„გირავნობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„გირავნობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/09/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 22-23, 17/10/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 25/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
0
05/09/1996
პარლამენტის უწყებანი, 22-23, 17/10/1996
000000000.00(0).000.000000
„გირავნობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 
საქართველოს კანონი
 

 

„გირავნობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  საქართველოს პარლამენტი ადგენს:

„გირავნობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 30 ივნისის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები „1994“ 19 მუხლი 423) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. კანონის 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 38. მიწის ნაკვეთის გირავნობა, თუ ასეთ გირავნობაზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-2 და მე-2' თავის ნორმები, ვრცელდება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონით საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთებზე“.

2. კანონის II კარის მე-2 თავის შემდეგ დაემატოს 21 თავი და 421-425 მუხლები შემდეგი რედაქციით:

 

„თავი 21

სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის და საადგილმამულო მეურნეობის გირავნობა.

მუხლი 421. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის და საადგილმამულო მეურნეობის გირავნობის საგანი

გირავნობის საგანი შეიძლება იყოს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ან საადგილმამულო მეურნეობა, რომლის გასხვისება მოგირავნეს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 422. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის და საადგილმამულო მეურნეობის გირავნობის ხელშეკრულების ფორმა

სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ან საადგილმამულო მეურნეობის გირავნობის ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ან საადგილმამულო მეურნეობის გირავნობა რეგისტრირდება საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) საადგილმამულო წიგნში, აგრეთვე რეგისტრირდება ხელშეკრულება, რომელიც გახდა ჰიპოთეკით მიწისა და სხვა უძრავი ქონების დატვირთვის საფუძველი.

მუხლი 423. დაგირავებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ან საადგილმამულო მეურნეობის მემკვიდრეობით გადაცემა

  დაგირავებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ან საადგილმამულო მეურნეობის მემკვიდრეობით გადაცემა ხდება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 424. საერთო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან საადგილმამულო მეურნეობის გირავნობა

სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ან საადგილმამულო მეურნეობის საერთო საკუთრების წილის დაგირავება ხდება მხოლოდ ყველა მესაკუთრის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობით.

მუხლი 425. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ან საადგილმამულო მეურნეობის გირავნობა უცხოელი მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ

თუ საადგილმამულო მეურნეობის მოგირავნედ გვევლინება უცხოელი მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, მან საკუთრებაში გირავნობით მიღებული მიწის ნაკვეთი უნდა გაასხვისოს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                                         ედუარდ შევარდნაძე

 

თბილისი,

1996 წლის 5 სექტემბერი .