„საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებათა შეტანის თაობაზე

„საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებათა შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 04/05/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 7, 31/05/1993
ძალის დაკარგვის თარიღი 08/10/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
0
04/05/1993
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 7, 31/05/1993
000000000.00(0).000.000000
„საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებათა შეტანის თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
 

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

 

 

„საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებათა შეტანის თაობაზე

„სამხედრო და სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 29 აპრილის კანონის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს:

„საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 29 დეკემბრის კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1992 წელი, №2, მუხლი 136) მე-5 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, და „გ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უმცროს ოფიცერთა შემადგენლობად:

სახმელეთო ძალებში უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;

სამხედრო-საზღვაო ძალებში უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტან-ლეიტენანტი.

ბ) უფროს ოფიცერთა შემადგენლობად:

სახმელეთო ძალებში მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;

სამხედრო-საზღვაო ძალებში III რანგის კაპიტანი, II რანგის კაპიტანი, I რანგის კაპიტანი.

გ) უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობად:

სახმელეთო ძალებში გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, არმიის გენერალი;

სამხედრო-საზღვაო ძალებში ვიცე-ადმირალი, ადმირალი.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

სახელმწიფოს მეთაური                                                   ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი                            ვახტანგ გოგუაძე.

 

თბილისი, 1993 წლის 4 მაისი.