„სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 16 ივლისის №244/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 16 ივლისის №244/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-69/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 21/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016997
01-69/ნ
21/07/2022
ვებგვერდი, 22/07/2022
470230000.22.035.016997
„სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 16 ივლისის №244/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-69/ნ

2022 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

 

,,სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 16 ივლისის №244/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის  16 ივლისის №244/ნ ბრძანების (სსმ III, 20.07.2009,  №88, მუხ. 947) პირველი პუნქტით  დამტკიცებულ დანართში (სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხა) შევიდეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, დარგი/სპეციალობა მედიცინა (სამკურნალო, პედიატრიული და სამხედრო ექიმის ან/და მედიცინის ფაკულტეტი)

ა) დიპლომირებული მედიკოსი

 

 

ა.ა.ა) სამედიცინო დაწესებულების უმცროსი ექიმი;

ა.ა.ბ) სამედიცინო დაწესებულების ექთანი (მ.შ. შესაბამისი ხელმძღვანელი თანამდებობა);

ა.ა.გ) სამედიცინო დაწესებულების სტატისტიკურ ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი;

ა.ა.დ) სტაციონარული დაწესებულების სტაციონარულ სერვისზე პასუხისმგებელი პირი –კლინიკური მენეჯერი სამედიცინო დაწესებულებაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე (მ.შ. სამედიცინო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის (განყოფილება, დეპარტამენტი და სხვ.) ხელმძღვანელი) 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობისა და გადამზადების შესაბამისი კურსის 1 გავლის შემთხვევაში;

ა.ა.ე) სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმამდელი, პრეჰოსპიტალური, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სპეციალისტი პარამედიკოსი – სპეციალიზაციის შესაბამისი კურსის გავლის შემთხვევაში;

ა.ა.ე1) მოტო ტრანსპორტით სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდება შეუძლია პარამედიკოსს (მოტო ტრანსპორტით სამედიცინო დახმარების სპეციალიზაციის კურსის გავლის შემთხვევაში);

ა.ა.ვ) ყველა სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა მედიცინის თეორიულ დარგებში – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პარამედიკოსის კომპეტენციები განსაზღვრულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული სათანადო პროგრამით.

 

„ა.ა.ე1“, „ა.ბ.ბ1“, „ა.გ.თ“ და „ა.დ.ა1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროგრამა უნდა იყოს აკრედიტებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ.

 

 

 

 

ა.ბ) ზოგადი პროფილის ექიმი (მკურნალი/პედიატრი/სამხედრო ექიმი)

 

ა.ბ.ა) სამედიცინო დაწესებულების მიმღები განყოფილების ექიმი (გარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებისა (EMERGENCY));

ა.ბ.ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის არასპეციალიზებული ბრიგადის ექიმი (სპეციალიზაციის კურსის გავლის ან აღნიშნულ თანამდებობაზე 1 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში);

ა.ბ.ბ1) მოტო- ტრანსპორტით სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდება (მოტო- ტრანსპორტით სამედიცინო დახმარების სპეციალიზაციის კურსის გავლის შემთხვევაში).

ა.ბ.გ) პირველადი ჯანდაცვის ექიმი სერტიფიკატით განსაზღვრულ სპეციალობაში;

ა.ბ.დ) სამედიცინო დაწესებულების უმცროსი ექიმი;

ა.ბ.ე) სამედიცინო დაწესებულების ექთანი (მ.შ. შესაბამისი ხელმძღვანელი თანამდებობა);

ა.ბ.ვ) ფარმაცევტულ დაწესებულებებში: ავტორიზებული აფთიაქი, აფთიაქი (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი), საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტი -თანამდებობა, რომელიც დაკავშირებულია მზა სამკურნალწამლო ფორმების რეალიზაციასთან (გარდა სპეცკონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალწამლო ფორმებისა);

ა.ბ.ზ) სამედიცინო დაწესებულების სტატისტიკურ ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი;

ა.ბ.თ) სტაციონარული დაწესებულების სტაციონარულ სერვისზე პასუხისმგებელი პირი –კლინიკური მენეჯერი – სამედიცინო დაწესებულებაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე (მ.შ. სამედიცინო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის (განყოფილება, დეპარტამენტი და სხვ.) ხელმძღვანელი) 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობისა და გადამზადების შესაბამისი კურსის1 გავლის შემთხვევაში;

ა.ბ.ი) ყველა სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა მედიცინის თეორიულ დარგებში – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

 

 

 

ა.გ) ექიმი-სპეციალისტი (საექიმო სპეცილობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის შესაბამისად)

ა.გ.ა) სამედიცინო დაწესებულების ექიმი-სპეციალისტი (ყველა თანამდებობა) სერტიფიკატით განსაზღვრულ სპეციალობაში;

ა.გ.ბ) სამედიცინო (მ.შ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის) დაწესებულებაში ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მედიცინის დარგების სპეციალისტის თანამდებობა გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ;

ა.გ.გ) სამედიცინო დაწესებულების ექთანი (მ.შ. შესაბამისი ხელმძღვანელი თანამდებობა);

