დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 479 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 67, 15/05/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/11/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.250.000.22.033.010.341 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.341
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №479
2007 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №172, მუხლი 2342) დამტკიცებული ,,სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ფორმა №2-ის შევსების წესის შესახებ“ (დანართი №19) ინსტრუქციის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2
პირველ მუხლში მითითებული დეკლარაციით საბაჟო დამუშავების ოპერაციას ექვემდებარება ფიზიკური პირის მიერ ერთი სახეობის ტრანსპორტით გადაადგილებული, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებული 700 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების მქონე პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი ან ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაცხადებული 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების მქონე საქონელი (საქონელთა ჯგუფი), გარდა იმპორტისა და ექსპორტის საბაჟო რეჟიმებში გაცხადებული შემდეგი საქონლისა:
ა) აქციზური საქონელი;
ბ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 27, 28, 29, 30, 36, 71, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8709, 8710, 8711, 8712, 8713, 8716, 88, 89, 93, 97-ე ჯგუფებით გათვალისწინებული საქონელი;
გ) ყველა ის საქონელი, რომლის იმპორტიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან, გარდა ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველის პუნქტის ,,ფ“ ქვეპუნქტში მითითებული საქონლისა;
დ) ,,შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ 1998 წლის 28 აპრილის საქართველოს კანონით განსაზღვრული ორმაგი დანიშნულების პროდუქცია;
ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონელი.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები