„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/09/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.141.016360
17
29/09/2022
ვებგვერდი, 30/09/2022
010250050.35.141.016360
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2022 წლის 29 სექტემბერი

ქ. ახალქალაქი

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის  2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“  ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს   „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ 2022 წლის  28 აპრილის №7 დადგენილების დანართში (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 29.04.2022 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.141.016350).

1. დანართის მე-2 მუხლ პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ბ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი და მის მიერ გადასახდელი/გადახდილი თანხა აღემატება 800 (რვაას) ლარს, დაფინანსება მოხდეს შემდეგი ლიმიტებით:

ბ.ა) თუ გადასახდელი/გადახდილი თანხა არის 800-დან 1000 ლარამდე, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი /გადახდილი თანხის, 30%-მდე  არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.

ბ.ბ) თუ გადასახდელი/გადახდილი თანხა აღემატება 1000 (ათასი) ლარს, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 30%-მდე არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.

ბ.გ) თუ გადასახდელი/გადახდილი თანხა აღემატება 5000 (ხუთი ათასი) ლარს, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 30%-მდე არაუმეტეს, 1500 (ერთიათას ხუთასი) ლარისა.

ბ.დ) თუ გადასახდელი/გადახდილი თანხა აღემატება 10 000 (ათი ათასი) ლარს, ერთჯერადად დაუფინანსდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის, არაუმეტეს, 2000 (ორი ათსი) ლარისა.“

 

2. დანართის მე-3  მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ონკოლოგიური დაავადებების მქონე (ავთვისებიანი სიმსივნე) ან/და ქიმიოთერაპის კურსზე მყოფი, მათ შორის სისხლის ავთვისებიანი სიმსივნის დაავადების მქონე ბენეფიციარების მკურნალობის დაფინანსება.“

3. დანართის მე-4 მუხლი პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„გ) შშმ ბავშვის სტატუსის მქონე (ასევე დაუნის, აუტისტური სპექტრის მქონე ან სხვა ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვი) ბენეფიციარებს დაფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო მომსახურება -მკურნალობა, მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა, თერაპია/მასაჟი - მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.“

4. დანართის მე-6  მუხლი ამოღებულ იქნას.

5.  დანართის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ , „ბ“ და „გ“ პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ა) გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის მქონე მკვეთრად  გამოხატული ხარისხი, ფსიქოლოგიური დაავადებების მქონე მკვეთრად  გამოხატული ხარისხი, ცერებრალური დამბლით, აუტიზმით  და  დაუნის (მკვეთრად გამოხატული) სინდრომით  დაავადებული  ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

ბ) დამოუკიდებლად გადაადგილება შეზღუდული პირები (ეტლით მოსარგებლე), რომელიც საჭიროებს სხვა პირის მუდმივ  მოვლას - მკვეთრად გამოხატული ხარისხი, 1500 ლარამდე.

გ) მხედველობადაქვეითებული (უსინათლო) ან/და სმენადაქვეითებული ბენეფიციარები - მკვეთრად გამოხატული შშმ პირები -500 ლარით.

6.  დანართის  მე-14 მუხლი ამოღებულ იქნას.

7. დანართის 23-ე მუხლი ამოღებულ იქნას.

8. დანართის 24-ე  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაფინანსება მოხდეს მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელებსა (საბაკალავრო საფეხურისთვის) და აკრედიტებულ კოლეჯებში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. სწავლის საფასურის დაფინანსება განისაზღვროს თითოეულ სტუდენტზე 1000 (ერთი ათასი) ლარამდე არაუმეტეს სწავლის წლიური საფასურის 50%-ამდე, დახმარება ერთჯერადად (კალენდარულ წელში ერთხელ ,ერთი სასსწავლო წლისთვის) გაეწევა სტუდენტს (25  წლამდე), რომელიც არ სარგებლობს სხვა სახელმწიფო პროგრამით, არ აქვს მოპოვებული სახელმწიფო გრანტი და აკმაყოფილებს ერთ-ერთ კრიტერიუმს:“

9. დანართის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან