დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოების ნიმუშების, დაჯილდოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2020 წლის 24 დეკემბრის №01-226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-405 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/10/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/10/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.030.016252 |
|
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოების ნიმუშების, დაჯილდოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2020 წლის 24 დეკემბრის №01-226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
1.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოების ნიმუშების, დაჯილდოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2020 წლის 24 დეკემბრის №01-226 ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/12/2020, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016219) შეტანილ იქნა შემდეგი სახის ცვლილება:
ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს საქარველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოების: ა) სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდოს – საგარეო საქმეთა სამინისტროს მედლის ნიმუში და სამინისტროს მედლით დაჯილდოების სერტიფიკატის ფორმები თანდართული სახით (დანართი №1); ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობის სიგელის ფორმა თანდართული სახით (დანართი №4).“; ბ) ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული წესის: ბ.ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. 1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) უწყებრივი ჯილდოებით (შემდგომში – უწყებრივი ჯილდო) დაჯილდოების პროცედურებსა და პირობებს. 2. სამინისტროს უწყებრივი ჯილდოებია: ა) სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდო – საგარეო საქმეთა სამინისტროს მედალი; ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობის სიგელი.“; ბ.ბ) მე-3, მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. 1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უწყებრივი ჯილდოთი ჯილდოვდებიან სამინისტროს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები ერთ-ერთი შემდეგი პირობის არსებობის შემთხვევაში: ა) საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის საქმეში მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებისთვის. ბ) საქართველოს დიპლომატიური სამსახურის განვითარებაში შეტანილი წვლილის/ღვაწლის ან საქართველოს სამინისტროს წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის; გ) სამინისტროში ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის. დ) საერთაშორისო ასპარეზზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოს მხარდაჭერის, საქართველოსთან მტკიცე მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების დამყარებისა და განმტკიცების, საქართველოს ინტერესების დაცვისა და ქვეყნის განვითარების პროცესში მხარდაჭერისათვის. 2. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უწყებრივი ჯილდოთი ჯილდოვდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს, განსაკუთრებული ღვაწლი გაწიეს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით, უცხო ქვეყნებთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების, მათ შორის საქართველოს ცნობადობის ამაღლების, ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის ხელშეწყობის, ასევე საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვის და ჰუმანიტარული დახმარების საქმეში. 3. პირის უწყებრივი ჯილდოთი დაჯილდოება შესაძლებელია სიკვდილის შემდეგაც. მუხლი 4. 1. გადაწყვეტილებას უწყებრივი ჯილდოთი პირის დაჯილდოების შესახებ იღებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდოთი დაჯილდოების მიზნით მინისტრისათვის კანდიდატურების წარსადგენად იქმნება შესაბამისი კომისია მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების შემადგენლობით. 3. სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდოთი დასაჯილდოებლად წარსადგენ პირთა კანდიდატურები კომისიას წარედგინება მისი წევრების – მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების მიერ, ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად. 4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობის სიგელით დასაჯილდოებელ პირთა კანდიდატურები მინისტრს წარედგინება კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ, ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად. 5. მინისტრი უფლებამოსილია პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს კომისიის წარდგინების გარეშე. მუხლი 5. კალენდარული წლის განმავლობაში, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდოთი, დასაშვებია არაუმეტეს 3 პირის დაჯილდოება.“. ბ.გ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივ ჯილდოსთან ერთად, დაჯილდოებულ პირს გადაეცემა: ა) ქართულენოვანი სერტიფიკატი – საქართველოს მოქალაქეს; ბ) ინგლისურენოვანი სერტიფიკატი – მოქალაქეობის არმქონე პირს.“. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები