„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 262
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017609
262
29/07/2022
ვებგვერდი, 01/08/2022
200090000.22.033.017609
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №262

2022 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 811 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 - მე-8 პუნქტები:

„6. თუ აქციზური/არააქციზური მარკებით ნიშანდებულ იქნა ამავე მარკების სახეობისთვის შეუსაბამო საქონელი, შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შესაბამისი მარკები ჩათვალოს დაბრუნებულად და უტილიზირებულად, თუ შესრულდება ქვემოთ მოცემული ყველა პირობა:

ა) საბაჟო საწყობში განხორციელდა ან/და საგადასახადო ორგანოს მიერ გამოვლინდა არასწორი ნიშანდება;

ბ) აქციზურ/არააქციზურ მარკებზე სრულყოფილად იდენტიფიცირდება შესაბამისი რეკვიზიტები;

გ) შერჩეული პირისთვის და საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილია ინფორმაცია (რეესტრი) შესაბამისი საქონლის დასახელების, რაოდენობის და მათზე დაკრული აქციზური/არააქციზური მარკების სერიული ნომრის/სერიული ნომრის დიაპაზონის მითითებით. აღნიშნული ინფორმაციის (რეესტრის) სისწორე ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებულია (არსებობის შემთხვევაში) გადასახადის გადამხდელის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ა) შესაბამისი ინფორმაციის (რეესტრის) წარდგენიდან შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ადგილზე გადაამოწმოს ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე;

ბ) გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შერჩეულ პირს და საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს:

ბ.ა) შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში,  მის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული (არსებობის შემთხვევაში) აქტი შესაბამისი მარკების განადგურების შესახებ;

ბ.ბ) არაუგვიანეს საქონლის მიწოდებისა ან საბაჟო საწყობიდან გატანის მომენტისა, ინფორმაცია (რეესტრი) შესაბამისი საქონლის დასახელების, რაოდენობის და მათზე დაკრული ძველი და ახალი მარკების სერიული ნომრების/სერიული ნომრების დიაპაზონების მითითებით.

8. გადასახადის გადამხდელის მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცხადდება ბათილად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი