„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 71
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.034.017257
71
15/07/2022
ვებგვერდი, 18/07/2022
310150000.22.034.017257
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №71

2022 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

 

„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში (სსმ, №14, 01.02.2007, 310.150.000.22.034.009.916) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 115 პუნქტი:

„115. სპორტული დანიშნულების ავტომობილი − მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს და გამოიყენება პროფესიონალურ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ ინსტრუქციით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას დადგენილი წესით რეგისტრაციას ექვემდებარება:

ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა);

ბ) მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მისი ბუქსირებისთვის;

გ) სპორტული დანიშნულების ავტომობილი;

დ) ამ პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების ნომრიანი აგრეგატები;

ე) სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება;

ვ) ინდივიდუალური (თვითნაკეთი) წესით დამზადებული ან გადაკეთებული ამ პუნქტის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებები, მათი ნომრიანი აგრეგატები და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ამ პუნქტის „ა“−„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე, მათ ნომრიან აგრეგატებსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკურ საშუალებებზე ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების უფლება, აგრეთვე საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრების ან სარგებლობის უფლება.“;

ბ) 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეგისტრაციას არ ექვემდებარება:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე 90 კალენდარულ დღეზე ნაკლები ვადით შემოტანილი, საერთაშორისო მოძრაობაში მყოფი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება;

ბ) მოპედის, მსუბუქი კვადროციკლისა და მოტოციკლისაგან განსხვავებული:

ბ.ა) შიგაწვის ძრავის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის ცილინდრის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ3;

ბ.ბ) ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე არ აღემატება 3 კვტ-ს;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებებისაგან განსხვავებული სატრანსპორტო საშუალება;

დ) სპორტული ავტომობილი, რომელიც არ არის განკუთვნილი საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად (გარდა სპორტული დანიშნულების ავტომობილისა);

ე) სათადარიგო ნაწილებისაგან აწყობილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა);

ვ) გამოცალკავებული (მოხსნილი) ნომრიანი აგრეგატები, რომლებიც არ წარმოადგენენ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემადგენელ ნაწილს;

ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციით დადგენილ მოთხოვნებს.“.

3.მე-8 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის:

ა.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გარდა იმ შემთხვევისა, თუ სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების დადგენა ხორციელდება სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ვ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების გაწევის მიზნით სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება სავალდებულოა:“;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) სატრანსპორტო საშუალება, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების დადგენა ხორციელდება სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ. ამასთან, საექსპერტო შემოწმების შედეგად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ადგენს შესაბამის აქტს.“;

ბ) 91 და 92 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

„14. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისთვის ან საექსპერტო შემოწმებისთვის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის გადახდა, შესაბამისი საფასურის გადახდამდე იმავე სატრანსპორტო საშუალების შემდგომი დათვალიერება ან/და საქსპერტო შემოწმება არ განხორციელდება.“.

4. მე-18 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სააგენტო ვალდებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე1“–„ე5“, „ე7“, „ზ2“ ან „ზ3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი):

ა.ა) მისი სააგენტოსათვის ჩაბარებიდან გაანადგუროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მაგრამ არაუადრეს ერთი სამუშაო დღისა;

ა.ბ) ამ ინსტრუქციით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, იმავე ციფრებისა და ასოების კომბინაციის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) ხელახლა დაამზადოს და გასცეს ჩაბარების ვალდებულების წარმოშობის მომენტისათვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მოსარგებლის ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე, მაგრამ არაუგვიანეს რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) სააგენტოსათვის ჩაბარების ვალდებულების წარმოშობიდან 365 კალენდარული დღისა;

ბ) სააგენტო ვალდებულია  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომობილის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი):

ბ.ა) მისი სააგენტოსათვის ჩაბარებიდან გაანადგუროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მაგრამ არაუადრეს ერთი სამუშაო დღისა;

ბ.ბ) ამ ინსტრუქციით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, იმავე ციფრებისა ან/და ასოების კომბინაციის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) ხელახლა დაამზადოს და გასცეს ჩაბარების ვალდებულების წარმოშობის მომენტისათვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მოსარგებლის ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე;“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ხელახლა გაცემისას მისი/მათი დამზადება საჭირო არ არის, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნით პირველად რეგისტრაციასთან ერთად ხდება სატრანსპორტო საშუალების მესამე პირზე გადაფორმება და სავალდებულოა ხელახლა გაცემული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) სააგენტოსათვის ჩაბარება. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი თავისუფლდება შესაბამისი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ხელახლა დამზადებისა და გაცემისათვის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფასურისაგან.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მოთხოვნის ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, ჩაბარებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ნაცვლად, დადგენილი წესით უნდა გაიცეს იმავე სერიისა და ნომრის მქონე აღდგენილი რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), თუ პირის მიერ ჩასაბარებლად წარმოდგენილი რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) დაზიანებულია.“;

დ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) გაცემის ვალდებულება, თუ დაინტერესებული პირი არ უზრუნველყოფს რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ხელახლა დამზადებისა და გაცემისათვის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე“ ან „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი შესაბამისი საფასურის გადახდას (გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა).“;

ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესებით შესანახად ფაქტობრივად ჩაბარებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემის შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი პირი, თავისუფლდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისათვის დადგენილი შესაბამისი საფასურის გადახდისაგან.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 14 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური