„ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ,“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ,“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/09/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.124.016453
17
30/09/2022
ვებგვერდი, 04/10/2022
190020020.35.124.016453
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ,“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2022 წლის 30 სექტემბერი

ქ. ბაღდათი

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ,“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.124.016429) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-13 მუხლის (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები) მე-2 პუნქტის „ვ.ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ.ფ) საცხოვრებლით უზრუნველყოფა (კოდი 06 02 20 )

ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც სტიქიური მოვლენების ან სხვა ობიექტური გარემოებების შედეგად დაუზიანდათ ან დაკარგეს საცხოვრისი, უზუნველყოფილი იქნებიან დროებითი საცხოვრებლის ქირით,  ან/და  დაზიანებული სახლების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების და მასალების დაფინანსებით.  გასაცემი თანხის ზუსტი ოდენობა განისაზღვრება  ,,მოქალაქეთა კერძო საკუთრებაზე სხვადასხვა ობიექტური გარემოების შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის" მიერ.

ქვეპროგრამის მიზანია, უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების დროებითი საცხოვრებლით ბინის ქირით უზრუნველყოფა ან/და დაფინანსება დაზიანებული სახლების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების და მასალების“.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ გიორგიძე