„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 101
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/11/2022
ძალაში შესვლის თარიღი 15/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.034.017287
101
01/11/2022
ვებგვერდი, 02/11/2022
310150000.22.034.017287
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №101

2022 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში (სსმ, №14, 01.02.2007, 310.150.000.22.034.009.916) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. მე-8 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) რეგისტრაციისათვის განკუთვნილი სპორტული დანიშნულების ავტომობილი.“.

2. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. სპორტული დანიშნულების ავტომობილი.“.

3. 28-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 281 მუხლი:

მუხლი 281

1. სპორტული დანიშნულების ავტომობილის რეგისტრაცია დასაშვებია მის მესაკუთრეზე/შემძენზე, რომელსაც აქვს ა(ა)იპ – საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის (შემდგომ − ფედერაცია) მიერ გაცემული მრბოლელის მოქმედი ლიცენზია (ფიზიკური პირის შემთხვევაში) ან გუნდის მოქმედი ლიცენზია (იურიდიული პირის შემთხვევაში).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა დაინტერესებულმა პირმა სპორტული დანიშნულების ავტომობილის რეგისტრაციისათვის, გარდა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის ამ ინსტრუქციით განსაზღვრული დოკუმენტებისა, სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება სპორტული დანიშნულების ავტომობილის რეგისტრაციის თაობაზე;

ბ) ფედერაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ფედერაციის მიერ გაცემული მრბოლელის მოქმედი ლიცენზია (ფიზიკური პირის შემთხვევაში) ან გუნდის მოქმედი ლიცენზია (იურიდიული პირის შემთხვევაში);

დ) ფედერაციის მიერ დადგენილი წესით გაცემული ტექნიკური პასპორტი, რომლითაც დასტურდება ავტომობილისათვის სპორტული დანიშნულების ავტომობილის სტატუსის მინიჭება.

3. სპორტული დანიშნულების ავტომობილის რეგისტრაციის შედეგად გაიცემა სარეგისტრაციო ნიშნები (ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი)). ამასთან, სპორტული დანიშნულების ავტომობილის საგზაო მოძრაობაში ჩაბმა დასაშვებია, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

4. სპორტული დანიშნულების ავტომობილის რეგისტრაცია უქმდება:

ა) მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის მოთხოვნით;

ბ) ფედერაციის მიერ სპორტული დანიშნულების ავტომობილის სტატუსის/ტექნიკური პასპორტის გაუქმების შემთხვევაში;

გ) სპორტული დანიშნულების ავტომობილის აღრიცხვიდან მოხსნისას.

5. სპორტული დანიშნულების ავტომობილის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლის წარმოშობისას, მესაკუთრედ რეგისტრირებული პირი ვალდებულია მიმართოს სააგენტოს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე და ჩააბაროს სარეგისტრაციო ნიშნები.

6. სპორტული დანიშნულების ავტომობილის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, დასაშვებია ავტომობილის სხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებად რეგისტრაცია, თუ:

ა) სპორტული დანიშნულების ავტომობილის კონსტრუქციაში ცვლილების არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დოკუმენტით დასტურდება აღნიშნული ცვლილების „ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №36 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა;

ბ) შესრულებულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბაჟო ვალდებულები;

გ) არ არსებობს ამ ინსტრუქციით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.

7. თუ სპორტული დანიშნულების ავტომობილის რეგისტრაციასთან ან რეგისტრაციის გაუქმების შემდგომ ხელახალ რეგისტრაციასთან დაკავშირებული რომელიმე საკითხი ამ მუხლით დარეგულირებული არ არის, სპორტული დანიშნულების ავტომობილის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას გამოიყენება ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მარეგულირებელი ნორმები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 15 ნოემბრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური