„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 სექტემბრის №207/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 05/15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 11/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016041
05/15
11/08/2022
ვებგვერდი, 12/08/2022
040030000.22.088.016041
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 სექტემბრის №207/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №05/15

2022 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 სექტემბრის №207/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№335-IVმს-Xმპ, 16.03.2021 წ.) მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 სექტემბრის №207/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 01/10/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.017827) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის დებულების“:
1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს, „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით, ქართველი მწერლებისა და სალიტერატურო სფეროში მოღვაწე სხვა პირებისთვის სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელება.“.
2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 3. მწერალთა სახლის მართვა
1. მწერალთა სახლის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც სამინისტროსათვის წარდგენილი 4-წლიანი სამოქმედო გეგმის (პროგრამა) საფუძველზე, 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი).

2. მწერალთა სახლის დირექტორის ვადაზე ადრე თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ახალი დირექტორის დანიშვნამდე მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს მწერალთა სახლის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრითეა წულუკიანი