დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 460 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 16/09/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/09/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.023671 |
460
16/09/2022
ვებგვერდი, 20/09/2022
340170000.10.003.023671
„ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
„ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/05/2020, 340170000.10.003.022039) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ – „ო“ ქვეპუნქტები:
„მ) უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ იმპორტში დეკლარირებულ ელექტრო და ელექტრონულ მოწყობილობებზე; ნ) ჰუმანიტარული მიზნით ან გრანტის სახით იმპორტში დეკლარირებულ ელექტრო და ელექტრონულ მოწყობილობებზე; ო) სახელმწიფო უწყების (საქართველოს სამინისტრო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი) მიერ იმპორტში დეკლარირებულ ელექტრო და ელექტრონულ მოწყობილობებზე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები