დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 430 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/08/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/08/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.023641 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №406 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 040030000.10.003.017569) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების“:
1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქსტატის დეპარტამენტებია: ა) სტრატეგიული დაგეგმვის და კოორდინაციის დეპარტამენტი; ბ) საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტი; გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი; დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი; ე) ეროვნული ანგარიშების დეპარტამენტი; ვ) ბიზნეს სტატისტიკის დეპარტამენტი; ზ) ფასების სტატისტიკის დეპარტამენტი; თ) სოციალური სტატისტიკის დეპარტამენტი; ი) სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის დეპარტამენტი; კ) მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სტატისტიკის დეპარტამენტი; ლ) საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის დეპარტამენტი.“. 2. მე-9 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. საქსტატის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სტრატეგიული დაგეგმვის და კოორდინაციის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) სტატისტიკური მეთოდოლოგიის, სტანდარტებისა და კლასიფიკაციის შემუშავება, კოორდინაცია და მონიტორინგი; ბ) სტატისტიკური მონაცემების ხარისხის უზრუნველყოფა, კოორდინაცია და მონიტორინგი; გ) სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამების შემუშავება, კოორდინაცია და მონიტორინგი; დ) საქსტატის სტრატეგიული და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების უზრუნველყოფა და მათი შესრულების მონიტორინგი; ე) სამართლებრივი უზრუნველყოფა; ვ) საბიუჯეტო და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა; ზ) ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება; თ) ფინანსური და არაფინანსური აქტივების დაცვა და ინვენტარიზაცია; ი) ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება; კ) საქმისწარმოების განხორციელება; ლ) საარქივო საქმიანობის განხორციელება; მ) შესაბამის დოკუმენტებზე საიდუმლოების რეჟიმის დაცვა; ნ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება, განხორციელება და ანგარიშგება; ო) სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“; გ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; ბ) ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; გ) საქსტატის საბჭოსა და მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; დ) სტატისტიკურ მონაცემთა გავრცელებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და უზრუნველყოფა; ე) საქსტატის საქმიანობის ანგარიშის მომზადების კოორდინაცია; ვ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ზ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; თ) საქსტატის საქმიანობის ფოტო-და ვიდეომომსახურების კოორდინაცია და უზრუნველყოფა; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“; დ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქსტატის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის შემოწმება;“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 ოქტომბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები