„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 260
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017608
260
28/07/2022
ვებგვერდი, 01/08/2022
230210000.22.033.017608
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №260

2022 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (https://matsne.gov.ge, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული:

1. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის:

 ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „12“ ქვეპუნქტი:

„ჰ12) „საბურავების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-772 ბრძანებით, „ნარჩენი ზეთების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-773 ბრძანებით, „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-774 ბრძანებითა და „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-775 ბრძანებით გათვალისწინებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემთხვევაში – მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) შესაბამისობის სქემაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წერილობითი მომართვა, რომლითაც დადასტურდება, რომ ეს საქონელი არ ექცევა შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მოქმედების სფეროში და არ არსებობს მგვ შესაბამისობის სქემაში მწარმოებლის მონაწილეობის აუცილებლობა.“;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

 „9. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ12“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) შესაბამისობის სქემაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემოსავლების სამსახურისათვის წარდგენილად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) შესაბამისობის სქემაში პირის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ასახულია შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში.“.

2. „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19) „ნაწილი 10. საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორის“ „514“ კოდის გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „515“ და „516“ კოდის გრაფები:

„515

„საბურავების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-772 ბრძანებით, „ნარჩენი ზეთების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-773 ბრძანებით, „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-774 ბრძანებითა და „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-775 ბრძანებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტის შემთხვევაში – მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) შესაბამისობის სქემაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია

 

516

„საბურავების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-772 ბრძანებით, „ნარჩენი ზეთების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-773 ბრძანებით, „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-774 ბრძანებითა და „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-775 ბრძანებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტის შემთხვევაში – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წერილობითი მომართვა, რომლითაც დადასტურდება, რომ ეს საქონელი არ ექცევა შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მოქმედების სფეროში და არ არსებობს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) შესაბამისობის სქემაში პირის მონაწილეობის აუცილებლობა“

 

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი