აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/345
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 10/08/2022
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2022
სარეგისტრაციო კოდი
1-1/345
10/08/2022
ვებგვერდი, 12/08/2022
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/345

2022 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016  წლის 25 მარტის  №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2022 წლის 28 ივნისის  №01/2091 და 2022 წლის 11 ივლისის N01/2190 განცხადებები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში დეპარტამენტი) „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 მაისის №726 განკარგულების (შემდგომში განკარგულება) საფუძველზე ახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნიგვზიანში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო და ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან მიერთების (ჯამში - საერთო სიგრძით 1.2 კმ) მოწყობის სამუშაოების პროექტს (შემდგომში - პროექტი).

პროექტი ხორციელდება დეპარტამენტსა და შპს „პალადას“ (ს/ნ: 205180472) შორის 2021 წლის 21 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ე.ტ. №137-21 ხელშეკრულების ფარგლებში (NAT210016355). პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით. საპროექტო ტრასა მთლიანად მდებარეობს გურიის რეგიონში; კერძოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგვზიანის თემის სოფ. ხაჯალიას ტერიტორიაზე. საავტომობილო გზის დასაწყისიდან პკმ0+00-დან - პკ8+50-მდე მონაკვეთი გადის სახნავ-სათეს, ხეებით და ბუჩქნარებით დაფარულ ტერიტორიაზე. საავტომობილო გზის პკ8+50-დან ტრასის ბოლომდე საპროექტო მონაკვეთი ემთხვევა არსებული გზის მიმართულებას, რომელიც არის ხრეშოვანი სავალი ნაწილით და გადის ძირითადად დასახლებულ ტერიტორიაზე. მიწის ვაკისის სიგანე საშუალოდ შეადგენს 5-6 მეტრს. მიწის ვაკისის მარცხენა მხარეს საავტომობილო გზას მიუყვება ელექტროგადამცემი ხაზი, რომლებზეც დამატებით დამონტაჟებულია გარე განათების ლამპიონები. საპროექტო მონაკვეთი კვეთს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების გზას, ერთ დიდ და რამდენიმე პატარა სადრენაჟე არხს. აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტი ახორციელებს სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 50 კმ-იანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტს. აღნიშნული პროექტი 4 (ოთხი) ლოტად არის დაყოფილი. 2020 წელს დასრულდა ლანჩხუთის ტერიტორიაზე გამავალი, სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის II ლოტის მშენებლობა. აღნიშნულის შემდგომ ტრანზიტული ავტოტრანსპორტი გადაერთო ავტომაგისტრალზე და არსებული სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გარკვეული ნაწილი (ძირითადად გადის ქ. ლანჩხუთში და სხვა მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში) მნიშვნელოვნად განიტვირთა. შესაბამისად, არსებულ გზაზე მნიშვნელოვნად შემცირდა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რისკები. ასევე მიმდინარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი მე-4 ლოტის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენს არსებულ საავტომობილო გზასთან მდებარე მჭიდროდ დასახლებული სოფლების (ხაჯალია, ახალსოფელი, ხიდმაღალა, სუფსი) შემოვლით გზას. არსებულ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა ძალზედ მაღალია (მათ შორის ტრანზიტული ავტოტრანსპორტის). აღნიშნული საავტომობილო გზა განსაკუთრებით გადატვირთულია ზაფხულის პერიოდში (საკურორტო სეზონზე) შესაბამისად, აუცილებელია მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი საავტომობილო გზით მოსარგებლეთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების პირობები, რაც უზრუნველყოფილი იქნება მშენებარე ავტომაგისტრალის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების დასრულებისა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნის შემდგომ. გარდა ამისა, განიტვირთება არსებული საავტომობილო გზა, გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის და მგზავრთა გადაადგილების პირობები და ეკოლოგიური გარემო. სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები არ არის დაწყებული და სავარაუდოდ, აღნიშნული სამუშაოების დასრულებას დაჭირდება რამდენიმე წელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ავტომაგისტრალის დასრულებული მე-4 მონაკვეთის დაერთება არსებულ საავტომობილო გზასთან განხორციელდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული სოფელ ნიგვზიანში გამავალი, უმოკლესი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გავლით.  შესაბამისად ჩქაროსნული ავტომაგისტრალისა და საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის დასაკავშირებლად გათვალისწინებულია ადგილობრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია და მიერთების მოწყობა მაგისტრალსა და სარეაბილიტაციო ადგილობრივი მნიშვნელობის გზას შორის.
პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.

უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული:

ვაჟა ბელთაძის (პ/ნ 26001022849), ლოლა ბელთაძის (პ/ნ 26001032220), მალხაზ ბელთაძის (პ/ნ 26001022850) და ნანა ბელთაძის (პ/ნ 26001010628) თანასაკუთრებაში არსებული, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნიგვზიანში მდებარე,  უძრავი ქონების  ნაწილის 152 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მრავალწლიანი ნარგავების, შენობა-ნაგებობის (ღობე, მავთულბადე რკინის ბოძი, ცოკოლი, რკინის ჭიშკარი) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე -ს/კ  N27.14.46.904;

დავით მოისწრაფეშვილის (პ/ნ 26001001672), ვენერა მოისწრაფეშვილის (პ/ნ 26001023587), ლია მოისწრაფეშვილის (პ/ნ 26001037895), მზია მოისწრაფეშვილის (პ/ნ 26001023176) და ნანა მოისწრაფეშვილის (პ/ნ 26001032634)  თანასაკუთრებაში არსებული, უძრავი ქონების  ნაწილის 1813 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული შენობა-ნაგებობის (ღობე - მავთულხლართი ხის ბოძებით, ბამბუკის ღობე) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე  - ს/კ N27.14.45.409.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა. 

წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნიგვზიანში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო და ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან მიერთების (ჯამში - საერთო სიგრძით - 1.2 კმ) მოწყობის სამუშაოების პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნიგვზიანში მდებარე, 2500 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კN 27.14.46.904) თანამესაკუთრეები არიან: ვაჟა ბელთაძე (პ/ნ: №26001022849), ლოლა ბელთაძე (პ/ნ: №26001032220), მალხაზ ბელთაძე (პ/ნ: №26001022850) და ნანა ბელთაძე (პ/ნ: №26001010628).

დადგენილია, რომ  პროექტით გათვალისწინებული  სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ვაჟა ბელთაძის, ლოლა ბელთაძის, მალხაზ ბელთაძის და ნანა ბელთაძის საკუთრებაში  არსებული უძრავი ქონების ნაწილი - 152 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (ღობე - მავთულბადე რკინის ბოძი, ცოკოლი, რკინის ჭიშკარი) და მრავალწლიანი ნარგავები (ს/კ N 27.14.46.904).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიგვზიანში მდებარე, 2379 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ N27.14.45.409) თანამესაკუთრეები არიან: დავით მოისწრაფეშვილი (პ/ნ №26001001672), ვენერა მოისწრაფეშვილი (პ/ნ №26001023587), ლია მოისწრაფეშვილი (პ/ნ №26001037895), მზია მოისწრაფეშვილი (პ/ნ №26001023176) და ნანა მოისწრაფეშვილი (პ/ნ №26001032634).

დადგენილია, რომ  პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა დავით მოისწრაფეშვილის, ვენერა მოისწრაფეშვილის, ლია მოისწრაფეშვილის, მზია მოისწრაფეშვილის და ნანა მოისწრაფეშვილის საკუთრებაში  არსებული 2 379 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილი - 1 813 კვ.მ მიწის ნაკვეთი,  მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობება (ღობე - მავრთულხლართი ხის ბოძებით, ბამბუკის ღობე) (ს/კ N27.14.45.409).

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან,  დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების  ჩამორთმევის  საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."

ამდენად,  „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  2016  წლის 25 მარტის  №1-1/159 ბრძანებით   შექმნილი კომისიის  2022 წლის 2 აგვისტოს N5 ოქმის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიგვზიანში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო და ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან მიერთების (ჯამში საერთო სიგრძით 1.2 კმ) მოწყობის სამუშაოების პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ  შემდეგ უძრავ ქონებაზე:

1.1.  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნიგვზიანში მდებარე, ვაჟა ბელთაძის (პ/ნ: №26001022849), ლოლა ბელთაძის (პ/ნ: №26001032220), მალხაზ ბელთაძის (პ/ნ: №26001022850) და ნანა ბელთაძის (პ/ნ: №26001010628) თანასაკუთრებაში არსებულ 2500 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის  ნაწილზე - 152 კვ.მ-ზე, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე (ღობე - მავთულბადე რკინის ბოძი, ცოკოლი, რკინის ჭიშკარი) და მრავალწლიან ნარგავებზე -ს/კN 27.14.46.904;

1.2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიგვზიანში მდებარე, დავით მოისწრაფეშვილის (პ/ნ: №26001001672), ვენერა მოისწრაფეშვილის (პ/ნ: №26001023587), ლია მოისწრაფეშვილის (პ/ნ: №26001037895), მზია მოისწრაფეშვილის (პ/ნ: №26001023176) და ნანა მოისწრაფეშვილის (პ/ნ: №26001032634) თანასაკუთრებაში არსებულ  2379 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 1 813 კვ.მ-ზე, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე (ღობე - მავრთულხლართი ხის ბოძებით, ბამბუკის ღობე)-ს/კ 27.14.45.409.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).

 მინისტრი                                                                                 ლევან დავითაშვილი