება დიდი მანძილით უნდა მოშორდეს არხის ან ფარვატერის ღერძს კიდისაკენ, გემის სვლის მიმართულებით, ბორტის მარჯვენა მხარეს.

3. გემის დგომის ადგილი უნდა შეირჩეს იმგვარად, რომ გემის კორპუსმა არ დაუფაროს სანავიგაციო მოწყობილობები ფარვატერში მიმავალ სხვა გემებს.

4. იკრძალება მცურავ შუქურასთან, შუქნიშანთან და სხვა სანავიგაციო მოწყობილობებთან გემის მისვლა და/ან მიბმა.

5. არხში იძულებით გაჩერებული გემის კაპიტანი ვალდებულია, კავშირის ყველა შესაძლო საშუალების გამოყენებით, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს და VTS სამსახურს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს გემის დასახელებას, ღუზაზე დადგომის დროს, ადგილს და მიზეზს, ასევე მონაცემებს იმის შესახებ, თუ რამდენადაა გართულებული მოძრაობა ღუზაზე დგომის რაიონში.

6. გემის კაპიტანი, რომლის გემის შეკეთებაც დაკავშირებულია ღუზაზე ხანგრძლივ დგომასთან, ვალდებულია აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს, თუ რა სახის დაზიანება გააჩნია გემს და რამდენ ხანში შეძლებს გემის ეკიპაჟი მის აღმოფხვრას, ან შეუკვეთოს სათანადო სარემონტო მომსახურება. სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან შეთანხმებით, იღებს გადაწყვეტილებას გემის ღუზაზე დატოვების ან ბუქსირით სანავსადგურე ერთეულში გადაყვანის თაობაზე.

7. ნაოსნობის გაგრძელების შესაძლებლობისთანავე გემის კაპიტანი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს, VTS სამსახურს და სხვა დაინტერესებულ პირს, ვისთვისაც ცნობილი იყო გემის იძულებითი დგომის შესახებ და მათგან თანხმობის მიღებისთანავე მოიხსნას ღუზიდან.

მუხლი 27. გემების გვერდის აქცევის ზოგადი მოთხოვნები

1. ვიწროებში ნაოსნობა უნდა ხორციელდებოდეს COLREG 72-ით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. ვიწროებში ნაოსნობისას ყველა გემი ვალდებულია დაიჭიროს არხის/ფარვატერის ის მხარე, რომელიც მდებარეობს გემის ბორტის მარჯვნივ, ხოლო შემხვედრ გემებს გვერდი აუქციოს მარცხენა ბორტის მხრიდან.

2. სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციამ ვიწროებში მყოფ ყველა გემს უნდა აცნობოს მის სანავსადგურე ერთეულში შემსვლელი/გამსვლელი ღრმად ჩამჯდარი გემების მოძრაობის შესახებ.

3. წყალქვეშა ფრთიანი გემი ვიწროებში სხვა გემთან მიახლოებისას, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დროულად უნდა გადავიდეს წყალწყვის მდგომარეობაში.

4. გემმა ვიწროების გადაკვეთისას არ უნდა შეაფერხოს ვიწროების გასწვრივ გემის მოძრაობა.

მუხლი 28. გასწრება

1. სანავსადგურე წყლებში გემის გასწრება უნდა განხორციელდეს მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში ნორმალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებში, თუ იგი განაპირობებს გემის უსაფრთხო მანევრირებას და წინასწარაა გააზრებული გემის კაპიტნის მიერ COLREG 72-ის შესაბამისად.

2. გემის გასწრება აკრძალულია:

ა) ფარვატერებში, არხებსა და სხვა ვიწროებში, სადაც არ არის გარანტირებული უსაფრთხო მანევრირება;

ბ) მოსახვევებზე ან ფარვატერების (არხების) გადაკვეთაზე ან მათთან ახლოს;

გ) ვიწროების მკვეთრ მოსახვევებში ან მათ მისასვლელებთან;

დ) ნავსადგურის შესასვლელთან;

ე) შეზღუდული ხილვადობისას;

ვ) შემხვედრი გემების ავლისას;

ზ) თუ ფარვატერი ჩახერგილია ხეტყით დატვირთული ტრანსპორტით ან ხდება ხეტყის ბუქსირზიდვა.

3. აკრძალულია:

ა) გასწრების მანევრის შესრულება გემის მიერ, რომელსაც უნდა გაასწროს სხვა გემმა („ორმაგი გასწრება“);

ბ) მოძრაობა იმ გემ(ებ)ის გვერდით, რომლებიც აწარმოებენ ფსკერდამაღრმავებელ, ჰიდროგრაფიულ, წყალქვეშა ან/და სხვა სპეციალურ სამუშაოებს.

მუხლი 29. სპეციალური სამუშაოებით დაკავებული გემები

არხში სპეციალური სამუშაოებით (წყალქვეშა კაბელების ჩადება/ამოღება, სანავიგაციო ნიშნების დაყენება/მოხსნა, ჰიდროგრაფიულ, ფსკერდამაღრმავებელ ან სხვა) დაკავებულ გემს, უნდა გააჩნდეს შუქები ან/და ნიშნები, COLREG -72-ის შესაბამისად.

თავი VI

თევზჭერა ნავსადგურის წყლებში

მუხლი 30. თევზჭერასთან დაკავშირებული საერთო დებულებანი

1. სანავსადგურე ერთეულის შიდა აკვატორიაში, ფარვატერზე, საზღვაო რუკებზე აღნიშნული გემების ღუზაზე დგომისა და ინტენსიური მოძრაობის ადგილებში ცოცხალი რესურსების რეწვის, სათხევლის და სხვა სახის ბადის გამართვის, აგრეთვე ნავმისადგომიდან ანკესით ან სხვა საშუალებით თევზჭერის აკრძალვის საკითხები რეგულირდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, სანაპირო დაცვასთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციურ სამმართველოსთან შეთანხმებით.

2. თევზსაჭერი იარაღების შენახვას და დადგენილ ადგილზე განთავსებას უზრუნველყოფს ამ იარაღების მფლობელი.

3. ბადეების და სხვა თევზჭერის აღჭურვილობის გაწმენდა და გარეცხვა აკრძალულია სანავსადგურე ერთეულის შიდა აკვატორიაში და ნებისმიერი დანიშნულების ნავმისადგომებზე. აღნიშნული პროცედურების ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ ნავსადგურის აკვატორიის ფარგლებს გარეთ.

თავი VII

გემების დგომა სანავსადგურე ერთეულში

მუხლი 31. ზოგადი დებულებანი

1. სანავსადგურე ერთეულში დგომისას გემის კაპიტანი ან მისი შემცვლელი პირი უზრუნველყოფს გემის ეკიპაჟისა და გემზე მყოფ პირთა მიერ სანავსადგურე ერთეულში მოქმედი წესების დაცვას.

2. სანავსადგურე ერთეულში მყოფ გემზე დილის 8 (რვა) საათიდან მზის ჩასვლამდე კიჩოს ფლაგშტოკზე აღმართული უნდა იყოს გემის სახელმწიფო დროშა, ხოლო გროტ ანძაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა.

3. გემზე და სანავსადგურე ამწეებზე აკრძალულია სხვადასხვა საილუმინაციო შუქების აღმართვა, რომლებიც შესაძლოა მიჩნეულ იქნეს სანავიგაციო ნიშნად.

4. ნავმისადგომთან მდგომ ყველა გემს, ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო ზღვაში დაუყოვნებლივი გასვლის მიზნით, მზადყოფნაში უნდა ჰქონდეს მთავარი ძრავი, აგრეთვე გააჩნდეს, გემის მდგრადობისა და მანევრირებისათვის აუცილებელი ტვირთის ან ბალასტის მარაგი.

5. სამაშველო ოპერაციების ჩატარებისას, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის და/ან საზღვაო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის მითითებების შესრულება სანავსადგურე ერთეულში და რეიდზე მყოფი ყველა გემისათვის სავალდებულოა.

6. გემის კაპიტანი ლოცმანის რეკომენდაციით განსაზღვრავს გვარლის რაოდენობას ნავმისადგომთან გემის უსაფრთხო დგომისათვის.

7. ყველა ტიპის გემს სანავსადგურე ერთეულში დგომის პერიოდში, მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს მისი დატვირთვა თუ გადმოტვირთვა, გემის მდგრადობისა და უსაფრთხოების მიზნით, მუდმივად უნდა გააჩნდეს ბორტზე ტვირთის ან/და ბალასტის საერთო რაოდენობა, არანაკლები გემის საზაფხულო დედვეიტის 30%-ის ექვივალენტისა, გემი ვალდებულია სანავსადგურე ერთეულში დგომის ნებისმიერ პერიოდში შეინარჩუნოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ დადგენილი მდგრადობის კრიტერიუმები.

მუხლი 32. რეიდზე დგომა

1. ნავსადგურის გარე და შიდა რეიდზე გემის ღუზაზე დგომა ნებადართულია მხოლოდ ღუზაზე დგომისათვის გამოყოფილ ადგილებში, ამ წესების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.

2. ფარვატერზე კაბელებისა და მილსადენების განლაგების რაიონში, ასევე რაიონებში, სადაც შეუძლებელია თავისუფლად მანევრირება, ღუზაზე დგომა აკრძალულია.

3. საჭიროების შემთხვევაში, სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია, ნავსადგურის კაპიტნის თანხმობით, სანავსადგურე ფლოტის გემს აყენებს სანავსადგურე ერთეულის შიდა აკვატორიაში.

4. ღუზის ჯაჭვის შესაძლო გაწყვეტის გათვალისწინებით ან ღუზის დაკარგვის შემთხვევაში გემის კაპიტანმა შეძლებისდაგვარად ზუსტად უნდა იცოდეს ღუზის ჩაშვებისას გემის დგომის ადგილი, გაწყვეტილი ღუზის ჯაჭვის მიმართულება და სიგრძე. გაწყვეტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციასა და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს.

5. რეიდზე მდგარ გემზე სავალდებულოდ უნდა იმყოფებოდეს ეკიპაჟის მინიმუმ 2/3 (ორი მესამედი), მათ შორის, გემის კაპიტანი და მეორე მექანიკოსი ან უფროსი მექანიკოსი და უფროსი თანამშემწე.

6. რეიდზე მდგომი, ტივტივა მისაბმელზე („SPM“ „CBM“) მიბმული გემი, ასევე გემი, რომელიც მანევრირებს ნავსადგურის აკვატორიაში და მისასვლელებზე, უზრუნველყოფენ სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციასთან ულტრამოკლეტალღიანი სადგურით კავშირს.

7. ულტრამოკლეტალღიანი სადგურის 70-ე და მე-16 არხებზე მონიტორინგი სავალდებულოა ყველა გემისათვის.

8. რეიდზე ღუზაზე მდგომ გემს ჩართული/განათებული უნდა ჰქონდეს შუქები და აწეული- ნიშნები COLREG -72-ის შესაბამისად.

9. მზის ჩასვლიდან ამოსვლამდე, გემზე უნდა ენთოს შუქები: ბორტების, ქიმის, კიჩოს გასანათებლად,

10. რეიდზე დგომის დროს, თუ ამის საჭიროება არ არსებობს, გემის ბორტის განივ გაბარიტს არ უნდა ცდებოდეს სატვირთო ისრები, შლუპბალკები და ტრაპები.

11. რეიდზე მდგომი გემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მისი მთავარი ძრავა უნდა იყოს მზა მდგომარეობაში იმდაგვარად, რომ მისი გაშვება მოხდეს არაუგვიანეს 30 წუთის განმავლობაში.

12. რეიდზე მდგომ გემს, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან და სანაპირო დაცვასთან შეუთანხმებლად ეკრძალება ბორტთან სხვა მცურავი ობიექტის (გარდა სანაპირო დაცვის მცურავი ობიექტებისა) მიღება. აკრძალულია ასევე გემის ბორტზე უცხო პირის მიღება, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული გარემოებების არსებობისა.

13. გემის კაპიტანი, რომელიც გემზე მიიღებს ზღვაში საფრთხეში მყოფ პირ(ებ)ს ან გემზე აღმოჩენს გარეშე პირ(ებ)ს, ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს, აგრეთვე სანაპირო დაცვას და გადასცეს ამ უკანასკნელს აღნიშნული პირ(ებ)ი.

14. გემთმფლობელმა/გემის კაპიტანმა უნდა უზრუნველყოს რეიდზე ან სანავსადგურე ერთეულში მდგომი გემის უსაფრთხოება, მათ შორის, საკმარისი რაოდენობის საწვავის, ზეთების, საკვები პროდუქტისა და წყლის მარაგის არსებობა.

მუხლი 33. გემის ღუზაზე დგომის პირობები

1. გემის ღუზაზე დგომა აკრძალულია:

ა) რუკებზე, ზღვაოსნობის სახელმძღვანელოებსა და ზღვაოსანთა უწყებებში განცხადებულ აკრძალულ რაიონებში;

ბ) ფარვატერებიდან და ღერძებიდან 1,5 კბტ ნაკლებ მანძილზე;

გ) იმ სიღრმეებში, რომლებიც გემის შემობრუნებისას არ იძლევა მისი უსაფრთხო დგომის შესაძლებლობას;

დ) ფარვატერებსა ან არხებში, გარდა ამ წესების 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევ(ებ)ისა.

2. სახიფათო ტვირთით დატვირთული გემები (ტანკერები) ღუზაზე დგებიან ამისათვის სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებში.

3. გემის ღუზაზე დაყენება ან ღუზაზე დგომის ადგილის შეცვლა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ხორციელდება მხოლოდ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან შეთანხმებით.

4. გემი, რომელიც დგას ღუზაზე უნებართვოდ ან არასწორ პოზიციაში, ვალდებულია ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ გადაინაცვლოს მითითებულ დგმის ადგილზე. ნებისმიერი გემი ღუზაზე უნდა დადგეს იმ საღუზე სადგომზე, რომელსაც მიუთითებს VTS ოპერატორი და ეს უნდა გააკონტროლოს VTS ოპერატორმა.

5. გადაუდებელ შემთხვევაში გემის კაპიტანს უფლება აქვს დამოუკიდებლად შეცვალოს ღუზაზე დგომის ადგილი და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს.

6. ღუზაზე დგომის ადგილის შეცვლა დრეიფის მეთოდით აკრძალულია.

7. ღუზაზე დაყენების დროს გემმა არ უნდა გადაღობოს გასასვლელი, ასევე არ განახორციელოს მოხვევა სხვა გემებთან სახიფათო სიახლოვეს.

8. გემმა რეიდზე ღუზა უნდა ჩაუშვას იმგვარად, რომ გემის შემობრუნებისას არ გადაიკეტოს აკვატორიის სავალი ნაწილი ან ფარვატერი.

9. გემი, რომელიც დგას ღუზაზე, უნდა სარგებლობდეს აგენტის მომსახურებით.

მუხლი 34. გემზე არსებული საშტატო მცურავი ობიექტების გამოყენება

1.რეიდზე, ღუზაზე და სანავსადგურე ერთეულში მდგარი გემიდან საშტატო მცურავი ობიექტის სამაშველო ნავების/კანჯოების და სწრაფმავალი სამძებრო სამაშველო კატარღის წყალში ჩაშვება აკრძალულია, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

ა) საჭიროა ამ მცურავი ობიექტის და მათი წყალზე ჩამშვები მექანიზმების გამოცდა/გასინჯვა.

ბ) აღნიშნულის განხორციელება დაკავშირებულია ზღვაზე ადამიანის ძებნა გადარჩენისა და სამაშველო სამუშაოების განხორციელებასთან, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს ნავსადგურის კაპიტანთან. 

გ) საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი უსაფრთხოების მოთხოვნებით გათალისწინებულ შემთხვევებში.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მცურავი საშუალებების წყლის დონემდე ჩაშვება ხდება ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან შეთანხმებით, ხოლო ჩაშვება და მანევრირება ხდება სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ნებართვით, ნავსადგურის კაპიტნის ინფორმირებით. 

მუხლი 35. გემების დგომა ნავმისადგომთან

1. ნავთობ/გაზტერმინალის ნავმისადგომ(ებ)თან გემებს შორის უსაფრთხო დაშორების მანძილი არ უნდა იყოს 20 (ოცი) მეტრზე ნაკლები. მშრალი ტვირთის ნავმისადგომ(ებ)თან, გემებს შორის მანძილი უნდა იყოს:

ა) არანაკლებ 15 (თხუთმეტი) მეტრისა – გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში;

ბ) არანაკლებ 25 (ოცდახუთი) მეტრისა – შემოდგომა-ზამთრის პერიოდში.

2. კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის №6, №7 და №8 ნავმისადგომებთან გემებს შორის უსაფრთხო დაშორების მანძილი პერპენდიკულარულად უნდა იყოს არანაკლებ 25 (ოცდახუთი) მეტრისა.

3. ნავმისადგომთან დასადგომად გემი უნდა განთავსდეს ნავმისადგომის სპეციფიკის გათვალისწინებით (როგორც წესი, ქიმით ნავსადგურის გასასვლელისაკენ), ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, საზღვაო ლოცმანის რეკომენდაციით, გემს შეუძლია ჩაუშვას ღუზა.

4. გემის ნავთობ/გაზტერმინალის ნავმისადგომთან დაყენებისას, საავარიო ფოლადის ბაგირები (Fire Wires) სათანადო წესების დაცვით ჩაშვებული უნდა იქნეს ტერმინალის მოთხოვნის შემთხვევაში.

5. ღუზაზე და ნავმისადგომებთან მდგომი გემის იმ მექანიზმების დაშლა და რემონტი, რომლებიც უზრუნველყოფენ გემის უსაფრთხო დგომას, გადაადგილებას და მოძრაობას, აკრძალულია.

6. თუ გემის მექანიზმების ავარიული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის გემის ზღვაოსნობაუნარიანობას, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური უფლებამოსილია, გემის კაპიტნის განაცხადის საფუძველზე, გასცეს წერილობითი თანხმობა ავარიული შეკეთების სამუშაოების ჩატარებაზე არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) საათის ვადით. აღნიშნულ შემთხვევაში, გემის კაპიტნის განაცხადის საფუძველზე, გემის ხარჯით, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ბუქსირის მორიგეობა.

7. არახელსაყრელი ამინდის პროგნოზის მიღებისთანავე გემის კაპიტანმა ყველა ღონე უნდა იხმაროს გემის უსაფრთხო დგომის უზრუნველსაყოფად, აძლიერებს ამინდზე დაკვირვებას, იყენებს დამატებით მისაბმელ გვარლებს და კრძალავს ეკიპაჟის გაშვებას ნაპირზე.

8. გემის კაპიტანი ვალდებულია იმგვარად უზრუნველყოს სატვირთო და საბალასტო ოპერაციების ორგანიზება, რომ გემი ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს სტაბილურ მდგომარეობაში ისე,რომ მას ნებისმიერ დროს შეეძლოს ნავსადგურიდან უსაფრთხოდ გასვლა ნაოსნობისათვის არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებში ან სამაშველო ოპერაციის ჩასატარებლად.

9. გემის კაპიტანი/გემთმფლობელი პასუხისმგებელია სანავსადგურო ნაგებობების, ნავმისადგომებისა და/ან უშუალოდ გემების დაზიანებაზე, თუ იგი გამოწვეულია არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური ან სხვა პირობების გამო სანავსადგურე ერთეულიდან გემის დროებით გაყვანის თაობაზე გაცემული მითითების შეუსრულებლობით ან შესრულების დაყოვნებით.

მუხლი 36. ნავმისადგომებთან გემების განლაგება

1. ნავმისადგომთან გემების განლაგების დაგეგმვისას სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო დგომას და სატვირთო ოპერაციების წარმოებას.

2. კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის ნავმისადგომთან გემების განლაგების დაგეგმვისას, ნავმისადგომის ოპერატორი უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო მიბმა/ჩახსნას, დგომას და სატვირთო ოპერაციების წარმოებას.

3. ადვილად აალებადი ტვირთით დატვირთული, არადეგაზირებული ან არაინერტიზირებული ტანკერების დაყენება სამგზავრო ან მშრალი ტვირთის ნავმისადგომთან, აკრძალულია.

4. იმ გემებისათვის, რომლებიც არ ახორციელებენ მგზავრთა გადაყვანას, სამგზავრო ნავმისადგომთან მიდგომა სატვირთო ოპერაციების წარმოების მიზნით ან ხანგრძლივი დგომისათვის დაიშვება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის თანხმობით.

5. ნავმისადგომებთან ორი გემის ბორტი-ბორტთან დაყენება დაიშვება, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, მხოლოდ სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციასთან, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან და შინაგანსაქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან შეთანხმებით, ორივე გემის კაპიტნის თანხმობით.

6. ორი გემის ბორტი-ბორტთან დაყენება აკრძალულია, თუ ერთ-ერთი მათგანი მაინც, დატვირთულია ადვილად აალებადი ან/და ფეთქებადი ტვირთით, მათ შორის, ნავთობით. ამ მოთხოვნიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ საწვავის და/ან წყლის მიწოდების აუცილებლობით, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაცვით.

7. საწვავმზიდი გემის სადგომად სანავსადგურე ერთეულში, სანავსადგურე ერთეულის სახანძრო დაცვის სამსახურთან შეთანხმებით, სპეციალურად გამოიყოფა ნავმისადგომი.

8. დღე-ღამის ბნელ პერიოდში ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში, 200 მეტრზე მეტი სიგრძის გემის ნავმისადგომთან დაყენება აკრძალულია.

9. ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ ნავმისადგომთან მიდგომაზე ან ბორტი-ბორტთან დაყენებაზე თანხმობის მიცემისას ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური, მიდგომის/დაყენების განხორციელებამდე 1 (ერთი) საათით ადრე მაინც აცნობებს აღნიშნულის შესახებ სანაპირო დაცვას.

10. სანავსადგურე ერთეულების „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ და „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ ნავმისადგომებთან გემების მიბმა, რომლის წყალშიგი აღემატება ნავმისადგომის დასაშვებ, გამოცხადებულ წყალშიგს, შესაძლებელია პონტონის გამოყენებით, სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციასთან შეთანხმებისა და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის თანხმობით, იმ პირობით, რომ პონტონების სიგანე (იგულისხმება მანძილი გემსა და ნავმისადგომს შორის) არ უნდა აღემატებოდეს 7 მეტრს. ნავმისადგომის ოპერატორი და გემის კაპიტანი პასუხისმგებელნი არიან პონტონის გამოყენებისას გემის უსაფრთხო მიბმა/ჩახსნაზე და გემის პონტონზე დგომის პერიოდში უსაფრთხო ოპერაციების წარმოებაზე.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნული პონტონები გამოყენების შემდეგ წყლიდან დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას ან გადაყვანილი იქნეს უსაფრთხო, თავისუფალ ადგილზე ნავმისადგომის ოპერატორის მიერ. თუ პონტონები ზღუდავს გემების მანევრირებას, ისინი ამოღებული უნდა იქნეს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის მიერ ნავმისადგომის ოპერატორის ხარჯით. გემსა და ნავმისადგომს შორის რამდენიმე პონტონის გვერდიგვერდ დაყენება, დაუშვებელია. გემსა და ნავმისადგომს შორის, გემის კორპუსის თითოეულ მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ ერთი პონტონი. 

12. იმ შემთხვევაში, თუ სანავსადგურე ერთეული „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ 10 ნავმისადგომზე დგას ან იგეგმება გემის დაყენება, რომლის სიგანე აღემატება 20 მეტრს და გემის კორპუსი ზღუდავს ნავსადგურის შიდა აუზში გემების მოძრაობას, №3 ნავმისადგომზე 150 მეტრზე მეტი სიგრძის გემის პონტონებზე დაყენება არ დაიშვება.

მუხლი 37. ნავმისადგომის მომზადება გემის დასადგომად

1. გემის, სანავსადგურო ნაგებობების დაზიანების და უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით, ნავმისადგომის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ნავმისადგომის მომზადება გემის მისაღებად და ნავმისადგომის მზადყოფნის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ნავსადგურის კაპიტანს და სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას.

2. კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურში, გემის, სანავსადგურო ნაგებობების დაზიანების და უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით, ნავმისადგომის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს ნავმისადგომის მომზადება გემის მისაღებად და ნავმისადგომის მზადყოფნის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ნავსადგურის კაპიტანს და სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას.

3. გემის ნავმისადგომთან დაყენება აკრძალულია, თუ:

ა) სანავსადგურე ამწის ისრები ცდება ნავმისადგომის ფარგლებს ზღვის მხარეს. ასეთ შემთხვევებში უნდა იყოს უსაფრთხო დისტანცია ამწის ისრებიდან გემის კიჩოს, ცხვირსა და ზედნაშენ კონსტრუქციამდე;

ბ) სანავსადგურო ამწეებს არა აქვთ მიჩნეული უსაფრთხო ადგილი;

გ) ნავმისადგომზე არ იმყოფებიან გემის მიმბმელები დაწესებული სრული შემადგენლობით;

დ) ღამით სათანადოდ არ არის განათებული გემის მიყენების ადგილი.

4. იმ შემთხვევაში, თუ ნავმისადგომიდან არ არის გატანილი ტვირთი, დასატვირთ-გადმოსატვირთი ტაკელაჟი და სხვა ნივთები, რომლებიც აფერხებენ გემის ნავმისადგომთან მიდგომას და დამუშავებას, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური ვალდებულია მოსთხოვოს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას/ტერმინალს შესაბამისი ზომების მიღება.

5. ყველა გემს, მისი წყალშიგის და მანევრირების პირობების გათვალისწინებით, ნავსადგურის აკვატორიაში უნდა დაეთმოს საკმარისი სივრცე ნავმისადგომთან მისაყენებლად.

6. თუ ზღვიდან ნავმისადგომისაკენ მისასვლელი ისეა შეზღუდული, რომ გემის ნავმისადგომთან უსაფრთხო მიყენებას საფრთხე ექმნება, გემები, რომლებიც ხერგავენ მისასვლელებს უნდა იქნენ გადაადგილებულნი ან გადაყვანილნი სხვა ნავმისადგომებთან.

7. ნავმისადგომთან გემის მიბმამდე ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურმა და ლოცმანმა (სალოცმანო გაცილების შემთხვევაში) გემის კაპიტანს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ნავმისადგომის მდგომარეობის, ნავმისადგომის ზომებისა და ნავმისადგომის გასწვრივ არსებული სიღრმეების შესახებ.

მუხლი 38. ნავმისადგომებთან მისვლის და გემის დაყენების (მიბმის) ორგანიზება

1. მოსაზღვრე ნავმისადგომებიდან ორი ან მეტი გემის ერთდროულად გაყვანა ან შემოყვანა აკრძალულია.

2. გემის ნავმისადგომთან დაყენებას უნდა ესწრებოდეს სანავსადგურე ერთეულის და/ან ტერმინალის წარმომადგენელი, რომელმაც უნდა მიუთითოს ლოცმანს ან გემის კაპიტანს გემის დასაყენებელი ზუსტი ადგილი.

3. გემის მისაბმელი ოპერაციების განსახორციელებლად სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია გამოყოფს მიმბმელებს, არანაკლებ 8 პირისა, აგრეთვე ბუქსირებს, გემის სიგრძის მიხედვით, ამ წესებით გათვალისიწნებული მოთხოვნების შესაბამისად.

4. გემის კაპიტანი ვალდებულია უზრუნველყოს გემის დაყენება მტკიცე და საიმედო გვარლებით, აგრეთვე მათი დაამაგრება სპეციალურად გამოყოფილ ნავმისადგომის მისაბმელ საშუალებებზე. მისაბმელი გვარლის დამაგრება ისეთ მოწყობილობებზე, რომლებიც ამისათვის არ არის გამიზნული, აკრძალულია.

5. ნავმისადგომთან მიყენებულმა გემმა ნაპირზე უნდა დაამაგროს საიმედო ტრაპი, აღჭურვილი მოაჯირით და დამცავი ბადით, ასევე, იქონიოს მაშველი რგოლი არანაკლებ 27.5 მეტრი სიგრძის თოკით.

6. ტრაპის ქვეშ გაჭიმული უნდა იყოს დამცავი ბადე იმდაგვარად, რომ გამოირიცხოს ადამიანის ჩავარდნა წყალში.

7. დღე-ღამის ბნელ პერიოდში ტრაპი უნდა იყოს განათებული.

8. გემების ბორტი-ბორტთან დადგომისას, ტრაპის დაყენება გემებს შორის ევალება ზღვის მხარეს მდგომ გემს.

მუხლი 39. ნავმისადგომთან მდგომი გემის შუქნიშნები

1. ნავმისადგომთან მიყენებულ (მიბმულ) გემს მზის ჩასვლიდან ამოსვლამდე გემის ყველა ღია გემბანი სრულად უნდა ჰქონდეს განათებული.

2. გემს, რომელსაც აქვს სახიფათო ტვირთი, ანძაზე უნდა ენთოს წითელი ციმციმა შუქი. დღისით აღმართული უნდა იყოს ალამი „B“ ISC-შესაბამისად.

მუხლი 40. უსაფრთხო დგომის უზრუნველყოფა

1. ნავმისადგომთან მდგომ გემზე ვახტის გაწევისათვის, უსაფრთხოებისა და გემის ზღვაოსნობაუნარიანობის უზრუნველსაყოფად უნდა იმყოფებოდეს ეკიპაჟის შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა (ორი/მესამედი).

2. ნავმისადგომთან მდგომმა გემმა ტრაპთან უნდა დააყენოს გემის მევახტე და ნავსადგურმა სავოჩმენო სამსახურის მევახტე.

3. გემის სავახტო სამსახურს უნდა გააჩნდეს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამედიცინო დაწესებულებების სამსახურების, საქართველოს შს სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და გემის აგენტის საკონტაქტო მონაცემები.

4. ნავმისადგომთან მდგომ გემს ეკრძალება ბორტს მიღმა ამწეების, ისრების, კანჯოების და სხვა მოწყობილობების განთავსება.

5. ნავმისადგომთან მდგომ იალქნიან გემს იალქნები უნდა ჰქონდეს აკეცილი.

6. სანავსადგურე ერთეულში მდგომი გემიდან რეკრეაციული მიზნით წყალში ჩასვლა აკრძალულია.

7. გემის კიჩოზე, ხრახნის ზევით, ორივე ბორტზე დატანილი უნდა იყოს წარწერა „ფრთხილად, სანიჩბავი ხრახნები“ ინგლისურ ენაზე: „Warning, propeler shaft“. აღნიშნული წარწერა განათებული უნდა იყოს დღე-ღამის ბნელ პერიოდში.

8. ადამიანების გემიდან ნაპირზე ჩასვლა და გემზე ასვლა, ასევე, გემიდან გემზე გადასვლა მათი ბორტი-ბორტთან დგომისას ნებადართულია მხოლოდ ტრაპით.

9. სატვირთო ოპერაციების მიმდინარეობისას გემის ეკიპაჟმა უნდა უზრუნველყოს მისაბმელი ბაგირების ნორმალური დაჭიმულობა.

10. სანავსადგურე ერთეულში მდგომ გემზე ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო საშუალებები უნდა იყოს გამართული და, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებისათვის მზად.

11. გემზე მომხდარი ხანძრის ან სხვა საფრთხის არსებობის შემთხვევაში ახლოს მყოფი გემი ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ადამიანის დასახმარებლად, ტვირთის და სხვა ქონების გადასარჩენად.

12. გემის ეკიპაჟმა და სანავსადგურე ერთეულის პერსონალმა დაუყოვნებლივ უნდა აღმოუჩინონ დახმარება დაზარალებულებს, წყალში ჩავარდნილებს და შემთხვევის ხასიათიდან გამომდინარე, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს და სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას.

13. გემზე მომხდარი ნებისმიერი შემთხვევის (ადამიანებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევა, ადამიანების ხანგრძლივი არყოფნა, მათი გადამდები დაავადებით დასნეულება ან სხვა) შესახებ გემის კაპიტანი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს, ხოლო ხანძრის ან აფეთქების შემთხვევაში – გამოიძახოს სახანძრო სამსახური და მიიღოს ყველა საჭირო ზომა ადამიანებისა და ტვირთის გადასარჩენად და საფრთხის სალიკვიდაციოდ.

14. სატვირთო და საბალასტო ოპერაციების დასრულების შემდგომ გემის გვერდითი გადახრა (list) მაქსიმალურად უნდა იყოს 0-ის ტოლი.

15. სანავსადგურე ერთეულში მდგომი ყველა გემი, ნავსადგურში შემოსვლის წინ, გემთმფლობელის მიერ წინასწარ უნდა იყოს უზრუნველყოფილი, საკმარისი რაოდენობის საწვავით და ძრავების ზეთით.

მუხლი 41. გემის დგომის ადგილის შეცვლა

1. გემის დგომის ადგილის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია წინასწარ, დგომის ადგილის შეცვლამდე არანაკლებ 2 (ორი) საათით ადრე, აცნობებს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს, გემის აგენტსა და გემის კაპიტანს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

2. გემის გადაადგილების ან მასთან სხვა გემის ბორტით (ლაგით) დაყენების თაობაზე გემის კაპიტანი გაფრთხილებული უნდა იყოს არანაკლებ 1 (ერთი) საათით ადრე. საგანგებო შემთხვევაში (ხანძარი, გრიგალი და სხვა), სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას უფლება აქვს გემის გადაადგილება განახორციელოს გემის კაპიტნის წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

3. ნავმისადგომის გასწვრივ მისაბმელებით გადაადგილება დასაშვებია ლოცმანის გარეშე, მაგრამ სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის წარმომადგენლის სავალდებულო თანდასწრებით და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან შეთანხმებით.

4. გემის ერთი ნავმისადგომიდან მეორეზე გადაყენება ან ნავმისადგომიდან რეიდზე გაყვანა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გემზე არის კაპიტანი ან უფროსი თანაშემწე.

5. შეზღუდვები გემის გადაადგილებასა და გადაყენებაზე დგინდება ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მიერ, ნავსადგურში ჰიდრომეტეოროლოგიური პირობებისა და გემის პარამეტრების (წყალშიგის, საკმარისი კილქვეშ არსებული წყლის მარაგის) გათვალისწინებით.

6. ნავმისადგომზე გემის გადაადგილების შესახებ გაფრთხილებულნი უნდა იქნენ იმავე ნავმისადგომზე მდგომი სხვა გემები.

მუხლი 42. მოქმედება ნაოსნობისათვის არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების დროს

1. ნაოსნობისათვის მოსალოდნელი არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების შესახებ მონაცემების მიღებისთანავე, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს ნავსადგურის აკვატორიაში და მისასვლელებთან მყოფ ყველა გემს.

2. გემის კაპიტნის სავახტო თანაშემწე ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებისთანავე, შესაბამისი ჩანაწერი გააკეთოს გემის ჟურნალში და დაუდასტუროს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს შეტყობინების მიღების დრო.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღების ან ამინდის გაუარესების აშკარა ნიშნების არსებობის შემთხვევაში, გემის კაპიტანი ვალდებულია უზრუნველყოს გემის უსაფრთხოება.

4. ქარისა და ღელვისაგან დაუცველი ნავსადგურის აკვატორიაში მდგომი გემები, დაუყოვნებლივ უნდა იყვნენ მოყვანილნი მზადყოფნაში ზღვაში გასასვლელად.

5. ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების გაუარესების შესახებ გაფრთხილების მიღებისთანავე ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურმა სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას უნდა გადასცეს იმ გემების სია, რომლებმაც ნაოსნობისათვის არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების განმავლობაში დროებით უნდა დატოვონ სანავსადგურე ერთეული, სანავსადგურე ერთეულში დარჩენილი გემების დისლოკაცია და იმ გემების სია, რომლებიც იმყოფებიან რეიდზე, არ გააჩნიათ საწვავის საკმარისი რაოდენობა, რის გამოც საჭიროებენ ნავსადგურში სასწრაფოდ შემოყვანას.

6. ყველა ტექნიკურად გამართულმა გემმა არახელსაყრელი და საფრთხის შემცველი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების (შტორმი, ტიაგუნი) პერიოდში ნავსადგურის სახელმწიფი ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მოთხოვნისთანავე საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უნდა დატოვოს ნავსადგური ან საღუზე წერტილი და გაემართოს გაშლილ ზღვაში.

მუხლი 43. მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემების დგომა

1. სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან შეთანხმებით, ადგენს მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემების, მცურავი ამწეების, ბარჟების და ბუქსირმზიდი გემების სანავსადგურე ერთეულში განლაგების გეგმას, მათ შორის, ნაოსნობისათვის არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ (შტორმის) პირობებში მათ დროებით სადგომ ადგილებს.

2. ქარისა და ღელვის პირობებში მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემის დგომის ადგილის განსაზღვრისას, გემის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი დაშორება ფარვატერისა და მსხვილტონაჟიანი გემის დამუშავების ადგილებიდან.

3. მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემის კაპიტანმა უნდა უზრუნველყოს გემის უსაფრთხო დგომა დისლოკაციის ადგილას.

4. აკრძალულია არათვითმავალი მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემის უეკიპაჟოდ რეიდზე ბუქსირის გარეშე დატოვება.

5. მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემის ყოფნა ნავთობ/გაზტერმინალსა და ტანკერის დგომის სიახლოვეს აკრძალულია, თუ მას არ გააჩნია ნაპერწკალჩამქრობი მოწყობილობა.

6. სანავსადგურე ერთეულში ღუზაზე ან ნავმისადგომთან მდგომ მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემზე ორგანიზებული უნდა იქნეს 24 (ოცდაოთხი)-საათიანი მორიგეობა.

7. მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემის მფლობელი, თუ აღნიშნული გემი არ არის მოწყობილი მასზე მუდმივად ეკიპაჟის ყოფნისათვის, ვალდებულია უზრუნველყოს ამ გემის სადღეღამისო დაცვა და გემის დგომაზე მეთვალყურეობა.

8. მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემის კაპიტანი ვალდებულია, სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის მოთხოვნისთანავე, უზრუნველყოს მისი გაყვანა სანავსადგურე ერთეულიდან ან მითითებულ ადგილზე გადაყენება.

9. ნაოსნობისათვის არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემი, რომელიც რეიდზე ან გემის ბორტთან იმყოფება, ვალდებულია თავი შეაფაროს ნავსადგურის აკვატორიას და ადგილი დაიკავოს დისლოკაციის გეგმის მიხედვით.

10. იმ გემის კაპიტანი, რომელსაც არ გააჩნია სანავსადგურე ერთეულში მუდმივი სადგომი, ნაოსნობისათვის არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების დროს ვალდებულია სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის მითითებისამებრ დაიკავოს ადგილი, რომელიც შეთანხმებული უნდა იქნეს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან.

11. მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემი, არსებული ნორმების გათვალისწინებით, აღჭურვილი უნდა იყოს ავარიული ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო საშუალებებით.

12. მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემის კაპიტანს ეკრძალება:

ა) სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე გემის მიყვანა ნავმისადგომთან ან რეიდზე მდგარ გემთან, აგრეთვე მცირეტონაჟიან ან მსხვილტონაჟიან გემის ბორტთან;

ბ) ბორტზე ტვირთის, ხელბარგისა და მგზავრების მიღება ან ბორტიდან ტვირთისა და ხელბარგის გადაცემა, აგრეთვე მგზავრების გადაყვანა, სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციისა და შემოსავლების სამსახურის თანხმობის გარეშე.

მუხლი 44. ექსპლუატაციიდან გამოყვანილი გემის დგომა სანავსადგურე ერთეულში

1. გემის ექსპლუატაციიდან გამოყვანა და სანავსადგურე ერთეულში გაჩერება ხორციელდება:

ა) შემოდგომა-ზამთრის (ნოემბერი-აპრილი) პერიოდში ნაოსნობის შეზღუდვის გამო;

ბ) სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად;

გ) დროებით გასაჩერებლად მფლობელის გადაწყვეტილების შესაბამისად;

დ) დასაშლელად.

2. გადაწყვეტილებას ექსპლუატაციიდან გამოყვანილი გემის სანავსადგურე ერთეულში გაჩერების შესახებ იღებს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია გემთმფლობელის ან გემის კაპიტნის განაცხადის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნული უნდა იქნეს:

ა) გემის ტიპი, დასახელება, რეგისტრაციის ნომერი, სიგრძე, სიგანე და წყალშიგი;

ბ) მიწერის ნავსადგური;

გ) სანავსადგურე ერთეულში დაყენების სასურველი ადგილი;

დ) გემის კაპიტნის და/ან სხვა პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი და საკონტაქტო მონაცემები;

ე) გემის ეკიპაჟის იმ წევრთა სია, რომლებიც გემის დგომის განმავლობაში დარჩებიან გემზე და მათი სავახტო სამსახურის განრიგი;

ვ) გემთმფლობელის მისამართი, საკონტაქტო მონაცემები.

3. განაცხადს თან უნდა ერთოდეს სახანძრო დაცვის სამსახურის დასკვნა გემზე პროფილაქტიკურ ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარების შესახებ.

4. თუ გემის კაპიტანი ან მისი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი ტოვებს სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიას, იგი ვალდებულია ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს აცნობოს იმ პირის ვინაობა, რომელიც მისი არყოფნის პერიოდში განახორციელებს მის უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული შეტყობინება ხელმოწერილი უნდა იყოს გემის კაპიტნის/მისი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისა და იმ პირის მიერ, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა, ასევე მასში მითითებული უნდა იქნეს ამ უკანასკნელის მისამართი და საკონტაქტო მონაცემები.

მუხლი 45. ექსპლუატაციიდან გამოყვანილი გემის დგომის ორგანიზება

1. ექსპლუატაციიდან გამოყვანილი გემის დგომაზე პასუხისმგებელი პირი და გემის ეკიპაჟი ვალდებულნი არიან შეასრულონ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის და სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის მითითებანი გემის დგომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

2. ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს უფლება აქვს მოსთხოვოს გემთმფლობელს, ასევე გემისა და ქარავნის კაპიტნებს, მოვალეობის შესრულებიდან გადააყენოს ის პირი, რომლის ქმედობა საფრთხეს უქმნის დგომისათვის გაჩერებული გემის უსაფრთხოებას.

3. შემდგომი ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი გემი შეიძლება დატოვებულ იქნეს ნავმისადგომთან/ნავმისადგომზე მხოლოდ განსაზღვრული ვადით, სანავსადგურე ერთეულის ადმინასტრაციასთან შეთანხმებით და ნავსადგურის კაპიტნის თანხმობით.

მუხლი 46. გემის მომზადება კონსერვაციაზე დასადგომად

1. გემის ექსპლუატაციიდან გამოყვანამდე გემის კაპიტანმა უნდა შეადგინოს გემის დგომის განმავლობაში მისი სიცოცხლისუნარიანობა უზრუნველყოფის ღონისძიებათა გეგმა, შეათანხმოს იგი ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან, სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციასთან და დაამტკიცოს გემთმფლობელთან.

2. ექსპლუატაციიდან გამოყვანილ გემს უნდა გააჩნდეს გამართული წყალსაღვრელი, ხანძარსაწინააღმდეგო და გემის მისაბმელი საშუალებები.

3. ექსპლუატაციიდან გამოყვანამდე გემი უნდა გადმოიტვირთოს, გაიწმინდოს თხევადი საწვავის ნარჩენების, საწვავი მასალების, ზედმეტი ინვენტარისაგან, განხორციელდეს მისი დეგაზირება და მიღებულ იქნეს შესაბამისი ზომები კინგსტონის ჰერმეტულობის შესანარჩუნებლად.

4. თხევადი საწვავის დატოვება ხანგრძლივად გაჩერებულ გემზე დასაშვებია მხოლოდ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან შეთანხმებით.

5. გემის ტანკების, ბუნკერებისა და სატუმბო განყოფილების გაწმენდის და გემზე საწვავის მარაგის შენახვის შესაძლებლობის თაობაზე, რამაც ხელი არ უნდა შეუშალოს სარემონტო სამუშაოების წარმოებას ღია ცეცხლით – დგება აქტი სანავსადგურე ერთეულის, სახანძრო დაცვის სამსახურის წარმომადგენლების და გემის კაპიტნის მონაწილეობით.

6. გემის ყველა სამსახურებრივი და საცხოვრებელი სათავსო (ტრიუმი, სამანქანო განყოფილება, კაიუტები, და სხვა), სადაც არ ხორციელდება სარემონტო სამუშაოები და არ ცხოვრობენ ეკიპაჟის წევრები, უნდა ჩაიკეტოს და დაილუქოს, ხოლო ელექტროგაყვანილობა გამოირთოს.

7. გემის მომზადება ექსპლუატაციიდან გამოყვანისათვის ევალება გემთმფლობელს.

8. ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი და ექსპლუატაციიდან გამოყვანილი გემის მიმართ უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

ა) გემის ყველა სათავსო ჩაიკეტოს;

ბ) ყველა ბორტგარეთა და წყალგაუმტარი ღიობი (ილუმინატორები, კარები, ლუქები, ყელები, სახურავები და სხვა) მჭიდროდ ჩაირაზოს;

გ) მთავარი წყალგაუმტარი ნაკვეთურის ფარგლებში მილგაყვანილობა გაიყოს ავტონომიურ უბნებად, სარქველების გადაკეტვით და სახშობის დაყენებით;

დ) გატანილ იქნეს გემიდან ფეთქებადსაშიში და ხანძარსაშიში ტვირთი, გემის მარაგი, მასალები;

ე) გემი აღიჭურვოს გემის ზღვაოსნობაუნარიანობისათვის აუცილებელი, ტექნიკურად გამართული, ავარიული და ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობებით, რომლებიც უნდა განლადგეს თავის საშტატო ადგილზე.

მუხლი 47. ექსპლუატაციიდან გამოყვანილი გემის სანავსადგურე ერთეულში განლაგება

1. ექსპლუატაციიდან გამოყვანილი გემის სანავსადგურე ერთეულში დგომის ადგილი უნდა განისაზღვროს იმის გათვალისწინებით, რომ არ შეფერხდეს სხვა გემების მოძრაობა და/ან სატვირთო ოპერაციების წარმოება.

2. ექსპლუატაციიდან გამოყვანილი გემის სანავსადგურე ერთეულში განლაგების გეგმა და გემის მიმაგრების საშუალებები უნდა შეთანხმდეს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან, სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციასთან, სანავსადგურე ერთეულის სახანძრო დაცვის სამსახურთან და დამტკიცდეს გემთმფლობელის მიერ.

3. ექსპლუატაციიდან გამოყვანილი გემები უნდა იქნენ საიმედოდ მიბმული, მათ შორის, სათანადო დისტანციის დაცვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გეგმის შესაბამისად. ამასთან, გემის კაპიტანმა უნდა უზრუნველყოს ორმხრივ სახელურიანი ტრაპის მოწყობა და მისი სისტემატური გაწმენდა.

4. ექსპლუატაციიდან გამოყვანილი გემის დგომის ადგილის შეცვლის საჭიროების შემთხვევაში, გემის კაპიტანი ან მისი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია აღნიშნული განახორციელოს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის მოთხოვნისთანავე. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გემის სხვა ადგილზე გადაყვანა ხორციელდება სანავსადგურე ერთეულის ძალებით და ტექნიკური საშუალებებით, გემთმფლობელის ხარჯით.

მუხლი 48. ექსპლუატაციიდან გამოყვანილ გემზე ეკიპაჟის წევრების ცხოვრება

1. ექსპლუატაციიდან გამოყვანილ გემზე ეკიპაჟის წევრების ცხოვრება ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ გემზე შესაძლებელია ნორმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა. ასეთ გემზე გარეშე პირების, მათ შორის, ეკიპაჟის წევრთა ოჯახების ცხოვრება აკრძალულია.

2. ეკიპაჟის წევრთა სიით გაუთვალისწინებელი პირების დროებით დაშვება ექსპლუატაციიდან გამოყვანილ გემზე ხორციელდება სანავსადგურე ერთეულში მიღებული საშვების სისტემის საფუძველზე.

3. ექსპლუატაციიდან გამოყვანილ გემზე საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ელექტროგასათბობი ხელსაწყოების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სანავსადგურე ერთეულში სახანძრო დაცვის სამსახურის თანხმობით. ამ ნუსხით გაუთვალისწინებელი ელექტროგასათბობი ხელსაწყოების გამოყენება აკრძალულია.

 

მუხლი 49. ვახტის ორგანიზება და გემის დაცვა

1. ექსპლუატაციიდან გამოყვანილი და სანავსადგურე ერთეულში მდგომი გემის დაცვა ევალება ეკიპაჟს.

2. მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემების ქარავნების დაცვა ევალება კაპიტნის მიერ დანიშნულ მევახტეებს.

3. ბორტი-ბორტთან მდგარი გემების ყველა ჯგუფზე უნდა არსებობდეს სადღეღამისო ვახტი.

4. ერთ მევახტეს უფლება აქვს თვალყური ადევნოს არაუმეტეს 5 (ხუთი) მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემს.

5. ექსპლუატაციიდან გამოყვანილი გემის გემთმფლობელი და კაპიტანი უზრუნველყოფენ გემის ქონების დაცვას, ხანძარსაწინააღმდეგო და ავარიულ-სამაშველო მოწყობილობების გამოსაყენებლად მზადყოფნას.

6. გემების დგომისას უნდა შედგეს განგაშის განრიგი თითოეული გემის ან გემების ჯგუფისათვის.

7. სწავლება გემის ზღვაოსნობაუნარიანობის შენარჩუნებისათვის უნდა ჩატარდეს გემის გაჩერებამდე, შემდეგ კი თვეში ერთხელ მაინც.

8. თუ გაჩერებულ გემზე იმყოფება ეკიპაჟი, აუცილებელია, რომ სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის მითითებისამებრ, გემზე აღიმართოს შესაბამისი მანათობელი ნიშნები.

9. მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემების ჯგუფში, თუ ისინი ბორტი-ბორტთან დგანან, შეიძლება განათებულ იქნეს მხოლოდ ზღვისკენ მდგარი განაპირა გემ(ებ)ი. ელექტროგანათების უქონლობისას განათება დასაშვებია დადგენილი ნიმუშის ნავთის საზღვაო ფარანის აღმართვა.

10. გემის დაზიანების ყოველი ფაქტის შესახებ გემის კაპიტანი, გემთმფლობელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურსა და სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას.

თავი VIII

სატვირთო ოპერაციები ნავსადგურში

მუხლი 50. ზოგადი დებულებანი

1. სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია არსებული აღჭურვილობის გათვალისწინებით, ნავმისადგომებს ყოფს სატვირთო რაიონებად და ტერმინალებად (დასამუშავებელი ტვირთის კატეგორიების მიხედვით), რომელიც აღნიშნულის თაობაზე აცნობებს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს და მოცემულ ინფორმაციას აქვეყნებს საჯაროდ.

2. აკრძალულია ადვილაალებადი და ფეთქებადი ტვირთის დამუშავება არასპეციალიზირებულ ნავმისადგომზე. ტვირთის სპეციფიკიდან გამომდინარე, სააგენტოსთან შეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია ზემოაღნიშნული ტვირთის (გარდა ნედლი ნავთობისა და ნათელი ნავთობპროდუქტებისა) დამუშავება არასპეციალიზებულ ნავმისადგომზე.

3. აკრძალულია მავნე, მტვრიანი, ქიმიური და მძაფრი სუნის მქონე ტვირთის დამუშავება ცხოველური წარმოშობის და საკვები ტვირთისათვის განკუთვნილ ნავმისადგომებსა და ტერმინალებზე.

4. სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია, გემის ადმინისტრაცია, სატრანსპორტო ორგანიზაცია და ტერმინალის ოპერატორი, სატვირთო ოპერაციების განხორციელებისას, ვალდებულნი არიან იხელმძღვანელონ IMO-ს IMDG CODE-ით, „სატვირთო სატრანსპორტო ერთეულების შეფუთვის შესახებ“ IMO-ს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაეროს სახელმძღვანელოს, აგრეთვე, „სახიფათო ტვირთების უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე და საპორტო რაიონებში დაკავშირებულ საქმიანობაზე“ IMO-ს რეკომენდაციებით.

5. სატვირთო ოპერაციები უნდა წარმოებდეს ცალკეული ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის ტექნოლოგიური სქემებისა და ტექნიკური პირობების შესაბამისად, შრომის უსაფრთხოების, ეკოლოგიური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

6. პასუხისმგებლობა სატვირთო ოპერაციების განხორციელებისას ადამიანებთან დაკავშირებით მომხდარი უბედური შემთხვევების ან ტვირთის დაზიანების გამო ეკისრება:

ა) გემის ეკიპაჟს ან გემთმფლობელს – თუ უბედური შემთხვევა ან ტვირთის დაზიანება გამოწვეულია გემის ტაკელაჟის, გემის სატვირთო და სხვა აღჭურვილობის გაუმართაობით;

ბ) სანავსადგურე ერთეულის/ტერმინალის ოპერატორს – თუ სატვირთო ოპერაციები ხორციელდებოდა სანავსადგურე ერთეულის/ტერმინალის პერსონალის და აღჭურვილობის გამოყენებით.

7. საკვები პროდუქტების, პირუტყვის, ფრინველის, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის და მცენარეული ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

8. ტვირთის ფუმიგაციის განმავლობაში გემზე არ დაიშვებიან გარეშე პირები. აღნიშნულ შემთხვევაში გემის დაცვას უზრუნველყოფს გემის ეკიპაჟი.

9. გემის ბორტს მიღმა ან ნავმისადგომთან ტვირთის წყალში გადავარდნის ყველა შემთხვევის შესახებ გემის კაპიტანი და სტივიდორი დაუყოვნებლივ ატყობინებენ სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს.

10.აკრძალულია ტვირთის დაწყობა გზის სავალ ნაწილზე, გასასვლელებში, ასევე სარკინიგზო ლიანდაგთან 2 (ორი) მეტრზე, ხოლო ნავმისადგომის კიდესთან 3 (სამი) მეტრზე ახლოს, აგრეთვე, ნავთობტერმინალის ნავმისადგომებთან სახანძრო მისასვლელებისა და საევაკუაციო გზების გადაკეტვა.

11. თუ სატვირთო ოპერაციები ჩერდება ამინდის მოსალოდნელ გაუარსებასთან დაკავშირებით, მაშინ აუცილებელია გემის ტრიუმის სახურავის და ლუკის დახურვა. აღნიშნულ შემთხვევაში, მოსახსნელი ბიმსების და მექანიკური სექციების დაუმაგრებლად დატოვება აკრძალულია.

12. ნავსადგურის აკვატორიაში ნავთობის ავარიული დაღვრის ან აღმოჩენის შემთხვევაში, საჭიროებისამებრ სატვირთო ოპერაციები სანავსადგურე ერთეულში უნდა შეწყდეს და გემები გაყვანილ იქნეს რეიდზე. გადაწყვეტილებას აღნიშნულთან დაკავშირებით იღებს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური, სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციასა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმებით.

13. სატვირთო ოპერაციების განმახორციელებელ ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც ფუნქციონირებს სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე, უნდა გააჩნდეს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციასთან და სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებული სატვირთო ოპერაციების წარმოების ტექნოლოგიური რუკა ან/და სტანდარტული საოპერაციო პროცედურები (SOP).

14. ყველა სატვირთო ოპერაცია სანავსადგურე ერთეულში, როგორც წესი, ხორციელდება სანავსადგურე ერთეულის/ტერმინალის ძალებითა და ტექნიკური საშუალებებით. იმ შემთხვევაში, თუ სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის თანხმობით, სატვირთო ოპერაციები ხორციელდება ტვირთგამგზავნის/ტვირთმიმღების ძალებითა და ტექნიკური საშუალებებით, ამ ტექნიკური საშუალებების გამართულობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ტვირთგამგზავნს/ტვირთმიმღებს.

15. დატვირთვა/გადმოტვირთვის სამუშაოების წარმოებისა და სატვირთი სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების უფლება აქვს 18 (თვრამეტი) წელს მიღწეულ პირს, რომელიც სამედიცინო კომისიის მიერ მიჩნეულია ვარგისად აღნიშნული სამუშაოების წარმოებისათვის. დამსაქმებელი ვალდებულია დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესასრულებლად დაშვებამდე აღნიშნულ პირს ჩაუტაროს შესაბამისი ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების და პროფესიული საქმიანობის საკითხებში.

16. გემის დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ჩასატარებლად განკუთვნილ გემზე არსებული საშუალებები უნდა იმყოფებოდეს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში, რასაც უზრუნველყოფს გემის კაპიტანი. სხვა შემთხვევაში ამ საშუალებათა ტექნიკურ გამართულობას უზრუნველყოფს მათი მფლობელი.

17. ამ მუხლის მე-14 და მე-16 პუნქტებით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებებით სატვირთო ოპერაციების წარმოება დასაშვებია ტვირთგამგზავნის/ტვირთმიმღების ან გემის კაპიტნის მიერ მათი ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.

18. რეიდზე მდგომი გემის დამუშავებისას ამ ოპერაციის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, ოპერაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დასამუშავებელი გემის ბორტის სიახლოვეს ან ბაკშტოვზე მუდმივი მორიგეობისათვის გამოყოს ბუქსირი.

19. მაგიდა-რამპები და ბაქნები, რომლებიც ეწყობა გემის გადმოტვირთვის მიზნით, უნდა იყოს მტკიცე და ისეთი ზომის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მომუშავეთა უსაფრთხო მანძილით დაშორება ტვირთის აწევისას (დაშვებისას).

20. აკრძალულია სატვირთო მოწყობილობებით სატვირთო ოპერაციების წარმოება, თუ ტვირთის მასა აჭარბებს აღნიშნული მოწყობილობისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს.

21. სანავსადგურო ამწე და საბორნე ხიდი აღჭურვილი უნდა იყოს ანემომეტრით, სადაც ავტომატურად ჩაირთვება განგაშის სიგნალი, თუ ქარის სიჩქარე მიაღწევს ამწეს უსაფრთხო ექსპლუატაციის აკრძალულ ზღვარს. ბოფორტის შკალით 6 (ექვსი) ბალზე (10,8-13,8 მ/წმ) ძლიერი ქარის პირობებში უნდა შეწყდეს კოშკური ამწის, ხოლო ბოფორტის შკალით 7 (შვიდი) (13,9-17,1 მ/წმ) ბალზე ძლიერი ქარის შემთხვევაში – ყველა დანარჩენი სახის ამწის მუშაობა. ასეთ პირობებში სანაპირო ამწეები დაყენებული უნდა იქნეს სატაცებზე, ხოლო მცურავი ამწეები დამატებითი სამაგრებით უნდა დამაგრდეს ნავმისადგომთან ან გადაადგილებულ იქნეს უსაფრთხო ადგილზე. ადგილობრივი პირობებისა და ამწეების კონსტრუქციის გათვალისწინებით, სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, თავისი ტერიტორიის ფარგლებში, დაადგინოს ამწეების უსაფრთხო ექსპლუატაციის ამკრძალავი ქარის სიმძლავრის უფრო მცირე პარამეტრები, ვიდრე ამ პუნქტითაა გათვალისწინებული.

22. ამწის ექსპლუატაციის დროულ შეწყვეტას ზედამხედველობს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია ან ნავმისადგომის ოპერატორი.

23. გადაწყვეტილებას გემის ამწის მეშვეობით წარმოებული დატვირთვა/გადმოტვირთვის სამუშაოების შეწყვეტის შესახებ იღებს სატვირთო ტერმინალის უფლებამოსილი პირი, გემის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით.

24. თუ დატვირთვა/გადმოტვირთვის ოპერაცია ხორციელდება ამწით, მისი ექსპლუატაცია, ამ მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებული პირობების გარდა, უნდა შეწყდეს, თუ:

ა) ამწით დასამუშავებელი გემი ახორციელებს მანევრირებას (სხვა ნავმისადგომთან გადაყვანა, გადაადგილება, მიბმა, დაყენება);

ბ) სარკინიგზო შემადგენლობის მანევრირებისას ამწის ისარი მოძრაობს სარკინიგზო შემადგენლობის თავზე.

25. გემის დატვირთვა ხორციელდება სატვირთო გეგმის მიხედვით, რომელსაც ამტკიცებს გემის კაპიტანი სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციასთან/ტერმინალის ოპერატორთან, ხოლო სახიფათო ტვირთის შემთხვევაში დამატებით სახანძრო დაცვის და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურებთან შეთანხმებით.

26. სანავსადგურე ერთეულში გემის დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის საჭირო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრება სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის მიერ.

27. თუ სატვირთო ლუკების გახსნა-დახურვის პროცესში მონაწილეობენ სანავსადგურე ერთეულის მუშები, მაშინ უსაფრთხოების ტექნიკის წესების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გემის ადმინისტრაციას.

28. მექანიზებული (ავტომატიზებული) მოწყობილობით აღჭურვილი ლუკების გახსნა-დახურვა ხორციელდება გემის ეკიპაჟის მიერ.

29. სატვირთო ოპერაციების დაწყებამდე, სტივიდორი ვალდებულია დაათვალიეროს მოწყობილობები (ხიდურები, საბიჯელები, ჩამოსაკიდი ბადეები და სხვა) და დარწმუნდეს გამოსაყენებლად მათ ვარგისობაში.

30. აკრძალულია დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციების განსახორციელებელი მოწყობილობის გამოყენება, თუ:

ა) მასზე არ არის დაკრული ტრაფარეტი გამოცდის თარიღისა და გამოცდის მოქმედების ვადის, აგრეთვე დასაშვები ტვირთამწეობის მითითებით;

ბ) მოწყობილობას აქვს არსებითი დაზიანება.

31. თუ სატვირთო ოპერაციების წარმოება განსაზღვრულია ნავსადგურის ამწით, მაშინ აღნიშნული სამუშაოების დაწყებამდე გემის კაპიტანმა უნდა განარიდოს ამწის სამუშაო სივრცეში განთავსებული და ამწის თავისუფალი გადაადგილების ხელშემშლელი გემის აღჭურვილობა. ამასთან, გემის სატვირთო ისრები არ უნდა გადაცდნენ გემის ბორტს.

32. ყველა ასაწევი ტვირთი უნდა დამაგრდეს იმგვარად, რომ არ მოხდეს ტვირთის გადმოყრა ან/და გადმოვარდნა.

33. გემი ისე უნდა დაიტვირთოს, რომ წელიწადის მოცემული დროისა და ნაოსნობის რაიონებისათვის დადგენილი გემის სატვირთო მარკა არ აღმოჩნდეს წყალქვეშ.

34. გადატვირთულ ან არასწორად დატვირთულ გემს ეკრძალება ნავსადგურიდან გასვლა.

35. გემი გადატვირთულად ან არასწორად დატვირთულად ითვლება, თუ:

ა) მისი დავირთვა არ შეესაბამება „სატვირთო მარკის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნებს;

ბ) ტვირთი გემზე არ არის დამაგრებული ან დამაგრებულია არასათანადოდ;

გ) გემმა დატვირთვის შემდეგ მიიღო მისთვის დასაშვებზე მეტი დახრა ან მისი მდგრადობა არ შეესაბამება გემის მდგრადობის კრიტერიუმების მოთხოვნებს;

დ) ფხვიერი ან თხევადი ტვირთით დატვირთული გემი არ არის აღჭურვილი რწევის დროს ტვირთის გადაადგილების ან გადაღვრის საწინააღმდეგო საშუალებებით;

ე) გემბანზე ტვირთი განლაგებულია არასწორად, რაც საფრთხეს უქმნის გემს და მასზე მყოფ ადამიანებს;

ვ) დარღვეულია დატვირთვის და გადაზიდვის წესები.

36. დატვირთვის, განთავსების, დამაგრების, სეპარაციისა და გადმოტვირთვის თაობაზე გემის ადმინისტრაციის მითითების შესრულება სავალდებულოა იმ იურიდიული ან/და ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ სატვირთო ოპერაციებს.

37. სატვირთო ოპერაციების წარმოების წესების დარღვევის შემთხვევაში გემის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, დარღვევის აღმოფხვრამდე, შეაჩეროს აღნიშნული ოპერაციები.

38. სატვირთო ოპერაციის დასრულების შემდეგ სანაპირო ამწის ისრები უნდა მობრუნდეს ნაპირის მხარეს და არ გადაცდეს ნავმისადგომის კიდეს. ელევატორის მილები უნდა აიწიოს და განლაგდეს ისე, რომ ხელი არ შეუშალოს გემების დაყენებას (მიბმას) და გადაყვანას. ტაკელაჟი და სატვირთო საშუალებები უნდა ალაგდეს და დაიწყოს სანავსადგურე ერთეულის/ტერმინალის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

39. სატვირთო ოპერაციების განხორციელების ადგილი დაუყოვნებლივ უნდა გაიწმინდოს ნაგვისაგან და მოყვანილ იქნეს წესრიგში, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ნავმისაგომის ოპერატორს/სატვირთო ოპერაციების ხელმძღვანელს. ამასთან, აკრძალულია ნავმისადგომიდან ნაგვის ზღვაში და ნავმისადგომის სადრენაჟო სისტემაში ჩაყრა.

40. აკრძალულია კანჯოების, ღუზების, გვარლების, მანქანის ნაწილებისა და სხვა ინვენტარის დატოვება სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიასა და ნავმისადგომზე.

41. სანავსადგურე წყლებში ჩაძირული ნებისმიერი ტვირთის შესახებ, რასაც შეუძლია შეაფერხოს და საფრთხე შეუქმნას ნაოსნობას, სატვირთო ოპერაციის ხელმძღვანელმა უნდა აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს.

42. სატვირთო ოპერაციებთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებისას დაცული უნდა იქნეს სამუშაოთა წარმოების უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო და სანიტარიული უსაფრთხოების ნორმები.

43. სატვირთო ოპერაციების უსაფრთხო წარმოებას უზრუნველყოფს:

ა) სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიასა და ობიექტებზე – პირი, რომელიც აწარმოებს სამუშაოებს;

ბ) გემზე – სტივიდორი და გემის ადმინისტრაცია.

44. დღე-ღამის ბნელ პერიოდში სატვირთო ოპერაციების წარმოების ადგილი გემზე, ნავმისადგომსა და საწყობში განათებული უნდა იყოს მოქმედი ნორმების შესაბამისად. ამასთან, განათება ხელს არ უნდა უშლიდეს ნაოსნობას.

45. ნავმისადგომსა და ტერმინალში განათებას უზრუნველყოფს სანავსადგურე ერთეული, ხოლო გემზე – გემის ადმინისტრაცია.

46. ნაპირიდან გემზე ასვლა და ჩამოსვლა დასაშვებია ტრაპით უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვით.

47. გემის ტრაპისა ტექნიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გემის ადმინისტრაციას, ხოლო სანავსადგურე ერთეულის კუთვნილი ტრაპისა, რომლებიც ნაპირიდან მოეწოდება გემს – სანავსადგურე ერთეულს.

48. ექსპლუატაციის პროცესში ტრაპისა და საბიჯელას გაუმართაობის გამოვლენის შესახებ სატვირთო ოპერაციების მწარმოებელმა, ამ მუხლის 47-ე პუნქტის შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სანავსადგურე ერთეულის ან გემის ადმინისტრაციას, ხოლო ეს უკანასკნელი ვალდებულია უზრუნველყოს დაზიანებული ტრაპისა და საბიჯელას ხარვეზ(ებ)ის დროული აღმოფხვრა ან, თუ ხარვეზ(ებ)ის აღმოფხვრა შეუძლებელია, მათი ამოღება ექსპლუატაციიდან.

49. სატვირთო ოპერაციების წარმოების ადგილას აკრძალულია:

ა) თამბაქოს მოწევა, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა;

ბ) იმ პირების ყოფნა, რომლებსაც სამსახურებრივად არა აქვთ კავშირი მიმდინარე სატვირთო სამუშაოებთან.

50. ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან დაკავშირებული უბედური შემთხვევისას სატვირთო ოპერაციების სტივიდორი, დაზარალებულისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენასთან ერთად, ვალდებულია მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს, სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას და ტერმინალს.

51. სანავსადგურე ერთეულში ყველა სატვირთო სამუშაო, როგოც წესი, უნდა განხორციელდეს კომპლექსური მექანიზაციის გამოყენებით. მექანიზირებული დატვირთვისას დამხმარე ოპერაციებისა და სამუშაოთა გარკვეული სახეობების ხელით შესრულება დასაშვებია მხოლოდ უსაფრთხოების წესების დაცვით.

52. უსაფრთხოების დაცვის მიზნით ტერმინალების, უბნების და სამსახურების ხელმძღვანელებმა უნდა შეიმუშაონ ინსტრუქციები ცალკეული პროფესიების მიხედვით. ტიპური ინსტრუქციების არსებობის შემთხვევაში ისინი საფუძვლად უნდა დაედოს სანავსადგურე ერთეულში ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, შემუშავებულ ინსტრუქციებს. აღნიშნული ინსტრუქციები დამტკიცებული უნდა იქნეს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის მიერ.

53. სატვირთო ოპერაციები, რომლებიც მიმდინარეობს გემიდან გემზე გადატვირთვის დროს, უნდა აკმაყოფილებდეს გემი გემთან (Ship to Ship) ICS-ის სახელმძღვანელოს (Ship to Ship Transfer Guide for Petroleum, Chemicals and Liquefied Gas) მოთხოვნებს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე უნდა არსებობდეს ნავსადგურის კაპიტნის თანხმობა. აგრეთვე, გემიდან გემზე გადატვირთვის პროცედურა განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ცირკულარის შესაბამისად.

თავი IX

გემის დატვირთვა, გადმოტვირთვა, ტვირთის დაწყობა და შენახვა

მუხლი 51. ზოგადი დებულებანი

1. მძიმე წონის ტვირთით (10 (ათი) ტონაზე მეტი) და/ან ხეტყით გემის დატვირთვა უნდა განხორციელდეს ამ გემის დატვირთვის სახელმძღვანელოს შესაბამისად.

2. გემბანზე განთავსებული ტვირთი, როგორც წესი, არ უნდა ცდებოდეს გემის ბორტს.

3. გემის დატვირთვა მძიმე ტვირთით ან მისი გადმოტვირთა გემიდან უნდა განხორციელდეს სტივიდორის, ცვლის მექანიკოსის (თუ სამუშაო მიმდინარეობს ამწეების მეშვეობით) და გემის კაპიტნის უფროსი თანაშემწის სავალდებულო თანდასწრებით.

4. ტვირთი, შესაბამისი წესის დაცვით, მოთავსებული უნდა იყოს შეფუთვაში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. გემის დატვირთვამდე ტრიუმები სათანადოდ უნდა მომზადდეს და შემოწმდეს ტვირთის შემმოწმებლის მიერ.

6. ნავმისადგომი, რომელზეც საკვები ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა ხორციელდება, უნდა იყოს დასუფთავებული.

7. ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური აკონტროლებს გემზე გემის კაპიტნის მიერ დამტკიცებული სატვირთო გეგმის არსებობას, მის სისწორეს და დატვირთვის შესაბამისობას ამ გეგმასთან.

8. სატვირთო ოპერაციების ხელმძღვანელი ვალდებულია მოაწყოს ტვირთის წყალში ჩავარდნისაგან დამცავი საშუალება (ბრეზენტი, სატაკელაჟო ბადე).

9. ადვილად აალებადი ტვირთის (ბამბა, მათ შორის, ნედლი ბამბა, სელი, ძენძი და სხვა) დატვირთვა-გადმოტვირთვისას ლითონის ჯალამბარის და ბადის გამოყენება აკრძალულია. ლუკების კომინგსები დაცული უნდა იყოს ბრეზენტებით და ხის ფარებით, ხოლო სატვირთო გვარლების რკინის მენჯს შემოკერილი უნდა ჰქონდეს ტილო.

10. მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ტვირთის დაწყობა, შენახვა და დეზინფექცია უნდა განხორციელდეს შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან შეთანხმებით.

11. დაზიანებული ტვირთი (ფიზიკურად ან ქიმიურად) ტვირთმფლობელის მიერ დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიიდან.

12. სანავსადგურე ერთეულში შავი და/ან ფერადი ლითონების ჯართის გადასაზიდად შეტანა ნებადართულია, თუ იგი, სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად, მომზადებულია საზღვაო ტრანსპორტით გადასაზიდად, გაუვნებელყოფილია ფეთქებადი, ცეცხლსაშიში, რადიაქტიური მასალისაგან, გასუფთავებულია მავნე ქიმიური ნივთიერებებისაგან და გააჩნია აღნიშნულის დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.

მუხლი 52. ტვირთის დაწყობის წესი

სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე, საწყობებში, ბაქნებსა და ნავთობ/გაზტერმინალზე ტვირთის დაწყობა აკრძალულია:

ა) აკრძალულ ზონაში;

ბ) მისაბმელი ტუმბებისა და ბრიდელების, ფარნის ბოძის, გეოდეზიური ქსელის ნიშნების, ჭერის, სახანძრო ამწეების, სახანძრო სიგნალიზაციისა და/ან ელექტროჩასართველების ირგვლივ, აგრეთვე სადრენაჟო სისტემების ჭებზე (შტაბელებად ტვირთის დაწყობა დასაშვებია ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადგილებთან არანაკლებ 2 მეტრის დაშორებაზე);

გ) საწყობის სამუშაო პერიმეტრიდან არანაკლებ 4 (ოთხი) მეტრის დაშორებაზე და საწყობში სხვადასხვა სახეობის ტვირთს შორის ნორმებით დადგენილ გასასვლელებში;

დ) წყალგაყვანილობის, სატრანსპორტო და ელექტროკაბელის ტრასებზე;

ე) 2 (ორი) მეტრზე ნაკლები დაშორებით უახლოესი სარკინიგზო ლიანდაგიდან ან/და 3 (სამი) მეტრზე ახლოს ნავმისადგომის ნაპირიდან;

ვ) გზებზე, ფეხითმოსიარულეთა და ტრანსპორტის გასასვლელებზე, სახანძრო ავტოტუმბოებთან და სხვა;

ზ) საჰაერო ელექტროგაყვანილობის, მაღალი ძაბვის გაყვანილობისა და სატელეფონო სადენების ან ტელეგრაფის ქსელის ქვეშ;

თ) ისეთ სასაწყობო სივრცეში, რომელსაც არ გააჩნია სათანადო გამწოვი ვენტილაცია და რომლის ინსპექტირება და ექსპლუატაცია არ ხორციელდება დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში კომპანიას უნდა გააჩნდეს ექსპლუატაციის წესები და შიდა პოლიტიკა უსაფრთხო მართვასთან დაკავშირებით.

მუხლი 53. გემით გადასაზიდი ტვირთის სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე შეტანის აკრძალვის პირობები

სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე აკრძალულია:

ა) დაზიანებულ და არამარკირებულ შეფუთვაში მოთავსებული ტვირთის შეტანა;

ბ) შეფუთვის გარეშე იმ ტვირთის შეტანა, რომლის გადაზიდვა გემით ნებადართულია მხოლოდ შეფუთვით.

თავი X

სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული სატვირთო ოპერაციები

მუხლი 54. ზოგადი დებულებანი

1. სახიფათო ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა ხორციელდება IMO-ს IMDG CODE-ის და ამ „წესების“ მოთხოვნათა შესაბამისად.

2. IMO FAL 7 ფორმის შესაბამისად, სანავსადგურე ერთეულში სახიფათო ტვირთის შეტანამდე 7 (შვიდი) დღით ადრე, ტვირთგამგზავნმა ან/და გადამზიდავმა კომპანიამ სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს უნდა წარუდგინოს დადგენილი წესით შევსებული განაცხადი და თანდართული დოკუმენტები აღნიშნული ტვირთის გემით გადაზიდვის შესახებ. თუ რეისის ხანგრძლივობა 7 (შვიდი) დღეზე ნაკლებია, ტვირთგამგზავნმა ან/და გადამზიდავმა კომპანიამ სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სახიფათო ტვირთის გემით გადაზიდვის შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებულ განაცხადში მითითებული უნდა იყოს რომელ კლასს, კატეგორიასა და ჯგუფს მიეკუთვნება სახიფათო ტვირთი, მისი ტექნიკური დასახელება, ადგილების რაოდენობა, წონა ბრუტო და დანიშნულების ადგილი. გარდა ამისა, აღნიშნული უნდა იყოს, რომ ტვირთგამგზავნისათვის ცნობილია IMO-ს IMDG CODE, ხოლო გადასაზიდი ტვირთის შეფუთვა, მარკირება (დანართი №6) და საშიშროების დამადასტურებელი მარკირება სრულად შეესაბამება სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესებს.

4. გემი, რომელმაც სახიფათო ტვირთი მოიტანა ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის დარღვევით, სანავსადგურე ერთეულში შესვლამდე უნდა დადგეს ღუზაზე, აღნიშნული ტვირთის სანავსადგურე ერთეულში გადმოტვირთვის თანხმობის მიღებამდე.

5. გემის კაპიტანი ვალდებულია აცნობოს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს ბორტზე სახიფათო ტვირთის არსებობის შესახებ და მიიღოს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის თანხმობა ამ ტვირთის გადმოტვირთვაზე, გადმოტვირთვის დროისა და ადგილის მითითებით.

6. სახიფათო ტვირთის სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე შემოტანა გემზე დატვირთვა-გადმოტვირთვის მიზნით დასაშვებია მხოლოდ სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის წერილობითი თანხმობისა და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის ინფორმირებით.

7. სახიფათო ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის ადგილს განსაზღვრავს სანავსადგურე ერთეული, სახანძრო დაცვის სამსახურთან, სანავსადგურე ერთეულის დაცვის სამსახურთან, შემოსავლების სამსახურთან და გარემოს დაცვის სამსახურთან შეთანხმებით.

8. სახიფათო ტვირთის დატვირთვა/გადმოტვირთვა და დახარისხება ხდება სანავსადგურე ერთეულის და/ან სატვირთო ტერმინალის წარმომადგენლის თანდასწრებით.

9. სახიფათო ტვირთის მოსალოდნელ გადამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაოს შესახებ, სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია წინასწარ, ტვირთის ნავსადგურში შეტანამდე აცნობებს სანავსადგურე ერთეულის შესაბამის სამსახურებს.

10. სახიფათო ტვირთის დატვირთვა/გადმოტვირთვა უნდა განხორციელდეს სატვირთო ოპერაციებზე დაკავებული ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო საშუალებებით და მეთოდებით, გემის საცხოვრებელი, სამსახურებრივი და საწარმოო სათავსოების დაჭუჭყიანებისაგან დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით. ნაყარი სახიფათო ტვირთის გადატვირთვისას თავიდან უნდა იქნეს აცილებული სამუშაო ადგილისა და მიმდინარე ტერიტორიის დაბინძურება.

11. სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული სატვირთო ოპერაციების განხორციელებისას აკრძალულია გემის საწვავით მომარაგება.

12. სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული სატვირთო ოპერაციები უნდა ხორციელდებოდეს ტვირთის თვისებების გათვალისწინებით, შედგენილი ტექნოლოგიური რუკის მიხედვით. ტექნოლოგიური რუკა უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან, სანავსადგურე ერთეულის სახანძრო დაცვის სამსახურთან, სანავსადგურე ერთეულის გარემოს დაცვის სამსახურთან და დამტკიცდეს სანავსადგურე ერთეულის მიერ.

13. სახიფათო ტვირთი, როგორც წესი, გემში უნდა ჩაიტვირთოს ყველა სხვა ტვირთის შემდეგ და გადმოიტვირთოს პირველ რიგში.

14. სატვირთო ოპერაციების დაწყებამდე ოპერატორს და სატვირთო ოპერაციის ხელმძღვანელს უნდა გააჩნდეთ ხანძრის, აფეთქების ან სხვა ინციდენტის შემთხვევაში ქონების განლაგების, ვაგონების გადაადგილების, გემებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაყვანის გეგმა.

15. სახიფათო ტვირთის განსათავსებლად უნდა გამოიყოს ცეცხლგამძლე მასალით აგებული, ასეთივე იატაკისა და საფარის მქონე, ცეცხლგამძლე კედლებით დაყოფილი შენობა (საწყობი). დასაშვებია სახიფათო ტვირთის სპეციალურ სარდაფებში და საცავებში შენახვა სახიფათო ტვირთის თავისებურების გათვალისწინებით.

16. სახიფათო ტვირთის განთავსების ადგილი უნდა იყოს მუდმივად დაცული, გააჩნდეს სახანძრო სიგნალიზაცია და დაცვის თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომი სატელეფონო კავშირი. სახიფათო ტვირთის შესანახ შენობას გარეთ და შიგნით უნდა გააჩნდეს ამკრძალავი და გამაფრთხილებელი ნიშნები: „საშიშია“, „მოწევა სასტიკად აკრძალულია“ და სხვა.

17. ექსპედიტორს (ფორვარდერს) და/ან გადამზიდველს (ოპერატორს), რომლებიც ახორციელებენ ოპერაციებს სახიფათო ტვირთთან დაკავშირებით, უნდა ჰყავდეთ სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სფეროში შესაბამისი სერტიფიკატის მქონე თანამშრომელი.

18. სახიფათო ტვირთის მიმართ სატვირთო ოპერაციების (დატვირთვა/გადმოტვირთვა, დახარისხება, დასაწყობება, ნავსადგურისა და მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტირება) წარმოებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაძლო დაზიანების ზონაში მცხოვრები პირებისა და მომუშავე პერსონალის შეტყობინების ლოკალური სისტემა.

მუხლი 55. სატვირთო ოპერაციები

1. ადვილად აალებადი სითხეების დატვირთვა/გადმოტვირთვა ტანკერებში ხდება სპეციალიზებულ ნავმისადგომთან, უნავმისადგომო ჩამოსასხმელთან ან რეიდზე – ბორტიდან, ISGOTT-ის მოთხოვნების შესაბამისად.

2. სატვირთო ოპერაციების განხორციელებისას ტერმინალის ოპერატორის მიერ მიღებული უნდა იქნეს ზომები ელექტროგამტარობის საწინააღმდეგო ღონისძიებები ISGOTT-ის მოთხოვნების შესაბამისად.

3. ნავთობ/გაზტერმინალში, ნავთობთან და ადვილად აალებად სითხესთან დაკავშირებული სატვირთო ოპერაციები, უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით, უნდა მიმდინარეობდეს დახურული მეთოდით (სანაპირო სატვირთო სადენის შლანგის მილტუჩი მჭიდროდ უნდა იყოს მიერთებული ტანკერის მიმღებ სატვირთო მილთან, რათა გამოირიცხოს ადვილადაალებადი სითხის გამოჟონვა შლანგიდან; ტანკერის გემბანზე ყველა ღიობი უნდა იყოს დახურული, გარდა ტანკების ვენტილაციის სისტემისა).

4. 8 000 ტონა და მეტი დედვეითის (DW) მქონე ტანკერების სატვირთო ოპერაციები უნდა ხორციელდებოდეს ინერტული ტანკების პირობებში, ჟანგბადის “O2“-ს შემცველობა ტანკებში არ უნდა აღემატებოდეს 8%-ს. ტანკერის დატვირთვის წინ ტანკებში წყალბადის სულფიდის „H2S“-ს შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 5 (ხუთი) ppm, რათა არ მოხდეს დატვირთვის დროს ამ მავნე ნივთიერებით გარემოს დაბინძურება.

5. ადვილად აალებადი სითხის და ნავთობის გემბანზე ან ზღვაში გადაღვრის თავიდან აცილების მიზნით, ტანკერისა და საწვავმზიდი გემის მევახტე სამსახური მუდმივად უნდა ადევნებდეს თვალყურს ჩამკეტი სარქველის (ფარსახური) და სატვირთო შლანგების მდგომარეობას და დახურული იქონიოს გემის ყველა ღიობი, რათა ადვილად აალებადი სითხის ავარიული დაღვრის შემთხვევაში თავიდან იქნეს აცილებული ადვილად აალებადი სითხის და ნავთობის მოხვედრა ნავსადგურის აკვატორიაში.

6. გარეთა ჩამოსასხმელ-გადასასხმელი მილსადენებიდან (სახელოები, შლანგები და სხვა) ადვილად აალებადი სითხის გადინების შემთხვევაში, მათი შეერთების ადგილას უნდა განთავსდეს ქვესადგარები და ლოტები ადვილად აალებადი სითხეების შესაგროვებლად.

7. სატვირთო ან საბუნკერე ოპერაციების პროცესში ნავთობის დაღვრისას გემის დამუშავება უნდა შეწყდეს, გემზე გამოცხადდეს გემის საერთო განგაში, ხოლო სანავსადგურე ერთეულის სანავთობე უბნის მორიგე სამსახურმა უნდა გაატაროს ქმედითი ზომები აკვატორიისა და ნავსადგურის ტერიტორიის დაბინძურებული ადგილების გასაწმენდად, აგრეთვე გამოიძახოს სახანძრო დაცვა და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური შესაბამისი საბუთების გასაფორმებლად.

8. თუ სანაპირო და გემის მილსადენის შემაერთებელი მოწყობილობები არ არიან აღჭურვილნი სპეციალური შეუქცევადი სარქველით ან სხვა მოწყობილობით, რომელიც გამორიცხავს ადვილად აალებადი სითხის გადაღვრას, მაშინ მათ განცალკევებამდე, სატვირთო ოპერაციების დასრულების შემდეგ ისინი უნდა დაიცალოს. მოქმედი შლანგები უნდა იქნეს წამოწეული ზემოთ სატვირთო ისრების, კრონშტეინების და სხვათა მეშვეობით.

9. სატვირთო ოპერაციების მიმდინარეობისას ტანკერს ეკრძალება:

ა) გემბანზე ფეთქებადი და ადვილად აალებადი ნივთიერებების ქონა;

ბ) გემის ტანკების რეცხვა, გარდა ნედლი ნავთობით რეცხვისა (COW);

გ) დეგაზაციის წარმოება.

10. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების გარდა, რეიდზე ადვილად აალებადი სითხის გადმოტვირთვისას საბუქსირე ჩასასხმელმა ბარჟამ/ლიხტერმა უნდა დაიცვას შემდეგი პირობები:

ა) გემის ღუზაზე დგომისას დაცული იქნეს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მითითება დგომის ადგილის შესახებ;

ბ) ბარჟის/ლიხტერის მიყენება ტანკერის ბორტთან უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, რათა არ მოხდეს დაჯახება ხახუნი ან დაწოლა;

გ) ტანკერის, ბარჟისა/ლიხტერის ბორტები უნდა აღიჭურვოს რბილი საკიდი საცავბალიშებით;

დ) ბარჟაზე/ლიხტერში ადვილად აალებადი სითხის დატვირთვა ან ბარჟიდან/ლიხტერიდან გადმოტვირთვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ დახურული წესით, შესაბამისი მილსადენის მეშვეობით;

ე) ღელვის პირობებში გადმოტვირთვა/დატვირთვა შეიძლება შეწყვეტილ იქნეს ტანკერის კაპიტნის შეხედულებისამებრ. ამ შემთხვევაში ბარჟა/ლიხტერი გაყვანილი უნდა იქნეს ტანკერის ბორტიდან და დადგეს ღუზაზე;

ვ) რეიდზე სატვირთო ოპერაციების განხორციელებისას უნდა მორიგეობდეს ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობით აღჭურვილი ბუქსირმზიდი გემი, რათა დაუყოვნებლივ აღმოუჩინოს დახმარება ტანკერს ხანძრის წარმოშობის შემთხვევაში;

ზ) ბარჟას უნდა გააჩნდეს ელექტროგანათება, რომელიც შეესაბამება ამ ტიპის გემისათვის საკლასიფიკაციო საზოგადოებების მიერ დადგენილ მოთხოვნებს;

თ) სატვირთო ოპერაციების წარმოება გემის სვლის დროს აკრძალულია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რაც ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან უნდა იქნეს შეთანხმებული;

ი) დაუშვებელია +230C-ზე ნაკლები ფეთქების ტემპერატურის მქონე ადვილად აალებადი სითხეების ორ ბარჟაში ერთდროულად ჩასხმა.

11. ნავსადგურში ან რეიდზე ადვილად აალებადი სითხეების სატვირთო ოპერაციების განხორციელებისას გემზე უნდა აღიმართოს დღისით წითელი დროშა „B“ (BRAVO), ღამით – წითელი ციმციმა შუქი.

მუხლი 56. ტარაში მოთავსებული ადვილად აალებადი სითხის დამუშავება

1. სანავსადგურე ერთეულში, ტარაში მოთავსებული ადვილად აალებადი სითხის მიღების, დატვირთვისა და გადმოტვირთვისათვის სპეციალურად უნდა გამოიყოს/შემოიღობოს და აღიჭურვოს ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობებით მოედნები/ნავმისადგომები, რომლებიც განლაგებული უნდა იქნეს სხვა ტვირთების გადამუშავების ადგილებიდან არანაკლებ 200 მეტრის დაშორებით.

2. +60˚C-ზე ნაკლები ფეთქების ტემპერატურის მქონე ადვილად აალებად სითხეებს მისი მფლობელი სანავსადგურე ერთეულს დასატვირთად აწვდის უშუალოდ გემის ბორტთან, ხოლო სანავსადგურე ერთეულიდან ადვილაალებადი სითხის გამოტანა ხორციელდება გემიდან გადმოტვირთვისთანავე. +23˚C-დან +60˚C-მდე ფეთქების ტემპერატურის მქონე ადვილად აალებადი სითხის (ქვეკლასი 3.3) გადმოტვირთვა გამონაკლის შემთხვევებში შესაძლოა ნავმისადგომზე, თუ არსებობს ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, იმ პირობით, რომ მფლობელი გადმოტვირთვიდან არაუგვიანეს 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში გაიტანს ტვირთს სანავსადგურე ერთეულიდან.

3. ადვილად აალებადი სითხის დაღვრა სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე აკრძალულია.

4. ტარაში მოთავსებული ადვილად აალებადი სითხის დატვირთვა და გადაზიდვა უნდა ხორციელდებოდეს ამ „წესების“ და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

5. ადვილად აალებადი სითხის გადასაზიდად (ტვირთის სახით) მიღება აკრძალულია:

ა) სამგზავრო გემზე;

ბ) სატვირთო-სამგზავრო გემზე;

გ) სატვირთო გემზე, თუ ის ბორტზე იღებს მგზავრებს;

დ) სარკინიგზო/სამგზავრო და საავტომობილო/სამგზავრო ბორნებზე.

6. გემს, რომელსაც გადააქვს IMO კლასის 3.1 ან/და 3.2 ქვეკლასის ადვილად აალებადი სითხე, ეკრძალება რაიმე სახის საბუქსირე სამუშაოების წარმოება.

7. ადვილად აალებად სითხესა ან მის ტარასთან დაკავშირებული დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ღამით წარმოება გემსა და ნაპირზე, როგორც გამონაკლისი, დასაშვებია სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციისა და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის ინფორმირებით შემდეგი პირობების დაცვით:

ა) სამუშაო ადგილების განათება უნდა იყოს არანაკლებ 45 (ორმოცდახუთი) ლუქსისა;

ბ) განათების დონის უზრუნველყოფა ხორციელდება პროჟექტორებით, რომლებიც სამუშაო ადგილის პერიმეტრიდან დაშორებულია არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) მეტრით, ასევე გადასატანი განათების მეშვეობით, ფეთქებადუსაფრთხო ფარნების გამოყენებით.

8. ტარაში განთავსებული ტვირთის აწევა და დაშვება სატვირთო ოპერაციების მიმდინარეობისას უნდა ხდებოდეს მდორედ, ბიძგებისა და ტვირთის ერთმანეთზე ან გემის ბორტზე დარტყმის გარეშე. ადგილებში, სადაც დარტყმებია მოსალოდნელი საჭიროა ფარებისა და საგებების განთავსება.

9. IMO კლასის 3.1. ან 3.2. ქვეკლასის ადვილად აალებადი სითხით სავსე კასრების სატვირთო ოპერაციებისას წყვილკავის გამოყენება აკრძალულია. დატვირთვა/გადმოტვირთვისას გამოიყენება ქერელის ან სხვა მასალის თოკისაგან დამზადებული ბადე.

10. ტარაში მოთავსებული ადვილად აალებადი სითხით დატვირთული გემის ტრიუმებში შესვლა დასაშვებია მხოლოდ მათი განიავების შემდეგ, არაფეთქებადსაშიში ხელის აკუმულატორიანი ფარნით და რეზინის ფეხსაცმელით.

11. საზღვაო გადაზიდვის დაწყებამდე ტვირთგამგზავნმა ცარიელი ტარა უნდა გაწმინდოს ადვილადაალებადი სითხისაგან და აღნიშნული დაადასტუროს სატვირთო ორდერსა (დატვირთვის საგანკარგულებლო საბუთი) და საზღვაო ზედნადებზე ხელმოწერით. ასეთ შემთხვევაში ადვილად აალებადი სითხის ტარით გადაზიდვა ხორციელდება ჩვეულებრივი ტვირთის გადაზიდვის ანალოგიურად.

12. იმ შემთხვევაში, თუ ტარა არაა გაწმენდილი, მისი გადაზიდვა უნდა მოხდეს ისევე, როგორც სახიფათო ტვირთისა.

13. სატვირთო ორდერსა და საზღვაო ზედნადებში, რომელიც თან ახლავს ტარას, გრაფაში „ტვირთის დასახელება“ წითელი ფერით აღინიშნება იმ ტვირთის დასახელება, რომელიც ბოლოს იქნა გადატანილი ამ ტარით.

14. ამ მუხლის მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ტვირთგამგზავნს.

თავი XI

მგზავრთა გადაყვანის ოპერაციები

მუხლი 57. ზოგადი დებულებები

1. სამგზავრო გემის დამუშავება ხდება მხოლოდ სამგზავრო ნავმისადგომებზე.

2. მგზავრების, გემის ეკიპაჟისა და მათი ოჯახის წევრების გადაყვანას აკვატორიაში და რეიდზე ახორციელებენ ადამიანთა გადასაყვანად განკუთვნილი სანავსადგურო მცურავი ობიექტები, მომსახურების ორგანიზებას რეგულაციების შესაბამისად უზრუნველყოფს გემის აგენტი.

3. გემზე საკლასიფიკაციო საზოგადოების მიერ გაცემულ მოწმობაში აღნიშნულ მგზავრთა დასაშვებ რაოდენობაზე მეტი მგზავრის გადაყვანა აკრძალულია.

4. სამგზავრო გემის სამგზავრო ნავმისადგომზე დაყენებისას ტერმინალმა უნდა გაათავისუფლოს მისაბმელი ბაგირის მიმდებარე ტერიტორია გარეშე პირებისაგან. სამგზავრო გემის დამხვდურები/გამცილებლები უნდა იმყოფებოდნენ ნავმისადგომზე მონიშნული გამყოფი ხაზის მიღმა.

5. ნავმისადგომზე მგზავრთა ჩასხდომის და გადმოსვლის ადგილებზე უნდა მოეწყოს სათანადოდ აღჭურვილი საგუშაგოები, წყალში ჩავარდნილთათვის დახმარების აღმოსაჩენად.

6. სამგზავრო გემზე საზღვაო სამგზავრო ტერმინალში გამოსაჩენ ადგილას გამოკრული უნდა იყოს გემში ჩასხდომისას ან გემიდან გადმოსვლისას მგზავრთა ქცევის წესები.

7. ნავმისადგომზე მგზავრთა ჩასხდომა/გადმოსხდომის ადგილას და გემის ტრაპთან უნდა მოეწყოს სავახტო სამსახური. სამაშველო საშუალებები დახმარების აღმოსაჩენად უნდა იყოს მზადყოფნაში.

8. ნაპირზე მგზავრთა ჩასხდომა/გადმოსხდომის ორგანიზებაზე პასიხისმგებლობა ეკისრება სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის მიერ დანიშნულ პასუხისმგებელ პირს, ხოლო გემზე – გემის კაპიტანს. გემთმფლობელები, რომლებიც ახორციელებენ მგზავრთა გადაყვანას, ასევე, საზღვაო სამგზავრო ტერმინალის მფლობელები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მგზავრთა მოხერხებული და უსაფრთხო ჩასხდომა/გადმოსხდომა.

9. საზღვაო-სამგზავრო ტერმინალი უნდა შედგებოდეს საზოგადოებრივი, სამსახურებრივი, ოპერატიული სამსახურის და საყოფაცხოვრებო სათავსოებისაგან. იგი უნდა უზრუნველყოფდეს სასაზღვრო (საერთაშორისო რეისებისას), შემოსავლების სამსახური, აგრეთვე სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინალური და ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობას.

10. სალაროებთან უნდა განთავსდეს სამგზავრო გემების მოძრაობის განრიგი, აგრეთვე ინფორმაცია სალაროების მუშაობის დროის და ბილეთის შეძენის წესის შესახებ.

11. საზღვაო-სამგზავრო ტერმინალის სათავსოებში, მიმოსვლის გზებსა და ნავმისადგომზე უნდა არსებობდეს სპეციალური მიმთითებელი წარწერები და აღნიშვნები. საზღვაო-სამგზავრო ტერმინალში უნდა ფუნქციონირებდეს ცნობათა ბიურო.

12. სამგზავრო ტერმინალის რაიონში დღე-ღამის ბნელ პერიოდში უნდა არსებობდეს საკმარისი განათება. ამასთან, განათებამ ხელი არ უნდა შეუშალოს გემთწამყვანებს გემის მიბმის ოპერაციის განხორციელებაში.

13. სამგზავრო გემის კაპიტანი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს გემის დროული მომზადება მგზავრთა ჩასხდომისათვის;

ბ) ჩასხდომის დაწყებამდე მოამზადოს მგზავრთა მიღებითა და მომსახურებით დაკავებული სამსახურები.

14. საზღვაო-სამგზავრო ტერმინალი/კომპანია რომელიც ახორციელებს ბილეთების გაყიდვას, ვალდებულია ჩასხდომის დაწყებამდე გადასცეს გემის კაპიტანს საბუთი გაყიდული ბილეთების შესახებ, დანიშნულების ნავსადგურ(ებ)ის მითითებით. აღნიშნული საბუთის ასლი ასევე გადაეცემა ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს.

15. გემზე დაიშვებიან მხოლოდ სამგზავრო ბილეთის მქონე პირები.

16. მგზავრთა ჩასხდომა/გადმოსხდომას უნდა ესწრებოდნენ სამგზავრო ტერმინალის წარმომადგენლები.

17. მგზავრთა ჩასხდომა/გადმოსხდომა უნდა ხორციელდებოდეს უსაფრთხო ტრაპით, რომელზე მოძრაობის წესს არეგულირებს კაპიტნის თანაშემწე. 

თავი XII

 სანავსადგურე შენობა-ნაგებობებისა და მოწყობილობების, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა და სანავიგაციო საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციის წესები

მუხლი 58. ზოგადი დებულებები

1. სანავსადგურე შენობა/ნაგებობებისა და მოწყობილობების ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა და სანავიგაციო საშუალებების (შემდგომში – ნაგებობები) მშენებლობა სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. იურიდიულ ან ფიზიკურ პირს (შემდგომში ამ თავის მიზნისათვის – პირი), რომელიც სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე აწარმოებს მშენებლობას, ეკრძალება:

ა) ნავმისადგომების, გზების, სატვირთო ბაქნების, სახანძრო მისასვლელებისა და საგუშაგოების, სანაპირო ხაზისა და მისაბმელი მოწყობილობების ჩახერგვა სამშენებლო მასალებით, დეტალებით, ფორმებით, ბლოკებით და/ან ნაგვით;

ბ) ნავსადგურის აკვატორიის დანაგვიანება და დაჭუჭყიანება.

3. პირი, რომელიც სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე აწარმოებს იმ ნაგებობების სამშენებლო და სხვა სამუშაოებს, რომელთა შესახებ მონაცემები შეტანილი უნდა იქნეს ნაოსნობის სახელმძღვანელოებში და აღინიშნოს რუკებზე, ვალდებულია ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს გადასცეს ამ პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო და სხვა სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, სანავიგაციო სახელმძღვანელოთა შემდგომი კორექტირებისათვის.

4. სანავსადგურე ერთეულის არსებული ნაგებობების ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მათი ექსპლუატაციის ტექნიკური წესების დაცვით, რომელიც შემუშავებულია ცალკეული სახეობის შენობის, ნაგებობის, მოწყობილობის თუ სხვა ობიექტისათვის.

მუხლი 59. ჰიდროტექნიკურ, სანავსადგომო და სხვა ნაგებობათა დაზიანების თავიდან აცილების ღონისძიებანი

1. ნაგებობები უნდა იმყოფებოდეს გამართულ მდგომარეობაში და გამოიყენებოდეს მათი ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დაცვით. სანავსადგურე ნაგებობათა ტექნიკური ექსპლუატაციის წესების ასლი უნდა წარედგინოს სააგენტოს, მათი განახლებული ვერსიებით.

2. გემის ნავმისადგომთან მისვლამდე, გემის ბორტებიდან უნდა ალაგდეს და იმგვარად დამაგრდეს შვერილები, რომ არ მოხდეს ნავმისადგომისა და მასზე არსებული მოწყობილობების დაზიანება.

3. გემის ნავმისადგომზე მიბმისას გემის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 0,3 კვანძს და ნავმისადგომთან მიდგომის კუთხე უნდა იყოს მაქსიმალურად მიახლოვებული ნულთან.

4. იმ შემთხვევაში, როცა ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პირობების შესრულება შეუძლებელია, გემის კაპიტანი ყველა ღონეს ხმარობს ნავმისადგომის დაზიანებისა და ძირის გამორეცხვის თავიდან ასაცილებლად.

5. გემის მიბმის ოპერაციის მიმდინარეობისას უნდა გატარდეს ღონისძიებები გემის კორპუსის ნავმისადგომის კონსტრუქციასთან შეხების თავიდან ასაცილებლად, თუ ეს უკანასკნელი არ არის დაცული ამრიდი მოწყობილობებით და სათანადოდ არ არის გამოყენებული დამცავი ბალიშები.

6. 5000 ტონაზე მეტი წყალწყვის გემს ეკრძალება ორზე მეტი ბაგირის (mooring line) დამაგრება ნავმისადგომის ერთ ბოძკინტზე.

7. ხიმინჯებიან ნავმისადგომზე გემის მიბმისას გარე მხარეს გემის დახრა ხიმინჯების დაზიანების საფრთხის გამო დაუშვებელია.

8. აკრძალულია ამუშავებული ხრახნით გემსაბმელებზე გამოცდის (mooring trials) წარმოება ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მახლობლად, თუ ეს ნაგებობები არ გამოიყენება გემსაბმელებზე გამოცდის ჩასატარებლად.

9. იმ შემთხვევაში, თუ გემის ნავმისადგომიდან გასვლა ხდება ბუქსირის გარეშე, მაშინ ძრავებმა უნდა იმუშაონ ყველაზე ნელი სვლით, სანამ გემის ბორტი ნავმისადგომს არ მოსცილდება მინიმუმ 10 მეტრით.

10. თუ გემს არ შეუძლია დამოუკიდებლად მანევრის ჩატარება, მაშინ აუცილებლად მოწვეული უნდა იქნეს ბუქსირმზიდი გემი.

11. გემის კაპიტანი, რომელმაც დააზიანა ჰიდროტექნიკური, სანავსადგომო და სხვა ნაგებობა, ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს.

12. გემის მიერ ნავმისადგომის ან სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობის დაზიანების შემთხვევაში უნდა შედგეს აქტი სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის და გემთმფლობელის მიერ დანიშნული შემმოწმებლის მონაწილეობით.

13. გემის კაპიტანი ნავსადგურის აკვატორიაში და რეიდზე ნაოსნობისა და გემის დგომისას ვალდებულია შეასრულოს ნაგებობათა დაცვის დადგენილი მოთხოვნები.

მუხლი 60. სანავიგაციო საშუალებები

1. სანავსადგურე ერთეულის მისასვლელ გზებზე (არხებში) და შიდა აკვატორიაში სანავიგაციო საშუალებები გარეგნული სახით, შეფერილობით, შუქების თავისებურებებითა და განლაგების ადგილით უნდა შეესაბამებოდეს საშუქურე სამსახურების საერთაშორისო ასოციაციის 1980 წლის კონფერენციაზე მიღებულ „სანავიგაციო საფრთხეების მცურავი გამაფრთხილებელი ნიშნებით შემოღობვის ერთიანი სისტემის“ მოთხოვნებს (მარცხენა წითელი „A“).

2. სსიპ – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურსა და სააგენტოსთან შეუთანხმებლად, ნავსადგურის აკვატორიაში აკრძალულია:

ა) სანავიგაციო საშუალებების დადგმა, მოხსნა ან გადაადგილება;

ბ) შუქების დაყენება მნათი სანაპირო და მცურავ სანავიგაციო საშუალებების მოქმედების ზონაში;

გ) ტვირთის დაწყობა ამოსაცნობი, სანავსადგურო-სანავიგაციო სასადგურე ნიშნების მოქმედების ზონაში.

3. სანავიგაციო საშუალებების ან მათი ტექნიკური მახასიათებლების შეცვლა დაუყოვნებლივ უნდა გამოქვეყნდეს ზღვაოსანთა უწყებებში.

4. ნავიგაციის ხელშემშლელი, სანავსადგურე წყლებში ჩაძირული ქონების (გემები, მცურავი საშუალებები და სხვა.) ამოღების წარმოების რაიონები უნდა აღინიშნოს სანავიგაციო შემომღობებით.

5. სანავსადგურე ერთეულთან და იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც აწარმოებენ ფსკერდამაღრმავებელ სამუშაოებს და სანავიგაციო საშუალებების დაყენებას, დადგენილი წესით შეთანხმების გარეშე, აკრძალულია ნავსადგურის მისასვლელებთან (არხებთან) და ნავსადგურის ტერიტორიაზე ხიდურის, საჰაერო-საკაბელო, გადასასვლელების, ელექტრო-და კავშირგაბმულობის ხაზების, მილსადენების გაყვანა, ასევე რადიოსისტემების აგება სანაპირო რადიოსანავიგაციო ობიექტების მოქმედების ზონაში.

6. აკრძალულია სანავიგაციო საშუალებების ხელშემშლელი ყოველგვარი ქმედება.

7. გემს ეკრძალება მცურავ შუქურასთან, ბუისთან და სანავიგაციო საშუალებებთან დადგომა.

8. პირი, სანავიგაციო საშუალებების გაუმართაობის ან გადაადგილების აღმოჩენის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს.

9. გემის ან პირის მიერ სანავიგაციო საშუალებების დაზიანების შემთხვევაში გემის კაპიტანი, სანავიგაციო საშუალებებზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური ადგენენ ერთობლივ აქტს დაზიანების შესახებ.

მუხლი 61. კაბელების და მილსადენების დაზიანების თავიდან აცილება

1. წყალქვეშა და მიწისქვეშა კაბელების და მილსადენებისა გაყვანასა და გადაადგილებასთან დაკავშირებული სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია, წინასწარ უნდა მიეწოდოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს. ამასთან, სამუშაოები უნდა აკმაყოფილებდეს საზღვაო კოდექსის მე-11 მუხლის მოთხოვნებს.

2. წყალქვეშა კაბელები და მილსადენები, რომელთა ჩადების სიღრმე ვერ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას ღუზის ჩაშვებისას, მფლობელთა მიერ შემოფარგლული უნდა იყოს დღისით კარგად ხილვადი, გამაფრთხილებელი ნიშნებით, ხოლო დღე-ღამის ბნელ პერიოდში – მნათი ნიშნებით.

3. სანაპირო და წყლის სივრცის ტრასა, რომელზეც გაყვანილია მილსადენები, კაბელები და შემოფარგლულია გამაფრთხილებელი ნიშნებით წარმოადგენს აკრძალულ უბანს.

4. აკრძალულ უბანზე დაუშვებელია:

ა) ღუზის ჩაშვება, თევზჭერა, ნაპირთან მიახლოვება, ტივის დაყენება, ხეტყის დაცურება და სხვა;

ბ) ღუზის იძულებითი ჩაშვებისას გემის საშუალებებით ღუზის ამოღება.

5. ღუზის იძულებითი ჩაშვების შესახებ აუცილებელია დაუყოვნებლივ ეცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის ან/და VTS-ის სამსახურს და შემდგომი მოქმედებები განხორციელდეს ამ სამსახურების მითითებების შესაბამისად.

6. ღუზის ამოღებას უნდა ესწრებოდნენ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის წარმომადგენელი და კაბელის (მილსადენის) მფლობელი.

7. მყვინთავთა მუშაობა ნავსადგურის აკვატორიაში ხორციელდება მხოლოდ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის წინასწარი ინფორმირებით.

8. საყვინთი სამუშაოების წარმოებისას დღის ნათელ პერიოდში, მყვინთავთა გემზე გამოსაჩენ ადგილას უნდა აღიმართოს ერთი ალამი „A“ (ALFA) („იყავით ჩემგან მოშორებით, მე ვატარებ წყალქვეშა სამუშაოებს“), ICS-ს მოთხოვნათა შესაბამისად, ღამით კი, ირგვლივ მთელ ჰორიზონტზე ერთიმეორეზე ვერტიკალურად განლაგებული ხილვადი ორი მწვანე შუქი. ასეთივე სიგნალები უნდა იყოს აღმართული გემზე, რომლის ბორტთანაც მიმდინარეობს საყვინთი სამუშაოები.

9. გემი ვალდებულია საყვინთი სამუშაოების წარმოების ადგილთან გავლისას წინასწარ შეანელოს სიჩქარე დასაშვებ ზღვრამდე და გამოიჩინოს სიფრთხილე.

10. ღუზის ჩაშვება დაშვებულია საყვინთი სამუშაოების წარმოების ადგილიდან არანაკლებ 200 მეტრი დაშორებით.

11. გემის მისვლა საყვინთი სამუშაოების წარმოების ადგილთან, მისი მიბმა მყვინთავთა გემზე ან გემზე, რომლის ბორტთანაც მიმდინარეობს საყვინთი სამუშაოები, აკრძალულია.

12. სანიჩბავი ხრახნის მუშაობა გემზე, რომლის ბორტთანაც მიმდინარეობს საყვინთი სამუშაოები აკრძალულია.

13. სანავსადგურე ერთეულში საყვინთი სამუშაოების მიმდინარეობის რაიონში გემის გადაადგილებისას სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია ვალდებულია წინასწარ, არაუგვიანეს 1 (ერთი) საათით ადრე, გააფრთხილოს ამის შესახებ მყვინთავთა გემი.

14.ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მოთხოვნით საყვინთი სამუშაოები უნდა შეწყდეს.

მუხლი 62. ნავსადგურის აკვატორიაში რადიოკავშირის საშუალებათა გამოყენების წესი

1. გემს ნავსადგურში შესვლის, სანავსადგურე წყლებში ნაოსნობის, დგომის და ნავსადგურიდან გასვლისას ეკრძალება საშუალო და მოკლეტალღოვანი რადიოდანადგარების გამოყენება, VHF რადიოსადგურის გარდა. ამ პუნქტით განსაზღვრული აკრძალვა არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევაზე:

ა) როცა გემი საფრთხეშია ან გადასცემს ცნობას უბედურების თავიდან აცილების მიზნით;

ბ) თუ გემი დახმარებას უწევს საფრთხეში ჩავარდნილ სხვა გემს;

გ) ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან შეთანხმების შემთხვევაში.

2.სანავსადგურე წყლებში ნაოსნობისას გემი, რომელიც აღჭურვილია VHF რადიოსადგურით, ვალდებულია 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში იგი ჩართული იქონიოს მიღების რეჟიმში და შესაბამის სიხშირეებზე ჰქონდეს ნაპირთან რადიოკავშირი.

3. სანავსადგურე წყლებში ნაოსნობისას VHF რადიოსადგურები უნდა მუშაობდნენ რადიოკავშირის წესების დაცვით.

4. სანავსადგურე წყლებში, სანაპირო რადიოსადგურები ვალდებულნი არიან კონტროლი გაუწიონ გემების რადიოსადგურების მუშაობას.

5. სანავსადგურე ერთეულებში რადიოკავშირის არხები განსაზღვრულია ამ „წესების“ დანართ №7-ით.

თავი XIII

სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე წესრიგის დამყარება, დაცვა და მოძრაობა

მუხლი 63. სანავსადგურე ერთეულის  ტერიტორიაზე  წესრიგის  დაცვის  ზოგადი  მოთხოვნები

1. საზღვაო ნავსადგურის დაცვის ორგანიზება უნდა შეესაბამებოდეს ISPS კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

2. სანავსადგურე ერთეულს/ტერმინალს უნდა ჰქონდეს უშიშროების გეგმა, რომელიც შემუშავდება ISPS CODE A ნაწილის მოთხოვნებისა და ISPS CODE B ნაწილით გათვალისწინებული რეკომენდაციებისა და კანონმდებლობის შესაბამისად. სანავსადგურე ერთეულის/ტერმინალის უშიშროების გეგმას ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი. სააგენტო გასცემს შესაბამის ISPS სერტიფიკატს.

3. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე აკრძალულია:

ა) საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა;

ბ) თამბაქოს, მათ შორის ელექტრონული სიგარეტების, მოწევა ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილების გარდა;

გ) ღია ცეცხლით სარგებლობა და საშემდუღებლო სამუშაოები სახანძრო დაცვის სამსახურთან შეუთანხმებლად;

დ) არაფხიზელ მდგომარეობაში ტერიტორიაზე შესვლა და გადაადგილება.

4. სანავსადგურე ერთეულის ელექტროქსელში, ასევე, წყალგაყვანილობებისა და გათბობის სისტემაში ჩართვა დასაშვებია მხოლოდ სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით.

5. რემონტის ან სხვა მიზნით გემის ნაპირზე ან ნავმისადგომზე ამოტანა და/ან დაყენება დასაშვებია სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით.

6. ნავმისადგომზე, თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს მაშველი რგოლები და/ან ბურთები, რომელთა სამაშველო თოკების სიგრძე არანაკლებ 27,5 მეტრისა უნდა იყოს.

7. ნავმისადგომიდან, მოლიდან, კედლებიდან ზღვაში ბანაობა აკრძალულია.

8. სანავსადგურე ერთეულში მყოფი გემის შეღებვა დასაშვებია მხოლოდ ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის თანხმობის შემთხვევაში და მას შემდეგ რაც მიღებულ იქნება ზომები გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

9. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე ვაჭრობა დაშვებულია მხოლოდ სავაჭრო ობიექტებში.

10. სანავსადგურე ერთეულში ექსკურსია ნებადართულია მხოლოდ სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის თანხმობით.

11. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირი ვალდებულია სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის უფლებამოსილი პირის მოთხოვნისთანავე წარმოადგინოს პირადობისა და სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე ყოფნის უფლების დამადასტურებელი საბუთი.

მუხლი 64. ტვირთის დაცვა

1. ტვირთის ან სხვა მატერიალური ფასეულობების დატოვება ნავმისადგომზე ან უბანზე ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ტვირთი სანავსადგურე ერთეულს შესანახად ჩაბარდება დადგენილი წესის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში სანავსადგურე ერთეულის ადმინიტრაცია პასუხს არ აგებს მის დაცულობაზე.

2. შესანახად ჩაბარებული ტვირთი მოთავსებული უნდა იყოს ვარგის ტარაში, დაწყობილი შტაბელებად, იმგვარად, რომ შეიძლებოდეს ადგილების რაოდენობის დათვლა.

3. სახიფათო ტვირთის სანავსადგურე ერთეულში დამუშავებისას მისი დაცვა საგანგებოდ უნდა იყოს ორგანიზებული სანავსადგურე ერთეულის დაცვის სამსახურის მიერ.

4. პირმა, რომელსაც თავისი ტვირთის დაცვის მიზნით სურვილი აქვს სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე მოაწყოს საგუშაგო, ამის თაობაზე უნდა მიიღოს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის წერილობითი თანხმობა და შეათანხმოს აღნიშნული საგუშაგოს პერსონალის თანამდებრობივი ინსტრუქციები და საგუშაგოზე გატარების წესი სანავსადგურე ერთეულის დაცვის სამსახურთან.

მუხლი 65. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებით ან ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობა და დგომა

1. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებითა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობა და დგომა ხორციელდება საგზაო მოძრაობის წესების მიხედვით.

2. სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე უნდა იმოძრაოს მხოლოდ ამ მიზნით გამოყოფილი გზის სავალ ნაწილზე. ქვეითად მოსიარულეების უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად სანავსადგურე ერთეულის ტერიტორია აღჭურვილი უნდა იყოს მათი მოძრაობის შესაბამისი ნიშნებით.

3. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე, როგორც წესი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ორმხრივი მოძრაობა.

4. სარკინიგზო და ამწეთა ლიანდაგებზე სატრანსპორტო საშუალებების და ქვეითად მოსიარულეების გადასვლა ნებადართულია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად მოწყობილ გადასასვლელებზე. გადასასვლელების მჭიდროდ ჩახერგვა ვაგონებით აკრძალულია. დაუშვებელია გადასასვლელების მოწყობა სარკინიგზო ლიანდაგებისა და საავტომობილო გზის გადამკვეთი უბნის სიახლოვეს.

5. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე ღამის პერიოდში სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ გზების სავალი ნაწილის სათანადო განათების შემთხვევაში.

6. ნავსადგურის ტერიტორიაზე დადგენილია სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობის შემდეგი ზღვრული სიჩქარე:

ა) მსუბუქი ავტომობილებისათვის – 30კმ/სთ;

ბ) სატვირთო ავტომობილებისათვის – 20 კმ/სთ;

გ) სატვირთო სამუშაოების წარმოებისას, სატვირთი და სხვა სპეციალური სახის ტრანსპორტისათვის – 6კმ/სთ;

დ) სარკინიგზო ტრანსპორტისათვის – 5კმ/სთ.

7. ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე დადგენილია სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობის შემდეგი ზღვრული სიჩქარე:

ა) მსუბუქი ავტომობილებისათვის – 10კმ/სთ;

ბ) სატვირთო ავტომობილებისათვის – 10 კმ/სთ;

8. ფოთის ნავსადგურის ტერიტორიაზე დადგენილია სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობის შემდეგი ზღვრული სიჩქარე:

ა) მსუბუქი ავტომობილებისათვის – 30კმ/სთ;

ბ) სატვირთო ავტომობილებისათვის – 30 კმ/სთ;

გ) სატვირთო სამუშაოების წარმოებისას, სატვირთო და სხვა სპეციალური სახის ტრანსპორტისათვის – 10კმ/სთ;

დ) სარკინიგზო ტრანსპორტისათვის ნავმისადგომებზე- 3კმ/სთ.

9. ამ მუხლის მე-6 პუნქტში დადგენილი სიჩქარეები უნდა შემცირდეს უსაფრთხო ზომამდე:

ა) ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელებსა და სატრანსპორტო საშუალებათა შეჯგუფების ადგილებში;

ბ) ადგილებზე, სადაც არსებობს ნიშანი „ნელა სვლა“;

გ) გზების სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის ადგილას;

დ) გზაჯვარედინებზე;

ე) ცუდად განათებულ უბნებში;

ვ) ცუდი ამინდის პირობებში (ლიპყინული, წვიმა, ბურუსი, ქარბუქი და სხვა).

10. ფხვიერი, მტვრიანი ტვირთის გადაზიდვისას (წვრილი ქვანახშირი, ცემენტი, სილა, სამშენებლო ნაგავი, ფქვილი, კირქვა და სხვა) ძარაში, ნახევარმისაბმელში, მისაბმელში დაფენილი, ხოლო ტვირთზე საიმედოდ გადაფარებული უნდა იყოს ბრეზენტი.

11. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დგომა ნებადართულია მხოლოდ ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებზე. გზებზე, გადასასვლელებზე, სახანძრო მისასვლელებსა და სპეციალურად აღნიშნულ გზის სხვა მონაკვეთებზე დგომა აკრძალულია.

12. ფოთის ნავსადგურის ტერიტორიაზე იმ სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობა, რომელთა საერთო სიმაღლე დატვირთულ ან დაუტვირთავ მდგომარეობაში 5.15 მეტრს აღემატება, დასაშვებია მხოლოდ სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის თანხმობით.

თავი XIV

სანავსადგურე ერთეულის ნავთობ/გაზის ტერმინალის ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმი

მუხლი 66. სანავსადგურე ერთეულის ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის ორგანიზაციულ-ტექნიკური საფუძვლები

1. სანავსადგურე ერთეულში სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მის ტერიტორიასა და აკვატორიაში მყოფი პირი ვალდებულია დაიცვას ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების წესები.

2. გემის ეკიპაჟის მიერ სახანძრო უსაფრთხოების წესების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური.

3. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია ხელმძღვანელი.

4. სანავსადგურე ერთეული ვალდებულია ჰყავდეს სახანძრო ბუქსირმზიდი გემი ან ბუქსირმზიდი გემი, რომელზეც დამონტაჟებულია სპეციალური, მაღალი წნევის მქონე ხანძარმქრობი საშუალებები.

5. სახანძრო უსაფრთხოების წესების შესრულებაზე პასუხისმგებლობა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ეკისრებათ გემის კაპიტნებს, აგრეთვე, ტერმინალების, ნავმისადგომების, საწყობების, უბნების და სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული სხვა ობიექტების ხელმძღვანელებს.

მუხლი 67. სანავსადგურე ერთეულში მდგომ გემებზე სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებები

1. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე ან გემზე მყოფმა პირმა ხანძრის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სახანძრო დაცვის სამსახურს კავშირის ნებისმიერი საშუალებით, ზუსტად მიუთითოს ხანძრის ადგილი და ყველა შესაძლო ღონე იხმაროს მისი ლიკვიდაციისათვის.

2. გემი, რომელიც სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე ან სხვა გემზე შენიშნავს ხანძარს, ვალდებულია მისცეს განგაშის სიგნალი, ასევე, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ნავსადგურის კაპიტნის სამსახურს.

3. სანავსადგურე ერთეულში ან გემზე ხანძრის გაჩენისას ყველა გემი ამზადებს ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა სამაშველო საშუალებებს დაუყოვნებლივ გამოსაყენებლად და ზღვაში გასასვლელად, აგრეთვე სხვა გემებისათვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, მზადყოფნაში მოჰყავთ ძრავები.

4.სახანძრო ბუქსირმზიდი გემი დანიშნულების ადგილზე უნდა მივიდეს დაუყოვნებლივ, გამოძახების გარეშე და უზრუნველყოს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მითითებების შესრულებას.

5. აკრძალულია არადეგაზირებული ან არაინერტირებული, ასევე ნავთობით და ქიმიური პროდუქტებით დატვირთული გემის მშრალი ტვირთის ნავმისადგომთან დაყენება, ასევე მშრალი ტვირთმზიდი გემის დაყენება ნავთობ/გაზტერმინალის ნავმისადგომებთან.

6. ნავთობმზიდი გემის მშრალი ტვირთის ნავმისადგომთან დაყენება შესაძლებელია გემის ტანკებიდან ფეთქებად საშიში აირების სრული დეგაზაციის შემდეგ. დეგაზაცია არ მოითხოვება, თუ გემის სატვირთო ტანკები ინერტული აირებით არის დაცული და ჟანგბადის შემცველობა ტანკებში შეადგენს 8%-ზე ნაკლებს. გემის ტანკების ინერტირების მდგომარეობის ამსახველი სათანადო გაფორმებული აქტი ასევე უნდა გადაეცეს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს.

7. ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ხორციელდება ცეცხლსაშიში ტვირთის გადაზიდვა, უნდა პასუხობდეს დადგენილ მოთხოვნებს და აღჭურვილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალება სანავსადგურე ერთეულში არ დაიშვება.

8. სასიგნალო საშუალებების (პიროტექნიკის) ნავსადგურის ტერიტორიაზე გამოყენება, ავარიული შემთხვევების გარდა, აკრძალულია.

9. აკვატორიაში დაღვრილი ნავთობის აალების შემთხვევაში ყველა გემი, გარდა ხანძრის ჩაქრობაში უშუალოდ მონაწილე გემებისა„ უნდა გავიდეს სანავსადგურე ერთეულიდან უსაფრთხო ადგილას.

10. აკრძალულია სანავსადგურე ერთეულის და ნავსადგურის რეიდზე ნებისმიერი დანიშნულებისა და ტიპის მცურავი საშუალების (ნავთობ/აირ/ქიმიური ტანკერების, მშრალტვირთმზიდი გემებისა და სხვა) სატვირთო თუ დამხმარე ტანკების, ცისტერნების, ტრიუმების თუ სხვა სათავსოების ნებისმიერი მიზნებისათვის რეცხვა/მზადების და დეგაზაციის ოპერაციების ჩატარება. ასეთი მიზნებისათვის მცურავი საშუალება უნდა გავიდეს ტერიტორიული წყლების (12 მილიანი ზონის) გარეთ.

მუხლი 68. ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელობა

1. სანავსადგურე ერთეულში ხანძრის გაჩენისას, ჩაქრობას სახანძრო რაზმის მოსვლამდე ხელმძღვანელობს ამ ობიექტის ხელმძღვანელი.

2. ხანძარზე მისული უფროსი მეხანძრე უფლებამოსილია თვითონ უხელმძღვანელოს ხანძრის ჩაქრობას. ხელმძღვანელობის ჩაბარების მომენტად ითვლება მის მიერ ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებული პირველი მითითების გაცემა.

3. გემზე ხანძრის გაჩენიდან მის საბოლოო ლიკვიდაციამდე ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელობას ახორციელებს ამ ავარიული გემის კაპიტანი ან მისი შემცვლელი პირი. აღნიშნული პირი ვალდებულია გამოაცხადოს გემზე საერთო განგაში, მისცეს სიგნალი სახანძრო განგაშის შესახებ და ორგანიზებულად, გემზე არსებული ძალებისა და საშუალებების, ასევე, შორიახლოს მდგომი გემებისა და ნაპირიდან დასახმარებლად მოსული მცურავი ობიექტების ძალების გამოყენებით, ყოველი ღონე იხმაროს ხანძრის ჩასაქრობად.

4. ხანძარზე მოსული უფროსი რანგის მეხანძრე ითვლება ავარიული გემის კაპიტნის (მისი შემცვლელი პირის) კონსულტანტად, ამავდროულად ასრულებს მის უშუალო მოვალეობებს, ხელმძღვანელობს ქვეშევრდომთა მოქმედებებს და ტექნიკის გამოყენებას ხანძრის ჩაქრობისას.

5. გამონაკლისის სახით, გემთმფლობელის გადაწყვეტილებით ან ავარიული გემის კაპიტნის (მისი შემცვლელი პირის) თხოვნის საფუძველზე, გემზე ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელობა შეიძლება დაეკისროს უფროს მეხანძრეს.

6. თუ ხანძარი წარმოიშვა გემზე, რომელზეც არ არის ეკიპაჟი, ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელობას ახორციელებს ავარიულ გემზე მოსული რანგით უფროსი მეხანძრე.

მუხლი 69. სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიასა და მის ობიექტებზე

1. ხანძრის თავიდან აცილების უზრუნველყოფა სანავსადგურე ერთეულში შესაძლებელია სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე და მის ობიექტებზე კანონმდებლობით დადგენილი, ტვირთის გადაზიდვის, დაწყობის, შენახვის, გადამუშავებისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების სრული დაცვით.

2. სანავსადგურე ერთეულის საწყობებში, სამსახურებრივ, ადმინისტრაციულ შენობებში და სხვა ობიექტებზე, თვალსაჩინო ადგილას გამოკრული უნდა იყოს მოქმედი წესებისა და ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით შედგენილი სახანძრო უსაფრთხოების ინსტრუქცია, ასევე, ობიექტის ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობაზე პასუხისმგებელი პირის გვარი, ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებათა ჩამონათვალი და სახანძრო სამსახურის ტელეფონის ნომერი (იგი აღნიშნული უნდა იყოს სანავსადგურე ერთეულის ყველა ტელეფონის აპარატთან). ინსტრუქციას უნდა გაეცნოს ობიექტზე მომუშავე ყველა მუშა-მოსამსახურე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული სანავსადგურე ერთეულის ყველა ობიექტი, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, აღჭურვილი უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობებით, და ინახებოდეს გამართული სახით თვალსაჩინო, ადვილად მისაწვდომ ადგილას.

4. ყველა სახანძრო მისასვლელი, გასასვლელი, სავალი გზები და გადასასვლელები უნდა იყოს მოწესრიგებული, დროულად გაიწმინდოს თოვლისა და ნაგვისაგან, ღამით იყოს განათებული.

5. სახანძრო წყალგაყვანილობა და სახანძრო ონკანები, სახანძრო სახელოები და ლულები მუდმივად უნდა იმყოფებოდეს წესრიგში, სახანძრო წყალსატევები და კასრები იყოს სავსე, ხოლო ყუთებში ეყაროს სილა.

6. ნავმისადგომები, გემების დგომის ადგილებში აღჭურვილი უნდა იყოს საერთაშორისო ტიპის („ნაპირი“) გამართული გადამსვლელი შემაერთებლით (International Shore Connection)), რომელიც ხანძრის შემთხვევაში წყლის მიწოდების მიზნით უზრუნველყოფს მასთან გემის საერთაშორისო ტიპის გადამსვლელი შემაერთებლის („გემი“) მიერთებას.

7. სანავსადურე ერთეულის ტერიტორიასა და მის ობიექტებზე ღია ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა შესადუღებელი სამუშაოების წარმოება დასაშვებია მხოლოდ სახანძრო დაცვის სამსახურის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში და იმ პირობით, რომ სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაცული იქნება ამ სამსახურის და აღნიშნული ობიექტის ხელმძღვანელის მითითებანი.

8. ღია ცეცხლის გამოყენება იმ სამუშაოების წარმოებისას, რომელიც დაკავშირებულია ტვირთის დამაგრებასა და/ან გემის რემონტთან, უნდა განხორციელდეს სატვირთო ოპერაციების დაწყებამდე და გემის მიერ საწვავის აღებამდე.

9. ელექტროხელსაწყოს, გაზის ღუმელის და სხვა გასათბობი მოწყობილობის გამოყენება ნავსადგურის ტერიტორიაზე ნებადართულია მხოლოდ სახანძრო დაცვის სამსახურის თანხმობით.

10. ღუმელის ექსპლუატაციას ახორციელებს სანავსადგურე ერთეულის ხელმძღვანელის მიერ დანიშნული პირი, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი ინსტრუქტაჟი. ღუმელის გახურება უნდა შეწყდეს არაუგვიანეს 2 (ორი) საათით ადრე სამუშაო დროის დამთავრებამდე.

11. თბომავალში საწვავის ჩასხმა ხდება სანავსადგურე ერთეულის სახანძრო დაცვის სამსახურთან შეთანხმებით სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას.

12. საწარმოო, სამსახურებრივ და სასაწყობე შენობა-ნაგებობაში დაშვებულია მხოლოდ ელექტროგანათება.

13. ელექტროხელსაწყო და მოწყობილობა (გარე და შიდა) უნდა აკმაყოფილებდეს ელექტროტექნიკურ ნორმებს და მოთხოვნებს.

14. სამუშაოს დასრულების შემდეგ პასუხისმგებელი პირები ყოველდღიურად უნდა ამოწმებდნენ ყველა სამსახურებრივ და სასაწყობე შენობაში სახანძრო უსაფრთხორების დაცვის მდგომარეობას.

15. შენობებში, რომლებიც სამუშაოს დამთავრების შემდეგ იკეტება და აღარ მოწმდება, ელექტროაღჭურვლობა მთლიანად უნდა გამოირთოს, ღუმელში ჩაქრეს ცეცხლი და გადაესხას წყალი.

16. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე ადვილადაალებადი და საწვავი სითხის, აგრეთვე სხვა ხანძარსაშიში ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ცარიელი ცისტერნებისა და ვაგონების გაჩერება, სანავსადგურე ერთეულის სახანძრო დაცვის სამსახურთან შეუთანხმებლად, აკრძალულია.

17. გემზე საშემდუღებლო/საჭრელი სამუშაობის ჩატარება (გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სახარატე სახელოსნოსი) ნავსადგურის აკვატორიაში, ნავმისადგომთან თუ საღუზე რაიონში დასაშვებია სანავსადგურე ერთეულის სახანძრო დაცვის სამსახურის ინსტრუქტორის მიერ სამუშაო ადგილის შემოწმებისა და სათანადო წერილობითი ნებართვის გაცემის შემდეგ, რომლის ასლი შემდგომი შეთანხმების მიზნით უნდა წარედგინოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს. გემის კაპიტანს ზემოთ აღნიშნული სამუშაოების დაწყება შეუძლია შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე რისკების შეფასებისა და მოსამზადებელი ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ჩატარებისა და ნავსადგურის კაპიტნის თანხმობის მიღების შემდეგ. სამუშაოების დაწყება და დამთავრება გემის კაპიტანმა უნდა შეატყობინოს ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის მორიგე ოფიცერს.

18. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე აკრძალულია შავი და ფერადი ლითონების ჯართის ჟანგბად-აეროვანი ჭრა, გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა, რომელსაც სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის წესების შესაბამისად უთანხმებს სააგენტოს.

19. იმ პირის კვალიფიკაცია, რომელიც ახორციელებს ელექტრო და/ან გაზით ჭრა-შედუღებისა და ლითონის გაზის ალით დამუშავების სამუშაოებს, უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

20. შედუღების პროცედურების წარმოებისას სანავსადგურე ერთეულის პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს პერსონალური დამცავი ხელსაწყოთი, ჟანგბადის და ნახშირორჟანგის მზომი ხელსაწყოთი (PPE).

21. დოკერები უნდა იყოს დაცული სათანადო აირწინაღებით და სათვალეებით. 

22. სატვირთო თუ სახანძრო სარქვლებზე (Valve) აღნიშნული უნდა იყოს გახსნის და დახურვის მანიშნებელი მიმართულებები. ასევე სარქველს უნდა გააჩნდეს გახსნა/დახურვის მანიშნებელი ინდიკატორი.

მუხლი 70. ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმი ნავთობ/გაზის ტერმინალზე

1. ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმი ნავთობ/გაზის ტერმინალზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით როგორც ტერმინალის ტერიტორიასა და აკვატორიაში, ასევე მის საზღვრებში მყოფ გემებზე.

2. ნავთობ/გაზის ტერმინალი აღჭურვილი უნდა იყოს სტაციონარული საჰაერო მექანიკური ქაფსაქრობი სისტემით.

3. ხანძარსაწინააღმდეგო წყლისა და ქაფის მილები უნდა იყოს მარკირებული ყოველწლიური წნევაზე გამოცდის აღნიშვნით. ხანძარსაწინააღმდეგო ქაფის სისტემის ცისტერნის სახურავი უნდა იყოს შესაბამისად დახურული, ქაფის კონცენტრატის დონის მაჩვენებელი ხელთნაკეთი და უნდა იკითხებოდეს ქაფის დონე ცისტერნაში.

4.ნავთობ/გაზის ტერმინალზე:

ა) უნდა არსებობდეს სახანძრო საგუშაგოები, კანონმდებლობით დადგენილი ნორმების მიხედვით აღჭურვილი და დაკომპლექტებული პირველადი ხანძარსაქრობი საშუალებებით;

ბ) დასაშვებია მხოლოდ ცენტრალური (წყლის) გათბობის სისტემა;

გ) უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ელექტროგანათება;

დ) უნდა არსებობდეს საიმედო სატელეფონო კავშირი და სახანძრო სიგნალიზაცია. ყველა სატელეფონო აპარატთან გამოკრული უნდა იყოს სახანძრო დაცვის სამსახურის ტელეფონების ნომრები.

5. ნავთობ/გაზის ტერმინალის ყველა ნავმისადგომი აღჭურვილი უნდა იყოს ლითონით შემოუჭედავი ხის ან რეზინის ამრიდი მოწყობილობით.

6. ნავმისადგომის მისადგომი ხაზი უნდა იყოს მოწესრიგებული და არ გააჩნდეს ლითონშვერილები.

7. ნავთობ/გაზის ტერმინალზე აკრძალულია:

ა) ყოველგვარი ტარის და აღჭურვილობის დაწყობა;

ბ) ავტოტრანსპორტისა და სარკინიგზო თბომავლების ექსპლუატაცია, თუ მათ არ გააჩნიათ სათანადო კონსტრუქციის ცეცხლსაქრობი და ნაპერწკალსაქრობი მოწყობილობა;

გ) თამბაქოს მოწევა, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა;

დ) ღია ცეცხლთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოება ნავთობ/გაზის ტერმინალის მთელ ტერიტორიასა და ნავმისადგომთან მდგომ გემებზე;

ე) გათბობა ადგილობრივი ღუმელის მეშვეობით;

ვ) ნავთობ/გაზის ტერმინალის აკვატორიაში იმ გემების ნავმისადგომებთან მისვლა, რომლებიც არ მონაწილეობენ ნავთობის დატვირთვა/გადმოტვირთვაში;

ზ) ნავთობ/გაზის (აირის) ტერმინალებზე სახანძრო, ტექნიკური და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მათთან მიმავალი და გამოსასვლელი საევაკუაციო ცენტრალური გზის საფარი და განათება უნდა იყოს ტექნიკურად გამართული.

8. ნავთობგაზის ტერმინალზე, თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული უნდა იყოს დღისითა და ღამით კარგად ხილვადი წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე: „არ მოწიოთ“, „ხანძარსაშიშია“, „არ გამოიყენოთ ღია ცეცხლი“ და სხვა.

9. ხანძარსაშიშ და ფეთქებადსაშიშ ტვირთებთან დაკავშირებული სატვირთო ოპერაციების დაწყებისათვის, ნავთობ/გაზის ტერმინალის ნავმისადგომზე სრულ მზადყოფნაში უნდა იქნეს მოყვანილი ყველა ხანძარსაწინააღმდეგო საშუალება (წყალი და ქაფსაქრობი სისტემები, შლანგები უნდა განლაგდეს გემბანებსა და ნავმისადგომის ტერიტორიაზე, ჩაირთოს ნაპერწკალსაქრობი და სხვა).

10. ნავთობ/გაზის ტერმინალის ტერიტორია და აკვატორია უნდა იყოს დასუფთავებული.

11. ნავთობის გაჟონვა მილსადენიდან, შეერთებიდან, ფარსახურიდან და სხვა დაუშვებელია. გაჟონვის აღმოჩენისთანავე სატვირთო ოპერაციების წარმოება უნდა შეჩერდეს და სასწრაფოდ აღმოიფხვრას გაჟონვის გამომწვევი დაზიანება ან განხორციელდეს გაუმართავი ნაწილის გამორთვა.

12. ოპერატორმა ნავთობის დაღვრის შემთხვევაში უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები დაუყოვნებლივ სალიკვიდაციოს ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ეროვნული გეგმის შესაბამისად.

13. ნავთობტერმინალის ნავმისადგომზე არსებული ნავთობშემგროვებლები სისტემატურად უნდა იწმინდებოდეს დაგროვილი ნავთობის ნარჩენებისაგან და ინახებოდეს გამართულ მდგომარეობაში.

14. ნავთობ/გაზის ტერმინალზე ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, ყოველგვარი სატვირთო ოპერაცია ნავთობ/გაზის ტერმინალსა და ნავსადგურში მდგარ გემებზე უნდა შეწყდეს. შლანგები ალაგდეს, გემები კი მოყვანილ იქნეს სრულ მზადყოფნაში ზღვაში გასასვლელად.

მუხლი 71. სანავსადგურე ერთეულში მყოფ გემზე სახანძრო უსაფრთხოების ზოგადი წესები

1. სანავსადგურე ერთეულში შემოსულ გემზე არსებული და განთავსებული ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები უნდა აკმაყოფილებდეს SOLAS-74 და საკლასიფიკაციო საზოგადოების მოთხოვნებს.

2. სანავსადგურე ერთეულში მყოფ გემს სრულ მზადყოფნაში უნდა ჰქონდეს ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო საშუალებები.

3. გემის კაპიტანმა უნდა უზრუნველყოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მიერ გემის ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობის შემოწმებისას გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მითითებები. ის გემი, რომელზეც მითითებისამებრ არ შესრულდა ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები, ზღვაში არ გაიშვება.

4. ცეცხლსაშიში ტვირთით დატვირთული ტრიუმები და სხვა სათავსები, ასევე, ამავე ტვირთის გადმოტვირთვის შედეგად დაცარიელებული ტევადობა უნდა შემოწმდეს ფეთქებადუსაფრთხო კონსტრუქციის გადასატანი სანათი საშუალებებით.

5. თამბაქოს მოწევა გემზე დასაშვებია მხოლოდ გემის ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილ ადგილზე, სადაც გამოკრული უნდა იყოს წარწერა „მოსაწევი ადგილი“ ინგლისურ ენაზე „Smoking area“.

6. გემზე, რომელსაც ტრიუმით ან შეფუთულ მდგომარეობაში გადააქვს 3.1, 3.2 და 3.3 ქვეკლასის ადვილადაალებადი სითხეები ან გემზე, რომლის გემბანზე ტარაში მოთავსებული ადვილად აალებადი სითხეა განლაგებული, ასევე სატვირთო ტანკების დასატვირთად მომზადება (გარეცხვა, გაწმენდა, ტვირთის ნარჩენების მოცილება, დეგაზაცია) მას შემდეგ, რაც გადაზიდულ იქნა 3.1 და 3.2 ქვეკლასის ადვილად აალებადი სითხეები – აკრძალულია, ნებადართულია მხოლოდ იმ ინსტრუმენტების გამოყენება, რომლებიც დარტყმის შედეგად არ წარმოქმნიან ნაპერწკალს.

7. გემზე არსებული პიროტექნიკური სასიგნალო საშუალებები უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილას, რათა თავიდან იქნეს აცილებული მისი არამიზნობრივი გამოყენება. სასიგნალო საშუალებათა შენახვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გემის კაპიტანს.

8. სასიგნალო რაკეტების გამოყენება ნებადართულია მხოლოდ უბედურების სიგნალის მისაცემად.

9. დატვირთვის დაწყებამდე გემის ადმინისტრაციამ უნდა შეამოწმოს ელექტროგაყვანილობა ტრიუმებში და დარწმუნდეს, რომ იგი არის წესრიგში.

10. ნავთობთან დაკავშირებული სატვირთო ოპერაციები უნდა სრულდებოდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, ამისათვის სპეციალურად დანიშნული გემის კაპიტნის თანაშემწის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

მუხლი 72. სახანძრო უსაფრთხოება ნავთობმზიდი გემის (ტანკერის) დამუშავებისას

1. ნავთობ/აირ ტერმინალის ტანკებში (ხმელეთზე განთავსებულ ავზებში), აგრეთვე ნედლი ნავთობისა და ნავთობ პროდუქტების გადაზიდვის შემდეგ გემის (ტანკერის) ტანკებში ჩასვლა შეიძლება მხოლოდ მათი წინასწარ გარეცხვისა და დეგაზაციის შემდეგ. აუცილებლობის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს თვისობრივად უსაფრთხო აღჭურვილობა. 

2. დახურულ სათავსოებში (Enclosed spaces) შესვლა შეიძლება მხოლოდ მათი წინასწარი გარეცხვისა ან/და დეგაზაციის/ვენტილაციის შემდეგ სათანადო მოთხოვნების შესრულებითა და დაცვით, ჟანგბადის შემცვლელობა უნდა იყოს 20.9%, ტოქსიკური გაზების შემცვლელობა დასაშვებ ზღვრულ სიდიდეზე (TLV) ნაკლები; ნახშირწყალბადი (Hydrocarbon) <1% LEL-ზე ნაკლები.

 3.IMO კლასის 3.1 და 3.2 ქვეკლასის ადვილად აალებადი სითხის დასატვირთ მილს უნდა გააჩნდეს:

ა) ფერადი ლითონის ან ფერადი ლითონით მოპირკეთებული ნაპირა ტუჩი;

ბ) სპილენძის მავთული ან ფირფიტა, რომლის ბოლო მიდუღებული უნდა იყოს პირტუჩთან, სტატიკური ელექტროობის თავისუფალი წრედის შესაქმნელად.

4. ტვირთი, რომლის ტემპერატურა ტანკერში ჩასხმამდე 5 გრადუსით განსხვავდება მისი ფეთქების ტემპერატურისგან, მიეკუთვნება IMO კლასის 3.1 და 3.2 ქვეკლასის ადვილად აალებადი სითხის ტვირთს და მისი დატვირთვა უნდა განხორციელდეს სათანადო პირობების გათვალისწინებით.

5. IMO კლასის 3.1 და 3.2 ქვეკლასის ადვილად აალებადი ტვირთის ტანკერში ჩატვირთვა/გადმოტვირთვისას აკრძალულია:

ა) ღია ცეცხლის გამოყენება;

ბ) გადასატანი ელექტროგასათბობი ხელსაწყოების, ასევე გემისა და სანაპირო ქსელის გადასატანი ელექტროკაბელების გამოყენება.

6. სატვირთო ოპერაციების წარმოებისას გემზე, რომელსაც გადააქვს IMO კლასის 3.1 და 3.2 ქვეკლასის ადვილადაალებადი თხევადი ტვირთი, სატვირთო გემბანზე იმ პირების გადაადგილება, რომლებიც სატვირთო ოპერაციებთან არ არიან დაკავშირებული, აკრძალულია.

7. სატვირთო გემბანზე გადაადგილება უნდა განხორციელდეს ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ბილიკების ან/და გადასასვლელი ხიდურებით, რომლებსაც უნდა ჰქონდეს სრიალსაწინააღმდეგო ზედაპირი (non slip surface) და უნდა იყოს შემოფარგლული მოაჯირით

8. პირს, რომელიც მონაწილეობს სატვირთო გემბანზე IMO კლასის 3.1 და 3.2 ქვეკლასის ადვილად აალებადი ტვირთის ჩასხმის ან გადმოსხმის ოპერაციების განხორციელებაში, უნდა ეცვას უსაფრთხო ფეხსაცმელი და მას ეკრძალება თან იქონიოს ასანთი, სანთებელა, ტელეფონი, სხვა ელექტრომოწყობილობა და ლითონის საგნები, რომლებმაც მეტალის გემბანზე დავარდნისას შეიძლება წარმოქმნან ნაპერწკალი.

9. IMO კლასის 3.1 და 3.2 ქვეკლასის ადვილად აალებადი სითხის დატვირთვა/გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება, რთული მეტეოროლოგიური (ჭექა-ქუხილი) პირობების დროს, აკრძალულია. ამ დროს ტანკერი, ტრიუმები და გაზსარიდი მილები უნდა დაიკეტოს.

10. ტანკერის ბუქსირით მომსახურებისას საბუქსირებელ და მაბუქსირებელ გემებზე უნდა მოქმედებდეს იდენტური ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმი.

11. არათვითმავალი ნავთობმზიდი ბარჟიდან ადვილად აალებადი თხევადი ტვირთის ნავთობ/აირ ტერმინალში ან გემში გადატვირთვისას, მაბუქსირებელი გემი უნდა იმყოფებოდეს მზადყოფნაში ამ ბარჟასთან ახლოს, საჭიროების შემთხვევაში ბარჟის ნავთობ/აირ -ტერმინალიდან/გემიდან დაუყოვნებლივ მოსაშორებლად. 

თავი XV

ნავსადგურის აკვატორიის დაბინძურების თავიდან აცილება

მუხლი 73. ნავსადგურის აკვატორიის დაბინძურებისაგან დაცვა

1. ნავსადგურის აკვატორიის დაბინძურებისაგან დაცვა რეგულირდება ზღვაში ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ეროვნული გეგმით, „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით.

2. სანავსადგურე ერთეულებს და ნავთობ ტერმინალებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ნავთობის ავარიული დაღვრის I და II დონის სალიკვიდაციო ტექნიკური დანადგარები, რეაგირების გეგმები და ჰყავდეთ შესაბამისად გაწვრთნილი ნავთობის ავარიულ დაღვრაზე რეაგირების ჯგუფები.

3. ნავსადგურის აკვატორიაში გემების გამონაბოლქვი აირების გამწმენდი სისტემის (Exhaust Gas Cleaning System) ნარეცხი წყლის ზღვაში გაშვება აკრძალულია.

4. ტრიუმების დაშრობა უნდა მოხდეს წინასწარ, ღია ზღვაში გემის გარე რეიდთან მისვლამდე.

5. სანავთობო ტანკიდან წყლის ბალასტის გადაღვრა, ლიალური წყლების (ნავთობით დაბინძურებული წყალი) ამოღება და კოფერდამის გაშრობა, ასევე, ტანკის ნარეცხის ზღვაში ჩაღვრა აკრძალულია. გემზე დაგროვილი ნარჩენები, დადგენილი წესით, უნდა ჩაბარდეს ნაპირზე.

6. დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციისათვის ქიმიური პრეპარატების გამოყენება, სააგენტოსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ორგანოსთან შეუთანხმებლად, აკრძალულია.

7. რეიდზე ან ნავმისადგომთან მდგარი გემი, რომელიც წყლის ზედაპირზე შეამჩნევს ნავთობს, ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს.

8. თუ ნავსადგურის აკვატორიაში აღმოჩნდება დაღვრილი ნავთობი, მაშინ ამის თაობაზე ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური აცნობებს საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრს, სანაპირო დაცვის დეპარტამენტს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის კონვენციური სამსახურს.

9. ნავთობის დაღვრასთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის კონვენციური სამსახურის მიერ დგება აქტი დაღვრის შესახებ დაღვრილი ნავთობის სავარაუდო ოდენობის ჩვენებით.

10. გემის კაპიტანი უზრუნველყოფს:

ა) ნავთობისა და ნებისმიერი კონცენტრაციის ნავთობნარევების, ასევე ფეკალური წყლების, საჭმლის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნაგვის, ქიმიური ნივთიერებებისა და დაბინძურებული წყლის ზღვაში მოხვედრის არდაშვებას;

ბ) საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შემოსვლამდე გემზე იმ სარქველების და მოწყობილობების დალუქვას/დაკეტვას, საიდანაც შეიძლება ზღვის დაბინძურება.

11. რეიდზე ან ნავმისადგომთან მდგარი გემი, ვალდებულია მათი გემიდან ზღვის დაბინძურების რისკის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის კონვენციურ სამსახურს.

მუხლი 74. სანავსადგურე ერთეულის მიმღები მოწყობილობები

1. სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს გემებიდან საყოფაცხოვრებო, სახიფათო და ტვირთის ნარჩენი ნივთიერებების მიღება, რათა აღმოიფხვრას გემებიდან ნარჩენების ჩაყრა/ჩაღვრა ზღვაში და დაცული იქნეს ზღვის გარემო ასეთი ქმედებით გამოწვეული შედეგებისგან.

2. გემებიდან საყოფაცხოვრებო, სახიფათო და ტვირთის ნარჩენებისაგან ნავსადგურის ტერიტორიისა და ნავსადგურის აკვატორიის დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსისა“ და „2019 წლის 17 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2019/883/EC „ნავსადგურში გემების მიერ ნარჩენების მიმღები მოწყობილობების შესახებ“ დირექტივის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. სანავსადგურე ერთეულებში გემებიდან საყოფაცხოვრებო, სახიფათო და ტვირთის ნარჩენის ჩაყრა/ჩაღვრა აკრძალულია.

4. გემზე დაგროვილი ნარჩენი დადგენილი წესით უნდა ჩაბარდეს ნაპირზე. სანავსადგურე ერთეული ვალდებულია მიიღოს გემის ექსპლუატაციის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები.

5. თუ გემს გააჩნია ნარჩენების საცავი, მაგრამ არსებული საცავი არ არის საკმარისი ნაოსნობის პერიოდში წარმოქმნილი ნარჩენების შესანახად გემის ნავსადგურიდან გასვლის მომენტიდან მის შემდეგ ნავსადგურში შესვლამდე, გემი ვალდებულია ნავსადგურიდან გასვლამდე ჩააბაროს ასეთი ნარჩენი. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ არ არის განსაზღვრული შემდეგი ნავსადგური, ვალდებულია ჩააბაროს ასეთი ნარჩენი.

6. სანავსადგურე ერთეულებმა უნდა უზრუნველყონ:

ა) ნავსადგურის მიმღები მოწყობილობების ხელმისაწვდომობა გემებისთვის.

ბ) სათანადო ტევადობის ნავსადგურის მიმღები მოწყობილობების არსებობა, რათა მიიღონ ნარჩენების საკმარისი რაოდენობა იმ გემებიდან, რომლებიც სარგებლობენ სანავსადგურე ერთეულის მომსახურებით, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

ბ.ა) სანავსასდგურე ერთეულის მომხმარებელთა საჭიროებები:

ბ.ბ) სანავსასდგურე ერთეულის შესაძლებლობა და ადგილმდებარეობა;

ბ.გ) სანავსასდგურე ერთეულის შემავალი გემების ტიპი;

გ) ნავსადგურის მიმღები მოწყობილობების გამოყენებასთან დაკავშირებული ფორმალობებისა და პრაქტიკული მოგვარების სიმარტივე და მიზნშეწონილობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული გემების გაუმართლებელი დაყოვნება;

დ) ნავსადგურის მიმღები მოწყობილობებით გემებიდან ნარჩენების მართვის განხორციელება გარემოს დაცვის სათანადო წესით. 

7. ნარჩენების მიღებისა და დამუშავების დროს მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს გარემოს დაბინძურება და დანაგვიანება.

8. სანავსადგურე ერთეულმა უნდა უზრუნველყოს გეგმიდან გამომდინარე შემდეგი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გემის ოპერატორებისთვის:

ა) ნავსადგურის მიმღები მოწყობილობების ადგილმდებარეობა, თითოეული ნავმისადგომისთვის და მათი მუშაობის საათები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ) ნარჩენების ჩამონათვალი, რომელიც მიიღება/ბარდება სანავსადგურე ერთეულში;

გ) საკონტაქტო პირების სია, ნავსადგურის მიმღები მოწყობილობების ოპერატორების და შემოთავაზებული მომსახურების ჩამონათვალი;

დ) ნარჩენების ჩაბარების პროცედურების აღწერა;

ე) ნარჩენების ჩაბარების საფასური.

9. სანავსადგურე ერთეული ვალდებულია საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად შეიმუშაოს ნარჩენების მართვის გეგმა.

მუხლი 75. საწვავის მიწოდება ნავსადგურში

1. გემისათვის საწვავის მიწოდება ხორციელდება მისი სათანადოდ მომზადების შემდეგ, რაც დასტურდება გემის მიერ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურში გაგზავნილი ინფორმაციით.

2. საწვავის გემში ჩასხმა ხორციელდება ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან შეთანხმებით.

3. გემს უნდა გააჩდეს საწვავის მიღების (ჩასხმის) ტექნოლოგიური სქემა/გეგმა/და ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი, საწვავის მიღების მზადყოფნის შესახებ საბუთი.

4. ნავსადგურის აკვატორიაში არსებული გემების რაოდენობიდან და მოძრაობის ინტენსიურობიდან გამომდინარე საბუნკერო ოპერაციის ადგილი (ნავმისადგომი თუ რეიდი) თანხმდება ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან.

5. თხევადი საწვავის გემში ჩასხმა აკრძალულია, თუ:

ა) საწვავის მიმღები (დასაბუნკერებელი) და საწვავის მიმწოდებელი (მაბუნკერებელი) გემების მიერ არ იქნა ჩატარებული საწვავის ჩასხმისათვის მოსამზადებელი ხანძარსაწინააღმდეგო და ზღვის დაბინძურების პრევენციული ღონისძიებები;

ბ) რომელიმე ხანძარსაქრობი სტაციონარული სისტემა გაუმართავია;

გ) გემზე მიმდინარეობს შედუღებასთან და გემბანზე მეტალის ციცქნვის/გაშალაშინების (Chipping) სამუშაოებთან დაკავშირებული სამუშაოები.

დ) საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.

6. საწვავის ჩასხმის დამთავრების შემდეგ, მაბუნკერებელმა გემმა საწვავის მიმღებ (დასაბუნკერებელ) გემს უნდა წარუდგინოს საწვავის ჩაბარების ბარათი/დოკუმენტი (Bunker delivery №ote), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს MARPOL-ის კონვენციის მე-6 დანართის მოთხოვნებს’.

მუხლი 76. სანავსადგურე ერთეულების და ტერმინალების შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის, სახანძრო და ნაოსნობის უსაფრთხოების, გარემოს დაცვის მდგომარეობის კომპლექსური შემოწმება

1. სანავსადგურე ერთეულების და ტერმინალების შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის, სახანძრო და ნაოსნობის უსაფრთხოების, გარემოს დაცვის მდგომარეობის კომპლექსურ შემოწმებას ახორციელებს სააგენტო.

2. კომპლექსური შემოწმების ჩატარების საფუძველს წარმოადგენს სააგენტოს დირექტორის ბრძანება. კომპლექსურ შემოწმებას ახორციელებენ ამავე სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირები.

3. კომპლექსური შემოწმების ჩატარების დროს უშუალო მონაწილეობა უნდა მიიღოს სანავსადგურე ერთეულის ან ტერმინალის ადმინისტრაციამ, სამსახურის ხელმძღვანელებმა მათი განმგებლობის მიხედვით, პირებმა, რომლებიც ახორციელებენ ზედამხედველობას სწორ და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე და ასევე იმ პირებმა, რომლებიც პასუხს აგებენ შრომის დაცვის მდგომარეობაზე შესამოწმებელ ობიექტზე.

4. საჭირო გაზომვების, გამოთვლების ან სხვა ტექნიკური საკითხების დაზუსტებისათვის, სანავსადგურე ერთეულის ან ტერმინალის ადმინისტრაცია ვალდებულია გამოყოს კომისიის განკარგულებაში შესაბამისი სპეციალისტი ან მოიწვიოს ის სხვა ორგანიზაციიდან.

5. კომპლექსური შემოწმების შედეგების მიხედვით კომისია ადგენს აქტს დაწესებული ფორმის მიხედვით, რაზედაც ხელს აწერენ შემოწმებაში მონაწილე პირები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და შემოწმებული ორგანიზაციის მხრიდან.

6. კომპლექსური შემოწმებისას აღმოჩენილი ხარვეზები/შეუსაბამობები სანავსადგურე ერთეულის/ტერმინალის მიერ უნდა იქნეს აღმოფხვრილი იმ ვადის განმავლობაში, რომელიც მითითებული იქნება შემოწმების აქტში. თითოეული/შეუსაბამობის ხარვეზის გამოსწორებისას ნავსადგურმა/ტერმინალმა უნდა აცნობოს სააგენტოს საზღვაო უსაფრთხოებისა და უშიშროების სამმართველოს წერილობითი ფორმით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის/შეუსაბამობის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

8.აქტი დგება 3 (სამი) ეგზემპლარად, 1 (ერთი) ეგზეპლარი რჩება შემოწმებულ ორგანიზაციას.

9. სანავსადგურე ერთეული ვალდებულია სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგინოს ინფორმაცია ნარჩენების შესახებ, სააგენტოს მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად.

კარი II

ნავსადგურების ჩვეულებები

თავი XVI

ნავსადგურის ჩვეულებები

მუხლი 77. ზოგადი დებულებები

ნავსადგურების ჩვეულებები გამოიყენება ამ მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ შემთხვევაში:

ა) არ არის გაფორმებული საზღვაო გადაზიდვა-გადაყვანის ხელშეკრულება;

ბ) საზღვაო გადაზიდვა-გადაყვანის ხელშეკრულება ან კონოსამენტი (საზღვაო ზედნადები) არ ითვალისწინებს ამ თავით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

გ) საზღვაო გადაზიდვა-გადაყვანის და/ან საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულებებში, აგრეთვე სხვა ეკვივალენტურ დოკუმენტში, გაკეთებულია დათქმა საქართველოს ნავსადგურების ჩვეულებების გამოყენების შესახებ.

მუხლი 78. სატვირთო ოპერაციების წარმოების ზოგადი წესი

გემი ვალდებულია სატვირთო ოპერაციების წარმოებისათვის დადგეს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის მიერ მითითებულ ნავმისადგომთან, იმ პირობით, რომ მუდმივად იქნება შენარჩუნებული მინიმალური კილქვეშა სანავიგაციო სიღრმის მარაგი და გემის სტაბილური მდგომარეობის უზრუნველმყოფელი ძირითადი კრიტერიუმების მუდმივი კონტროლი.

მუხლი 79. ინფორმაცია ნავსადგურში გემის შესვლის შესახებ

1. გემი ნავსადგურში მოსულად ჩაითვლება, თუ მან გადაკვეთა ოფიციალურად დადგენილი ნავსადგურის გარე რეიდის საზღვარი (ე.წ Port Limit) ან/და დადგა ღუზაზე, ხოლო ნავსადგურიდან გასულად – თუ მან გადაკვეთა ნავსადგურის აკვატორიის ან გარე რეიდის საზღვარი.

2. ნავსადგურისაკენ მიმავალი გემის კაპიტანი ვალდებულია, უშუალოდ ან გემის აგენტის მეშვეობით, ნავსადგურში შესვლამდე 7 (შვიდი) დღით, შემდგომ კი 72, 48 და 24 საათით ადრე, შეატყობინოს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას ნავსადგურში შესვლის თარიღი და სავარაუდო დრო, ხოლო შესვლამდე 2 (ორი) საათით ადრე, რადიოტელეფონით დამატებით დააზუსტოს ნავსადგურში შესვლის დრო.

3. თუ ნავსადგურში მისვლამდე 24 საათის განმავლობაში გემის მისვლის სავარაუდო დრო 2 ან მეტი საათით განსხვავდება წინა ან იგივე დღეს უკანასკნელად მიცემული მისვლის სავარაუდო დროისგან, მაშინ გემის კაპიტანმა დაუყონებლივ უნდა აცნობოს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას და ნომინირებულ აგენტს გემის ნავსადგურში მისვლის სავარაუდო დროის შეცვლის შესახებ.

4. თუ გემის გადასვლა ერთი ნავსადგურიდან მეორე ნავსადგურამდე საჭიროებს 48 (ორმოცდარვა) საათზე ნაკლებ დროს, მაშინ წინა ნავსადგურიდან გასვლიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) საათის შემდეგ, ხოლო მეორე ნავსადგურში შესვლამდე 2 (ორი) საათით ადრე მაინც, გემის კაპიტანი ვალდებულია ნავსადგურში შესვლის თაობაზე შეატყობინოს (გადასცეს რადიონოტისი) გემის აგენტს, ან ამ „წესების“ მე-10 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სანავსადგურე ერთეულის სათანადო სამსახურებს და ორგანოებს.

5. გემის აგენტი ვალდებულია გადასცეს შესაბამისი შეტყობინება (რადიონოტისი) ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს, სანავსასდგურე ერთეულის ადმინისტრაციას, შემოსავლების სამსახურის და სასაზღვრო ორგანოებს, აგრეთვე სხვა დაინტერესებულ პირებს, ხოლო წერილობითი შეტყობინება (რადიონოტისი), გემის რეიდზე დადგომის შემდეგ გადაეცემა სატვირთო ტერმინალს, ტვირთმიმღებს/ტვირთგამგზავნს.

6. თევზსაჭერი გემის კაპიტანი ნავსადგურში შესვლამდე შეტყობინებას (რადიონოტისს) აწვდის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს.

7. გემის კაპიტნის პირველადი შეტყობინება (გაგზავნილი 7 (შვიდი) დღით ადრე) უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) გემის დასახელება და დროშა;

ბ) გემის IMO ნომერი;

გ) გემთმფლობელის ვინაობა;

დ) გამოსვლის ნავსადგური (ბოლო ნავსადგური, რომელშიც შევიდა, რეწვის რაიონი);

ე) გემის წყალშიგი ქიმზე და კიჩოზე;

ვ) ტვირთამწეობა, გემის ზომები;

ზ) მგზავრთა რაოდენობა;

თ) ტვირთის დასახელება, განსაკუთრებული თვისებები, რაოდენობა, თითოეული პარტიის წონა და მათი განთავსება გემბანზე, ტვინდეკსა და ტრიუმებში (გამჭოლი ტრიუმების შემთხვევაში – ყოველ ლიუკში); 8 (რვა) მეტრზე მეტი (ერთეულის ზომა) ან 10 (ათი) ტონაზე მძიმე ტვირთის წონა და განთავსება; ბალასტის რაოდენობა, ბალასტის აღების ადგილი და დებალასტირების დრო;

ი) ტვირთმიმღების და ტვირთგამგზავნის დასახელება/სახელი და საკონტაქტო მონაცემები;

კ) მოთხოვნა საწვავზე (ბუნკერი), სასმელ წყალზე, მომარაგებაზე, დამხმარე ოპერაციებზე და ნარჩენების მიღება/ჩაბარების ოპერაციებზე.

8. გემთმფლობელი პასუხისმგებელია შესაბამისი ინფორმაციის უქონლობის ან გემის კაპიტნის მიერ აღნიშნული ინფორმაციის არასრულად ან დაგვიანებით მიწოდების გამო, გემის ნავმისადგომთან დაყენება ან დამუშავება შეყოვნდება. ყოველივე ამის შესახებ აღნიშნული უნდა იქნეს სანავსადგურე ერთეულში გემის ყოფნის აღრიცხვიანობის საბუთებში (TIME SHEET).

9. გემის კაპიტანი ვალდებულია გემის ნავსადგურში შესვლის სავარაუდო დროის დარღვევის თავიდან აცილების მიზნით, უშუალოდ ან გემის აგენტის მეშვეობით, დაუყოვნებლივ შეატყობინოს (გაუგზავნოს რადიონოტისი) სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას. აღნიშნული შეტყობინების (რადიონოტისის) დაგვიანებით მიწოდების, მიუწოდებლობის ან გემის კაპიტნის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის დაგვიანებით ან არასწორად მიწოდების შემთხვევაში, სტალიური დრო გაიზრდება 24 (ოცდაოთხი) საათით.

მუხლი 80. თავისუფალი პრაქტიკის მიღება

1. გემი თავისუფალი პრაქტიკის უფლებას იძენს ნავმისადგომთან დაყენების შემდეგ, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – რეიდზე, სასაზღვრო, შემოსავლების სამსახურის სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო ფორმალობების შესრულების შემდეგ. აღნიშნული მომენტიდან აითვლება სატვირთო ოპერაციებისათვის განკუთვნილი დრო (სტალიური დრო).

2. თავისუფალი პრაქტიკის მიღებამდე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შესვლის მომენტიდან გემს აღმართული უნდა ჰქონდეს ყვითელი ფერის დროშა ‘Q’ (ქვებეკი).

3. გემის საბუთებისა და ნავსადგურში გემის შესვლის თაობაზე გემის კაპიტნის განაცხადის საფუძველზე, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური ახორციელებს ნავსადგურში გემის შესვლის გაფორმებას, რაც მოიცავს ნავსადგურში გემის შესვლის რეგისტრაციას, აგრეთვე ნავსადგურში გემის შესვლის თაობაზე გემის კაპიტნის განაცხადსა და გემის ეკიპაჟის სიაზე შტამპის დასმას, თავისუფალი პრაქტიკის მიღების დროის მითითებით. გემის კაპიტანზე გაიცემა ნავსადგურში შესვლის დამადასტურებელი დოკუმენტი – წერილობითი თანხმობა. 

მუხლი 81. სატვირთო ოპერაციისათვის გემის მზადყოფნა

1. გემის გადმოსატვირთად ან დასატვირთად მზადყოფნის შესახებ წერილობითი შეტყობინება (მზადყოფნის ნოტისი/Notice of Readiness) გემის კაპიტანმა უშუალოდ ან აგენტის მეშვეობით სანავსადგურე ერთეულსა და ტვირთმიმღებს/ტვირთგამგზავნს უნდა გადასცეს გემზე შემოსავლების სამსახურის პროცედურების დასრულებისა და თავისუფალი პრაქტიკის მიღების შემდეგ, სანავსადგურე ერთეულის სამუშაო დროის განმავლობაში.

2. გემის ტვირთთავსები (ტრიუმები) დატვირთვის ოპერაციების დაწყებამდე სათანადოდ უნდა გაიწმინდოს და აღიჭურვოს მოცემული ტვირთის დასატვირთი ყველა საჭირო მოწყობილობით.

3. გემის სატვირთო ოპერაციისათვის მზადყოფნის შესახებ წერილობითი შეტყობინება (რადიონოტისი) გადაცემულად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფაქტობრივ მზადყოფნაში იქნება მოყვანილი კონკრეტული ტვირთის დასატვირთად ან გადმოსატვირთად განკუთვნილი გემის შესაბამისი ტვირთთავსი (ტრიუმი) და/ან ტანკი.

4. გემი ნაყარი ტვირთით დასატვირთად მზადყოფნაში ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ სატვირთო მარკა/წყალშიგის აღმნიშვნელი მარკირებული ყველა ნიშნულები (Draft marks) ხილვადია და გემს გააჩნია სატვირთო შკალა და სხვა საჭირო დოკუმენტები.

5. სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული სატვირთო ოპერაციების განხორციელება ნებადართულია მხოლოდ გემის კაპიტნის მიერ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურისთვის, შესაბამის სატვირთო ტერმინალისთვისა და სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციისათვის „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სერტიფიკატის“ წარდგენის შემდეგ.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება სპეციალიზებულ გემზე, რომელიც აგებულია სახიფათო ტვირთის გადასაზიდად (ტანკერები, ქიმმზიდები, აირმზიდები და სხვა).

7. ტანკერებისთვის, ქიმმზიდებისთვის და აირმზიდებისთვის, გემის სატვირთო ოპერაციებისთვის მზადყოფნა დადასტურდება გემისა და ტერმინალის წარმომადგენლებს შორის ‘გემი-ნაპირი უსაფრთხო შემოწმების კითხვარის (Ship-Shore safety check list) დოკუმენტის მიხედვით მიღწეული შეთანხმებისა და სანავსადგურე ერთეულის/ტერმინალის წარმომადგენლის (უსაფრთხოების ოფიცრის ან Loading Master-ის) მიერ ჩატარებული გემის ინსპექტირების შემდეგ.

მუხლი 82. სტალიური დროის ათვლა

1. იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი შეტყობინება (რადიონოტისი) მშრალტვირთმზიდი გემის სატვირთო ოპერაციებისათვის მზადყოფნის შესახებ კაპიტნის მიერ გადაიცა 12 (თორმეტი) საათამდე, სტალიური დროის ათვლა დაიწყება იმავე დღის 13 (ცამეტი) საათიდან, ხოლო თუ აღნიშნული შეტყობინება (რადიონოტისი) გაცემულია 12 (თორმეტი) საათის შემდეგ – მომდევნო დღის 9 (ცხრა) საათიდან. 

2. ტანკერებისათვის სტალიური დროის ათვლა იწყება გემის წერილობითი შეტყობინების (რადიო-ნოტისის) ჩაბარებიდან 6 (ექვსი) საათის შემდეგ, მიუხედავად იმისა, ეს გემი დგას თუ არა ნავმისადგომთან. 

მუხლი 83. სანავსადგურე ერთეულში ხარჯების განაწილება

1. გემის კაპიტნის განაცხადის შესაბამისად სანავსადგურე ერთეულში გემის გადაადგილება, აგრეთვე ბუნკერის, მარაგის, სურსათისა და მასალების მიღება, შეკეთება და სხვა, ხორციელდება გემის ხარჯით.

2. გემის ყოველი გადაადგილება ერთი ნავმისადგომიდან მეორეზე, რომელიც არ არის გათვალისწინებული გემის კაპიტნის განაცხადით, ხდება სანავსადგურე ერთეულის ან შემკვეთის ხარჯით.

მუხლი 84. სატვირთო ოპერაციების წარმოების დრო და ანაზღაურება

1. გემის კაპიტანი ვალდებულია აწარმოოს ტვირთის დატვირთვა ან გადმოტვირთვა მთელი დღის განმავლობაში, ასევე კვირა დღესა და სადღესასწაულო დღეებში.

2. ტვირთის დატვირთვის ან გადმოტვირთვის სამუშაოს შეჩერებისას, ასევე ძლიერი ქარის, წვიმისა და თოვლის შემთხვევაში გემის ტრიუმის სახურავი და ლუქბი უნდა დაიხუროს.

3. სატვირთო ოპერაციებისას გემის ან ეკიპაჟის მიზეზით მოცდენილი დრო აკლდება სტალიურ დროს, საქართველოს საზღვაო კოდექსის 131-ე და 132-ე მუხლებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით. 

მუხლი 85. სატვირთო ოპერაციების ნორმები

1. სანავსადგურე ერთეულში ერთი „სამუშაო დარიანი დღისათვის“ (დღე-ღამე) გემის დატვირთვისა და გადმოტვირთვის მინიმალური ნორმა განისაზღვრება სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის მიერ.

2. სანავსადგურე ერთეულში გემის დატვირთვა/გადმოტვირთვის მინიმალური ნორმები არ ვრცელდება გენერალურ და შეფუთვაში მოთავსებულ ტვირთზე, თუ აღნიშნული ტვირთის ყოველი ერთეულის წონა აღემატება 10 (ათი) ტონას და/ან სიგრძე – 8 (რვა) მეტრს.

3. ნავთობის ჩასხმისას, მილების ჩაბმა-ჩახსნის ოპერაციებს აწარმოებს ნავთობტერმინალი, ტვირთ-გამგზავნის/ტვირთმიმღების ხარჯით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 86. ტვირთის სეპარაცია

1. გემს, ტვირთგამგზავნის მითითებით, უფლება აქვს ტვირთგამგზავნის (დამფრახტავის) მიერ მიწოდებული სასეპარაციო ტვირთი და ტვირთის სამაგრი საშუალებები ჩააბაროს სანავსადგურე ერთეულს.

2. გემი ვალდებულია, მძიმე წონის საგემბანო ტვირთი უზრუნველყოს სპეციალური ინვენტარითა (ტალრეპები, კავები, ფოლადის გვარლები) და სხვა სამაგრი საშუალებებით.

3. გემბანზე ტვირთის მისაღები დგარების დაყენება და ტვირთის დამაგრება ხორციელდება ტვირთგამგზავნთან (დამფრახტავთან) შეთანხმებით, ტვირთგამგზავნის ხარჯითა და მისივე პასუხისმგებლობით იმის მიუხედავად, თუ ვინ ასრულებს აღნიშნულ სამუშაოს (გემის ეკიპაჟი, ტვირთგამგზავნი ან მისი ექსპედიტორი).

4. სახაზო გემების აღჭურვას სასეპარაციო და სამაგრი საშუალებებით უზრუნველყოფს გემთმფლობელი.

5. გემის კაპიტანი უზრუნველყოფს ტვირთის ნაოსნობისათვის უსაფრთხოდ განაწილებასა და განლაგებას გემის ტვირთსათავსებში (ტრიუმებში). ეს მოთხოვნა ძალაშია იმ შემთხვევაშიც, როცა გემის დატვირთვა, ტვირთის დაწყობა, განლაგება ან ტრიმინგი (გადაადგილება) ხორციელდება ტვირთმფლობელის/ექსპედიტორის საშუალებებით.

მუხლი 87. ტენსაშიში/ნაყარი ტვირთის დამუშავების პირობები

1. ტენსაშიში ტვირთის დამუშავებისას:

ა) გემის კაპიტანს/სანავსადგურე ერთეულს/სატვირთო ტერმინალს არა აქვს უფლება მოითხოვოს გემის დატვირთვა/გადმოტვირთვა სატვირთო ოპერაციებისათვის ან ტვირთისათვის არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების (წვიმა, თოვლი, ძლიერი ქარი, ელჭექი და სხვა) დროს და ამ მოვლენების შეწყვეტიდან 2 საათის განმავლობაში. ამასთან, ეს დრო აკლდება სტალიურ დროს უამინდობის მოტივით, თუ ფაქტობრივად დატვირთვა/გადმოტვირთვა არ ჩატარებულა;

ბ) ხეტყის მასალის ცალკეული პარტიები მონიშნული უნდა იყოს საღებავით ან სხვა განმასხვავებელი საშუალებით ტვირთგამგზავნის მიერ და მისივე ხარჯით.

2. ნაყარი ტვირთის დამუშავებისას:

ა) გემი დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის მზადმყოფად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ გემის ქიმის, კიჩოსა და შუა ნაწილებში ბორტის ორივე მხარეზე გარკვევით აღნიშნულია გემის წყალშიგის მარკირებული ნიშნულები (Draft marks), ხოლო გემის საბუთებში არის ოფიციალური „სატვირთო სკალა“ და სხვა დოკუმენტები (ჰიდროსტატიკური ცხრილები ან მრუდები და სხვა),რომლის მიხედვითაც შესაძლებელია გემში ჩატვირთული ან გემიდან გადმოტვირთული ტვირთის რაოდენობის განსაზღვრა წყალშიგის გაზომვით და დაანგარიშებით, დოკუმენტებში არსებული მონაცემების მიხედვით;

ბ) გემზე დატვირთული ან გემიდან გადმოტვირთული ტვირთის წონის განსაზღვრისას გემის წყალშიგის გაზომვის საშუალებით, გემის კაპიტანი ვალდებულია შემმოწმებელს გემის აუცილებელი დოკუმენტების გარდა, დამატებით მიაწოდოს მონაცემები გემზე არსებული მარაგის შესახებ როგორც სატვირთო ოპერაციების დაწყებამდე, ასევე სატვირთო ოპერაციების მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ.

მუხლი 88. სატვირთო საბუთების გაფორმება

1. ტვირთგამგზავნი ვალდებულია გემის კაპიტანს ხელმოსაწერად წარუდგინოს კონოსამენტი/საზღვაო ზედნადები და ტვირთთან დაკავშირებული სხვა საბუთები.

2. გემის კაპიტანი ვალდებულია ჩააბაროს ან მიიღოს ტვირთი სატვირთო ადგილების რაოდენობის მიხედვით, კონოსამენტის/საზღვაო ზედნადების შესაბამისად.

3. ტვირთის მიღება დასტურდება ტვირთმიმღების ან მისი რწმუნებულის ხელმოწერით კონოსამენტზე/საზღვაო ზედნადებზე.

4. შემმოწმებლის პატაკი ან აქტი ფორმდება გემის სატვირთო ოპერაციის შემდეგ, გემის წყალწყვის ან ტალმანის (ტვირთის დამთვლელი) ან სხვა დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც შედგენილია გემის ეკიპაჟის, ექსპედიტორის ან უფლებამოსილი ტვირთის დამთვლელი (სატალმანო) კომპანიის მიერ.

5. სატვირთო ოპერაციაში მონაწილე ყველა მხარე ვალდებულია მიაწოდოს ტვირთთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ნებისმიერი მხარის მიერ დანიშნულ შემმოწმებელს.

მუხლი 89. სატვირთო ოპერაციებისა და დროის ათვლის განმარტებები

საზღვაო გადაზიდვა-გადაყვანის ხელშეკრულებაში სატვირთო ოპერაციებთან და დროის ათვლასთან დაკავშირებულ ქვემოთ მოყვანილ ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) „დაახლოებით (ამა თუ იმ) რიცხვში“ – გადახრა ორივე მხარეს 5 (ხუთი) დღით;

ბ) „დაახლოებით თვის დასაწყისში“ – 1-დან 10 (ათი) რიცხვამდე;

გ) „დაახლოებით შუა თვეში“ – 11-დან 20 (ოცი) რიცხვამდე;

დ) „დაახლოებით თვის ბოლოს“ – 21-დან თვის ბოლომდე;

ე) „შუა თვეში“ – 15 (თხუთმეტი) რიცხვი;

ვ) „თვის ბოლო“ – თვის ბოლო რიცხვი;

ზ) „თვის ბოლოს ან მომდევნო თვის დასაწყისში“ – თვის ბოლო ხუთი დღე ან მომდევნო თვის პირველი ხუთი დღე;

თ) „თვის პირველი ნახევარი“ – 1-დან 15 (თხუთმეტი) რიცხვამდე;

ი) „თვის მეორე ნახევარი“ – 16 (თექვსმეტი) რიცხვიდან თვის ბოლომდე;

კ) „თანაბრად რაღაც პერიოდის განმავლობაში“ – გემის მოწოდება ან საქონლის დატვირთვა ხდება თანაბრად, მითითებული პერიოდის განმავლობაში;

ლ) „თანმიმდევრული დღეები“ – სტალიური დრო, რომელიც გაიანგარიშება კალენდარული დღეების მიხედვით, ავდარიანი, კვირა დღეებისა და სადღესასწაულო დღეების ჩათვლით;

მ) „თანმიმდევრული დღეები კვირა და სადღესასწაულო დღეების გამოკლებით“ – სტალიური დრო, რომელიც გაიანგარიშება კალენდარული დღეების მიხედვით თანმიმდევრულად, კვირა და სადღესასწაულო დღეების გამოკლებით;

ნ) „გემი თავისუფალია დატვირთვის ხარჯებისაგან“ – გემის დატვირთვა ხდება იმ პირობით, რომ გემის ბორტის კიდემდე ტვირთის მიწოდება ხორციელდება ტვირთგამგზავნის ხარჯით, ხოლო გემის ბორტის კიდედან ტრიუმებში ჩატვირთვა და ტრიუმის სამუშაოების წარმოება ხორციელდება გემის ხარჯით;

ო) „გემი თავისუფალია დატვირთვის ხარჯებისაგან ტრიუმში ჩატვირთვის ჩათვლით“ – ნაპირიდან ტვირთის გემის ტრიუმებში ჩატვირთვა და ტრიუმის სამუშაოები ხორციელდება ტვირთგამგზავნის ხარჯით;

პ) „გემი თავისუფალია გადმოტვირთვის ხარჯებისაგან ტრიუმის სამუშაოების ჩათვლით“ – ტვირთის ტრიუმიდან ნავმისადგომზე ან/და რკინიგზის ვაგონებში ან ავტოტრანსპორტზე გადატვირთვა ხორციელდება ტვირთმიმღების ხარჯით;

ჟ) „დატვირთვა ან გადმოტვირთვა ტრიუმის სამუშაოების ჩათვლით გემის ხარჯით“ – გემის ბორტთან ტვირთის სამარჯვეზე მიწოდება ტვირთგამგზავნის მოვალეობაა. ტრიუმში ჩატვირთვა და დალაგება გემის მოვალეობაა. გადმოტვირთვისას ტვირთის ტრიუმიდან ბორტთან მიწოდება გემის მოვალეობაა. ტვირთის მიმღები ტვირთს იღებს სამარჯვიდან გემის ბორტთან;

რ) „ტვირთის მიღება და გაცემა ბორტის გასწვრივ“ – გემი ვალდებულია მიიღოს ან გასცეს ტვირთი გემის გასწვრივ ბორტის გადასატვირთი საშუალებების მისაწვდომობის ფარგლებში;

ს) „სრული ტვირთი“ – დამფრახტავი ვალდებულია გამოიყენოს გემი მთლიანად ტვირთტევადობის ან ტვირთამწეობის მიხედვით, წყალშიგის, წყლის ბუნკერისა და გემზე არსებული სხვა მარაგის გათვალისწინებით;

ტ) „იმის მიუხედავად წარმოებდა თუ არა მუშაობა“ – სტალიური დრო, რომელიც გაიანგარიშება კვირა და სადღესასწაულო დღეების, ასევე სხვა გამოსარიცხი პერიოდების ჩაუთვლელად, იმის მიუხედავად, ჰქონდა ადგილი თუ არა ამ დღეებში/პერიოდში სატვირთო ოპერაციებს;

უ) „კვირა და სადღესასწაულო დღეები გამოირიცხება, თუ ამ პერიოდში მუშაობა არ მიმდინარეობდა“ – კვირა და სადღესასწაულო დღეებში სატვირთო ოპერაციების შესრულებაზე ფაქტობრივად დახარჯული დრო ჩაითვლება სტალიურ დროდ;

ფ) „რიგში ჩვეულებრივ სხვა გემებთან ერთად“ – გემს ეთმობა ნავმისადგომი საერთო რიგის მიხედვით, ნავსადგურში შემოსულ სხვა გემებთან თანაბრად;

ქ) „ნავმისადგომთანაა თუ არა“ – სტალიური დროის ათვლა იწყება კაპიტნის მიერ სატვირთო ოპერაციებისათვის მზადყოფნის შესახებ წერილობითი ნოტისის გადაცემის შემდეგ, იმის მიუხედავად გემი ნავმისადგომთან დგას თუ არა;

ღ) „სამუშაო დარიანი დღე“ – სტალიური დრო, რომელიც გაიანგარიშება კვირა და სადღესასწაულო დღეების, ასევე ავდრიანი პერიოდის გამოკლებით.

მუხლი 90. განაცხადი გემის დაზიანების შესახებ

განაცხადი სანავსადგურე ერთეულის/ტერმინალის მიზეზით გემის დაზიანების შესახებ, რომელიც გემმა სატვირთო ან მისაბმელი ოპერაციებისას განიცადა, გემის კაპიტანმა უშუალოდ ან აგენტის მეშვეობით უნდა წარუდგინოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს ან/და სანავსადგურე ერთეულის/ტერმინალის ადმინისტრაციას შემთხვევიდან დაუყოვნებლივ და ნებისმიერ შემთხვევაში – ნავსადგურიდან გასვლამდე არაუგვიანეს 4 საათისა. 

კარი III

განსაკუთრებული ნაწილი

თავი XVII

ბათუმის ნავსადგური

მუხლი 91. ბათუმის ნავსადგურის ფარგლები

1. ბათუმის ნავსადგურის მთლიანი აკვატორიის ფარგლები (Port Limit) მოქცეულია ქვემოთ მოცემული გეოგრაფიული კოორდინატების შემაერთებელი ხაზისა და სანავსადგურე ერთეულების ტერიტორიის შიგნით, კერძოდ:

ა) 41° 39,46´ ჩრდ. განედი/041​0 38,37’ აღმოს. გრძედი (კონცხი „ბურუნტაბია“);

ბ) 41​0 40,05´ ჩრდ. განედი/041​0 37,80´ აღმოს. გრძედი (ჩრდილოეთის წერტილი);

გ) 41​0 43,50´ ჩრდ. განედი/041​0 41,55´ აღმოს. გრძედი (ჩრდილო აღმოსავლეთის წერტილი);

დ) 41​0 42,92´ ჩრდ. განედი/041​0 42,70´ აღმოს. გრძედი (წერტილი „მწვანე კონცხის“ ჩრდილოეთით);

ე) 41° 39,95՛ ჩრდ. განედი /041° 40,96՛ აღმოს. გრძედი (მდინარე „ყოროლის წყალის“ შესართავი ზღვასთან);

ვ) სამხრეთიდან შემოსაზღვრულია სანავსადგურე ერთეულების: შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“, შპს „ტერმინალ 1“-სა და შპს „იბერიის ნავმისადგომის“ ტერიტორიით.

2. ბათუმის ნავსადგურის ფარგლებში შედის: სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“, სანავსადგურე ერთეული შპს „ტერმინალ 1“ და სანავსადგურე ერთეული შპს „იბერიის ნავმისადგომი“, ბათუმის ნავსადგურის შემომსვლელ/გამსვლელი ბუნებრივი არხი (ე.წ. „კანიონი“) და გარე რეიდი (ძირითადი საღუზე რაიონი).

3. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“ იყოფა დაცულ (სარეჟიმო) და გახსნილ (ღია) ნაწილებად, კერძოდ:

ა) დაცული (სარეჟიმო) ნაწილი წარმოადგენს ნავთობ/გაზტერმინალის №1, №2, №3 ნავმისადგომების, საკონტეინერო და მრავალმიზნობრივი დანიშნულების ტერმინალის №4/5 ნავმისადგომების, საბორნე გადასასვლელის №6 ნავმისადგომის, მშრალი ტვირთების (ნაყარი და გენერალური) №7, №8, №9 ნავმისადგომების, და ნავთობტერმინალის უნავმისადგომო ჩამოსასხმელის (CBM) ტერიტორიას;

ბ) გახსნილი (ღია) ნაწილი შედგება №10 და №11 ნავმისადგომების ტერიტორიისაგან, რომელიც გამოიყენება ძირითადად სამგზავრო/საკრუიზო გემების მისაღებად და მომსახურებისთვის.

4. ბათუმის ნავსადგურის აკვატორიაში (ნავმისადგომები და/ან საღუზე რაიონი) ნებისმიერი დროშის, ტიპისა და დანიშნულების მცურავი საშუალების წყალზედა კორპუსისა და/ან ზედნაშენის შესაღებად მოსამზადებელი პროცედურების ჩატარება, რომელიც ითვალისწინებს კორპუსის საფარის ძველი საღებავისგან და/ან ჟანგისგან ხელით, მექანკური თუ სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით წმენდასა და შემდგომ საღებავით მისი დამცავი და/ან საბოლოო ფენით დაფარვას, გარემოს დაბინძურების პრევენციისა და დაცვის უზრუველსაყოფად – აკრძალულია.

5.სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ ნავმისადგომების საპასპორტო სიგრძე მოცემულია ამ „წესების“ დანართ №8-ში.

6. სანავსადგურე ერთეული შპს „ტერმინალ 1“ და შპს „იბერიის ნავმისადგომის“ ნავმისადგომების საპასპორტო სიგრძე მოცემულია ამ „წესების“ დანართ №9-ში.

7. ბათუმის ნავსადგურის აკვატორია სქემატურად მოცემულია ამ „წესების“ დანართ №10-ში.

მუხლი 92. გარე რეიდი

1. გარე რეიდად ითვლება წყლის სივრცე (აკვატორია) მოქცეული 10 (ათი) და 50 (ორმოცდაათი) მეტრი სიღრმის იზობატებს შორის, რომელიც იწყება ბათუმის ცენტრალურ შუქურიდან პელენგი 027​0, დისტანცია 7,5 კაბელტი და გრძელდება ამ წერტილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით „მწვანე კონცხის“ მიდამოების აღმოსავლეთ საზღვრის ტრავერზამდე. ტრავერზამდე. გარე რეიდის აკვატორიაში შედის ბათუმის ნავსადგურის ძირითადი საღუზე რაიონი, რომელიც მოიცავს 14 (თოთხმეტი) საღუზე წერტილს სადაც ყოველ წერტილს შორის მანძილი 5 (ხუთი) კაბელტია. დადგენილ საღუზე წერტილში დადგომისას გემმა ღუზა უნდა ჩააგდოს უფლებამოსილი პირის მიერ მითითებულ საღუზე წერტილის კოორდინატებში. დადგენილ საღუზე წერტილში მდგომ გემს მეტეო მოვლენების ზემოქმედების შედეგად (ქარი, ზღვის დინება, ტალღა) წყალში ჩაგდებული ღუზის გარშემო შეუძლია აწარმოოს თავისუფალი ცირკულაციური მოძრაობა არაუმეტეს 2,5 (ორნახევარი) კაბელტის რადიუსით (სადაც იგულისხმება: გემის მაქსიმალურ სიგრძეს + წყალში ჩაშვებული ღუზა-ჯაჭვის სიგრძე). გემი, რომელიც არა სწორ ლოკაციაში ჩააგდებს ღუზას, ექვემდებარე ღუზის ამოღებას და ხელმეორედ სწორ ლოკაციაში ჩაგდებას. ხსენებული პროცედურა ხორციელდება ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის მორიგე ოფიცერის მითითების თანახმად და VTS ოპერატორის რეკომენდაციებისა და კონტროლის ქვეშ.

2. ბათუმის ნავსადგურის მისადგომებთან გაბატონებული სამხრეთ-დასავლეთის/დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის ქარების მოქმედების შედეგად გამოწვეული შტორმული ამინდის დროს ლოცმანის გარე რეიდზე გემზე უსაფრთხოდ ასვლის კრიტერიუმი დამტკიცებულია შემდეგი ლიმიტირებული სიდიდეებით : ქარის სიჩქარე არაუმეტეს 10 მ/წ (5- ბალი ბოფორტის შკალით) და ტალღის სიმაღლე არაუმეტეს 2,0 მეტრისა (4- ბალი დუგლასის შკალით).

3. გემის გადაადგილების სიჩქარე ნავსადგურის გარე აკვატორიაში ლოცმანის გემზე ასვლისა და გემიდან ჩამოსვლის მომენტში არ უნდა აღემატებოდეს 4 საზღვაო კვანძს.

4. ბათუმის ნავსადგურის გარე რეიდზე გემების ღუზაზე დგომისათვის განკუთვნილია საღუზე რაიონი, რომლის კოორდინატები მოცემულია ამ წესების დანართ №11-ში და მოიცავს 14 (თოთხმეტი) საღუზე წერტილს.

მუხლი 93. სანავსადგურე ერთეული შპსბათუმის საზღვაო ნავსადგურისტერიტორია და აკვატორია

1. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ ნავსადგურის ტერიტორია შედგება: ნავთობ/აირ ტერმინალის №1, №2 და №3 ნავმისადგომების, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის №4/5 ნავმისადგომის, საბორნე გადასავლელის №6 ნავმისადგომის, მშრალი ტვირთების (ნაყარი და გენერალური) №7, №8 და №9 ნავმისადგომების, სამგზავრო და საკრუიზო №10 და №11 ნავმისადგომების და CBM კომპლექსის ე.წ. „უნავმისადგომო ჩამოსასხმელისაგან“.

2. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ ტერიტორიაში არ შედის:

ა) სანაპირო ზოლის მონაკვეთი მოთავსებული №9 და №10 ნავმისადგომებს შორის;

ბ) „იახტ კლუბის“ ტერიტორია.

3. შიდა რეიდად ითვლება წყლის სივრცე (აკვატორია) განლაგებული ნავთობტერმინალის მოლის ჩრდილოეთით, რომელიც ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია „ბურუნტაბიას“ კონცხზე გამავალი პარალელით (საწყისი კოორდინატები 41​0 39,46’ ჩრდ. განედი/041​0 38,37’ აღმოს. გრძედი) და აღმოსავლეთიდან – საკაბოტაჟო მოლის აღმოსავლეთ დაბოლოვებაზე გამავალი მერიდიანით (საწყისი კოორდინატები 41​0 39,14’ ჩრდ. განედი/041​0 39,52’ აღმოს. გრძედი). შიდა რეიდზე გამოყოფილია საღუზე რაიონი, რომელიც განკუთვნილია ზომამცირე გემებისათვის, რომლის საღუზე რაიონის კოორდინატები მოცემულია ამ წესების დანართ №12-ში. ღუზაზე დგომის რაიონში შესაძლებელია არაუმეტეს 4 (ოთხი) მეტრი წყალშიგისა და 12 (თორმეტი) მეტრი სიგრძის მქონე 4 (ოთხი) ზომამცირე გემის დაყენება. მოცემულ საღუზე რაიონში დაშვებულია გემების ღუზაზე დგომა მხოლოდ კარგი ამინდის პირობებში (ქარი ბოფორტის შკალით 3 (სამი) ბალი (3,4-5,4 მ/წმ), ზღვის ღელვა დუგლასის შკალით 2 (ორი) ბალი).

4. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ შიდა აკვატორიაში მე-7 ნავმისადგომთან, ასევე მე-8 და მე-9 ნავმისადგომებთან მათი ერთობლივი სიგრძის ხარჯზე და ამ ნავმისადგომებთან დაშვებული წყალშიგის გათვალისწინებით, ასევე ნავსადგურის სხვა ნავმისადგომებთან მდგომი გემების განზომილებების გათვალისწინებით, დასაშვებია არაუმეტეს 225 მეტრი სიგრძის მქონე გემის შემოსვლა და დგომა ქიმით ნავსადგურიდან გასასვლელისკენ მიმართული. ნავსადგურში 200 მეტრზე მეტი სიგრძის მქონე გემის შემოსვლა, მანევრირება და ნავმისადგომთან დაყენება (მიბმა) დასაშვებია მხოლოდ დღის ნათელ პერიოდში.

5. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ აკვატორიაში არ შედის „იახტ კლუბის“ აკვატორია.

მუხლი 94. სანავსადგურე ერთეული შპსბათუმის საზღვაო ნავსადგურისსანავიგაციო პირობები

1. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურში“ შესვლა და გამოსვლა ხორციელდება ღრმაწყლოვანი ბუნებრივი კანიონის საშუალებით, სანავიგაციო მნათი საგდულების (Leading Lights) ნიშნებზე გამავალი ღერძული ხაზის „(Leading Line)“ მეშვეობით, რომლის მიმართულებაა 158,7˚ – 338,7˚.

2. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ შიდა აკვატორიაში სატრანსპორტო მცურავი საშუალებების გადაადგილების სიჩქარე დაშვებულია არაუმეტეს 2 (ორი) კვანძისა.

3. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ ფაქტობრივი სიღრმეები, ნავმისადგომების ფაქტობრივი (არასაპასპორტო) სიგრძე და სიღრმე, ნავმისადგომებთან გემების მაქსიმალურად დასაშვები წყალშიგი, (რომელიც დამოკიდებულია ნავმისადგომების გასწვრივ არსებულ ფაქტობრივი სიღრმეების ცვალებადობაზე), ოფიციალურად ცხადდება ყოველწლიურად, ნავსადგურის კაპიტნის მიერ, შემოდგომა-ზამთრის პერიოდის დამთავრებისთანავე, სანავსადგურე ერთეულის სათანადო სამსახურის მიერ ჩატარებული საკონტროლო გაზომვებისა და წარმოდგენილი ბათიმეტრიული რუკების საფუძველზე.

4. დღე-ღამის ბნელ მონაკვეთში გემის სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურში“ შემოსვლის წინ და ლოცმანის გემზე ასვლამდე, სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ ყველა ნავმისადგომის ფრონტალური ხაზი სათანადოდ უნდა იყოს განათებული ისე, რომ ლოცმანი ნათლად ხედავდეს ნავმისადგომების ხაზს. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურში“ არასათანადოდ განათების შემთხვევაში, უსაფრთხოების კრიტერიუმებისა და შესაძლო რისკების გათვალისწინების/გაანალიზების შემდეგ, მორიგე ლოცმანს შეუძლია უარი თქვას გემის ნავსადგურში შემოყვანაზე. ლოცმანი თავის მხრივ ვალდებულია გემის შემოსაყვანად/გასაყვანად გასვლის წინ გააფრთხილოს ნავსადგურის სადისპეტჩერო სამსახური ნავსადგურის მთლიანი განათების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის მორიგე ოფიცერი ახორციელებს სათანადო კონტროლს ზემოთ ხსენებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით და წარმოქმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედებს სათანადოდ. 

5. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ შიდა აკვატორიის ლიმიტირებული სივრცისა და აკვატორიაში ნედლი ნავთობის, ნავთობ/აირ პროდუქტების დასატვირთი/ჩამოსატვირთი ნავმისადგომების არსებობის გამო, საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნიდან გამომდინარე, ნებისმიერ ნავმისადგომთან და ე.წ. „უნავმისადგომო ჩამოსასხმელთან“ (CBM) მდგომი მებისმიერი დანიშნულებისა და ტიპის მცურავი საშუალების საწვავით გამართვა მეორე კორპუსით მიმდგარი „ბუნკერ გასამართი“ ტანკერის მეშვეობით ე.წ.“ Ship to Ship Ops“ (STS) – აკრძალულია. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურში“ დაშვებულია მხოლოდ, გემის დიზელის საწვავით გამართვა, ასეთი ოპერაციების ჩატარება დაშვებულია მხოლოდ სპეციალიზებული ავტოცისტერნის საშუალებით და იმ მოთხოვნების შესრულებით, რომელიც გათვალისწინებულია ამ წესების 67-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და 75-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებით. გაუთვალისწინებელი შემთხვევდან გამომდინარე სატრანსპორტო გემის საწვავით გამართვა ე.წ. „ბუნკერ გასამართი“ ტანკერით, შესაძლებელია დაშვებულ იქნეს მხოლოდ ბათუმის ნავსადგურის გარე რეიდზე ნავსადგურის კაპიტნის სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით და იმ შემთხვევში თუ ეს „ბუნკერ გასამართი“ ტანკერი მუშაობს საქართველოს დროშის ქვეშ, სპეციალურად განკუთვნილია და აღჭურვილია გემზე საწვავის გადაცემის ოპერაციებისათვის და „ბუნკერ გასამართი“ ტანკერის კაპიტანს გააჩნია გარე რეიდზე „STS“ ოპერაციების ჩატარების გამოცდილება. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურში“ ტანკერების საწვავით გამართვა დასაშვებია მხოლოდ ნავთობ ტერმინალის №1, 2 და მე-3 ნავმისადგომებთან ნავთობ ტერმინალის ხელმძღვანელობის წინასწარი თანხმობით.

6. №1 ნავმისადგომთან შემობრუნება ნავმისდგომთან დადგომის მიზნით შეუძლია მხოლოდ ტანკერს, რომლის სიგრძე არ აღემატება 142 მეტრს, ხოლო წყალშიგი 6.0 მეტრს. გემს, რომლის სიგრძე მეტია 142 მეტრზე, ხოლო წყალშიგი 6.0 მეტრზე, შეუძლია შემობრუნდეს ნავსადგურის შიდა აკვატორიაში (თუ მე-7 და მე-3 ნავმისადგომები თავისუფალია გემებისგან), ან მე-9 ნავმისადგომის მიმდებარე აკვატორიაში, თუ მე-9 ნავმისადგომი თავისუფალია გემისგან.

მუხლი 95. სანავსადგურე ერთეულები შპსტერმინალ 1“ და შპსიბერიის ნავმისადგომი

1. სანავსადგურე ერთეულების შპს „ტერმინალ 1-ის“ და შპს „იბერიის ნავმისადგომის“ აკვატორია შემოსაზღვრულია კოორდინატების 41​0 39,14’ ჩრდ. განედის/041​0 39,52’ აღმოს. გრძედის წერტილზე გამავალი პარალელით და კოორდინატების 41​0 39,14’ ჩრდ.განედის/041​0 39,85’ აღმოს. გრძედის წერტილზე გამავალი მერიდიანით ნაპირამდე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული აკვატორია და იქ არსებული ნავმისადგომები აღინიშნება მცირე სიღრმეების მქონე აკვატორიად (ე.წ.“ მეჩხერი ზღვა“), სადაც აკვატორიის ამ ნაწილის სპეციფიკიდან გამომდინარე წყლის სიღრმეები მერყევია და გემისთვის მაქსიმალურად დასაშვები წყალშიგის სიდიდეები პერიოდულად ცხადდება ნავსადგურის სახელმიწო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურისა და ნავმისადგომების მფლობელების მიერ ყურეში და ნავმისადგომებთან ოფიციალურად ჩატარებული სიღრმეების გაზომვების შემდეგ გამოშვებული ტოპო-ბათუმეტრიული რუკის მონაცემებზე დაყრდნობით.

3. არახელსაყრელი ამინდის პროგნოზის მიღებისთანავე სანავსადგურე ერთეულები შპს „ტერმინალ 1“ და შპს „იბერიის ნავმისადგომთან“ მდგომი გემები, საერთო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ დატოვონ სანავსადგურე ერთეულის ნავმისადგომები და გავიდნენ ღია ზღვაში. მცირე ზომის გემებს შტორმის პერიოდში, როგორც თავშესაფარი, ნავსადგურის კაპიტანმა შესაძლოა, დროებით გამოუყოს ადგილი სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ აკვატორიაში ღუზაზე დასადგომად.

4. სანავსადგურე ერთეულების შპს „ტერმინალ 1“ და შპს „იბერიის ნავმისადგომში“ შესვლა შესაძლებელია მოძრაობის გამყოფი ზონის გვერდის ავლით უსაფრთხო სიღრმეების გამოყენებით და სანავიგაციო საფრთხეებისაგან უსაფრთხო მანძილის გათვალისწინებით.

5. სანავსადგურე ერთეული შპს „ტერმინალ 1“ მოიცავს ხმელეთზე განლაგებულ ნავთობ პროდუქტების ბაზას და ზღვაში განლაგებულ ესტაკადას, რომელიც შედგება ორი ნავმისადგომისაგან ნავმისადგომი №1 (მარცხენა ნავმისადგომი) და ნავმისადგომი №2 (მარჯვენა ნავმისადგომი).

6. სატვირთო გემების მისაღებად გამოიყენება №1 ნავმისადგომი.

7. №1 ნავმისადგომთან დაიშვება ნებისმიერი დანიშნულების ტანკერის ან/და სხვა გემის დადგომა (გარდა აირმზიდი გემისა), რომლის მაქსიმალური სიგრძეა 140 მეტრი, ხოლო სიგანე 17 მეტრი. სანავსადგურე ერთეული „ტერმინალ 1“-ის ადმინისტრაცია ვალდებულია შეასრულოს ნავსადგურის კაპიტნის მითითებები, რომლებიც ეხება ტერმინალთან გემის უსაფრთხოდ დაყენების კრიტერიუმებს (მანევრირებას, მაქსიმალურად დასაშვებ წყალშიგს და გემის კორპუსის უკანა დაბოლოვების ე.წ. „კიჩოს“ მაქსიმალურად დაშვებული უსაფრთხო შესვლის სიგრძეს ნავმისადომის გასწვრივ, ესტაკატის სიღრმეში ნაპირის მიმართულებით). ტანკერის დაყენება უნდა განხორციელდეს მხოლოდ დღის ნათელ პერიოდში.

8. №1 ნავმისადგომთან გემის დაყენების, აკვატორიაში მანევრირების, სატვირთო ოპერაციების განხორციელების ან/და ნავმისადგომიდან გასვლის დროს ქარის მაქსიმალური დასაშვები სიჩქარეა 5 მ/წამში, ზღვის ღელვა 2 ბალი ბოფორტის შკალით, ხოლო ტალღის მაქსიმალური სიმაღლე 0.5 მეტრი. ამ პუნქტით გათვალისწინებული ამინდის შემადგენელი მონაცემების სიდიდეების გაზრდის (მომატების) შემთხვევაში ან/და ამინდის მდგომარეობის გაუარესების პროგნოზის მიღებისთანავე, ტანკერის სატვირთო ოპერაციები დაუყონებლივ უნდა შეწყდეს და ტანკერი უსაფრთხოდ უნდა გავიდეს რეიდზე (ღუზაზე) ან ღია ზღვაში დრეიფისთვის.

9. №1 ნავმისადგომთან ტანკერი სიგრძით: 108 მეტრი, რომლის ნავმისადგომთან მიყენების და გამოყვანის დროს სავალდებულოა არანაკლები ორი მაბუქსირებელი გემი თითოეული 600 ცხ/ძალით, ჯამში 1200 ცხ/ძალით. ხოლო იმ შემთხვევში, თუ ტანკერს გააჩნია გემის აქტიური მანევრირებისათვის საჭის დამხმარე აღჭურვილობა ე.წ. Bow Thruster მაშინ მაბუქსირებელის სიმძლავრის გამოთვლისას გამოიყენება კოეფიციენტი 0,75 და შესაბამისად ტანკერისათვის სიგრძით 108 მეტრი სავალდებულოა ორი მაბიქსირებელი გემი თითოეული 450 ცხ/ძალის სიმძლავრით, რომელთა ფაქტობრივი ჯამური სიმძლავრე შეადგენს 900 ცხ/ძალას.

10. №1 ნავმისადგომთან ტანკერი სიგრძით: 141 მეტრი, რომლის ნავმისადგომთან მიყენების და გამოყვანის დროს სავალდებულოა არანაკლები 2 (ორი) მაბუქსირებელი გემი თითოეული 1200 ცხ/ძალით, ჯამში 2400 ცხ/ძალით. ხოლო იმ შემთხვევში, თუ ტანკერს გააჩნია გემის აქტიური მანევრირებისათვის აზიმუტალური საჭის აღჭურვილობა ე.წ. Azimutal steering device მაშინ მაბუქსირებელის სიმძლავრის გამოთვლისას გამოყენებული კოეფიციენტის თანახმად, ტანკერისათვის სიგრძით 141 მეტრი, სავალდებულოა 2 (ორი) მაბიქსირებელი გემი თითოეული 900 ცხ/ძალის სიმძლავრით, რომელთა ფაქტობრივი ჯამური სიმძლავრე შეადგენს 1800 ცხ/ძალას.

11. №1 ნავმისადგომთან თხევადი ნავთობპროდუქტების დამუშავების პერიოდში, სავალდებულოა მინიმუმ 1 (ერთი) ბუქსირი იმყოფებოდეს მახლობლად, სრულ მზადყოფნაში.

12. ამინდის ან სხვა უსაფრთხოების ფაქტორებიდან გამომდინარე, ლოცმანს ან/და გემის კაპიტანს უფლება აქვს მოცემულ წესში გაწერილ ბუქსირების რაოდენობასთან, დამატებითი ბუქსირი მოითხოვოს, რაც თავის მხრივ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს.

13. შპს „იბერიის ნავმისადგომი“ ემსახურება მცირე ზომის გემებს და განკუთვნილია მშრალი და ნაყარი ტვირთების დასამუშავებლად.

მუხლი 96. „ტიაგუნი

ბათუმის ნავსადგურში პერიოდულად მოქმედებს უხილავი მდგრადი ტალღა „ტიაგუნი“ (დანართი №13). გემის დგომა ნავსადგურში „ტიაგუნის“ დროს საფრთხეს უქმნის გემს, ნავმისადგომის აღჭურვილობას და გარემოს. „ტიაგუნი“ ნავსადგურში აღინიშნება განსაკუთრებით დასავლეთისა და ჩრდილოეთის მეოთხედებიდან მოქმედი ქარისა და ტალღის დროს. შტორმული გაფრთხილების მიღებისთანავე ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურმა უნდა გააფრთხილოს როგორც ნავსადგურში, ასევე რეიდზე მდგომი გემის კაპიტნები. „ტიაგუნის“ პირველივე ნიშნების აღმოჩენისთანავე ნავსადგურში მდგომი ყველა გემის მთავარი ძრავი უნდა იყოს გადაყვანილი მუდმივი მზადყოფნის მდგომარეობაში და გემი ყოველმხვრივ მზად უნდა იყოს სწრაფად დატოვოს ნავმისადგომი/ნავსადგური საჭიროების შემთხვევაში ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის თანხმობის შემდეგ.“

მუხლი 97. უნავმისადგომო ჩამოსასხმელი

1. უნავმისადგომო ჩამოსასხმელი (CBM) შედგება გემის მისაბმელი 5 (ხუთი) მოტივტივე მნათი კასრის კონსტრუქციისგან, რომელიც მდებარეობს სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ შიდა რეიდის აკვატორიაში ნავთობტერმინალის მოლის ჩრდილოეთით, სადაც ხორციელდება მინიმუმ 182 (ას ოთხმოცდაორი) და მაქსიმუმ 250 (ორას ორმოცდაათი) მეტრი სიგრძის და 140000 (ას ორმოცი ათასი) ტონამდე წყალწყვის მქონე ტანკერების დაყენება. ტანკერს დგომის დროს მუდმივად უნდა გააჩნდეს ბორტზე მისი ოფიციალური საზაფხულო დედვეიტის არანაკლებ 30%-ის ეკვივალენტი სეგრეგირებული ბალასტი ან ტვირთი. ტანკერის ნავსადგურში შემოსვლისა და უნავმისადგომო ჩამოსახმელთან მიყენების ოპერაციების დროს მამოძრავებელი ხრახნი (პროპელერი) მთლიანად უნდა იყოს წყლით დაფარული, რათა საზღვაო უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ხრახნის მუშაობა იძლეოდეს სრულფასოვან და სასურველ ეფექტს ტანკერის მანევრირების დროს.

2. უნავმისადგომო ჩამოსასხმელზე ტანკერის დაყენება ხორციელდება კარგი ხედვისა და არაუმეტეს ბოფორტის შკალით 4 (ოთხი)-ბალიანი ქარის (6-8 მ/წმ სიჩქარის) და საშუალოდ დუგლასის შკალით 3 (სამი) ბალამდე ზღვის ღელვის (0,6 მ ტალღის სიმაღლის) პირობებში.

3. ტანკერის მიბმა და დაფიქსირება ყოველთვის ხორციელდება შემდეგი სქემით: „გემის ქიმით ღია ზღვისკენ“, მარცხენა ღუზის ჩაშვებით ღუზა-ჯაჭვზე 8-9 ხემით, გემის ქიმით 1 (ერთ) კასრზე და კიჩოთი 3 (სამი) კასრზე. თითოეულ კასრზე მიწოდებული და დამაგრებული უნდა იყოს სამ-სამი მისაბმელი ბაგირი. ტანკერის მისაბმელი ბაგირები უნდა იყოს დამზადებული მხოლოდ მოტივტივე სინთეტიკური მასალისაგან.

4. თუ ქარის სიჩქარე 8 მ/წმ-ს (ბოფორტის შკალით 5 ბალი) და ზღვის ღელვა 0,8 მ-ს (დუგლასის შკალით 3 ბალი) აღემატება და პროგნოზით მოსალოდნელია ამინდის უფრო გაუარესება, ამ შემთხვევაში სატვირთო ოპერაციები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს და:

ა) სატვირთო დრეკადი მილები გადაიხსნას და სათანადოდ დახუფულ მდგომარეობაში ჩაშვებულ იქნეს ზღვის ფსკერზე (საწყის მდგომარეობაში);

ბ) გაფრთხილებულ იქნეს გემის კაპიტანი, მზადყოფნაში მოიყვანოს გემის მთავარი ძრავა და დამხმარე მექანიზმები, რათა საჭიროების შემთხვევაში ლოცმანის დახმარებით გემმა დაუყოვნებლივ დატოვოს უნავმისადგომო ჩამოსასხმელი.

5. თუ ქარის სიჩქარე 11 (თერთმეტი) მ/წმ-ს და ტალღის სიმაღლე აღემატება 0,9 მეტრს, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მზადყოფნაში მყოფმა გემმა, გემის კაპიტნის ხელმძღვანელობითა და ლოცმანის რეკომენდაციებით, დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს უნავმისადგომო ჩამოსასხმელი და გავიდეს ღია ზღვაში ამინდის გაუმჯობესებამდე.

6. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურიდან ოფიციალური პროგნოზის მიღებიდან მომდევნო 12 საათის შემდეგ მოსალოდნელია არსებული ამინდის მდგომარეობის გაუარესება, რომელიც გაუსწორდება და/ან გადააჭარბებს ამ მუხლის მე-4 პუნქტში მოცემულ ლიმიტის ზღვარს, მაშინ საერთო უსაფრთხოებიდან გამომდინარე ტანკერის უნავმისადგომო ჩამოსასხმელთან დაყენება არ ხორციელდება ამინდის მდგომარეობის სრულ გაუმჯობესებამდე.

7. ტანკერი უნდა დადგეს და დაფიქსირდეს ისე, რომ მისი დიამეტრალური სიბრტყის ხაზი მკაცრად უნდა განთავსდეს უნავმისადგომო ჩამოსასხმელის მნათი საგდულის (166,3​0-346,3​0) ღერძულ ხაზზე და გემის კიჩოდან ნავთობტერმინალის მოლის გარეთა კედლამდე 170 (ას სამოცდათი) მეტრის დაშორებით.

8. ხელსაყრელი ამინდის დროს ტანკერის უნავმისადგომო ჩამოსასხმელთან დაყენება/დგომა/გამოყვანა შეიძლება განხორციელდეს 24 საათის განმავლობაში. დღე-ღამის ბნელ მონაკვეთში უნავმისადგომო ჩამოსასხმელთან შემოყვანისა და დაფიქსირების ოპერაციების ჩატარება დასაშვებია იმ შემთხვევში, თუ მე-7 პუნქტში ხსენებული საგდულის ხაზის ორთავე ნიშნის შუქი (ლურჯი ფერის მუდმივი ნათება) იქნება სათანადოდ გამართულ და კარგად ამოსაცნობ მდგომარეობაში.

9. ტანკერის, უნავმისადგომო ჩამოსასხმელთან დღე-ღამის ბნელ მონაკვეთში შემოყვანის, სათანადოდ დაფიქსირების და/ან ნავსადგურიდან გაყვანის ოპერაციების ჩატარება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ამ ოპერაციაში მონაწილე ყველა სანავიგაციო ნიშნების, ტივტივების, საგდულებისა და კვეთების აღმნიშვნელი სამუშაო შუქები (საშტატო სექტორული თუ წრიული ნათება) არის სათანადოდ გამართულ მდგომარეობაში და კარგად ხილვადი ყოველგვარი გადაფარვისა და შეფერხებების გარეშე.

10. CBM კომპლექსის ცენტრიდან (φ-41°39,16'N. λ- 041°38,99'Ε.) 100 მეტრის რადიუსის აკვატორიაში და საჰაერო სივრცეში, ნებისმიერი ტიპის მცურავი საშუალებების, მათ შორის სწრაფმავალი კატარღების, სკუტერების, პარაპლანების, დელტაპლანების, მცირე თუ საშუალო ზომის სასეირნო გემების, იალქნიანი, მოტონავებისა და სხვა ერთეულების გადაადგილება აკრძალულია, გარდა შესაძლო წყალზედა სამაშველო ოპერაციაში მონაწილე მცურავი საშუალებისა. CBM კომპლექსის აღჭურვილობის შემადგენლობაში არსებულ მცურავ კასრებსა და ტივტივებზე აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების მცირე ზომის მცურავი საშუალებების (ნავი, კატარღა, იახტა და ა.შ.) მიბმა/დგომა.

11. ამ მუხლი მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ეხება ნავსადგურის მისადგომებთან გაბატონებული სამხრეთ-დასავლეთის/დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის ქარების მოქმედების შედეგად გამოწვეული შტორმული ამინდის დროს ნავთობტერმინალის სპეცდანიშნულების მცურავი საშუალების გადაადგილებას და ნავსადგურში დაგეგმილ შემომსვლელ/გამსვლელ მცურავ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას.

მუხლი 98. სანავსადგურე ერთეული შპსბათუმის საზღვაო ნავსადგურისაირმზიდი ტანკერების სპეციალიზებული ნავმისადგომი №2

1. თხევადი აირის დასატვირთი ნავმისადგომი №2 მდებარეობს სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ შიდა აკვატორიაში, ნავთობტერმინალის მოლის შუა ნაწილში, რომელთანაც ხორციელდება მაქსიმუმ 119 (ას ცხრამეტი) მეტრამდე სიგრძის მქონე აირმზიდი ტანკერის დაყენება და დატვირთვა ნავთობის თხევადი აირით (Liquid Petroleum Gas).

2. №2 ნავმისადგომთან მიიღება აირმზიდი ტანკერის მაქსიმალურად დასაშვები განზომილებებით: სიგრძე 119 მ, სიგანე 18,8 მ, წყალშიგი მაქსიმალური ტვირთით – 7,0 მ.

3. აირმზიდი ტანკერის უსაფრთხოება მისი ნავმისადგომთან დგომის დროს მნიშვნელოვნად დამოკიდებულია გარემოს ჰიდრომეტეოროლოგიურ და ფიზიკურ ზემოქმედებაზე, არასაშტატო სიტუაციების წარმოქმნაზე, ნავსადგურის შეზღუდულ აკვატორიაზე, ნავთობტერმინალის მეზობელ ნავმისადგომებზე, ტერმინალის აირჩამომმსხმელ ტექნოლოგიურ და ტექნიკურ სისტემებზე და სხვა. აირმზიდი ტანკერის ნავსადგურში შემოსვლისას, მკაცრად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ყველა დადგენილი ნორმები თავად ტანკერის, ყველა სამსახურისა და ტერმინალის მიერ.

4. აირმზიდ ტანკერს, ნავმისადგომთან მისაბმელი ოპერაციების წარმოების დროს და ნავმისადგომთან მისი დგომის პერიოდში, მუდმივად უნდა გააჩნდეს ბორტზე ტანკერის ოფიციალური საზაფხულო დედვეიტის არანაკლებ 30% -ის ეკვივალენტი სეგრეგირებული ბალასტი ან ტვირთი.

5. აირმზიდი ტანკერის №2 ნავმისადგომთან მიყენება/გაყვანის ოპერაცია საერთო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო განზომილების მქონე ორი ბუქსირით თითოეული არანაკლები 1800 ც/ძ სიმძლავრისა.

6. აირმზიდის №2 ნავმისადგომთან მიყენება უნდა მოხდეს მარჯვენა ბორტით, ქიმით ნავსადგურიდან გასასვლელისკენ და მარცხენა ღუზის გამოყენების გარეშე (ღუზა დასაშვებია მხოლოდ ტანკერის შემოყვანის მომენტში წარმოქმნილი ავარიული სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით) იმისთვის, რომ გაუთვალისწინებელი ან ავარიული სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში, აირმზიდი ტანკერი ბუქსირების დახმარებით შეფერხების გარეშე სწრაფად იყოს გამოყვანილი ნავმისადგომიდან და გაყვანილი ღია ზღვაში.

7. №2 ნავმისადგომთან მდგომი აირმზიდი გემის ორივე დაბოლოვებასა და №1 და №3 ნავმისადგომებთან მდგომ ნავთობმზიდ ტანკერებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 25 (ოცდახუთი) მეტრი.

8. აირმზიდი ტანკერის ნავსადგურში შესვლისა და ნავსადგურიდან გასვლის წინ, საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის მორიგე ოფიცერმა VHF -16 არხზე უნდა გააკეთოს სპეციალური გამაფრთხილებელი გამოცხადება – „ნავსადგურში შემოდის/გადის აირმზიდი ტანკერი, ყველა მცურავმა საშუალებამ გზა დაუთმოს მას და არ შეუქმნას შეფერხება მის თავისუფალ გადაადგილებას“. გარშემო მყოფი მცურავი ერთეულებისაგან (რეიდზე, ღუზაზე და ნავსადგურის აკვატორიაზე) ნავსადგურის მორიგე ოფიცერმა უნდა მიიღოს რადიოდასტური და გააკეთოს ჩანაწერი მორიგე ოფიცრის სავახტო ჟურნალში.

9. აირმზიდს, ნავსადგურში შესვლისას, გასვლისას და/ან ღუზაზე დადგომის დროს ეძლევა მოძრაობის უპირატესობა ყველა ტიპისა და დანიშნულების მქონე მცურავი ერთეულის მიმართ და არც ერთ მცურავ ერთეულს არ აქვს უფლება აირმზიდი ტანკერის მოძრაობის დროს გზა გადაუჭრას მას და/ან შეაფერხოს აირმზიდი ტანკერის თავისუფალი მოძრაობა ნავსადგურის აკვატორიისა და გარე რეიდის ფარგლებში.

10. აირმზიდი ტანკერის მთავარი ძრავი და დამხმარე მექანიზმები, მისი სპეციფიკიდან და დანიშნულებიდან (ადვილად აალებადი და ფეთქებადი ობიექტი) გამომდინარე, ნავსადგურში დგომის პერიოდში საერთო უსაფრთხოების თვალსაზრისით უნდა იყოს მუდმივ მზადყოფნაში, რათა შესაძლებელი იყოს მისი ნებისმიერ დროს გამოყენება.

11. აირმზიდი ტანკერის ეკიპაჟის 2/3 მუდმივად უნდა იმყოფებოდეს გემის ბორტზე.

12. ნავსადგურში დგომის დროს აირმზიდი ტანკერი სავალდებულოა უზრუნველყოფილი იყოს ყველა სახმელეთო სამაშველო და სახანძრო სამსახურების საკონტაქტო მონაცემებით. აღნიშნული მონაცემები გემის ნავმისადგომთან დაყენებისთანავე ოფიციალურად უნდა გადაეცეს გემის კაპიტანს, საზღვაო მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელის მიერ.

13. ნავსადგურში მდგომი აირმზიდი ტანკერის კაპიტანი, გემზე არასაშტატო და/ან ავარიული სიტუაციების წარმოშობის შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის შესახებ ტერმინალის მორიგე მტვირთავს (Loading Master), ნავსადგურის დისპეტჩერს, ნავსადგურის კაპიტნის სამსახურს და მორიგე ბუქსირის კაპიტანს. იმ შემთხვევაში, თუ არსებული სიტუაცია ამას მოითხოვს, შეტყობინება უნდა გაეგზავნოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს.

14. აირმზიდი ტანკერის მოძრაობის სიჩქარე ან ინერცია ნავსადგურის შიდა აკვატორიაზე ბორტთან „ბიტინგებზე“ დამაგრებული ბუქსირებით არ უნდა აღემატებოდეს 1,5 (ერთნახევარი) კვანძს.

15. აირმზიდი ტანკერის კორპუსის ცილინდრული ნაწილის გვერდული გადაადგილების სიჩქარე ნავმისადგომის რეზინის ამრიდებთან შეხების მომენტში არ უნდა აღემატებოდეს 0,14 მ/წ.

16. აირმზიდი ტანკერის ნავმისადგომთან მიყენების შემდეგ, სატვირთო ოპერაციების დაწყებამდე, ნავთობტერმინალის მორიგე მტვირთავსა (Loading Master) და აირმზიდი ტანკერის კაპიტანს შორის უნდა შედგეს სათანადო ფორმის ერთობლივი შემოწმებისა და მოქმედების აქტი „გემი – ნაპირის“ უსაფრთხო სატვირთო ოპერაციების და სხვა აუცილებელი პროცედურების ჩატარებისა და შესრულების შესახებ. ერთი ეგზემპლარი ამ აქტისა სატვირთო ოპერაციების დაწყებამდე გემის მომსახურე აგენტის მიერ უნდა იყოს წარმოდგენილი ნავსადგურის კაპიტნის სამსახურში.

17. ნავსადგურში აირმზიდი ტანკერის დგომის პერიოდში 150 (ას ორმოცდაათი) მეტრზე მეტი სიგრძის გემის შემოსვლა დაუშვებელია იმ შემთხვევებში, თუ შემოსული გემის ნავსადგურის შიდა აკვატორიაზე დატრიალებისას მისი (შემოსული გემის) და/ან შემოსული გემის დამტრიალებელი ბუქსირის ქიმსა და აირმზიდის ტანკერის კორპუსს შორის რჩება 25 (ოცდახუთი) მეტრზე ნაკლები მანძილი.

18. აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციები წყდება:

ა) ნებისმიერი გემის ნავსადგურის შიდა აკვატორიაში შემოსვლის ან გასვლის პერიოდში;

ბ) მკვრივი ნისლის დროს (მხედველობა 100 მ და ნაკლები);

გ) ძლიერი წვიმის, ჭექა-ქუხილისა და ელვის შემთხვევაში;

დ) თუ ქარის სიჩქარე აღემატება 17 მ/წმ (ბოფორტის შკალით 7 ბალი) და ზღვის ღელვა (ნავსადგურში) – 0,5 მ (დუგლასის შკალით 3 ბალი).

19. „ტიაგუნის“ მოქმედების შემთხვევაში, თუ აირმზიდი ტანკერის უსაფრთხო სატვირთო ოპერაციების უზრუნველყოფა შეუძლებელია, სატვირთო ოპერაციები წყდება, ტვირთის მიმწოდებელი მილი იხსნება და გემი ყოველგვარი შეფერხებების გარეშე უნდა გავიდეს ნავსადგურიდან. ასეთ შემთხვევაში, თუ არსებული სიტუაცია იძლევა საშუალებას, აირმზიდს, სხვა გემებთან შედარებით უპირატესობა ენიჭება ნავსადგურიდან გასვლაში.

20. აირმზიდზე ხანძრის კერის აღმოჩენის შემთხვევაში, სხვა საკომუნიკაციო აღჭურვილობის გამოყენების გარდა, გემს შეუძლია ავარიული შეტყობინება განახორციელოს გემის მთავარი საყვირის საშუალებით – „მოკლე წყვეტილი სიგნალების მიცემა მთავარი საყვირით 30 წამის განმავლობაში.

მუხლი 99. სანავსადგურე ერთეული შპსბათუმის საზღვაო ნავსადგურისმრავალმიზნობრივი დანიშნულების ტერმინალი №4/5

1. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ მრავალმიზნობრივი დანიშნულების ტერმინალის №4/5 ნავმისადგომთან დასაყენებელი გემის განზომილებებთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინებით დასაშვებია 163 (ას სამოცდასამი) მეტრამდე სიგრძის მქონე ნებისმიერი ტიპის (გარდა ნავთობ/აირ მზიდი ტანკერებისა) მცურავი საშუალების დაყენება, მე-2, მე-3 და მე-6 ნავმისადგომებთან დაკავშირებით ყოველგვარი შეზღუდვებისა და დამატებითი პროცედურების ჩატარების გარეშე.

2. მრავალმიზნობრივი დანიშნულების ტერმინალის №4/5 ნავმისადგომთან გემის განზომილებებთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინებით 163 (ას სამოცდასამი) მეტრიდან – 183 (ას ოთხმოცდასამი) მეტრემდე სიგრძის მქონე მცურავი საშუალების დაყენება დასაშვებია ნავსადგურის კაპიტანთან შეთანხმების შემდეგ. 

3. მრავალმიზნობრივი დანიშნულების ტერმინალის №4/5 ნავმისადგომთან გემის განზომილებებთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინებით 183 მეტრიდან (ას ოთხმოცდაოთხი)  198 (ას ოთხმოცდათვრამეტი) მეტრამდე სიგრძის მქონე მცურავი საშუალების შემოსვლისა და გასვლის დროს, №3 და №6 ნავმისადგომები თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი ტიპისა და დანიშნულების მცურავი საშუალებისაგან. გამონაკლის შემთხვევაში, არსებული პირობებისა და სიტუაციის გათვალისწინებით (დაკავებული ნავმისადგომების რაოდენობა, ნავმისადგომებთან მდგომი გემების განზომილებები, მათი ტიპი და სატვირთო ოპერაციების სპეციფიკა, არსებული და მოსალოდნელი ამინდის მდგომარეობა) ნავსადგურის კაპიტანმა შესაძლოა გასცეს თანხმობა №3 და №6 ნავმისადგომებთან დასაშვები განზომილებების მქონე გემების დაყენების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ მათი სატვირთო ოპერაციების ხანგრძლივობა არ შეაფერხებს მე 4/5 ნავმისადგომთან მდგომი გემის დროულად გამოსვლას, უსაფრთხო მანევრირებას და ნავსადგურიდან გასვლას.

4. მრავალმიზნობრივი დანიშნულების ტერმინალის №4/5 ნავმისადგომთან გემის განზომილებებთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინებით დასაშვებია 198 (ას ოთხმოცდათვრამეტი) მეტრზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 210 (ორას ათი) მეტრი, სიგრძის მქონე ნებისმიერი ტიპის და დანიშნულების მქონე მცურავი საშუალების ეპიზოდური შესვლა და დაყენება (გარდა ნავთობ/აირ მზიდისა). მოცემული განზომილების მქონე მცურავი საშუალების ეპიზოდური და/ან დაუგეგმავი შემოსვლის, დგომისა და გასვლის დროს სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ №2, (აირ ტერმინალი), №3 და №6 ნავმისადგომები თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი ტიპისა და დანიშნულების მცურავი საშუალებებისგან. ასეთი განზომილებების მქონე გემის სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ №4/5 ნავმისადგომზე უსაფრთხოდ შესვლისა და დგომის საკითხი განხილული უნდა იქნეს ნავსადგურის კაპიტანსა და სხვა დაინტერესებულ უწყებებს შორის. საერთო უსაფრთხოებიდან გამომდინარე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ბათუმის ნავსადგურის კაპიტანი.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც №10 და №11 ნავმისადგომები დაკავებულია სამხედრო ან/და საკრუიზო გემებით და სანავსადგურე ერთეული „შპს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში“ ხდება წინასწარ დაგეგმილი ნებისმიერი ტიპის და დანიშნულების (გარდა ნავთობ/აირ მზიდი ტანკერის) გემის გეგმურიი შემოსვლა, ასეთ შემთხვევაში (BICT ტერმინალის) სანავსადგურე ერთეული „შპს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ ადმინისტრაცია ნავსადგურის კაპიტანთან შეთანხმებით, ნაოსნობის უსაფრთხოების ნორმების დაცვით და გემის განზომილებების გათვალისწინებით, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, ასეთი გემის დაყენებისათვის გამოიყოს №4/5 ნავმისადგომი. ასეთი გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს იმ შეთხვევაში, თუ სანავსადგურე ერთეული „შპს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ ადმინისტრაციასა და სხვა სათანადო სამსახურების მიერ მე-2, მე-3 და მე-6 (საჭიროების შემთხვევაში №7) ნავმისადგომები საერთო უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დროებით იქნება გათავისუფლებული იქ მდგომი მცურავი საშუალებებისაგან და ამასთანავე არსებობს გემის კაპიტნის პირადი თანხმობა და ლოცმანის დასტური ამგვარი გადაწყვეტილების შესრულების თაობაზე.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღნიშნული გემის №4/5 ნავმისადგომთან მისვლის, დგომის და გასვლის პერიოდში სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ №2, №3 და №6 ნავმისადგომები თავისუფალი უნდა იყოს ყველა ტიპისა და დანიშნულების მცურავი საშუალებებისაგან ამ გემის ნავსადგურში ყოფნის მთლიანი პერიოდის განმავლობში.

მუხლი 100. ბუქსირით მომსახურების პირობები სანავსადგურე ერთეული შპსბათუმის საზღვაო ნავსადგურში

1. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურში“ საბუქსირე ოპერაცია ხორციელდება ამ „წესების“ დანართი №14-ის შესაბამისად.

2. უნავმისადგომო ჩამოსასხმელზე დიდტონაჟიანი ტანკერების დაყენების, გადაყენების და გაყვანის ოპერაციებში, ნავსადგურისა და გარემოს დაცვის უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, სავალდებულოა 4 (ოთხი) ბუქსირი საერთო ჯამური სიმძლავრით არანაკლებ 9500 ც.ძ.-ით.

3. გემის მომსახურებისთვის ნომინირებული აგენტი გემის რეიდზე მოსვლამდე არაუგვიანეს 24 (ოცდაოთხი) საათით ადრე ატყობინებს გემის კაპიტანს ამ წესებით დადგენილი სავალდებულო ბუქსირთა რაოდენობისა და მათი ჯამური სიმძლავრის შესახებ.

4. იმ შემთხვევებში, როდესაც ქარის სიჩქარე გადააჭარბებს 11 მ/წმ-ს, უნავმისადგომო ჩამოსასხმელზე მდგომი ტანკერის უსართხოების უზრუნვესაყოფად დაუყოვნებლივ გამოიყენება 3 (სამი) ბუქსირი საერთო ჯამური სიმძლავრით არანაკლებ 9000 ც.ძ. ტანკერი უმოკლეს დროში უნდა გამზადდეს ზღვაში გასასვლელად და 4 (ოთხი) ბუქსირისა და ლოცმანის დახმარებით უნდა დატოვოს უნავმისადგომო ჩამოსასხმელი.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც ნავმისადგომთან მდგომი გემის კაპიტანი მისი ნომინირებული აგენტის საშუალებით თხოვნით მიმართავს ნავსადგურის კაპიტანს გემის მთავარი ძრავის ან რომელიმე დამხმარე მოწყობილობის (რომლის გამო გემს არ შეეძლება თავისით გადაადგილება) რემონტის ჩატარების აუცილებლობის შესახებ, ნავსადგურის კაპიტანი, ყველა საჭირო უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით და გრძელვადიანი პროგნოზის გაანალიზების შემდეგ, შეძლებისდაგვარად აძლევს რემონტის ჩატარების უფლებას, მაგრამ არაუმეტეს 8 (რვა) საათის ხანგრძლივობით. ამ შემთხვევში ერთი მუდმივად მზადყოფნაში მყოფი ბუქსირი მორიგეობს გემის ბორტთან დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების სრულად დამთავრებამდე. მთავარი ძრავის მომენტალური შემოწმების (ერთი მოკლე რევერსი) შემდეგ, როდესაც გემის ადმინისტრაცია დარწმუნდება გემისა და მისი მთავარი ძრავის სრულად გამართულობაში, გემის კაპიტანმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ნავსადგურის კაპიტანს და მორიგე ბუქსირი, გემის ადმინისტრაციის თანხმობით, თავისუფლდება მასზე დაკისრებული ვალდებულებისგან და ბრუნდება მის საშტატო სადგომთან ნავსადგურის ტერიტორიაზე.

6. საბუქსირე ოპერაცია სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურში“ შემომავალი გემისთვის იწყება „ბურუნტაბიას“ კონცხის ტრავერზიდან და მთავრდება დანიშნულ ნავმისადგომთან გემის სრული დაფიქსირების და მიბმის დამთავრებისთანავე. გემის მომსახურე ბუქსირებიდან როგორც წესი, „ბურუნტაბიას“ კონცხის ტრავერზიდან 2 (ორი) ბუქსირი დაუყოვნებლივ უნდა იყოს დამაგრებული გემთან „ბიტინგებით“ იმისათვის, რომ შესაძლებელი ავარიული სიტუაციის წარმოქნისას მყისიერად მოახდინოს რეაგირება და დახმარება გემის მოძრაობის ინერციის ჩახშობაში, რათა თავიდან იყოს აცილებული ნავმისადგომის კონსტრუქციისა და თავად გემის დაშავება. საბუქსირე ოპერაციის დამთავრებას განსაზღვრავს ლოცმანი.

7. საბუქსირე ოპერაცია ნავსადგურიდან გამავალი გემისათვის იწყება საბუქსირე ბაწრების სრულად დამაგრებისა და მათი საიმედობის ვიზუალური შემოწმების შემდეგ და გრძელდება გემის ნავსადგურიდან სრულ გასვლამდე.

8. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ აკვატორიაში ცუდად მოძრავი ან არათვითმოძრავი მცურავი ერთეულები გადადგილდებიან სათანადო სიმძლავრის მქონე ბუქსირის საშუალებით მოცემული ოპერაციის დამთავრებამდე.

9. იმ შემთხვევაში, როდესაც სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით აუცილებელია ნავმისადგომთან მდგომი გემის სწორხაზოვანი მიმართულებით წინ ან უკან გადაწევა იგივე ნავმისადგომზე, ასეთი სახის ოპერაციაზე უნდა გაიცეს ნავსადგურის კაპიტნის თანხმობა. გამომდინარე გემის ზომებიდან, ამინდის მდგომარეობიდან და გადასაწევი მანძილის სიდიდიდან, საჭიროების შემთხვევაში ოპერაციის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით ნავსადგურის კაპიტანს უფლება აქვს სანავსადგურე ერთეულის ხარჯზე მოითხოვოს ერთი ბუქსირის, ორი ბუქსირის ან ლოცმანისა და ბუქსირების გამოყენება. იმ შემთხვევაში, თუ გემის გადანაცვლება ხდება ერთი ნავმისადგომიდან სხვა ნავმისადგომზე, მაშინ ასეთი ოპერაცია უნდა განხორციელდეს ლოცმანისა და სათანადო სიმძლავრის ბუქსირების დახმარებით.

10. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ სპეციფიკიდან გამომდინარე გემების ნავმისადგომებთან სათანადოდ და საიმედოდ დამაგრების უზრუნველსაყოფად, ყოველი გემის კაპიტანი ვალდებულია წელიწადის ნებისმიერ დროს სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ ნავმისადგომებთან უზრუნველყოს გემის დამაგრება, მხოლოდ სინთეტიკური ბაგირების (საბელის) საშუალებით, გემის განზომილებიდან გამომდინარე, სათანადო რაოდენობისა და პოზიციის (დანიშნულების) გათვალისწინებით.

11. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურში“ გემის მისაბმელი ბაგირების აუცილებელი რაოდენობა მოცემულია დანართ №15-ში.

თავი XVIII

ბათუმის იახტკლუბი

მუხლი 101. იახტკლუბი

1. იახტკლუბის ექსპლუატაცია (საქმიანობა) ხორციელდება აღნიშნული იახტკლუბის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული წესების შესაბამისად. იახტკლუბი ვალდებულია წესები და მასში განხორციელებული ცვლილებები გახადოს საჯარო, ასევე მიაწოდოს შესათანხმებლად სააგენტოს, დამტკიცებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

2. ექსპლუატაციის წესები როგორც მინიმუმ უნდა შეიცავდეს:

ა) იახტკლუბის ხელმძღვანელობის შესახებ ინფორმაციას და სტრუქტურას;

ბ) იახტკლუბის ტერიტორიაზე და აკვატორიაში იახტებისა და ფიზიკური პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მინიმალურ სტანდარტებს/წესებს;

გ) სახანძრო უსაფრთხოების პოლიტიკას;

დ) რისკის შეფასების პროცესს;

ე) ინციდენტებისა და უბედური შემთხვევების მართვისა და ანგარიშგების პროცედურებს, სამაშველო წესებს;

ვ) იახტკლუბის ტერიტორიის მარკირების წესებს;

ზ) იახტკლუბის რუკას (იახტების, აღჭურვილობისა და შესანახი ადგილების შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით);

თ) იახტკლუბში გარემოს და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესს; 

ი) ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის რეგულირების კუთხით იახტკლუბის ადმინისტრაცია;

კ) არასრულწლოვანთა და მოწყვლადი ჯგუფების დაცვის წესებს;

ლ) სტანდარტულ საოპერაციო პროცედურებს: ძებნა-გადარჩენის შესახებ.

3. იახტკლუბის ტერიტორიაზე ნაოსნობის უსაფრთხოების კონტროლს ახორციელებს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.

თავი XIX

ფოთის ნავსადგური

მუხლი 102. ფოთის ნავსადგური

1. ფოთის ნავსადგური მოიცავს სამხრეთ, ჩრდილოეთ შიდა და ახალი ნავსადგურის ნავსაყუდელებს, ავან პორტს, სამხრეთ, დასავლეთ და ახალ ჩრდილოეთ მოლს, შესასვლელ არხს და გარე რეიდს. ფოთის ნავსადგურის ტერიტორია შედგება დაცული (სარეჟიმო) და გახსნილი (ღია) ნაწილებისაგან.

2. ფოთის ნავსადგური შედგება 2 (ორი) სანავსადგურე ერთეულისგან, კერძოდ: სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ (APM Terminals Poti) და შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური“, რომელთაც გამოყოფილი აქვთ ზღვის შესაბამისი სივრცე ფოთის ნავსადგურის აკვატორიის სახით, გააჩნიათ განსაზღვრული სახმელეთო ტერიტორია და ჰიდროტექნიკური ნაგებობები, რომელთაც ჰყავთ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ადმინისტრაცია და რომელთაც გააჩნიათ ნაოსნობის თანაბარი უფლება ფოთის ნავსადგურის შესასვლელ არხში. ფოთის ნავსადგურის აკვატორია მოცემულია ამ „წესების“ დანართ №16-ში.

3. დაცული (სარეჟიმო) ნაწილი წარმოადგენს ნავსადგურის იმ ტერიტორიას, რომელზეც ვრცელდება ნავსადგურის უშიშროების დაცვის გეგმა და სერტიფიცირებულია „გემებისა და ნავსადგურების უშიშროების საერთაშორისო კოდექსის“ (ISPS) მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 103. ფოთის ნავსადგურის აკვატორია

1. ფოთის ნავსადგურის აკვატორია შემოსაზღვრულია შემდეგი კოორდინატებით:

LAT=42.08'0 N; LONG=041.39'58 E;

LAT=42.08'0 N; LONG=041.36'00 E;

LAT=42.12'0 N; LONG=041.34'00 E;

LAT=42.12'0 N; LONG=041.37'86 E;

 

რომელიც მოიცავს:

ა) ჩრდილოეთ ნავსაყუდელს – ნავსადგურის ზღვის სივრცე, რომელიც განლაგებულია დასავლეთ მოლის, ჩრდილოეთ მოლის (კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის სანავსადგურე ერთეულის №1 და №2 ნავმისადგომი) და შუა მოლის (კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის სანავსადგურე ერთეულის №12 და №13 ნავმისადგომი) შორის;

ბ) სამხრეთ ნავსაყუდელს – ნავსადგურის ზღვის სივრცე, რომელიც შემოსაზღვრულია სამხრეთი, დასავლეთი და შუა მოლით;

გ) შიდა ნავსაყუდელი – ზღვის სივრცე, რომელიც შემოსაზღვრულია კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის სანავსადგურე ერთეულის №1 და №2 საწარმოო რაიონებით, №7 ნავმისადგომით და ჩრდილოეთის ნავსაყუდელით;

დ) ახალი ნავსადგურის ნავსაყუდელს – ნავსადგურის ზღვის სივრცე, რომელიც შემოსაზღვრულია ჩრდილოეთ მოლით (ფოთის ახალი ნავსადგურის სანავსადგურე ერთეულის ნავმისადგომი №3), შიდა დასავლეთის მოლით №1 და შიდა დასავლეთის მოლით №2 (ფოთის ახალი ნავსადგურის სანავსადგურე ერთეულის ნავმისადგომი №2);

ე) ავან პორტს – ნავსადგურის ზღვის სივრცე, რომელიც შემოსაზღვრულია დასავლეთის მოლით, ახალი ჩრდილოეთის მოლით, შიდა დასავლეთ მოლით №1 და შიდა დასავლეთ მოლით №2 (ფოთის ახალი ნავსადგურის სანავსადგურე ერთეულის ნავმისადგომი №2;

ვ) ნავსადგურის შესასვლელ არხს;

ზ) გარე რეიდს.

მუხლი 104. ნავსადგურის შესასვლელი არხი

1. ნავსადგურის შესასვლელი არხი შედგება ორი მუხლისგან: პირველი მუხლის სიგანეა 100 (ასი) მეტრი, სიღრმე – 13 მეტრი, ღერძის მიმართულება – 1290-3090, სიგრძე – 5 (ხუთი) კბტ (926 მეტრი), ხოლო მეორე მუხლის სიგანეა – 50 მეტრი, სიღრმე – 13 მეტრი, ღერძის მიმართულება – 158,90-338,90, სიგრძე – 3,5 კტბ (სამ ნახევარი) (648 მეტრი).

2. ფოთის ნავსადგურის შესასვლელ არხში რეგულარულად მიმდინარეობს ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები 103-ე მუხლის „ვ“ პუნქტით განსაზღვრული არხის პარამეტრების შესანარჩუნებლად.

3. ყოველკვარტალურად ან ყოველი შტორმის შემდეგ უნდა ჩატარდეს შესასვლელი არხის სიღრმეების აზომვითი სამუშაოები. აზომვითი სამუშაოების ჩატარებისა და აზომვების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენისთანავე, ნავსადგურის კაპიტნის მიერ ხორციელდება ნავმისადგომებსა და შესასვლელ არხში ნაოსნობისათვის უსაფრთხო წყლის დერეფნის სიფართისა და დაშვებული წყალშიგის (სამუშაო სიღრმის) გამოცხადება. შესასვლელი არხით სარგებლობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 

მუხლი 105. გემის ღუზაზე დგომის რაიონები

1. გემის ღუზაზე დგომის:

ა) ჩრდილოეთი რაიონი №200 – გათვალისწინებულია მხოლოდ ტანკერებისა და/ან სახიფათო ტვირთებით დატვირთული გემის დგომისათვის;

ბ) სამხრეთი რაიონი №300 – №300 საღუზე რაიონში გამონაკლისის სახით დასაშვებია ტანკერების ღუზაზე დგომა, როდესაც №200 საღუზე რაიონი გადატვირთულია.

2. რეიდზე დგომისას სატვირთო ოპერაციების განსახორციელებლად გემებისათვის განკუთვნილია ღუზაზე დგომის ორი წერტილი: წერტილი№1 φ = 42​0 09,’6 №; λ =041​038,’0 E 16 (თექვსმეტი) მეტრი სიღრმეზე და წერტილი №2 φ = 42 ​009,'6 №; λ=041​0 37,'3 E 15 (თხუთმეტი) მეტრი სიღრმეზე. საზღვაო ლოცმანი ზემოხსენებულ წერტილებში ახორციელებს გემების დაყენებას გემის კაპიტნის მოთხოვნით.

3. ფოთის ნავსადგურში გემის რეიდზე დგომის პერიოდში ნაყარი ტვირთისთვის დასაშვებია ტვირთის გადმოტვირთვის ოპერაციები, რისთვისაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ბარჟა ან ნებისმიერი მცურავი საშუალება. ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური ადგენს რეიდზე დგომის ადგილს, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ტვირთის გადმოტვირთვის ოპერაციები. ბარჟის გამოყენება დასაშვებია დუგლასის შკალით 3 (სამი) ბალამდე (ტალღის სიმაღლე არ აღემატება 1,25) ზღვის ღელვის პირობებში. თუ გამოყენებული იქნება სხვა მცურავი საშუალებები (მცირე ზომის გემები), ზემოაღნიშნული ოპერაციების განხორციელება შესაძლებელია ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურისა და გემის კაპიტნის შეთანხმების საფუძველზე.

მუხლი 106. ბუქსირით მომსახურება და სხვა მნიშვნელოვანი პირობები

1. ფოთის ნავსადგურში საბუქსირე ოპერაციები ხორციელდება ამ „წესების“ დანართი №17-ის შესაბამისად.

2. აკრძალულია ფოთის ნავსადგურში ბუქსირით ოპერაციების წარმოება, თუ ქარის სიჩქარე აღემატება 17 (ჩვიდმეტი) მ/წმ (ბოფორტის შკალით 7 ბალი). გემის საჭის, ღუზის და მთავარი ძრავის გაუმართაობის შემთხვევაში ბუქსირით ოპერაციების წარმოება ნებადართულია, თუ ქარის სიჩქარე 10 (ათი) მ/წმ-ს (ბოფორტის შკალით 5 ბალი) არ აღემატება.

3. გემს, რომელსაც ექსპლუატაციიდან გამოსული აქვს მთავარი ძრავი ან საჭის დანადგარი, ფოთის ნავსადგურის აკვატორიაში ბუქსირით ოპერაციების განხორციელებისას, ჩართული უნდა ჰქონდეს COLREG-72-ით გათვალისწინებული შუქები და ნიშნები.

4. განსაკუთრებული პირობებების არსებობისას დაბალი წყალშიგის მქონე მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემები შეიძლება დაყენებულ იქნეს ღუზაზე შიდა აკვატორიაში, სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით.

5. იმ შემთხვევაში, თუ 100 მეტრი და ნაკლები სიგრძის გემს არ გააჩნია საკმარისი სიმძლავრის, ცხვირის სამართავი მოწყობილობა (Bow Thruster), ან გააჩნია და არ არის მუშა მდგომარეობაში, ან თუ სალოცმანო გაცილების დაწყებამდე, ლოცმანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონკრეტული გემისთვის, მისი ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, აგრეთვე ფაქტობრივი მეტეროლოგიური პირობების გათვალისწინებთ (ქარი, ტალღა, დინება, ხილვადობის გაუარესება) გემის უსაფრთხო შემოსვლა ან გასვლისათვის (სანავსადგურე ერთეულში ან სანავსადგურე რთეულიდან) ესაჭიროება 2 ბუქსირი, სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს მეორე ბუქსირის გამოყოფა მანევრირებისათვის.

6. სალოცმანო გაცილება და გემისათვის ბუქსირით მომსახურებით უზრუნველყოფა, გარდა ამ „წესების“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სავალდებულოა.

7. სიგრძით 180 (ას ოთხმოცი) მეტრზე და/ან წყალშიგით 9,0 მეტრზე მეტი გემის ფოთის ნავსადგურში შესვლა/გასვლა დასაშვებია მხოლოდ დღის ნათელ პერიოდში.

8. ქარის სიჩქარის 17 (ჩვიდმეტი) მ/წმ (ბოფორტის შკალით 7 (შვიდი) ბალი) და მეტად გაძლიერებისას ან/და ხილვადობის 0,5 საზღვაო მილზე ნაკლები შემცირებისას, აგრეთვე, შესასვლელ არხთან დუგლასის შკალით 5 (ხუთი) ბალზე მეტი ლივლივისას/ღელვისას ან საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ საშტორმო გაფრთხილების გამოცხადებისას ნავსადგური იხურება. საშტორმო გაფრთხილების გამოცხადებისას, ნავსადგურში გემების შესვლა/გასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური ფაქტობრივი ამინდის პირობების გათვალისწინებით და კონკრეტული გემის კაპიტანთან და საზღვაო ლოცმანთან შეთანხმების საფუძველზე.

9. დასაშვებია თევზსაჭერი სეინერების ფოთის ნავსადგურიდან გასვლა, თევზის რეწვის რაიონში ნაპირიდან არაუმეტეს 6 (ექვსი) საზღვაო მილისა, ტალღის ამპლიტუდის სიმაღლე არაუმეტეს 2 (ორი) მეტრისა დუგლასის შკალით 5 (ხუთი) ბალი ან ქარის სიმძლავრე არაუმეტეს ბოფორტის შკალით 7 (შვიდი) ბალისა (14 მ/წმ-ში), მაგრამ არაუმეტეს სარეგისტრაციო დოკუმენტებით მინიჭებული ნაოსნობის უფლების შესაბამისად.

10. ფოთის ნავსადგურში ბორანის მოძრაობა და მისაბმელი ოპერაციები, როგორც წესი, წარმოებს ქარის მიმართულებით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 (ათი) მ/წმ (ბოფორტის შკალით 5 (ხუთი) ბალი).

11. ფოთის ნავსადგურში გემის უსაფრთხო მაქსიმალური სიჩქარეა 5 (ხუთი) კვანძი.

12. ფოთის ნავსადგურის შესასვლელ არხში გემზე საზღვაო ლოცმანის მიღება და ნავსადგურში შესვლა/გასვლის ოპერაციების წარმოება დასაშვებია შემდეგი პირობების დაკმაყოფილებისას:

ა) არსებობს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის, ლოცმანის და გემის კაპიტნის ერთობლივი შეთანხმება;

ბ) სალოცმანო კატარღას გააჩნია შესაბამისი სამანევრო მონაცემები, ლოცმანის გემზე გადასმასა და ჩამოხსნისათვის;

გ) როცა ქარი უბერავს აღმოსავლეთის მხრიდან დასაშვებია ლოცმანის გემზე გადასმა და შესვლა/გასვლის ოპერაციების განხორციელება ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე, თუ ქარის სიმძლავრე არ აღემატება 17 (ჩვიდმეტი) მ/წმ-ს (ბოფორტის შკალით 7 (შვიდი) ბალი;

დ) არახელსაყრელი კლიმატური პირობების დროს (ზღვის ტალღის სიმაღლე დუგლასის შკალით შეადგენს 2,50-4.0 მეტრს) ნებისმიერი გემისათვის მაქსიმალური დასაშვები წყალშიგი შემოსასვლელ არხში უსაფრთხო მოძრაობისათვის გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

 

თუ არახელსაყრელი კლიმატური პირობების დროს ტალღის სიმაღლე აღემატება დუგლასის შკალით 4 (ოთხი) მეტრს ნავსადგურში გემის შემოსვლა და გემის გასვლა აკრძალულია.

მუხლი 107. სანავსადგურე ერთეული სსკორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურისსპეციალური დებულებები

1. სანავსადგურე ერთეული სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურში“ შემსვლელი გემის მაქსიმალური დასაშვები ზომებია: სიგრძე 240 (ორას ორმოცი) მეტრი, სიგანე 35 (ოცდათხუთმეტი) მეტრი და წყალშიგი 12.0 მეტრი. მონაცემები სანავსადგურე ერთეული სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ნავმისადგომების შესახებ მოცემულია ამ „წესების“ დანართ №18-ში.

2. იმ სარკინიგზო, საავტომობილო და სამგზავრო ბორანის, რომელიც აღჭურვილია ორი მთავარი ძრავით და შესაბამისად ორი სანიჩბავი ხრახნით, ასევე ცხვირის მისაბჯენი მოწყობილობით, სანავსადგურე ერთეული სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურში“ შესვლა/გასვლა და მიბმა დასაშვებია დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში, გემის მაქსიმალური სიგრძით 195 (ას ოთხმოცდათხუთმეტი) მეტრი და მაქსიმალური წყალშიგით 8,5 მეტრი, კარგ ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებში და გემის კაპიტნის თანხმობის შემთხვევაში, მხოლოდ №2 სარკინიგზო-საბორნე ნავმისადგომთან.

3. იმ კონტეინერმზიდი გემის, რომელიც აღჭურვილია მისადგომი/მისაბჯენი მოწყობილობით, სანავსადგურე ერთეული სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურში“ შესვლა/გასვლა და მიბმა დასაშვებია, მხოლოდ №14 საკონტეინერო ნავმისადგომთან, დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში, გემის მაქსიმალური სიგრძით 190 (ას ოთხმოცდაათი) მეტრი და მაქსიმალური წყალშიგით 8,5 (რვა-ნახევარი) მეტრი, თუ ქარის სიმძლავრე არ აღემატება 10-12 მ/წმ-ს, გემის კაპიტნის თანხმობის შემთხვევაში.

მუხლი 108. სანავსადგურე ერთეული სსკორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურისსატვირთო ოპერაციები

1. სანავსადგურე ერთეული სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურში“ გემების დამუშავებისათვის გააჩნია – I და II საწარმოო რაიონი, საკონტეინერო ტერმინალი, საბორნე ტერმინალი, ნავთობტერმინალი და სამხრეთი რაიონი (მრავალმიზნობრივი ტერმინალი).

2. სანავსადგურე ერთეული სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურში“:

ა) №7, №8, №9, №10, №12 და №14 ნავმისადგომებზე წარმოებს გენერალური ტვირთის და ნაყარი მარცვლეულის, აგრეთვე სხვა ტვირთით დატვირთული გემის დამუშავება;

ბ) №3, №4, №5, №6 ნავმისადგომზე წარმოებს გენერალური და ნაყარი ტვირთით, ლითონნაწარმით, ჯართით, ქიმიკატებით დატვირთული გემის დამუშავება;

გ) საკონტეინერო ტერმინალში (№7 ნავმისადგომი) წარმოებს კონტეინერებით, დანადგარებით და სხვა ტვირთით დატვირთული გემები;

დ) №2 ნავმისადგომზე წარმოებს ნავთობმზიდი ტანკერის და სარკინიგზო ბორანის დამუშავება;

ე) ნავთობტერმინალში (№1 ნავმისადგომი) წარმოებს 61◦C-ზე მეტი აალების ტემპერატურის მქონე ნავთობპროდუქტების დამუშავება. აღნიშნულ ნავმისადგომებზე შესაძლებელია საკონტეინერო ტვირთების გადამუშავება სააგენტოსთან შეთანხმებული ტექნოლოგიური რუკისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის გეგმის შესაბამისად.

ვ) №2 ნავმისადგომზე ბორანის მიბმის ოპერაციების ან გასვლის დროს, სატვირთო ოპერაციები უნდა გაჩერდეს №1 ნავმისადგომზე.

ზ) №11 ნავმისადგომი გამოიყენება ნავსადგურის დამხმარე ფლოტის დგომისათვის.

თ) №2, №7, №12, №13 და №14 ნავმისადგომებზე წარმოებს საავტომობილო ბორნების და გენერალური ტვირთის მქონე გემების დამუშავება;

ი) სამხრეთ რაიონში (№14 ნავმისადგომი) წარმოებს გენერალური და ნაყარი ტვირთის, კონტეინერების, დანადგარების და სხვა მძიმე წონის ტვირთის მქონე გემების დამუშავება;

კ) №15 ნავმისადგომზე წარმოებს ნაყარი მარცვლეულისა და სხვა გენერალური ტვირთის დამუშავება.

3. სანავსადგურე ერთეული სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ არსებული ამწეების ექსპლუატაცია უნდა შეჩერდეს ამწის ტექნიკური სპეციფიკის გათვალისწინებით, იმ პირობით რომ დაცულია უსაფრთხოების მინიმალურ ზღვარი (ტექნიკური სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მაქსიმალურ დასაშვებ ოდენობაზე 10% ნაკლები ზღვარი).

მუხლი 109. სანავსადგურე ერთეული შპსფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურისსპეციალური დებულებები

1. მონაცემები სანავსადგურე ერთეული შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ ნავმისადგომების შესახებ მოცემულია ამ „წესების“ დანართი №19-ში.

2. სანავსადგურე ერთეული შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურში“ შემსვლელი გემის მაქსიმალური დასაშვები ზომებია: სიგრძე 225 (ორასოცდახუთი) მეტრი, სიგანე 35 (ოცდათხუთმეტი) მეტრი, წყალშიგი – 12.5 (თორმეტრნახევარი) მეტრი.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ტალღას 4 ბალი დუგლასის შკალით და ქარის სიჩქარე 10 მ/წმ-დეა, სანავსადგურე ერთეული შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურში“ კონტეინერმზიდი გემების შესვლისას მათი წყალჯდომა არ უნდა აღემატებოდეს 10.1 (ათ) მეტრს.

4. იმ შემთხვევაში როდესაც ადგილი აქვს დასავლეთის ტალღას 3 ბალი დუგლასის შკალით და დასავლეთის ქარის სიჩქარე 9 მ/წმ-დეა, სანავსადგურე ერთეული შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურიდან“ კონტეინერმზიდი გემების გასვლისას მათი წყალჯდომა არ უნდა აღემატებოდეს 10.7 (ათ მთელ შვიდ მეათედ) მეტრს.

5. სანავსადგურე ერთეული შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ ადმინისტრაცია ვალდებულია ყოველკვარტალურად ჩაატაროს ავან პორტისა და ახალი ნავსადგურის ნავსაყუდელის სიღრმეების აზომვითი სამუშაოები. აზომვითი სამუშაოების ჩატარებისა და აზომვების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენისთანავე, ნავსადგურის კაპიტნის მიერ ხორციელდება სანავსადგურე ერთეული შპს „ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში“ ნაოსნობისათვის უსაფრთხო წყლის დერეფნის სიფართისა და დაშვებული წყალშიგის (სამუშაო სიღრმის) გამოცხადება.

მუხლი 110. სატვირთო ოპერაციები სანავსადგურე ერთეული შპსფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურში

1. სანავსადგურე ერთეული შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურს“ გემების დამუშავებისათვის გააჩნია – საწარმოო რაიონი და ჩრდილოეთ რაიონი. საწარმოო რაიონი მოიცავს გენერალური და ნაყარი ტვირთების ტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს, საბორნე ტერმინალს, ჩრდილოეთ რაიონი გამოიყენება ნავსადგურის დამხმარე ფლოტისა და თევზსაჭერი გემების დგომისათვის. ასევე ადგილობრივი დანიშნულების გენერალური და ნაყარი ტვირთების დასამუშავებლად.

2. სანავსადგურე ერთეული შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“:

ა) საწარმოო რაიონში (№1, №2, №3, №4 ნავმისადგომები) წარმოებს გენერალური და ნაყარი ტვირთის, კონტეინერების, სამგზავრო და სატვირთო ბორნების, აგრეთვე სხვა ტვირთით დატვირთული გემების დამუშავება;

ა.ა) №1 ნავმისადგომზე წარმოებს გენერალური და ნაყარი ტვირთის, კონტეინერების, მძიმე და არაგაბარიტული ტვირთების დამუშავება,

ა.ბ) №2 ნავმისადგომზე წარმოებს გენერალური და ნაყარი ტვირთის დამუშავება,

ა.გ) №3 ნავმისადგომზე წარმოებს გენერალური და ნაყარი ტვირთის დამუშავება. იგი ასევე გამოიყენება ნავსადგურის დამხმარე ფლოტისა და თევზსაჭერი გემების დგომისათვის,

ა.დ) №4 ნავმისადგომზე წარმოებს რო -რო ტიპის საავტომობილო ბორნების დამუშავება,

ბ) ჩრდილოეთ რაიონი (№5 ნავმისადგომი) გამოიყენება ნავსადგურის დამხმარე ფლოტისა და თევზსაჭერი გემების დგომისათვის. ასევე ადგილობრივი დანიშნულების გენერალური და ნაყარი ტვირთების დასამუშავებლად.

3. სანავსადგურე ერთეული შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურში“ არსებული ამწეების ექსპლუატაცია უნდა შეჩერდეს ამწის ტექნიკური სპეციფიკის გათვალისწინებით, იმ პირობით რომ დაცულია უსაფრთხოების მინიმალურ ზღვარი (ტექნიკური სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მაქსიმალურ დასაშვებ ოდენობაზე 10% ნაკლები ზღვარი).

თავი XX

სუფსის ნავსადგური

 მუხლი 111. სუფსის ნავსადგურის აკვატორია

1. სუფსის ნავსადგურის აკვატორიის ფარგლებში აკრძალულია სამგზავრო გემების ნაოსნობა.

2. სუფსის ნავსადგურის აკვატორიაში წყლის დინებები ძირითადად ჩრდილო-დასავლეთით, სანაპიროს გასწვრივ არის მიმართული და ხშირად აღემატება 0,5 კვანძს. ქარი უფრო ხშირია დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან, ყველაზე ძლიერი ქარი ზამთრის თვეებში აღინიშნება, როდესაც შესაძლებელია, მისი სიჩქარე 30 კვანძს აღემატებოდეს.

3. სუფსის ნავსადგურის აკვატორიაში გამოყოფილია გემის ღუზაზე დგომის ორი წერტილი:

ა) წერტილი 1- φ = 42​0 02’ 10“ №; λ =41​041’35;

ბ) წერტილი 2 – φ= 42​0 02’ 40“ №;λ= 41​0 40’ 50“ E.

მუხლი 112. SPM-ის ტივტივა გემმისაბმელი სისტემა

1. SPM არის ყვითლად შეღებილი, კვადრატის ფორმის შედუღებული კონსტრუქცია, რომელზეც დამაგრებულია ყოველი მხრით მიმართული სანისლე-საყვირი, რომელიც შეტყობინებებს ყოველ 30 წამში მორზეს ანბანის (U) მეშვეობით გადასცემს, მისი დიაპაზონია 5.0 საზღვაო მილი. თეთრი სანავიგაციო შუქი განმეორებით რეჟიმში მორზეს ანბანის (U) მიხედვით, 15 წამის განმავლობაში ანათებს, აქვე დამონტაჟებულია რადიოლოკაციური შუქურა (Racon Beacon).

2. SPM-ს კოორდინატებია: φ =42001’10.753” №, λ =41042’39.875 E.

3. SPM-ის სატვირთო ოპერატორია საქართველოს მილსადენი კომპანია (შემდგომში – სმკ).

4. SPM ტივტივა მდებარეობს მდ. სუფსის შესართავიდან დასავლეთით დაახლოებით 2 საზღვაო მილის მანძილზე და ფოთის ნავსადგურის სამხრეთით 8 საზღვაო მილის მანძილზე, ღია ზღვაში. იგი ამინდის ზემოქმედებისაგან დაუცველია. ტერმინალში წყლის სიღრმე 50 მეტრია, ტივტივისგან ნაპირისაკენ პირდაპირი მიმართულებით, დაახლოებით 0.45 საზღვაო მილის მანძილზე კი 20 მეტრამდე მცირდება.

5. SPM-ის ადგილმდებარეობა გათვალისწინებულია დანართი №20-ის შესაბამისად.

6. SPM ტივტივა განკუთვნილია ტანკერების განთავსებისათვის. SPM-ზე შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი ზომის ტანკერების დატვირთვა: მინიმალური სიგრძე – 240 (ორას ორმოცი) მეტრი, მაქსიმალური სიგრძე 255 (ორას ორმოცდათხუთმეტი) მეტრი; მინიმალური სიგანე – 33 (ოცდაცამეტი) მეტრი, მაქსიმალური სიგანე 46 (ორმოცდაექვსი) მეტრი; მაქსიმალური წყალშიგი 17.5 მეტრი. მაქსიმალური სრული წყალწყვა 145, 000 ტონა.

7. SPM-დან 500 (ხუთასი) მეტრი რადიუსის საზღვაო სივრცე წარმოადგენს უსაფრთხო ნაოსნობის ზონას, სადაც აკრძალულია ნაოსნობა ან/და გემის ღუზაზე დგომა (ნაოსნობა, ღუზაზე დგომის გარეშე, ნებადართულია მხოლოდ ტანკერებისათვის, რომლებიც აღნიშნულ ზონაშიშედიან დატვირთვა – გადმოტვირთვის მიზნით; ბუქსირმზიდი გემისა და სხვა გემებისათვის, რომლებიც ახორციელებენ SPM-ის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ მომსახურებას). უსაფრთხო ნაოსნობის ზონაში თევზმჭერი ბადის/რეწვის ინსტრუმენტი გამოყენება აკრძალულია.

8. SPM ნაპირთან დაკავშირებულია წყალქვეშა მილსადენით, რომლის აზიმუტია 2420 – 620. წყალქვეშა მილსადენის გასწვრივ თოთოეულ მხარეს მდებარე 250 (ორას ორმოცდაათი) მეტრის სიგანის საზღვაო სივრცე წარმოადგენს უსაფრთხო ნაოსნობის ზონას, სადაც აკრძალულია ნაოსნობა, თევზმჭერი ბადის/ტრალის/ქისა ბადის გამოყენება და/ან გემის ღუზაზე დგომა.

მუხლი 113. საზღვაო ლოცმანი

1. სუფსის საზღვაო ნავსადგურში გემის დატვირთვისათვის სავალდებულოა სალოცმანო გაცილების განხორციელება.

2. ორი ლოცმანი-ჩატვირთვების ხელმძღვანელი (Pilot – Loading Master) გემზე ადის უსაფრთხო ბორტის მხარეს ნავსადგურის მცურავი ნავმისადგომიდან (SPM) დასავლეთით, 3 (სამი) საზღვაო მილის მანძილზე, რისთვისაც ნავსადგურის ბარკასი გამოიყენება.

3. სანაპიროს პერსონალის ტანკერის ბორტზე ასვლისა და ტანკერის კოლექტორთან შლანგების მისაერთებელი აღჭურვილობის განთავსების შემდეგ, ლოცმანი-ჩატვირთვების ხელმძღვანელი იწყებს ნავსადგურის მცურავ ნავმისადგომთან (SPM) მიახლოებას.

4.ლოცმანი – ჩატვირთვების ხელმძღვანელის გემზე ასვლის პარალელურად, მარცხენა ბორტის ამწე საექსპლუატაციო მდგომარეობაშია მოყვანილი და პერსონალი მზადაა, ჩატვირთოს აღჭურვილობა, რომელიც შლანგების მიერთებისთვის არის აუცილებელი.

5. გემის მიბმა ხორციელდება მხოლოდ დღის საათებში, დატვირთვა და ნავმისადგომიდან აშვება კი – ნებისმიერ დროს, როცა ამინდი ამის საშუალებას იძლევა.

6. ლოცმანი  ჩატვირთვების ხელმძღვანელები გემზე დარჩებიან ტივტივასტან SPM- თან მისი ყოფნის განმავლობაში. თუ გემი სიბნელის პერიოდში შემოდის, კაპიტანს შეუძლია ღუზაზე დადგომა ან დრეიფში დადგომა გათენებამდე, როცა პერსონალის ბორტზე მისაღებად მზადყოფნაში მყოფი გემი SPM -დან დასავლეთით 3.0 საზღვაო მილის მოშორებით დგას.

მუხლი 114. ბუქსირით მომსახურების პირობები სუფსის ნავსადგურში

1. SPM-ზე ტანკერის დაყენების და სატვირთო ოპერაციების წარმოების და SPM-ზე დგომის დროს ბუქსირით უზრუნველყოფა აუცილებელია.

2. გემის კაპიტანმა, უშუალოდ ან აგენტის მეშვეობით, განაცხადი საბუქსირე უზრუნველყოფაზე უნდა გააკეთოს ნავსადგურთან ან ბუქსირით მომსახურე კომპანიასთან, ნავსადგურში შესვლამდე 24 (ოცდაოთხი) საათით ადრე და დაადასტუროს განაცხადი ნავსადგურში შესვლამდე 2 (ორი) საათით ადრე 70 (სამოცაათი) და 16 (თექვსმეტი) ულტრამოკლე რადიოტალღაზე.

3. ბუქსირით უზრუნველყოფის განაცხადის გაფორმება ხორციელდება ტანკერის ნავსადგურიდან გასვლის გაფორმებამდე. ბუქსირის მომსახურება დასტურდება საბუქსირე მომსახურების ქვითარში კაპიტნის ხელმოწერით, ტანკერის ნავსადგურიდან გასვლამდე.

მუხლი 115. თევზსაჭერი, მცირეტონაჟიანი ან ზომამცირე გემების მოძრაობა

1. სუფსის ნავსადგურის აკვატორიაში თევზსაჭერი, მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემების შესვლა ხორციელდება ნებისმიერ მიმართულებიდან, ამასთან, უსაფრთხო ნაოსნობის ზონაში SPM-დან 500 (ხუთასი) მეტრი რადიუსში გემების შესვლა აკრძალულია, ხოლო წყალქვეშა მილსადენის გასწვრივ, მილსადენის ღერძიდან თითოეულ მხარეს 250 მეტრიან ზონაში (ფსკერიდან წყლის ზედაპირამდე) თევზსაჭერი, მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემების გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ სანაპირო დაცვის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში.

2. სუფსის ნავსადგურში ტანკერის შესვლის, ღუზაზე დგომის (მათ შორის, SPM-თან), მისაბმელი ოპერაციების განხორციელების ან ნავსადგურიდან გასვლის შემთხვევაში, ნაოსნობა დროებით იზღუდება/იკრძალება საზღვაო ნავსადგურის კაპიტნის მიერ სუფსის ტერმინალიდან მიღებული ინფორმაციისა და დროის ფარგლებში:

 

სუფსა (S UP S A)

1. φ=42​003.202'N

2. φ=42​003.202'N

3. φ=42​000.502'N

4. φ=42​000.502'N

λ=41​043.800'E

λ=41​040.000'E

λ=41​042.200'E

λ=41​045.600'E

 

აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობება სანაპირო დაცვის დეპარტამენტს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ გემი არ დგას SPM-თან და არ მიმდინარეობს სატვირთო ოპერაციები, დასაშვებია (01 მაისიდან – 01 ნოემბრამდე) 100 საერთო ტევადობა და მასზე ნაკლები (გასართობი, სასეირნო, ტურისტული, სპორტული და სხვა მიზნებისთვის) მცურავი საშუალების გადაადგილება შემდეგ კოორდინატებში:

ა) φ=42​​003.202’ №; λ =041​​043.55’ E;

ბ) φ=42​​003.202’ №; λ=041​​043.0’ E;

გ) φ =42​​002.0’ №; λ=041​​043.5’ E;

დ) φ=42​​002.0’ №; λ=041​​044.34’ E.

4. სუფსის ნავსადგურში ტანკერის შესვლის, ღუზაზე დგომის, ნავსადგურიდან გასვლის შემთხვევაში, დასაშვებია შესაბამისი ნებართვის მქონე სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი პირის საკუთრებაში არსებული მცურავი საშუალებების გადაადგილება შემდეგ კოორდინატებში:

ა) φ= 42° 01.150'N; λ=041° 45.200'E

ბ) φ= 42° 01.060'N; λ=041° 44.750'E

გ) φ= 42° 00.70'N ; λ=041° 44.770'E

დ) φ=42° 00.700'N ; λ=041° 45.300'E

5. გემის SPM-თან დგომის დროს, დასაშვებია შესაბამისი ნებართვის მქონე სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ ტექნიკური სამუშაოების წარმოება, საჭიროების შემთხვევაში, თუ ინფორმაცია სამუშაოების დაწყებამდე შეთანხმებულია ნავსადგურის კაპიტანსა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან.

6. SPM-თან რაიმე სახის ოპერაცია დასაშვებია, მხოლოდ ავარიულ და გადაუდებელ სიტუაციაში ან საღუზე რაიონთან მდგომ გემზე ეკიპაჟის შეცვლის მიზნით, მარაგების შევსების მიზნით ან სხვა ობიექტური მიზეზებით. მცურავი საშულების მიახლოება დასაშვებია ნავსადგურის კაპიტანთან და სანაპირო დაცვასთან სამსახურთან შეთანხმებით.

მუხლი 116. რეიდზე დგომა

1. სუფსის ნავსადგურში ტანკერების დგომა რეიდზე შესაძლებელია ღუზაზე დგომის ადგილებზე, მდინარე სუფსის შესართავთან, შემდეგი კოორდინატებით:

ა) №1 φ = 42​002'10“N; λ = 41​041’35“E;

ბ) №2 φ = 42​002’40“N; λ =41​040’50“E.

 

2. მცირეტონაჟიანი, ზომამცირე და თევზსაჭერი გემების ღუზაზე დგომა შესაძლებელია მდინარე სუფსის შესართავში.

მუხლი 117. ტანკერის SPM-ის ტივტივა გემმისაბმელ სისტემასთან დაყენება

1. ტანკერის მცურავ ნავმისადგომთან დაყენება ხორციელდება მხოლოდ დღის ნათელ პერიოდში სუფსის ტერმინალის მიერ, ფოთის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან შეთანხმებით, სმკ-ის შეტყობინებით.

2. SPM-თან მდგომი ტანკერის საწვავით მომარაგება აკრძალულია.

3. გემის კაპიტანი, ტანკერის SPM-ზე დაყენების მთელ პერიოდში, უნდა იმყოფებოდეს ხიდურაზე. ასევე, დროის იმ პერიოდში, როცა გემი SPM-დან 1.0 საზღვაო მილის ფარგლებში მანევრირებს, კაპიტანი ყოველთვის ხიდურაზე უნდა იმყოფებოდეს.

4. პირი, რომელიც ახორციელებს სუფსის აკვატორიაში ტანკერის დაყენებას და მოხსნას, მცურავ ტივტივასთან (შემდგომში – PILOT/LOADING-MASTER უნდა იმყოფებოდეს ტანკერის ცხვირის გემბანზე. იგი ატყობინებს საზღვაო ლოცმანს (PILOT/LOADING-MASTER), რომელიც იმყოფება ტანკერის სანავიგაციო ხიდურაზე, ტანკერის მიმართულებისა და SPM-სთან მიახლოების მანძილის შესახებ.

მუხლი 118. SPM-ის ტივტივა გემმისაბმელ სისტემასთან დგომა

1. SPM-თან მდგარ ტანკერს ეკრძალება აწარმოოს იმ მექანიზმების სარემონტო სამუშაოები, რომლებიც აუცილებელია გემის სვლისა და მანევრირებისათვის

2. SPM-თან დგომისა და სატვირთო ოპერაციების მიმდინარეობის მთელ პერიოდში ტანკერზე უნდა იმყოფებოდეს კაპიტანი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კაპიტნის უფროსი თანაშემწე.

მუხლი 119. ტანკერის SPM-ის ტივტივა გემმისაბმელი სისტემიდან აშვება და გასვლა

1. დატვირთვის დამთავრების შემდეგ ტანკერის კაპიტანი და PILOT/LOADING-MASTER უნდა შეთანხმდნენ ტანკერის აშვების გეგმაზე.

2. SPM-თან ტანკერის დგომის დროს ეკიპაჟი მასზე უნდა იმყოფებოდეს სრული შემადგენლობით.

3. ტანკერის გასვლა SPM-დან დამოკიდებულია ნაოსნობისათვის ხელსაყრელი ამინდის პირობებზე და ხორციელდება:

ა) ტანკერის სატვირთო სამუშაოების დასრულების შემდეგ;

ბ) ამინდის პირობების გაუარესების გამო ტანკერის სატვირთო სამუშაოების შეჩერების შემთხვევაში;

გ) თუ არ არის უზრუნველყოფილი საბუქსირე მომსახურება დრეკადი სატვირთო მილების გადახსნის შემდეგ.

მუხლი 120. ბალასტისაგან გათავისუფლება

1. სუფსის ნავსადგურს და ტერმინალს არა აქვს ბალასტის მისაღები ან განთავსების მოწყობილობები, რის გამოც სუფსის ნავსადგურში დასატვირთად დაიშვება მხოლოდ სეგრეგირებული ბალასტის მქონე ტანკერი.

2. შემოსულ გემებს, რომელთა ბალასტიც ზღვაში გადასაქაჩად ვარგისი არ არის, უარი განეცხადებათ დატვირთვაზე ან, სუფსის ტერმინალის სანაპიროს ობიექტის მენეჯერის შეხედულებისამებრ, მოეთხოვებათ ბალასტის აღნიშნული ნაწილის ბორტზე შენარჩუნება.

3. გემი, რომელიც ბორტის გარეთ გადაქაჩავს დაბინძურებულ ბალასტს, დაბინძურების საწინააღმდეგო საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობების რეგულირების სფეროში ხვდება.

4. ლოცმანი – ჩატვირთვების ხელმძღვანელები არ ამოწმებენ სატვირთო ტანკებს დატვირთვის წინ და არ აწერენ ხელს სერტიფიკატებს, რომლებიც მათ სიცარიელებს ან დატვირთვისათვის ვარგისიანობას ადასტურებს.

5. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აუცილებელია მთელი საბალასტო წყლებიდან ნიმუშების აღება ნახშირწყალბადების, აგრეთვე მავნე ჰიდრობიონტებისა და პათოგენების აღმოჩენის მიზნით. შესაბამისად, გემებმა საბალასტო ოპერაციები IMO-ს საბალასტო წყლის მართვისა და კონტროლის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით უნდა მართონ, რაც პოტენციური დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს.

 

თავი XXI

ყულევის ნავსადგური

მუხლი 121. ყულევის ნავსადგურის საზღვრები

1. ყულევის ნავსადგური განლაგებულია მდინარე ხობის მარცხენა ნაპირზე. ნავსადგურის ჩრდილოეთი საზღვარი გადის ზღვიდან მდინარე ხობის მარჯვენა სანაპიროს გასწვრივ, მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით. აღმოსავლეთის საზღვარი გადის მდინარე ცივისა და მდინარე ხობის შეერთების ადგილიდან, მდინარე ცივის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ ხიდამდე, რომელიც გადადის მდინარე ცივზე. სამხრეთი საზღვარი გადაკვეთს კუნძულს ხიდიდან ზღვის ნაპირისკენ. ნავსადგურის ტერიტორიის, აკვატორიის და მისასვლელი არხის კოორდინატები დატანილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებულ საკადასტრო და საზღვაო რუკებზე. ყულევის ნავსადგურის საზღვრების კოორდინატები და გრაფიკული სქემა მოყვანილია დანართში №21-ში.

2. ყულევის ნავსადგური შედგება სანავსადგურე ერთეული შპს „შავი ზღვის ტერმინალის“, მდინარეების – ხობისა და ცივის შიდა სამდინარო აკვატორიისა და მისასვლელი არხისაგან.

3. ნავთობტერმინალი მოიცავს საინჟინრო ნაგებობების კომპლექსს ნავთობის, ნავთობპროდუქტების, თხევადი ნახშირწყალბადის, ნარჩენების, წყლისა და ნავთობის მინარევების გადასატვირთად და შესანახად, თხევადი გაზის გადამტვირთავ ესტაკადას შესაბამისი ინფრასტუქტურით.

4. საზღვაო ტერმინალის კომპლექსი, რომელიც მოიცავს 3 ჰიდროტექნიკურ სანავმისადგომო ნაგებობას, უზრუნველყოფს ტანკერების და სანავსადგურე ფლოტის დგომას, ნავთობტერმინალის ობიექტებთან კავშირს, ნავთობის, ნავთობპროდუქტების, თხევადი ნახშირწყალბადის, ნარჩენების, წყლისა და ნავთობის მინარევების ტრანსპორტირებას, აგრეთვე მათ ტანკერებზე გადატვირთვას.

5. სამხრეთ-დასავლეთით (SW) ზღვასა და ნავსადგურის საზღვარს შორის გადის აკუმულაციური ქვიშიანი ლილვი. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით (NE) ნავსადგურის საზღვრის ფარგლებში მიედინება მდინარე ცივი.

6. ყულევის ნავსადგურში დაიშვება მხოლოდ ნავთობთან და თხევად გაზთან დაკავშირებული ოპერაციები.

მუხლი 122. ყულევის ნავსადგურის სანავიგაციო პირობები

1. ყულევის ნავსადგურის შესასვლელი მდებარეობს მდინარე ხობის შესართავთან 7,6 მილში, ანაკლიის კონცხის სამხრეთ სამხრეთ-დასავლეთით (SSE).

2. მდინარე ხობის შესართავის რაიონში ნაპირი არის დაბალი, ქვიშიანი. მდინარე ხობის შესართავი ადვილად ამოსაცნობია ჩაძირული გემების ჯგუფით, რომლებიც იცავენ სამხრეთ-დასავლეთით (SW) ღელვისაგან და ლივლივისაგან. მდინარე ხობის მარცხენა სანაპიროზე განლაგებულია ნავთობტერმინალის საინჟირნო ნაგებობები.

3. მდინარე ხობის შესართავის მახლობლად ნაპირის გასწვრის განლაგებულია სოფელი ყულევი.

4. სამხრეთ-დასავლეთით (SW) მდინარე ხობის შესართავი არ არის დაცული ღელვისა და ლივლივისაგან. დუგლასის შკალით 5 (ხუთი) ბალზე მეტი ტალღების დროს წარმოიქმნება ტალღათხეთქება, რაც აუცილებლად არის გასათვალისწინებელი გემების შესვლა/გასვლის დროს.

5. მდინარე ხობის შესართავის რაიონის სიღრმეები თანდათან იზრდება ნაპირიდან დაშორებისას ზღვის მიმართულებით. 10-მეტრიანი იზობატა გადის ნაპირიდან 0.8-1 საზღვაო მილის, 20 (ოცი) მეტრიანი – 1,6 საზღვაო მილის, 30-მეტრიანი – 2,1 საზღვაო მილის მოშორებით.

6. ყულევის ნავსადგურის რაიონში ნაოსნობის განხორციელებისას აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ სიღრმეები განიცდის ცვლილებებს წყალსადინარების გადაადგილების შედეგად მდინარეების ენგურის, ხობისა, რიონის და მუდმივი დინების არსებობით სამხრეთიდან (S) ჩრდილოეთის (N) მიმართულებით, 0,4 – 0,6 კვანძის სიჩქარით. ნავსადგურის აკვატორიის სიღრმეების შემოწმება სანავსადგურე ერთეული შპს „ყულევის შავი ზღვის ტერმინალის“ ადმინისტრაციის მიერ ხორციელდება თვეში ორჯერ და დამატებით შტორმული ამინდის ან წყალდიდობის შემდეგ.

7. ნავსადგურის აკვატორიასა და მის მისასვლელებთან აკრძალულია გემების სატრანზიტო მოძრაობა, გარდა ადგილობრივი (ყულევის ნავსადგურში მიწერილი) თევზსაჭერი, მცირეტონაჟიანი და სხვა ზომამცირე გემებისა.

8. ყულევის ნავსადგურში შემოსულ გემებს უნდა გააჩნდეთ წყალშიგი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო მანევრირებასა და მისაბმელ ოპერაციებს. უსაფრთხო სანავიგაციო სიღრმის მარაგი 40 000 ტონამდე დედვეიტიანი გემისათვის უნდა იყოს არანაკლებ 0.50 მეტრი, ხოლო 40 000 ტონაზე მეტი – 1.0 მეტრი.

9. ყულევის ნავსადგურის მისასვლელებზე ღუზაზე დადგომისას და მოხსნისას ყველა გემმა უნდა დაიცვას სიფრთხილე, იხელმძღანელოს ლოციებით, COLREG -72-ით, ამ წესებითა და „კარგი საზღვაო პრაქტიკით.“

10. ყულევის ნავსადგურში შესული ყველა გემის კაპიტანს უნდა ჰქონდეს ეს წესები და სანავსადგურე ერთეული შპს „ყულევის შავი ზღვის ტერმინალის“ წესები.

11. ყულევის ნავსადგურში გემის უსაფრთხო მაქსიმალური სიჩქარეა 5 (ხუთი) კვანძი.

მუხლი 123. სანავსადგურე ერთეული შპსშავი ზღვის ტერმინალისჰიდრომეტეოროლოგიური პირობები

სანავსადგურე ერთეული შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ ჰიდრომეტეოროლოგიური პირობებია:

ა) ნალექი 900 (ცხრაასი) მმ-ზე მეტი წელიწადში, უმეტესი რაოდენობა ზაფხულობით, მაქსიმალური რაოდენობა დღე-ღამეში 268 (ორას სამოცდარვა) მმ ნალექი. ნოემბრიდან პირველ მარტამდე ნალექის რაოდენობა 723 მმ. წელიწადში ნალექიანი დღეების რიცხვი 108-169, თვეში ნალექიანი დღეების რიცხვი 9-16;

ბ) ნისლი 1-1,5%, შიგადაშიგ – 5%, აღემატება 7%. ნისლიანი დღეების რაოდენობა წელიწადში 27 დღე;

გ) ხილვადობა 5-10 მილი, საუკეთესო ხილვადობა აპრილი – ოქტომბერი. ხილვადობის გაუარესება ზაფხულში გამოწვეულია ნალექით. სანავიგაციო შუქები ჩანს 7,5 მილის სიშორიდან;

დ) გრუნტი – იზობატამდე 10 (ათი) მეტრი, ნალექი მცირე ქვიშით. ნაპირისგან მოშორებით მკვრივი ტალახი მცირე ქვიშით და დამსხვრეული ნიჟარებით;

ე) დინების სიჩქარეა 0,5 მ/წმ. დინების სიჩქარის შეცვლა დამოკიდებულია ქარის მიმართულებასა და სეზონურ წვიმებზე.

მუხლი 124. ყულევის ნავსადგურის სანავიგაციო ნიშანი

1. ყულევის ნავსადგურის კორდინატებში φ= 42°16,51' №; λ= 41°38,08 დაყენებულია შუქურა “ყულევი“ – მწვანე ცილინდრული კოშკი კონსტრქნაციის სიმაღლე 8 (რვა) მეტრი. ნაციონალური ნომერი-200, 11 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან.

2. შუქურა “ყულევის“ დახასიათება:

ა) მწვანე შუქი FL G;

ბ) ნათების სიშორე 4 (ოთხი) მილი;

გ) მწვანე ცილინდრული კოშკი.

მუხლი 125. ყულევის ნავსადგურის აკვატორია

1. ყულევის ნავსადგურის აკვატორია მოიცავს მის საზღვრებში მდინარე ხობის შიდა სამდინარო აკვატორიას, მდინარე ცივის შიდა სამდინარო აკვატორიას და შესასვლელ არხს შემობრუნებად აუზით.

2. მდინარე ხობის შიდა სამდინარო აკვატორია სათავეს იღებს ყულევის ნავსადგურის შესასვლელში (მდინარე ხობის შესართავი) და შემოსაზღვრულია:

ა) ჩრდილოეთიდან – მდინარე ხობის მარჯვენა ნაპირით;

ბ) სამხრეთიდან – ნავმისადგომებით.

3. მდინარე ხობის შიდა სამდინარო აკვატორია და ყულევის ნავსადგურის აღმოსავლეთით საზღვარს წარმოადგენს კვეთის ხაზი, რომელიც აერთებს მდინარე ცივის შესართავის მარჯვენა ნაპირს მდინარე ხობის ჩრდილოეთ ნაპირთან.

4. მდინარე ცივის შიდა სამდინარეო აკვატორია მოიცავს მდინარე ცივის აკვატორიის შესართავიდან მდინარე ცივის საწინაამდეგო დინებას, მდინარე ცივზე გადასასვლელ საავტომობილო ხიდამდე.

5. შესასვლელი არხი შემობრუნებად აუზით იწყება ყულევის ნავსადგურის მისასვლელი ტივტივათი შემდეგ კოორდინატებში: φ = 42°17'30“N; λ= 41°35'47,19“E და მთავრდება ყულევის ნავსადგურის შესასვლელით (მდინარე ხობის შესართავი).

6. შესასვლელი არხის სიგრძე შეადგენს 2,4 მილს, საპროექტო სიგანე – 210 მეტრს, საპროექტო სიღრმე – 18 (თვრამეტი) მეტრს, ღერძის მიმართულება – 119,9 – 299,9 გრადუსს, შემობრუნებადი აუზის დიამეტრი – 500 (ხუთასი) მეტრს.

7. შესასვლელი არხის ფაქტობრივ სიგანეს, აგრეთვე შესასვლელი არხის და ნავმისადგომის ფაქტობრივ სიღრმეს აწესებს ყულევის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური, სანავსადგურე ერთეული შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ წერილობითი განაცხადისა და შესაბამისი აზომვითი სამუშაოების ჩატარების დამადასტურებელი საბუთების საფუძველზე.

მუხლი 126. ყულევის ნავსადგურში ღუზაზე დგომის ადგილები

ყულევის ნავსადგურში შესასვლელად რიგში მდგომი გემები უნდა გაემართონ ფოთის ნავსადგურის №200 საღუზე ადგილისაკენ და ღუზაზე დაყენების, დგომის და მოხსნისას უნდა ხელმძღვანელობდნენ ამ „წესების“ შესაბამისად.

მუხლი 127. სანავსადგურე ერთეული შპსშავი ზღვის ტერმინალისნავმისადგომები

1. მარცხენა სანაპიროზე მდინარე ხობის შესართავთან განლაგებულია სანავმისადგომო ნაგებობები (სანავმისადგომო ზოლი) 610 (ექვსას ათი) მეტრი სიგრძის, რომელიც გათვალისწინებულია ნავთობის ტანკერებში ჩასასხმელად და საოპერაციო ზონა მისაბმელი ოპერაციების შესასრულებლად, რომლის სიგანე 210 (ორას ათი) მეტრია. მისაბმელი ბოჯგი განლაგებულია ყოველ 31 (ოცდათერთმეტი) მეტრში.

2. ნავმისადგომის სიგრძე და სიღრმე შეადგენს:

ნავმისადგომის №

ნავმისადგომის სიგრძე (მ)

ნავმისადგომის სიღრმე(მ) საპროექტო

ნავმისადგომი №1

290

17,10

ნავმისადგომი №2

230

13,60

ნავმისადგომი №3

60

5,50

 

მუხლი 128. სანავსადგურე ერთეული შპსშავი ზღვის ტერმინალშიგემის შესვლა/გასვლა

1. სანავსადგურე ერთეული შპს „შავი ზღვის ტერმინალში“გემის შესვლა/გასვლა ხორციელდება მხოლოდ დღის ნათელ პერიოდში, კარგი ამინდის პირობებში (ქარი აღმოსავლეთის მიმართულების 15 (თხუთმეტი) მ/წმ-მდე (ბოფორტის შკალით 7 ბალი), ტალღა დუგლასის შკალით 4 (ოთხი) ბალამდე. სხვა მიმართულების ქარის და ტალღის შემთხვევაში ნავსადგურის კაპიტანი და სალოცმანო სამსახური კარგი საზღვაო პრაქტიკიდან გამომდინარე კონკრეტულ ნავიგაციურ პირობებში, იღებს გადაწყვეტილებას გემის შემოყვანაზე ან გაყვანაზე. შესასვლელ არხში გემის უსაფრთხო მოძრაობისა და მანევრირების უზრუნველსაყოფად, შექმნილია შემობრუნებადი აუზი 500 (ხუთასი) მეტრის დიამეტრით, რომლის ცენტრი განლაგებულია φ = 42°16,73'N; λ = 41°37,36'E, არსებულ სიღრმეებზე – 12 (თორმეტი) მეტრი №1 ნავმისადგომიდან 830 (რვაას ოცდაათი) მეტრში.

2. სანავსადგურე ერთეული შპს „შავი ზღვის ტერმინალში“ გემის შესვლა/გასვლა ხორციელდება სანავსადგურო ბუქსირების დახმარებით, არაუმეტეს ერთი გემისა არხზე, სავალდებულო სალოცმანო გაცილებით (გარდა ამ „წესების“ მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და „გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის“ კონტროლით.

3. სანავსადგურე ერთეული შპს „შავი ზღვის ტერმინალში“ სატვირთო ოპერაციების მიმდინარეობისას, ნებისმიერი თვითმავალი და არათვითმავალი მცურავი საშუალების გადაადგილება ნავსადგურის აკვატორიაში, გემის მანევრირება ნებადართულია მხოლოდ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხეველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსის მიერ. სატვირთო ოპერაციებისას ნებისმიერი მცურავი საშუალების გადაადგილების შემთხვევაში დაცული უნდა იყოს უსაფრთხო მანძილი მცურავ საშუალებასა და ნავთობმზიდ შორის. ასეთ შემთხვევაში ყურადღება უნდა გამახვილდეს აღნიშნულ ოპერაციებში ბუქსირების ჩართულობაზე.

მუხლი 129. სალოცმანო გაცილება და მისაბმელი ოპერაციები

1. ყულევის ნავსადგურში საზღვაო ლოცმანი გემბანზე ადის ქარზურგა ბორტის მხრიდან შემდეგ წერტილში φ = 42°17'30“N; λ = 41°35'47,19“E, მიმღებ ტივტივასთან.

2. გემის კაპიტანმა და საზღვაო ლოცმანმა მუდმივად უნდა აკონტროლონ და გაითვალისწინონ მდინარის დინება და ამინდის პირობები.

3. გემის მთავარი ძრავი უნდა იყოს მზადყოფნაში რევერსებისთვის, ხოლო ღუზები – უკუქცევისთვის (ჩაშვებისათვის).

4. გემი ნავმისადგომთან დგება ქიმით (ცხვირით) გასასვლელისაკენ. პირველად მიეწოდება კიჩოსა/ქიმის შპრინგები და შემდეგ დანარჩენი ბაგირები.

მუხლი 130. ბუქსირით მომსახურების პირობები სანავსადგურე ერთეული შპსშავი ზღვის ტერმინალში

1. 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ტონა წყალწყვის გემის საზაფხულო მარკის მიხედვით და მეტი მოცულობის ტანკერი იღებს 4 (ოთხი) ბუქსირს. კარგი ამინდის და კარგი ნავიგაციური პირობების შემთხვევაში, ნავსადგურის კაპიტნის თანხმობით, ტანკერის შემოყვანა შესაძლებელია განხორციელდეს 3 (სამი) ბუქსირით, თუ თითოეული ბუქსირის სიმძლავრე შეადგენს არანაკლებ 3500 ც/ძ-ს. 30 000 (ოცდაათი ათასი) ტონიდან – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ტონამდე წყალწვის მოცულობის – 3 (სამი) ბუქსირს, თუ გემს გააჩნია ცხვირის სამართავი მოწყობილობა (bow thruster) ამ შემთხვევაში ნავსადგურის კაპიტანთან და ლოცმანთან შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს 2 (ორი) ბუქსირი. 30 000 (ოცდაათი ათასი) ტონაზე ნაკლები წყალწვის გემის შემოსაყვანად გამოიყენება 2 (ორი) ბუქსირი.

2. შემობრუნებად აუზზე ტანკერი აჩერებს თავის მოძრაობას, ბრუნდება ბუქსირების დახმარებით თავისი მთავარი ძრავის დახმარების გარეშე, მაგრამ მთავარი ძრავი აქვთ მუდმივ მზადყოფნაში რევერსისათვის საჭიროების შემთხვევაში.

3. ბუქსირების დახმარებით შემობრუნების შემდეგ, ტანკერი ბუქსირდება ნავმისადგომთან, №1 ნავმისადგომისაკენ დაახლოებით 830 (რვაას ოცდაათი) მეტრის დაშორებით ან №2 ნავმისადგომთან დაახლოებით 1200 (ათას ორასი) მეტრის დაშორებით.

4. გემი, რომლის სიგრძე არ აღემატება 150 (ას ორმოცდაათ) მეტრს და მისი წყალშიგი ქიმზე 3.5 (სამი მეტრი და 50 სანტიმეტრი) მეტრს, კარგ ნავიგაციურ პირობებში ლოცმანისა და გემის კაპიტნის გადაწყვეტილებით, ნავსადგურის კაპიტანთან შეთანხმებით, შესაძლებელია შემობრუნდეს მდინარეში №1 ნავმისადგომის გასწვრივ. ნავსადგურში შემობრუნებისათვის გემის მაქსიმალურ დასაშვებ სიგრძეს ადგენს ნავსადგურის კაპიტანი, არსებული სიღრმეების გათვალისწინებით.

თავი XXII

სოხუმის ნავსადგური

მუხლი 131. ნაოსნობისთვის დროებით აკრძალული სოხუმის ნავსადგური

1. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საზღვაო სივრცის აფხაზეთის საზღვაო რაიონში საქართველოს უფლებების, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და უშიშროების დაცვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 აგვისტოს №313 ბრძანებულების საფუძველზე აფხაზეთის (საქართველო) კონფლიქტის მოგვარებამდე ნაოსნობისათვის და ყველა სახის სატრანსპორტო მიმოსვლისათვის აკრძალულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული წყლები და მიმდებარე ზონა, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი აფხაზეთის (საქართველოს) ტერიტორიის ფარგლებში, სოხუმის საზღვაო ნავსადგური, პორტპუნქტები და საზღვაო აკვატორია გარდა ჰუმანიტარული დახმარების ტვირთების გადაზიდვებისა.

2. „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის №78 დადგენილებით განსაზღვრულია ნაოსნობისთვის აკრძალული საქართველოს ტერიტორიული ზღვის ჩრდილოეთი ნაწილის, რაიონი №34-ის კოორდინატები.

3. სოხუმის ნავსადგურის აკვატორია მოცემულია ამ წესების დანართ №22-ში.