ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, აეროდრომის დასახლების XI ქუჩისთვის გენერალ-მაიორის დავით მაისურაძის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, აეროდრომის დასახლების XI ქუჩისთვის გენერალ-მაიორის დავით მაისურაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 398
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/08/2022
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2022
სარეგისტრაციო კოდი
398
09/08/2022
ვებგვერდი, 15/08/2022
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, აეროდრომის დასახლების XI ქუჩისთვის გენერალ-მაიორის დავით მაისურაძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება 398

2022 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, აეროდრომის დასახლების XI ქუჩისთვის გენერალ-მაიორის დავით მაისურაძის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. სამგორის რაიონში, აეროდრომის დასახლების XI ქუჩას მიენიჭოს გენერალ-მაიორის დავით მაისურაძის  სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                          გიორგი ტყემალაძე