„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის №07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის №07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/07/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.131.016341
20
29/07/2022
ვებგვერდი, 01/08/2022
010250040.35.131.016341
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის №07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2022 წლის 29 ივლისი

ქ. ქობულეთი

 

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის №07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ (სსმ, 31.03.2022 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.131.016328) ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის  №07  დადგენილებით დამტკიცებულ  დანართში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

1. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ახლადარჩეული საკრებულოს და მისი წევრების უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის/ოქმების ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც/რომლებითაც დასტურდება ამ საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება შესაბამის მოქმედ საკრებულოს.“.

2.მე-13 მუხლის  პირველი  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ხდება არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის/ოქმების ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან.“.

3.მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნას:

4.მე-12 მუხლის მე-9 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“.

5. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „უ“ ქვეპუნქტი  და   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) გადაწყვეტილებას იღებს, საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთათვის შვებულების და ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მივლინების თაობაზე.“.

6.93-ე მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 93. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა“.

7. 93-ე  მუხლის   პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი გადაეცემა საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიას.“.

8. 93-ე მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის  უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღება ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მჭედლიშვილი