„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 02/08/1991
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1991
ძალის დაკარგვის თარიღი 25/11/1995
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
02/08/1991
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1991
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

I. „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 18 აგვისტოს კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 23-ე მუხლს:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი 21-ე პუნქტი:

„21) გამონაკლის შემთხვევებში ‒ თუ შეუძლებელია ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულება ან მიზანშეუწონელია დანიშნულ დღეს სხვა მიზეზებით არჩევნების ჩატარება ‒ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თანხმობით ადგენს საარჩევნო ოლქში საარჩევნო ღონისძიებათა ახალ ვადებს, ნიშნავს მაჟორიტარული წესით არჩევნების ჩატარების ახალ თარიღს, ოღონდ ადრე გამოცხადებულიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, ამ უფლებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დანიშნული არჩევნების ჩატარებისას შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთხელ.

ბ) 21-ე პუნქტი ჩაითვალოს 22-ე პუნქტად.

2. 37-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების ბოლო წინადადებები შესაბამისად ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„განცხადებაში მითითებული უნდა იყოს დეპუტატობის კანდიდატის გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, პროფესია, თანამდებობა (საქმიანობა), არის თუ არა სახელმწიფო ხელისუფლების რომელიმე ორგანოს წევრი, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი, პარტიულობა და საარჩევნო ოლქის ნომერი, რომელშიც იგი წარმოდგენილია“.
„განცხადებაში მითითებული უნდა იყოს დეპუტატობის კანდიდატის გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, პროფესია, თანამდებობა (საქმიანობა), არის თუ არა სახელმწიფო ხელისუფლების რომელიმე ორგანოს წევრი, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი, პარტიულობა, აგრეთვე ამომრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენლის ვინაობა, მისამართი და ტელეფონის ნომერი“.

3. 39-ე მუხლში:

ა) მე-9 ნაწილის მე-2 წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თუ პიროვნებამ თანხმობა მისცა ერთზე მეტ პარტიულ სიაში თავისი კანდიდატურის შეტანაზე ან პარტიულ სიაში შეტანასა და კენჭისყრაზე როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ან ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე, ანდა არ შეასრულა ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები, მის კანდიდატურას ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებიდან მოხსნის“.

ბ) მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 ნაწილი:

“რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში
დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილ პირს უფლება აქვს უარის მიღებიდან 3 დღის ვადაში გაასაჩივროს საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიისა ‒ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გამოიტანონ სარჩელის შეტანიდან 30 დღის ვადაში“.

II. ეს კანონი სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს მიღებისთანავე.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი                                ზვიად გამსახურდია

თბილისი, 1991 წლის 2 აგვისტო