ა.გ.დ) ფარმაცევტულ დაწესებულებებში: ავტორიზებული აფთიაქი, აფთიაქი (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი), საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტი -თანამდებობა, რომელიც დაკავშირებულია მზა სამკურნალწამლო ფორმების რეალიზაციასთან (გარდა სპეცკონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალწამლო ფორმებისა);

ა.გ.ე) სამედიცინო დაწესებულების სტატისტიკურ ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი;

ა.გ.ვ) სტაციონარული დაწესებულების სტაციონარულ სერვისზე პასუხისმგებელი პირი –კლინიკური მენეჯერი – სამედიცინო დაწესებულებაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე (მ.შ. სამედიცინო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის (განყოფილება, დეპარტამენტი და სხვ.) ხელმძღვანელი) 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობისა და გადამზადების შესაბამისი კურსის1 გავლის შემთხვევაში;

ა.გ.ზ) ყველა სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ა.გ.თ) მოტო- ტრანსპორტით სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდება (მოტო- ტრანსპორტით სამედიცინო დახმარების სპეციალიზაციის კურსის გავლის შემთხვევაში).

 

 

 

 

 

ა.დ) ექიმი-სპეციალისტი,

გარდა შემდეგი საექიმო სპეციალობებისა:

ფსიქიატრია, ნარკოლოგია, სექსოლოგია, ფსიქოთერაპია, ბავშვთა ფსიქოთერაპია, სამედიცინო გენეტიკა, ჰომეოპათია,

კლინიკური ფარმაკოლოგია,

სამედიცინო პარაზიტოლოგია,

ლაბორატორიული მედიცინა, პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგია, სასამართლო მედიცინა, სამედიცინო რადიოლოგია, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, კომპიუტერულ-ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რადიოიზოტოპური გამოკვლევა, რადიაციული თერაპია.

ა.დ.ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის არასპეციალიზებული ბრიგადის ექიმი (სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდეგ ან აღნიშნულ თანამდებობაზე 1 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში);

ა.დ.ა1) მოტო- ტრანსპორტით სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდება (მოტო- ტრანსპორტით სამედიცინო დახმარების სპეციალიზაციის კურსის გავლის შემთხვევაში).

ა.დ.ბ) პირველადი ჯანდაცვის ექიმი სოფლად.

 

 

 

 

 

ა.ე) ექიმი-სპეციალისტი, რომელსაც: მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში შეუძლია ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის შესრულება („ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“, „ანესთეზიოლოგია“, „ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია“, „კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინა“, „კრიტიკული მედიცინა, ინტენსიური თერაპია“, „კრიტიკული მედიცინა“, „გადაუდებელი მედიცინა“/„ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“), ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული სპეციალობის პირების მოძიება არ არის შესაძლებელი, დასაქმების უფლება აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე სხვა საექიმო სპეციალობებში სერტიფიცირებულ პირს, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალიზაციის კურსი გადაუდებელი შემთხვევების მართვის მიმართულებით, გარდა შემდეგი საექიმო სპეციალობებისა:

ფსიქიატრია, ნარკოლოგია, სექსოლოგია, ფსიქოთერაპია, ბავშვთა ფსიქოთერაპია, სამედიცინო გენეტიკა, ჰომეოპათია, კლინიკური ფარმაკოლოგია, სამედიცინო პარაზიტოლოგია, ლაბორატორიული მედიცინა, პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგია, სასამართლო მედიცინა, სამედიცინო რადიოლოგია, რადიოლოგია, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, კომპიუტერულ-ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რადიოიზოტოპური გამოკვლევა, რადიაციული თერაპია; სხვა ექიმი – სპეციალისტი, სერტიფიკატით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.

ა.ე.ა) ინტენსიური თერაპიის პალატის ექიმი მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში განთავსებულ სამედიცინო დაწესებულებებში

„გადაუდებელი მედიცინის“ ექიმ-სპეციალისტს უფლება აქვს, განახორციელოს ბავშვთა კონტინგეტის მომსახურება (2020 წლამდე).

 

 

ბ) მედიცინის დოქტორი

 

 

ბ.ა.ა) ყველა პროფილური სამეცნიერო და აკადემიური თანამდებობა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ.ა.ბ) სტაციონარული დაწესებულების სტაციონარულ სერვისზე პასუხისმგებელი პირი – კლინიკური მენეჯერი – სამედიცინო დაწესებულებაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე (მ.შ. სამედიცინო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის (განყოფილება, დეპარტამენტი და სხვ.)ხელმძღვანელი) 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობისა და გადამზადების შესაბამისი კურსის1 გავლის შემთხვევაში;

 

 

 

 

გ) დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი

(III-XII სემესტრი)

 

გ.ა.ა) სამედიცინო დაწესებულების ექთნის თანაშემწე (უმცროსი ექთანი).

 

 

 

 

 

დ) დიპლომი-რებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი

(VII-XII სემესტრი)

 

დ.ა.ა) სამედიცინო დაწესებულების ექთანი.

 

 

“.    

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი