დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 458 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/09/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/09/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160071.10.003.023669 |
|
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/01/2014, 300160070.10.003.017699) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მე-19 მუხლის:
1. მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ჰიდრავლიკური გამოცდა 300 ბარი საგამოცდო წნევით შეკუმშულ ბუნებრივ აირზე მომუშავე ბალონისა და 25 ბარი გათხევადებულ აირზე მომუშავე აირბალონებისთვის. იმ აირბალონის ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ქარხნულად განთავსებული აირბალონის საგამოცდო წნევა, რომელზეც წარმოდგენილია აირბალონის ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებლის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, უნდა შეესაბამებოდეს ქარხანა-დამამზადებლის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტით ასეთი აირბლონისთვის დადგენილ საგამოცდო წნევის ნორმას;“. 2. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. აირბალონების მასა დგინდება მათი აწონით, ხოლო მოცულობა განისაზღვრება წყლით გავსებული და ცარიელი აირბალონის მასათა სხვაობით. თუ აირბალონის მასა შემცირებულია 7%-ზე მეტად იმასთან შედარებით, რაც აირბალონზეა აღნიშნული ან თუ მოცულობა 2%-ზე მეტადაა გაზრდილი, აირბალონი ითვლება უვარგისად. აირბალონი, რომელზეც წარმოდგენილია აირბალონის ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებლის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, უვარგისად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ ჰიდრავლიკური გამოცდის შედეგად აირბალონის მოცულობა 2%-ზე მეტადაა გაზრდილი აირბალონის ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებლის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტით, ასეთი აირბალონისთვის დადგენილი მოცულობის ზრდის ზღვრულ ნორმაზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები