საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 18/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 300380000.16.009.016550
33
18/08/2022
ვებგვერდი, 19/08/2022
300380000.16.009.016550
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №33

2022 წლის 18 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4  და მე-6 პუნქტებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 81-ე  და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
1. „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის  №12 დადგენილების (სსმ, III, 16.07.2009, №87, მუხ. 933; სარეგისტრაციო კოდი: 300.380.000.16.009.013.285) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

ა) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. მომხმარებლის მიერ მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმების მოთხოვნის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს ადგილზე შემოწმება მომხმარებლის მიმართვიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. ამასთან, ოპერატიული რეაგირების საჭიროების დადგენის მიზნით, განაცხადის ან შეტყობინების რეგისტრაციისთანავე, განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს განმცხადებელს/მომხმარებელს საკონტაქტო ნომერზე (ოპერატიული რეაგირების დადგენის მიზნით, დაუყოვნებლივ დაკავშირების ვალდებულება ასევე ვრცელდება მომარაგების წყვეტასთან დაკავშირებულ შეტყობინებაზეც). იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების გასაწევად საჭიროა მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე შესვლა, მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლების დაშვება მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე წინასწარ შეთანხმებულ დროს. “.

2. „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილების (სსმ III, 01.12.2008, №170, მუხ. 1748, სარეგისტრაციო კოდი: 400.020.010.16.009.012.444) პირველი პუნქტით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

ა)  მე-5 მუხლის:

ა.ა) 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

„32.  წყალმომარაგების ლიცენზიატი თავისუფლდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე განთავსებული და მომხმარებლ(ებ)ის კუთვნილი წყალმომარაგების ქსელის ექსპლუატაციისთვის საჭირო სამუშაოების შესრულებისგან, თუ:

ა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი წინააღმდეგია, ან სხვაგვარად  ზღუდავს წყალმომარაგების ლიცენზიატის მოქმედებებს,  განახორციელოს  მის ინდივიდუალურ საკუთრებაზე გამავალი და ამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა სარგებლობისთვის განკუთვნილ წყალმომარაგების ქსელზე სამუშაოები;

ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა წინააღმდეგია, ან სხვაგვარად  ზღუდავს წყალმომარაგების ლიცენზიატის მოქმედებებს, განახორციელოს ამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა სარგებლობისთვის განკუთვნილ და ამ ამხანაგობის საერთო ქონებაზე განთავსებულ წყალმომარაგების ქსელზე სამუშაოები.”;

ა.ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. მომხმარებლის მიერ მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმების მოთხოვნის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი  ვალდებულია უზრუნველყოს ადგილზე შემოწმება მომხმარებლის მიმართვიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. ამასთან, ოპერატიული რეაგირების საჭიროების დადგენის მიზნით, განაცხადის ან შეტყობინების რეგისტრაციისთანავე, წყალმომარაგების ლიცენზიატის წარმომადგენელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს განმცხადებელს/მომხმარებელს საკონტაქტო ნომერზე (ოპერატიული რეაგირების დადგენის მიზნით, დაუყოვნებლივ დაკავშირების ვალდებულება ასევე ვრცელდება მომარაგების წყვეტასთან დაკავშირებულ შეტყობინებაზეც). იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების გასაწევად საჭიროა მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე შესვლა, მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს წყალმომარაგების ლიცენზიატის  წარმომადგენლების დაშვება მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე წინასწარ შეთანხმებულ დროს.“;

ბ) მე-18 მუხლის:

ბ.ა) მე-8  პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

 „81. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წყალარინების ქსელზე მიერთების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ სრული ტექნოლოგიური ციკლი მოიცავს, წყალარინების ქსელის მშენებლობას, ამ შენობა-ნაგებობიდან გამომავალი მიმღები ჭის ჩათვლით,  მიუხედავად იმისა, თუ ვის საკუთრებაშია ან ვის კუთვნილ ტერიტორიაზეა მოწყობილი აღნიშნული მიმღები ჭა;“;

ბ.ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10.  წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის (ამ წესების შესაბამისად სრულად ან ნაწილობრივ) გადახდის შემდეგ, ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების) წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოები (სრული ტექნოლოგიური ციკლი) განახორციელოს დასახლებათა (ქალაქი, დაბა, სოფელი) ტერიტორიულ საზღვრებში, წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში  არსებული წყალმომარაგების ქსელიდან  (სასმელი წყლის  წყალმომარაგების ქსელიდან, რომელშიც მიედინება  სასმელი  წყალი,  ხოლო  წყალარინების  ქსელზე  მიერთებისას  –  მოქმედი წყალარინების  ქსელიდან) 200 მეტრის რადიუსში.   სასმელი წყლის  წყალმომარაგების ქსელიდან რადიუსის გაანგარიშებაში არ გაითვალისწინება  წყალმომარაგების ის მილსადენები, რომლებშიც სასმელი წყალი უწყვეტად არ მიედინება  სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების ჰიდრავლიკური რეჟიმებიდან გამომდინარე (სადაც აღნიშნული რეჟიმი განპირობებულია ტექნიკური საჭიროებით და არა სასმელი წყლის შეზღუდვით/გრაფიკით მიწოდებით).“;

გ) მე-19 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:

„მუხლი 191. ტერიტორიულ გეგმარებით ზონაში ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემის განაშენიანება

1. როდესაც ადგილი აქვს წყალმომარაგების სისტემაზე (სასმელი წყლის წყალმომარაგების ან/და წყალარინების სისტემაზე) ისეთი ობიექტების მიერთებას, რომლებიც მდებარეობენ სანიტარიული დაცვის ზონაში ან/და, სადაც დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა, ან კანონმდებლობა სავალდებულოდ ითვალისწინებს მისაერთებელი ობიექტის ტერიტორიაზე განაშენიანების გეგმის დამუშავებას, ასეთ შემთხვევაში, ამ ტერიტორიულ გეგმარებით ზონაზე აკრძალულია ახალი ობიექტების (ახალი მომხმარებლების) წყალმომარაგების სისტემასთან მიერთება, თუ ამავე დროს ადგილი აქვს, ერთდროულად  ქვემოთ მოცემულ ყველა გარემოებას:

ა) აღნიშნულ ზონაში, უძრავ ქონებაზე (საცხოვრებელი სახლების/ბინების, საწარმოების ან სხვა ობიექტების) განთავსებული ან/და პროექტით გათვალისწინებული წყალმომარაგების ქსელის ექსპლუატაცია (მათ შორის, თუ ამ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული აბონენტების ინდივიდუალური მომსახურება) უნდა განახორციელოს წყალმომარაგების ლიცენზიატმა; 

ბ)  ადგილი აქვს ისეთი ტექნიკური პარამეტრებით მიერთების მოთხოვნას, რომელიც აშკარად არ შეესაბამება არსებულ წყალმომარაგების სისტემის საპროექტო მახასიათებლებს და არსებითი განახლების/განვითარების გარეშე (სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელში დაწნევის ან გამტარუნარიანობის, ან/და წყალარინების ქსელის გამტარუნარიანობის ან ჩაღრმავების გაზრდის გარეშე)  არსებული წყალმომარაგების სისტემა ვერ უზრუნველყოფს ახალი მიერთებით მოთხოვნილი, მომხმარებლების მომარაგებისთვის საჭირო ტექნიკური პარამეტრების დაკმაყოფილებას;

გ) აღნიშნულ ზონაზე  წყალმომარაგების სისტემის მოწყობა ან/და არსებული სისტემის არსებითად განახლება არ არის გათვალისწინებული კომისიის მიერ შეთანხმებულ საინვესტიციო გეგმაში, ან ობიექტების წყალმომარაგების სისტემასთან მიერთება მოთხოვნილია საინვესტიციო გეგმაში, აღნიშნულ ზონაზე წყალმომარაგების სისტემის მოწყობა/რეკონსტრუქციის სამუშაოების დასრულების თარიღამდე.

2. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების აკრძალვა, ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზონაში მდებარე მისაერთებელი ობიექტის წყალმომარაგების ქსელზე ინდივიდუალურად მიერთების მოთხოვნაზე (ამავე მუხლის პირობებისა და პროცედურების შესაბამისად).

3. ამ მუხლით გათვალისწინებული, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების აკრძალვა მოქმედებს იქამდე, სანამ ტერიტორიულ გეგმარებით ზონაში ან მის ნაწილში მოეწყობა შესაბამისი წყალმომარაგების სისტემა და შევა ექსპლუატაციაში, ან მოიხსნება ამ მუხლით განსაზღვრული შემზღუდველი გარემოება რის შემდგომაც, ამ ზონაზე განთავსებული ობიექტ(ებ)ის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება განხორციელდება, წესების მე-18 და 181 მუხლებით განსაზღვრული პირობების დაცვით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების აკრძალვის შემთხვევაში, წყალმომარაგების სისტემის განაშენიანება შესაძლებელია შესრულდეს, წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების დაფინანსების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასურის სანაცვლოდ, წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურების პირობით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე უნდა შეიქმნას გეგმარებით გათვალისწინებული ობიექტ(ებ)ის წყალმომარაგების სისტემა (სასმელი წყლის წყალმომარაგების და წყალარინების სისტემა), განაშენიანების გეგმით გათვალისწინებული ახალი ობიექტ(ებ)ის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებისა და ამ მიერთებისთვის საჭირო განშტოების მოწყობის გარდა.

5. ტერიტორიულ გეგმარებით ზონაზე, სადაც აკრძალულია ახალი მომხმარებლების მიერთება, წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასური განისაზღვრება შემდეგი წესით:

 

DF – ტერიტორიულ გეგმარებით ზონაზე წყალმომარაგების სისტემების განაშენიანების საფასური;

AC – ტერიტორიულ გეგმარებით ზონის ფარგლებში არსებული ობიექტების სრულყოფილი წყალმომარაგების სისტემების მოწყობის ჯამური ღირებულება;

n – ტერიტორიულ გეგმარებით ზონაზე  წყალმომარაგების სისტემებით მოსამარაგებელი ობიექტების რაოდენობა;

CFk – ტერიტორიულ გეგმარებით ზონაზე არსებული ცალკეული ობიექტ(ებ)ის (ახალი მომხმარებლების) მიერთების საფასური, რომელიც განსაზღვრულია ამ წესების დანართი №3-ის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით;

6. იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორიულ გეგმარებით ზონაზე, სადაც აკრძალულია ახალი მომხმარებლების მიერთება, წყალმომარაგების სისტემის განაშენიანების პროექტით გათვალისწინებულია წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა ერთმანეთისგან იზოლირებულ ზონებად, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასური განისაზღვრება თითოეულ იზოლირებულ წყალმომარაგების სისტემაზე განცალკევებულად.

7. წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებაში ნათლად უნდა იყოს მოცემული მხარეთა ვალდებულებები, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასური, შესრულების ვადები, ამ სამუშაოს შედეგად შექმნილი ქონების წყალმომარაგების ლიცენზიატის საკუთრებისა და ექსპლუატაციის საკითხი.

8. წყალმომარაგების ლიცენზიატს უფლება აქვს, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე, ერთჯერადად მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს, წყალმომარაგების სისტემის უზრუნველყოფისთვის საჭირო წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასური, თუ მხარეები საფასურის გადახდის სხვა პირობებზე არ შეთანხმდნენ.

9. ტერიტორიულ გეგმარებით არეალში ან მის ცალკეულ ზონაში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა უნდა შესრულდეს წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. ამასთან, ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს, წყალმომარაგების ლიცენზიატის ვალდებულებას,  წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების შეთანხმებულ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში განმცხადებელს დაუბრუნოს წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასურის ის წილი, რა წილითაც სახელშეკრულებო ვადაზე მოხდა ვადის გადაცილება, მაგრამ არაუმეტეს ჯამური ღირებულების 100%-ისა.

10. წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების დაფინანსების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასურის სრულად გადახდის სანაცვლოდ, წყალმომარაგების ლიცენზიატი უზრუნველყოფს წყალმომარაგების ერთიანი სისტემის მოწყობისთვის საჭირო ყველა სამუშაოსა და ხარჯს, მათ შორის, წყალმომარაგების სისტემის გაყვანას, საშუალებების შეძენას, საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს, მის შესრულებასთან დაკავშირებული თანხმობის ან ნებართვის მოპოვებას, ექსპლუატაციაში გაშვებას და ყველა სახის საჭირო მოქმედებას და სამუშაოს.

11. იმ ტერიტორიულ გეგმარებით ზონაში, სადაც აკრძალულია ახალი მომხმარებლების მიერთება, წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა უნდა განხორციელდეს შემდეგი წესით:

ა) დაინტერესებულმა პირმა (ან პირთა ჯგუფმა) „წყალმომარაგების სისტემის მოწყობის მოთხოვნის შესახებ“ განაცხადით უნდა მიმართოს წყალმომარაგების ლიცენზიატს  და განაცხადს თან დაურთოს ტერიტორიულ გეგმარებით ზონაში გათვალისწინებული ყველა მისაერთებელი ობიექტისთვის საჭირო ჯამური და ინდივიდუალური წარმადობის შესახებ ინფორმაცია, ასევე დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმა  და ტერიტორიულ გეგმარებით ზონაში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის დეტალური პროექტი (დადასტურებული შესაბამისი აკრედიტებული პირის/ორგანოს მიერ), რომელიც უნდა მომზადდეს წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ გაცემული წინასაპროექტო დოკუმენტის საფუძველზე. ამასთან, თუ ტერიტორიულ გეგმარებით ზონაში წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ გაცემული წინასაპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია, ერთმანეთისგან იზოლირებული წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის შესაძლებელია წარდგენილ იქნეს წყალმომარაგების სისტემის მოწყობის დეტალური პროექტი, მხოლოდ რომელიმე კონკრეტული იზოლირებული წყალმომარაგების სისტემის მონაკვეთზე და გეგმარებით ზონაში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის ესკიზურ რუკასთან ერთად, ამ კონკრეტული ზონის მითითებით;

ბ) „წყალმომარაგების სისტემის მოწყობის მოთხოვნის შესახებ“ სრულყოფილი განაცხადის მიღებიდან ერთი თვის ვადაში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია განმცხადებელს აცნობოს წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასური, სადაც დეტალურად უნდა იყოს მოცემული ტერიტორიულ გეგმარებით ზონაში დაინტერესებული პირის მიერ დასაფინანსებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი წყალმომარაგების ერთიანი სისტემის პროექტი ვერ უზრუნველყოფს მითითებულ ზონაში არსებული ობიექტ(ებ)ის სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალარინების მომსახურების სტანდარტულ დონეზე გაწევის შესაძლებლობას, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს მასში ცვლილების შეტანა (აუცილებლობის შემთხვევაში);

გ) წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასურის გადახდის შემდეგ, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, წერილობით მოსთხოვოს წყალმომარაგების ლიცენზიატს, ერთი თვის ვადაში წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების დაფინანსების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, სადაც ხელშეკრულებო ვადა უნდა იყოს, მოთხოვნილი სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო გონივრული ვადა.“;

დ) 24-ე მუხლის:

დ.ა.) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წყალმომარაგების ლიცენზიატი  წყალარინების ქსელის ექსპლუატაციას ახორციელებს:

ა) მომხმარებლ(ებ)ის მფლობელობაში მყოფ ტერიტორიამდე (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გარდა);

ბ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში – შენობა-ნაგებობიდან გამომავალი პირველი მიმღები ჭის ჩათვლით (მიუხედავად იმისა, თუ ვის საკუთრებაშია ან ვის კუთვნილ ტერიტორიაზეა მოწყობილი აღნიშნული მიმღები ჭა);“;

დ.ბ.) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21  და 2  პუნქტები:

„21. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეთხვევაში,  თუ შენობა-ნაგებობიდან გამომავალი პირველი მიმღები ჭა მოწყობილია ისტორიულად ჩამოყალიბებული დაბალი ან/და საშუალო ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ე. წ. „თბილისური ეზოების“)  ტერიტორიაზე,  წყალმომარაგების ლიცენზიატს არ მოეთხოვება საექსპლუატაციო სამუშაოს შესრულება. ასეთ შეთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი წყალარინების ქსელის ექსპლუატაციას ახორციელებს მომხმარებლების მფლობელობაში მყოფ ტერიტორიამდე.

22. ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტების გათვალისწინებით, წყალარინების ქსელზე მიერთებული ყველა სხვა განშტოებისა და შენობის შიდა გაყვანილობის მოვლა-პატრონობას ახორციელებს მომხმარებელი ან მომხმარებელთა ჯგუფი, ვის მფლობელობაშიც იმყოფება ეს ტერიტორია.“;

ე) 27-ე მუხლის მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

 „11. წესების 191 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ ობიექტებზე, რომლის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა აღნიშნული მუხლის ამოქმედებამდე.“.

3. „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №80 დადგენილების (ვებგვერდი, 05/01/2022, სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016517) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების“:

ა) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. მომარაგების ხარისხის შემოწმების მოთხოვნაზე რეაგირება

მომხმარებლის მიერ მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმების მოთხოვნის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი  ვალდებულია, უზრუნველყოს ადგილზე შემოწმება მიმართვიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. ამასთან, ოპერატიული რეაგირების საჭიროების დადგენის მიზნით, განაცხადის ან შეტყობინების რეგისტრაციისთანავე, სისტემის ოპერატორის წარმომადგენელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს განმცხადებელს/მომხმარებელს საკონტაქტო ნომერზე (ოპერატიული რეაგირების დადგენის მიზნით, დაუყოვნებლივ დაკავშირების ვალდებულება ასევე ვრცელდება მომარაგების წყვეტასთან დაკავშირებულ შეტყობინებაზეც). იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების გასაწევად საჭიროა მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე შესვლა, მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს სისტემის ოპერატორის  წარმომადგენლების დაშვება მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე წინასწარ შეთანხმებულ დროს.“.

4. „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილების (ვებგვერდი, 29/06/2021, სარეგისტრაციო კოდი 300350000.16.009.016456) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“:

ა)  მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. მომარაგების ხარისხის შემოწმების მოთხოვნაზე რეაგირება

მომხმარებლის მიერ მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმების მოთხოვნის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი  ვალდებულია, უზრუნველყოს ადგილზე შემოწმება მიმართვიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. ამასთან, ოპერატიული რეაგირების საჭიროების დადგენის მიზნით, განაცხადის ან შეტყობინების რეგისტრაციისთანავე, სისტემის ოპერატორის წარმომადგენელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს განმცხადებელს/მომხმარებელს საკონტაქტო ნომერზე (ოპერატიული რეაგირების დადგენის მიზნით, დაუყოვნებლივ დაკავშირების ვალდებულება ასევე ვრცელდება მომარაგების წყვეტასთან დაკავშირებულ შეტყობინებაზეც). იმ შემთხვევაში,  თუ მომსახურების გასაწევად საჭიროა მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე შესვლა, მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს სისტემის ოპერატორის  წარმომადგენლების დაშვება მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე წინასწარ შეთანხმებულ დროს.“.

5. „მომსახურების ხარისხის  წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №20 დადგენილების (ვებგვერდი, 29/06/2021, სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016457) პირველი პუნქტით დამტკიცებული „მომსახურების ხარისხის წესების“:

ა) 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქოლცენტრს უნდა გააჩნდეს თავისი სერვერი, სადაც არანაკლებ ერთი წლის ვადით შეინახება (დაარქივდება) შემდეგი ინფორმაცია:

ა) კალენდარული წლის განმავლობაში შემომავალი შეტყობინების (სატელეფონო და სხვა ინტერაქციული მომსახურების შეტყობინების)  რაოდენობა;

ბ) კალენდარული წლის განმავლობაში ყოველ შემომავალ შეტყობინებაზე (სატელეფონო და სხვა ინტერაქციული მომსახურების შეტყობინებაზე) პასუხის/რეაგირების გაცემის დრო და საუბრის ხანგრძლივობა;

გ) კალენდარული წლის განმავლობაში ქოლცენტრში შემოსულ შეტყობინებაზე (სატელეფონო და სხვა ინტერაქციული მომსახურების შეტყობინებაზე) რეაგირების ყველა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე