„ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის N37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის N37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 05/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 240140000.41.046.016018
41
05/09/2022
ვებგვერდი, 06/09/2022
240140000.41.046.016018
„ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის N37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
 

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №41

2022 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის №37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის №37 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „მითითებების“ მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  31 -32 პუნქტები:

„31. სააგენტოს წერილობითი კორესპონდენცია ინფორმაციის მიწოდების თაობაზე უნდა ჩაჰბარდეს ადრესატს, მის წარმომადგენელს, ოჯახის წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. კორესპონდენციის გაგზავნა შეიძლება განხორციელდეს ფოსტით ან/და სხვა ტექნიკური საშუალებებით (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა). ამ პუნქტში დასახელებული ტექნიკური საშუალებებით შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად, ადრესატი მხარის მიერ დადასტურების შემთხვევაში.

32. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით სააგენტო ვერ ახერხებს წერილობითი კორესპონდენციის ადრესატისთვის ჩაბარებას ან პირი უარს აცხადებს დოკუმენტაციის ჩაბარებაზე, სააგენტო უფლებამოსილია, შემოსავლების სამსახურს გაუგზავნოს შესაბამისი თხოვნა, რის შემდეგაც შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს  გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით ადრესატისათვის  დოკუმენტაციის გაგზავნას. შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად, ადრესატი მხარის მიერ დოკუმენტის გახსნის შემთხვევაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეირაკლი ლექვინაძე