დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 ივნისის №12 დაგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/08/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/09/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.35.119.016482 |
|
„ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 ივნისის №12 დაგენილებაში ცვლილების შეტანის შსახებ.
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის შესახებ” ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 ივნისის №12 დაგენილებაში (www.macne.gov.ge, 09/06/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.35.119.016454) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მასალებს, საპატიო წოდების მინიჭების თაობაზე, წინასწარი განხილვის წესით, ამზადებს ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების საკითხთა კომისია. 2. დადგენილების მე-7 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების საკითხთა კომისია. 3. დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების საკითხთა კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება ხონის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტით, ბრძანებით. ამავე ბრძანებით განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. რომელიც აგვარებს ორგანიზაციულ საკითხებს, აფორმებს ოქმებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები