დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 12-70 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 16/07/2022 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/07/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010260040.35.101.017001 |
|
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 16/12/2014 სარეგისტრაციო კოდი: 010260040.35.101.016054) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირებისათვის და ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაწესდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი და მისი ოდენობა განისაზღვროს თანახმად დანართისა (დანართი 2).“; 2. დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „დანართი 2“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 3. დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „დანართი 3“- ის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ დადგენილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული „დანართი №2“-ის (დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირებისათვის და ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი) ცხრილის 30-ე-33-ე გრაფებით განსაზღვრული მოსაკრებლის გადამხდელებისათვის, ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით მოსაკრებლის გადახდა, მათ შორის, წარმოადგენს სამშენებლო/სანებართვო პირობას.“
|
მუხლი 2 |
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული „დანართი №2“-ის (დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირებისათვის და ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი) ცხრილის 30-ე-33-ე გრაფებით განსაზღვრული მოსაკრებელი (შესაბამის დროს განსაზღვრული შესაბამისი ოდენობით) ვრცელდება იმ ობიექტებზე, რომლებზეც 2022 წლის 1 აპრილიდან გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა.
|
მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
„დანართი 2“
დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირებისათვის და ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი
|
ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, ფიზიკური, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალურ მეწარმეთათვის და ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მ = გ X რ.
მ - ერთი თვის მოსაკრებელი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალურ მეწარმეთათვის და ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის (ლარი); გ - მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი); რ - ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.). |
დოკუმენტის კომენტარები