“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მინისტრის 2000 წლის 30 აგვისტოს №366 ბრძანებაში ,,სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ დამატების შეტანის თაობაზე”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 213
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 66, 01/07/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 29/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.11.118.005.910
  • Word
213
20/06/2003
სსმ, 66, 01/07/2003
140.130.000.11.118.005.910
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მინისტრის 2000 წლის 30 აგვისტოს №366 ბრძანებაში ,,სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ დამატების შეტანის თაობაზე”
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.11.118.005.910

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №213

2003 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 30 აგვისტოს №366 ბრძანებაში “სატრანსპორტო საშუალებაა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების დამტკიცების შესახებ” დამატების შეტანის თაობაზე

“საგზაო მოძრაობის შესახებ” ვენის კონვენციის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესრულების მიზნით და მის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 30 აგვისტოს №366 ბრძანებით “სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების დამტკიცების შესახებ” დამტკიცებული წესების (სსმ III, №83, 12.09.2000 წ., მუხ. 742) მე-2 მუხლის პირველ პუნქტის მეორე აბზაცს დაემატოს შემდეგი რედაქციის წინადადება: “სხვა სახელმწიფოში დროებით ან მუდმივად მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ, შესაბამის რეგიონალურ სამსახურში შეიძლება მიიღოს მძღოლის საერთაშორისო მოწმობა მის მიერ სათანადო რწმუნებით აღჭურვილი პირის მეშვეობით” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“იმავე კატეგორიებზე საერთაშორისო მძღოლის მოწმობას არასავალდებულო წესით გასცემს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს შესაბამისი სამსახური.სხვა სახელმწიფოში დროებით ან მუდმივად მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ, შესაბამის რეგიონალურ სამასახურში შეიძლება მიიღოს მძღოლის საერთაშორისო მოწმობა მის მიერ სათანადო რწმუნებით აღჭურვილი პირის მეშვეობით.”.

2. ბრძანება ძალაში შედის მის გამოქვეყნებისთანავე.

3. ბრძანება დაიგზავნოს კუთვნილებისამებრ.

კ. ნარჩემაშვილი