დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 01/09/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/09/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300300000.16.009.016564 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 14.08.2020, სარეგისტრაციო კოდი: 300300000.16.009.016397) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის: ა) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მიწოდების ხელშეკრულება დადებულად ითვლება მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების გაგზავნისთანავე. 6. მიწოდების ხელშეკრულებასთან მიერთების მიზნით, ხელმოწერილ მიწოდების ხელშეკრულებასთან ერთად, მომხმარებელმა მიმწოდებელს უნდა წარუდგინოს: ა) უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობა ან, საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში – დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს; ბ) ამ წესების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდაზე პასუხისმგებელი პირის არსებობის შემთხვევაში – მისი თანხმობა.“; ბ) 61 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 და 63 პუნქტები: „62. მიმწოდებელი მომხმარებელს დაუყოვნებლივ აცნობებს მიწოდების ხელშეკრულების მიღების თაობაზე და მომხმარებლის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით უგზავნის მომხმარებლის მიერ წარდგენილი მიწოდების ხელშეკრულების რეგისტრაციის ნომერს, თარიღსა და კომისიის მიერ დამტკიცებული მომსახურების ხარისხის წესებით გათვალისწინებულ ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციის ნომერს. 63. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი მიიჩნევს, რომ მომხმარებლის მიერ წარდგენილი მიწოდების ხელშეკრულება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იგი აცნობებს მომხმარებელს აღნიშნულის თაობაზე და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად, რომელიც არ უნდა იყოს სამ დღეზე ნაკლები.”; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მომხმარებლის მიერ ამ მუხლის 63 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია, უარი თქვას მიწოდების ხელშეკრულების დადებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობებს მომხმარებელს მოკლეტექსტური შეტყობინებით.“; დ) მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. მომხმარებლის მიერ მიწოდების ხელშეკრულებისა და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან, ან ამ მუხლის 63 პუნქტის შესაბამისად, ხარვეზის აღმოფხვრიდან ორი დღის ვადაში, მიმწოდებელი მოკლეტექსტური შეტყობინებით აცნობებს მომხმარებელს მიწოდების ხელშეკრულების დადების თაობაზე.“.
2. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესების მე-8 მუხლის 63 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებლისთვის ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადის განმავლობაში ამოიწურა საჯარო შეთავაზების მოქმედების ვადა, აღნიშნული არ მოახდენს გავლენას მომხმარებლის უფლებაზე, აღმოფხვრას ხარვეზი და მიუერთდეს მიწოდების ხელშეკრულებას ამ წესების მე-8 მუხლით განსაზღვრული პირობების დაცვით.“.
3. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებისა და ელექტროენერგიის მოხმარების კონტროლის მიზნით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს თითოეული კატეგორიის მომხმარებლის მიერ შესაბამის დასახლებაში გასული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის საშუალო მოცულობის შესახებ ინფორმაციის მომზადებასა და დამატებითი საფასურის გარეშე მიმწოდებლისთვის ყოველთვიურად გადაცემას. ამ პუნქტის მიზნებისთვის, დასახლება გულისხმობს სოფელს, დაბას ან ქალაქს, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონს. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მოამზადოს ერთი და იმავე კატეგორიის იმ მომხმარებლების საშუალო მოხმარების მიხედვით, რომელთაც ელექტროენერგია მიეწოდებათ ერთი და იმავე ფიდერის მეშვეობით.“.
4. მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ გადაიხდის მომსახურების საფასურს ქვითარში მითითებული ვადის დაცვით, მიმწოდებელი ვალდებულია, გადახდის ბოლო ვადის მომდევნო დღეს გააფრთხილოს მომხმარებელი მოკლეტექსტური შეტყობინების მეშვეობით და განუსაზღვროს მას მომსახურების საფასურის გადახდის დამატებითი ვადა, რომელიც არ უნდა იყოს გადახდის ბოლო ვადიდან 1 კალენდარულ დღეზე ნაკლები.“.
5. მე-20 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მსხვილი მომხმარებელი უფლებამოსილია: ა) მიწოდების ხელშეკრულება დადოს ერთზე მეტ მიმწოდებელთან, მათ შორის, ერთი საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების/ობიექტისათვის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით; ბ) ელექტრონერგია შეისყიდოს როგორც საცალო, ისე ორგანიზებულ ბაზრებზე, კომისიის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ მსხვილი მომხმარებელი მიწოდების ხელშეკრულებას დებს ერთზე მეტ მიმწოდებელთან ერთი და იმავე მიწოდების წერტილის მეშვეობით მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, ამ მიწოდების წერტილში აღრიცხული ელექტროენერგიის განაწილების წესი განისაზღვრება მსხვილ მომხმარებელსა და შესაბამის მიმწოდებლებს შორის შეთანხმებით.“.
6. 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) სისტემის ოპერატორის დასახელებას, რომლის გამანაწილებელ ქსელზეც მიერთებულია მომხმარებელი;“.
7. მე-40 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ახალი მიმწოდებელი ამოწმებს მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის ამ წესების 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობას და მასში მოცემული ინფორმაციის სისწორეს. ამ მიზნით, ახალი მიმწოდებელი გამოითხოვს ინფორმაციას შესაბამისი სისტემის ოპერატორისგან.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის წარდგენიდან, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ხარვეზის აღმოფხვრიდან ორი დღის ვადაში, ახალი მიმწოდებელი: ა) შესაბამის სისტემის ოპერატორს უგზავნის მიმწოდებლის შეცვლის განაცხადს; ბ) მომხმარებლის არსებულ მიმწოდებელს უგზავნის ინფორმაციას მიმწოდებლის შეცვლის პროცედურის დაწყების თაობაზე, მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და შესაბამისი აბონენტის ნომრის მითითებით.“. |
| მუხლი 2 |
|
1.
ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2.
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1 ოქტომბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები