საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1854-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.020625
1854-IXმს-Xმპ
23/09/2022
ვებგვერდი, 28/09/2022
090000000.05.001.020625
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 151-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასამართლოს შეუძლია ასევე ყადაღა დაადოს ქონებას, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს კორუფციული, რეკეტული, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირის ქონებაა.“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:

„31. ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინებით შეიძლება ასევე ყადაღა დაედოს ქონებას, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული, ან/და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული, ამასთანავე, აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება საჭიროა ერთი ან რამდენიმე შემდეგი მიზნის მისაღწევად:

ა) ახალი დანაშაულის ჩადენის აღსაკვეთად;

ბ) განადგურებისგან ან დაზიანებისგან მის დასაცავად;

გ) მისი გადამალვის, გასხვისების ან დახარჯვის აღსაკვეთად;

დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე მისი შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად.“.

2. 152-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის 151-ე მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით ან იმავე მუხლის 31 ნაწილის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადება მის მესაკუთრეს ან მფლობელს უკრძალავს ქონების განკარგვას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – აგრეთვე ქონებით სარგებლობას.“;

ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. ამ კოდექსის 151-ე მუხლის 31 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადება მის მესაკუთრეს ან მფლობელს უკრძალავს ქონებით მხოლოდ სარგებლობას, ხოლო იმავე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ქონების მხოლოდ განკარგვას.“.

3. 154-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11−14 ნაწილები:

„11. ამ კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადების წინა ეტაპზე დადგენილი 12-თვიანი ვადის ამოწურვამდე, თუ კვლავ არსებობს ქონებაზე ყადაღის დადების შესაბამისი საფუძველი, ბრალდების მხარე უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით შემდეგ ეტაპზე დადგენილი 12 თვის ვადით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

12. ამ კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ გაუქმდა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინება, თუმცა არ ამოწურულა იმავე ნაწილით გათვალისწინებული ვადა და არსებობს ამავე კოდექსის 151-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი, ბრალდების მხარე უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით დარჩენილ ეტაპებზე დადგენილი ვადით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

13. ამ კოდექსის 151-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ, თუ დასტურდება ამ კოდექსის 151-ე მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობა, ბრალდების მხარე უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით შეცვლილი საფუძვლით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

14. ბრალდების მხარე უფლებამოსილია სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების სრულად ან ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე.“. 

4. 158-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 158. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინების მოქმედების ვადა

1. ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტამდე, გარდა ამ კოდექსის 151-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. ამ კოდექსის 151-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონებას ყადაღა ედება 2 ეტაპად და თითოეულ ეტაპზე ქონებაზე ყადაღის დადების ვადა 12 თვეა.

3. ამ კოდექსის 151-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დაწყებულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესაბამისი პროცედურები, ქონებას ყადაღა ედება 4 ეტაპად და თითოეულ ეტაპზე ყადაღის დადების ვადა 12 თვეა.“.

მუხლი 2

1. თუ ქონებას ყადაღა ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული იმ საფუძვლით დაედო, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზით იყო მოპოვებული ან/და ამ ქონების მიმართ ჩადენილი იყო დანაშაული, ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში პროკურორი ვალდებულია ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების მიმღებ სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ამ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ან აღნიშნულ ქონებაზე დადებული ყადაღის გაუქმების თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონებას ყადაღა შეიძლება დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, საერთო ჯამში 24 თვის ვადით, რომელშიც არ ითვლება ქონებაზე ყადაღის დადების ის ვადა, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე არის გასული.

3. თუ ქონებას ყადაღა ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული იმ საფუძვლით დაედო, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზით იყო მოპოვებული ან/და ამ ქონების მიმართ ჩადენილი იყო დანაშაული, ამასთანავე, დაწყებულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესაბამისი პროცედურები, ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში პროკურორი ვალდებულია ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების მიმღებ სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ამ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ან აღნიშნულ ქონებაზე დადებული ყადაღის გაუქმების თაობაზე.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონებას ყადაღა შეიძლება დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, საერთო ჯამში 48 თვის ვადით, რომელშიც არ ითვლება ქონებაზე ყადაღის დადების ის ვადა, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე არის გასული.

5. ამ მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს ამ შუამდგომლობით მისთვის მიმართვიდან 2 კვირის ვადაში. აღნიშნული შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო აფასებს, არსებობს თუ არა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძველი.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

23 სექტემბერი 2022 წ.

N1854-IXმს-Xმპ