„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 410
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 120200010.10.003.023621
410
01/08/2022
ვებგვერდი, 03/08/2022
120200010.10.003.023621
„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №410

2022 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120200010.10.003.017862) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის 91 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 91. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სისტემაში:

1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე.

2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში:

ა) დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე;

ბ)  სამმართველოს უფროსი;

გ) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი;

დ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი და უმცროსი გამომძიებელი;

ე) ოპერატიული მუშაკი;

ვ) ექსპერტ-კრიმინალისტი.

3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გენერალურ ინსპექციაში (დეპარტამენტში):

ა) დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე;

ბ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორი და  განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი