„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 82
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017268
82
11/08/2022
ვებგვერდი, 12/08/2022
140130000.22.034.017268
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №82

2022 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016263) დამტკიცებული დანართი №9 (ფორმა №10) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი 9

(ფორმა 10)

იარაღზე ნომრის ამოტვიფრვის ტექნიკური მონაცემების ნორმები

1. იარაღზე შესრულებული სააღრიცხვო ნომრის გასწვრივ კეთდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დამღა −   .

2. სააღრიცხვო სრულდება ლაზერული გრავირების დანადგარზე (მოდელი: OV SF-30).

3. ნომრის წარწერისათვის გამოიყენება ლათინური შრიფტი.

4. ციფრების სახე – არაბული.

5. ასოების სიმაღლე − 3 მმ.

6. ციფრების სიმაღლე − 2,6 მმ.

7. ასოებისა და ციფრების დახრა− 0 გრადუსი.

8. უნომრო იარაღზე სააღრიცხვო ნომრის ფორმა: G 0000         0000

G – სერია

0000 – მინიჭებული სააღრიცხვო ნომრის რიგითი ნომერი

 − სამინისტროს სპეციალური დამღა

0000 − სააღრიცხვო ნომრის მინიჭების წელი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური