დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 92 |
დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/10/2022 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/10/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 240120100.35.139.016482 |
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტის, 261 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 30-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“ |
მუხლი 1 |
შემოღებულ იქნეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა. |
მუხლი 2 |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (გარდა დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბისა) გარე რეკლამის განთავსების წესების დაცვაზე კონტროლი უზრუნველყოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურმა, დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიულ საზღვრებში სახელმწიფო ან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების პროცესის კონტროლსა და ადმინისტრირებაზე უფლებამოსილ პირად კი განისაზღვროს სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტო“. |
მუხლი 3 |
დამტკიცდეს „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად. |
მუხლი 4 |
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დანართი №2-ის შესაბამისად. |
მუხლი 5 |
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად. |
მუხლი 6 |
დამტკიცდეს უწყებრივი სანებართვო რეესტრის ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად. |
მუხლი 7 |
დამტკიცდეს სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა დანართი №5-ის შესაბამისად. |
მუხლი 8 |
დამტკიცდეს სანებართვო მოწმობის (დუბლიკატის) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმა დანართი №6-ის შესაბამისად. |
მუხლი 9 |
დამტკიცდეს დაბრუნებული, გაუქმებული და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმა დანართი №7-ის შესაბამისად. |
მუხლი 10 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 მარტის №11 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 240120100.35.139.016182, 25/03/5015 წელი) |
მუხლი 11 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი |
მუხლი 1.
რეგულირების სფერო |
1. ეს წესი შემუშავებულია „რეკლამის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად და განსაზღვრავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესს.
2. ამ წესით დადგენილი გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მხოლოდ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ საჭიროებს ამ კანონით განსაზღვრულ გარე რეკლამის განთავსების ნებართვას. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი დგინდება მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულებით, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება რეგულირდება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების შესაბამისად. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გარე რეკლამა – ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე რეკლამის გავრცელება პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებებით, იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და იმ ადგილებში, სადაც გაცემული ნებართვით შესაძლებელია განთავსდეს რეკლამა; ბ) აბრა – დაფა, რომელზედაც დატანილია ნებისმიერი ფორმისა და ზომის წარწერა, რომელიც განთავსებულია ეკონომიკური აგენტის ან მეწარმე სუბიექტის ობიექტზე, აღნიშნავს ამ ობიექტის სახელწოდებას და მისგან არაუმეტეს 1.5 მეტრით არის დაშორებული; გ) სარეკლამო საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, სარეკლამო დაფა და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით; დ) ნებართვა – ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მოპოვებული განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით ქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის კანონით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას. შესაძლებელია ნებართვის გადაცემა სხვა პირისთვის, თუ ეს კანონით არ არის აკრძალული ან ნებართვა არსობრივად არ არის დაკავშირებული მის მფლობელთან; ე) ნებართვის მაძიებელი – ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაცია (ორგანიზაციული წარმონაქმნი), რომელსაც მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად სურს სარეკლამო საშუალების განთავსების ან/და სარგებლობის უფლების მოპოვება; ვ) ნებართვის გამცემი – ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო; ზ) ნებართვის მფლობელი – ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაცია (ორგანიზაციული წარმონაქმნი), რომელმაც დადგენილი წესით მოიპოვა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა; თ) უწყებრივი სანებართვო რეესტრი – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების თაობაზე; ი) აუქციონი – გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად ნებართვის გამცემის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამოცხადებული ელექტრონული ვაჭრობა (მათ შორის, ვადაგაგრძელებული აუქციონი, განმეორებითი აუქციონი), რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა; კ) ბე – ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად აუქციონის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადასახდელი თანხის ოდენობა. აუქციონში გამარჯვებულს ბე ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას; ლ) აუქციონის მონაწილე – პირი, რომელიც ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვით დაიშვება აუქციონზე და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მიენიჭება აუქციონის მონაწილის სტატუსი; მ) აუქციონში გამარჯვებული – პირი, რომელიც აუქციონის პროცესში გამოვლინდება გამარჯვებულად, რომელზეც გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, გაფორმდება ხელშეკრულება და გაიცემა ნებართვა; ნ) ლოტი – აუქციონის ფორმით განსაკარგად გატანილი შესაბამისი ნებართვა. ერთ ლოტში შესაძლებელია გაერთიანდეს რამდენიმე ნებართვა; ო) ნებართვის გაცემის ფასი/აუქციონის სრული საფასური – აუქციონის პროცესში დაფიქსირებული, ლოტის შეძენისთვის აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შემოთავაზებულ იქნა მის მიერ; პ) საწყისი ფასი/საწყისი საფასური – ნებართვის გაცემის საწყისი ფასი, კერძოდ, აუქციონზე გატანილ ლოტზე (ნებართვა) დადგენილი სააუქციონო კონკურენციის დასაწყები ფასი, რომელიც გამოცხადებულია სააუქციონო კონკურენციის დასაწყებად, შემდგომი ვაჭრობისთვის. ლოტში რამდენიმე ნებართვის გაერთიანების შემთხვევაში ლოტის საწყისი ფასი განისაზღვრება ლოტში შემავალი ნებართვის საწყისი ფასების ჯამის ოდენობით“. ჟ) სააუქციონო კონკურენცია – აუქციონის ერთსა და იმავე ლოტზე განაცხადის მქონე მონაწილეთა ვაჭრობა ყველაზე მაღალი ბიჯის შეთავაზების გზით გამარჯვებულის გამოსავლენად; რ) ბიჯი – თანხის მინიმალური ოდენობა, რომელიც აუქციონის მონაწილის მიერ სააუქციონო კონკურენციისას ემატება ლოტის საწყის ფასს ან/და წინა ბიჯის ოდენობას. |
მუხლი 3.
ზოგადი დებულებები |
1. სარეკლამო საშუალება (გარე რეკლამა) არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და მაჩვენებლებს, მან არ უნდა გააუარესოს ამ ნიშნების, მაჩვენებლების და გზის ხილვადობა, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას.
2. შენობა-ნაგებობაზე განთავსებული სარეკლამო საშუალება არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ იერსახეს და უნდა იყოს კონსტრუქციულად მდგრადი. ნებისმიერი ფორმით განთავსებული (გავრცელებული) სარეკლამო საშუალება არ უნდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს. 3. სარეკლამო მასალაზე იმ საქონლის რეკლამირებისას, რომლის სერტიფიცირებაც აუცილებელია, უნდა გაკეთდეს აღნიშვნა „სერტიფიცირებულია“. 4. გარე რეკლამაზე მითითებული უნდა იყოს რეკლამის განთავსების შესახებ ნებართვის ნომერი. 5. დაუშვებელია არასათანადო ან/და ისეთი შინაარსის გარე რეკლამის განთავსება, რომლის განთავსებაც (გავრცელებაც) აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით. 6. სარეკლამო საშუალებაზე (გარე რეკლამაზე) წარწერა შესრულებული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად, წარწერა შეიძლება შესრულდეს რომელიმე უცხო ენაზეც (ენებზეც). უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ფორმით) არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებადი და კითხვადი. 7. გარე რეკლამა უნდა აკმაყოფილებდეს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა ზოგად და სპეციალურ მოთხოვნებს რეკლამისადმი. |
მუხლი 4.
გარე რეკლამის განთავსების გეგმა |
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გავრცელების გეგმას (სარეკლამო საშუალების განთავსების, გაბარიტული ზომებისა და ფორმის მითითებით) ამტკიცებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. გარე რეკლამის განთავსების გეგმა (რეკლამის ზომის, ფორმისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით) შეთანხმებული უნდა იყოს: ა) საავტომობილო გზების მმართველობის სათანადო ორგანოსთან და საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან – რეკლამის გავრცელების ტერიტორიის საავტომობილო გზების კუთვნილ ან მის მომიჯნავე ზოლში მდებარეობისას (დასახლებული პუნქტების საზღვრების გარეთ); ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან; გ) რკინიგზის მმართველობის სათანადო ორგანოსთან – რეკლამის გავრცელების ტერიტორიის რკინიგზის ტერიტორიის კუთვნილ ზოლში მდებარეობისას; დ) საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოსთან ან მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურებთან რეგიონებში – ბუნების, ისტორიისა და კულტურის დაცვით ზონებში, ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში“.
|
მუხლი 5.
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი |
1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიეცეს იმ ნებართვის მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული სანებართვო პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
2. თუ ნებართვით გათვალისწინებულ ქმედებას ახორციელებს იურიდიული პირი, აღნიშნული ქმედების განხორციელების უფლებამოსილება აქვს ამ იურიდიული პირის ფილიალსაც. ნებართვის მფლობელი ვალდებულია ფილიალის მიერ სანებართვო ქმედების განხორციელებისათვის წინასწარ აცნობოს ნებართვის გამცემს ფილიალის მიერ სანებართვო პირობების დაკმაყოფილების შესახებ. დაუშვებელია ნებართვის გამცემის მიერ ისეთი დამატებითი პირობის ან რეჟიმის დაწესება, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის ფილიალისათვის ცალკე ნებართვის გაცემას. თუ იურიდიული პირი ან ფილიალი განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც რეგულირდება ნებართვით და აღნიშნულს არ ითვალისწინებს მათ მიერ მოპოვებული ნებართვა, საჭიროა ამ იურიდიული პირის მიერ შესაბამისი ნებართვის მოპოვება. იგივე წესი მოქმედებს ნებართვის მფლობელის მიერ მესამე პირზე ნებართვის გადაცემის შემთხვევაში. 3. გარე რეკლამის განთავსებისათვის ნებართვის მოსაპოვებლად აუქციონი ცხადდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით“. 4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარებისას, წინამდებარე წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით განსაზღვრული წესები“. 5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვას აუქციონში გამარჯვებულ პირზე გასცემს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი. 6. ამ წესის შესაბამისად გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად. 7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით წინამდებარე წესით განსაზღვრულ დისკრეციულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ყველა გადაწყვეტილება (კონკრეტულ შემთხვევაში ნებართვა უნდა გაიცეს გარე რეკლამის გავრცელების გეგმის საფუძველზე თუ მის გარეშე და სხვა) დადგენილი წესით მიიღება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მიერ. |
მუხლი 6.
ნებართვის ობიექტი და საწყისი ფასი |
1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გაცემის ობიექტი შეიძლება იყოს:
ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება; ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე ტექნიკური საშუალება; გ) უფლება, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში ნებართვის მფლობელმა განათავსოს გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალება. 2. გარე რეკლამის საშუალების ერთ კვადრატულ მეტრზე განთავსებისათვის აუქციონის წლიურ საწყის საფასურს, ბორჯომის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით განსაზღვრავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო, არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით. 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრება გასაცემი სარეკლამო საშუალებების 1 კვ.მ-ზე განსაზღვრული შესაბამისი ფასის გამრავლებით სარეკლამო საშუალებების საერთო ფართობთან კვადრატულ მეტრებში 4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფასურს ნებართვის მფლობელი იხდის ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასის გადახდის საკითხები დეტალურად განისაზღვრება აუქციონის გამოცხადების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტით. |
მუხლი 7.
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ვადა |
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 წლისა და არაუმეტეს 3 წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება გარე რეკლამის ნებართვის გაცემის შესახებ აუქციონის გამოცხადების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტით. |
მუხლი 8.
გარე რეკლამის განთავსების ნებართვასთან დაკავშირებით დაწესებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვები |
გარე რეკლამის განთავსების ნებართვასთან დაკავშირებით დაწესებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ უნდა მიეთითოს გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე გამოცხადებულ სააუქციონო პირობებში და აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში. |
მუხლი 9.
კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა |
1. სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახური, ხოლო დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიულ საზღვრებში - სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ზედამხედველობის სამსახური, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილნი არიან რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისრონ ადმინისტრაციული სახდელი. 4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმების შესახებ, ასევე მასში შესაბამისი ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გამცემი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხრიდან ცალმხრივად გაუქმების საფუძველია: ა) გაფრთხილების მიუხედავად დაწესებულ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, გაფრთხილების მიუხედავად სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა; ბ) დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა; გ) გაფრთხილების მიუხედავად წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა; დ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ამა თუ იმ ადგილს (ადგილებს) მოეხსნა გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსი; ე) გარე რეკლამის განთავსების ადგილი საჭიროა კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლისა და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის; ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველი; 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი და არ წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს უფლება აქვს წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები. 8. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ნებართვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს, ნებართვის მფლობელს უფლება არ აქვს წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილებზე მის მიერ განთავსებული ნივთები, მას არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი და არ აუნაზღაურდება გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთების ღირებულება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით.
|
დანართი №2
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის (შემდგომში – სანებართვო მოწმობა) გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების შესაბამისად.
2. სანებართვო მოწმობის ფორმების გამოყენებას და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირველადი სტრუქტურული ერთეული (შემდგომში-სამსახური). |
მუხლი 2.
სანებართვო მოწმობის დამზადება და მომარაგება |
1. ამ წესით განსაზღვრული გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობა (შემდეგში-მოწმობა) წარმოადგენს მესამე კატეგორიის - მარტივი ტიპის მკაცრი აღრიცხვის ფორმას. სანებართვო მოწმობის ფორმას აქვს უნიკალური ნომერი, დამცავი ნიშნები და იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიულ საწარმოში.
2. სანებართვო მოწმობის ფორმების მომარაგება/შეკვეთას დამოუკიდებლად ახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში - ნებართვის გამცემი) ან/და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 3. პოლიგრაფიული საწარმოდან სანებართვო მოწმობის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მინდობილი პირი სანებართვო მოწმობის ფორმებს სათანადოდ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით აბარებს ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებასა პასუხისმგებელ პირს. |
მუხლი 3.
სანებართვო მოწმობის შევსება და წარმოება |
1. სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №3) ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. მოწმობაში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. მოწმობის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი მოწმობის ფორმა, ხოლო დაზიანებული ან/და გაფუჭებული ფორმა გადაიხაზება ჯვარედინად და ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებასა შედგენაზე პასუხისმგებელი პირი ადგენს ჩამოწერის აქტს.
2. სანებართვო მოწმობა დგება ორ ეგზემპლარად. შედგენილი მოწმობის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს და სპეციალურ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი, მოწმობის მეორე ეგზემპლარი რჩება ნებართვის გამცემთან. 3. ნებართვის გამცემს ან/და მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს შესაბამისი მონაცემები, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში (დანართი №4). |
მუხლი 4.
სანებართვო მოწმობის შეუვსებელი ფორმების შენახვა |
1. სანებართვო მოწმობის შეუვსებელი ფორმების შენახვა ხორციელდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5-მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. სანებართვო მოწმობის შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან, ცეცხლგამძლე სეიფში ან კარადაში, ამასთანავე უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 3. სანებართვო ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმების დაცულობისა და მისი ბრალეული დამოკიდებულებით გამოწვეულ ზიანზე. |
მუხლი 5.
სანებართვო მოწმობის დუბლიკატების გაცემა |
1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის გამცემი გასცემს დუბლიკატს, ნებართვის მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ.
2. ნებართვის მფლობელმა სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად; ბ) „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; გ) გაცემულ დუბლიკატს კუთხეში უკეთდება აღნიშვნა/წარწერა „დუბლიკატი“ და დამოწმდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ბეჭდით. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს. 3. ნებართვის გამცემს ან/და მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია დაუყონებლივ შეაქვს სანებართვო მოწმობის (დუბლიკატის) რეგისტრაციის სპეციალურ ჟურნალში (დანართი №6). |
მუხლი 6.
სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი |
1. სანებართვო მოწმობის ფორმების მიღება-ჩაბარება აღირიცხება სანებართვო მოწმობის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში. ჟურნალი უნდა იყოს დანომრილი რიგითობის მიხედვით, ჟურნალის გარეკანი და ფურცლები ზონარგაყრილი, ამასთან ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც დამოწმებული იქნება პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ბეჭდით. ჟურნალის ფორმა განისაზღვრება დადგენილების დანართი №4-ის შესაბამისად.
2. სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. მასში ყველა ჩანაწერი უნდა შესრულდეს გარკვევით. 3. დაუშვებელია გადასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერის გასწორება, მოშორება კორექტორის ან სხვა საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ჟურნალის შევსებაზე პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „შენიშვნის” გრაფაში, აწერს ხელს და უთითებს თარიღს. |
მუხლი 7.
დაბრუნებული, გაუქმებული და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვომო წმობის ჩამოწერა |
1. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო; ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო; გ) დამზადებისას დაშვებული შეცდომისა და დაზიანების გამო. დ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. დაბრუნებული, გაუქმებული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა უნდა განხორციელდეს ჩამოწერის აქტის მიხედვით (დანართი №7). გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის რაოდენობა და თითოეული მათგანის ინდივიდუალური ნუმერაცია შეტანილ უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის აქტში. 3. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
დანართი №3
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების
|
ნებართვა №
ნებართვის გამცემი: ---------------------------------------------------------------------------------------------------
ნებართვის მფლობელი: ---------------------------------------------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი)
ნებართვის გაცემის თარიღი: ----------------------------------------------------------------------------------------
ნებართვის გაცემის საფუძველი: ------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რეკლამის განთავსების ადგილი: -----------------------------------------------------------------------------------
ნებართვის მოქმედების ვადა: --------------------------------- (ი) დან ------------------------------------ (ა)მდე
სანებართვო პირობები:
შენიშვნა: სანებართვო პირობები წარმოადგენს ნებართვის განუყოფელ ნაწილს.
ნებართვის გამცემი: ---------------------------------------------- ---------------------------------- ბ.ა (ხელმოწერა) (სახელი, გვარი - გარკვევით)
ნებართვის მფლობელი: ------------------------------------------- -----------------------------------
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი - გარკვევით)
|
დანართი №4
უწყებრივი სანებართვო რეესტრი |
|
დანართი №5
სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი
|
|
დანართი №6
სანებართვო მოწმობის (დუბლიკატის) რეგისტრაციის ჟურნალი
|
|
დანართი №7
დაბრუნებული, გაუქმებული და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობების ჩამოწერის
|
აქტი №
ქ. ბორჯომი ------ ------------ წელი
აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით:
სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის შემვსები პირი ----------------------------- ------------------------------ ბ.ა (ხელმოწერა) (სახელი, გვარი - გარკვევით)
სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ----------------------------- ---------------------------------- (ხელმოწერა) (სახელი, გვარი გარკვევით) |
დოკუმენტის კომენტარები