დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, საფასურის ოდენობის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №586 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 381 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 20/07/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/07/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.023592 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, საფასურის ოდენობის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №586 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/12/2019, 470000000.10.003.021606) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის („საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეები, საფასურის ოდენობა, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესი“):
1. პირველ მუხლს მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ფარმაცევტული საწარმოებისა და საბითუმო დისტრიბუტორებისთვის GMP/GDP სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენისთვის, მომსახურების გაწევის მიზნით, საფასური განისაზღვრება ცხრილში მითითებული საფასურ(ებ)ის შესაბამისად, ხოლო დამატებით დაინტერესებული/მიმწვევი მხარის მიერ იფარება სამივლინებო ხარჯები.“. 2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები სამედიცინო და საექიმო საქმიანობის (მათ შორის, დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების) სფეროში:
.“.
3. მე-5 მუხლის: ა) ცხრილს მე-6 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 – 25-ე გრაფები: „
.“;
ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: 1. ცხრილის მე-2 პუნქტში მითითებული ერთზე მეტი მომსახურების გაწევის შემთხვევაში საფასურის ოდენობა განისაზღვრება იმ მომსახურების საფასურით, რომელზეც დაწესებულია უფრო მაღალი ოდენობა. 2. იმ შემთხვევაში, თუ ცხრილის მე-7 გრაფით გათვალისწინებულ საქმიანობასთან ერთად მოთხოვნილია ამავე დანართის მე-8 გრაფით გათვალისწინებული საქმიანობა, საფასურის ოდენობა განისაზღვრება იმ მომსახურების საფასურით, რომელზეც დაწესებულია უფრო მაღალი ოდენობა. 3. ცხრილის 22-ე გრაფით გათვალისწინებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან ადმინისტრაციული ორგანოები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე თავით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 4. ცხრილის 24-ე გრაფაში მითითებული ერთზე მეტი მომსახურების გაწევის შემთხვევაში საფასურის ოდენობა განისაზღვრება იმ მომსახურების საფასურით, რომელზეც დაწესებულია უფრო მაღალი ოდენობა. 5. ცხრილის 1 – 25 გრაფებით გათვალისწინებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება მეწარმე სუბიექტი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
|
დოკუმენტის კომენტარები