„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 125<sup>2</sup> მუხლით და 135<sup>3</sup> მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №16-53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით და 1353 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №16-53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16-100
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/11/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 020080000.35.101.017038
16-100
04/11/2022
ვებგვერდი, 07/11/2022
020080000.35.101.017038
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით და 1353 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №16-53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით და 1353 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №16-53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16-100

2022 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით და 1353 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №16-53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​​​2 მუხლით და 135​​​3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №16-53 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 03/04/2018, სარეგისტრაციო კოდი: 020080000.35.101.016500) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​​​2 მუხლით და 135​​​3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, 125​​​2 მუხლით და 135​​​3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

მიენიჭოს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ (ს/კ 202886788):

ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​​​2 მუხლით და 135​​​3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების უფლებამოსილება;

ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, 125​​​2 მუხლით და 135​​​3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოწერის უფლებამოსილება.

მუხლი 2

დამტკიცდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​​​2 მუხლით და 135​​​3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, 125​​​2 მუხლით და 135​​​3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის თანდართული წესი.“.

2. დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​​​2 მუხლით და 135​​​3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​​​2 მუხლით და 135​​​3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, 125​​​2 მუხლით და 135​​​3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესი.“;

ბ) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი, მოქმედი სამართლებრივი აქტების გათვალისწინებით, განსაზღვრავს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ (ს/კ 202886788)  (შემდგომში – სამართალსუბიექტი) მიერ შესავსები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​​​​​​​2 მუხლით და 135​​​​​3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13, მე-15 ნაწილებით, 125​​​2 მუხლით და 135​​​3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის სამართლებრივ მექანიზმებს.

2. სამართალსუბიექტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვას, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგებას და შევსებას/გამოწერას ახორციელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის, წინამდებარე წესისა და სხვა მოქმედი სამართლებრივი აქტების საფუძველზე.“; 

გ)  31 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​​2 მუხლით და 135​​​3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რა დროსაც თანამშრომელი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას), მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. სამართალდარღვევის ფაქტზე სამართალდამრღვევის არყოფნის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.“;

გ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თანამშრომელი საჯარიმო ქვითარს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით,125​​​2 მუხლით და 135​​​3 მუხლის მე-2 ნაწილით. თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსებმა თანამშრომელმა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 2​​1 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ თანამშრომელი ავსებს საჯარიმო ქვითარს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული პროცესი თანამშრომელმა შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამართალდამრღვევს.“;

გ.გ) მე-4 პუნქტით დამტკიცებული დანართი 5 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

გ.დ) მე-7 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სახაზინო კოდი (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773239; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773552; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773553; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773556; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773557; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773250; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1353 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773240);“;

გ.ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მეორე გვერდზე დატანილია შემდეგი ტექსტი:

„ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მიხედვით აქვს შემდეგი უფლებები და მოვალეობები: გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება მისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან). გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელ იურიდიულ პირს (მისამართი: ქ. თბილისი, ვაგზლის მოედანი №2).

საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებითა და 1252 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 51 და მე-6 ნაწილებით, 135​3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ჯარიმის ორმაგი ოდენობით, 1252 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის - 200 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ამსახველი ფოტომასალის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.ttc.com.ge.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის  გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773239.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის  გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773552.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილების საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის  გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773553.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის  გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773556

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის  გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773557

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125​​2 მუხლის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773250.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135​​3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773240.

საჯარიმო ქვითრით – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული თანხა სამართალდამრღვევს შეაქვს საბანკო დაწესებულებაში ან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედ მის ფილიალებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად. თანხის გადახდისას მიეთითება სამართალდამრღვევის მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი) და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის  ნომერი.

ცხელი ხაზი: (+995 32) 2 93-44-44

დამკვეთი:                                                                                                  დამამზადებელი:

მისამართი:                                                                                                 სემგს-ს რეგისტრაციის N“;

 

დ)  32 მუხლის:

დ.ა) მე-7 პუნქტით დამტკიცებული დანართი 6 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

დ.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდზე დატანილია შემდეგი ტექსტი:

„ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ. გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელ იურიდიულ პირს (მისამართი: ქ. თბილისი, ვაგზლის მოედანი №2).

ელექტრონული საჯარიმო ქვითრით დაკისრებული თანხა სამართალდამრღვევს შეაქვს საბანკო დაწესებულებაში ან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედ მის ფილიალებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად. თანხის გადახდისას მიეთითება სამართალდამრღვევის მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი) და ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნომერი.

ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებითა და 1252 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 51 და მე-6 ნაწილებით, 135​3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ჯარიმის ორმაგი ოდენობით, 1252 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის – 200 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ამსახველი ფოტომასალის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.ttc.com.ge.

ცხელი ხაზი: (+995 32) 2 93-44-44.“;

ე) 32 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 და 34 მუხლები:

„მუხლი 33. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, 125​​​2 მუხლით და 135​​​3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი და მისი გამოწერა

1. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს (დანართი 5), რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან:

ა) ნაწილი I. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

ბ) ნაწილი II. საჯარიმო ქვითრის ყუა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოწერისას გამოიყენება ამ წესის 31 მუხლით დადგენილი დებულებები.

 მუხლი 34. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, 125​​​2 მუხლით და 135​​​3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შინაარსი და მისი გამოწერა

1. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი წარმოადგენს საჯარიმო ქვითრის ფორმას, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი არ არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა.

3. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ადგენს თანამშრომელი ელექტრონულად და იგი ფიქსირდება სამართალსუბიექტის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ელექტრონულად დაფიქსირებული პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იქნეს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

4. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში (დანართი 6) მონაცემები შეიტანება ამ წესის 32 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გარდა ამავე პუნქტის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებისა, რომლებიც არ ივსება.

5. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემვსები. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსებისას თანამშრომელი უფლებამოსილია იმოქმედოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

6. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გამოწერისას მობილური ელექტრონული მოწყობილობა (პადი) უკავშირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემას (Protocols), რომლის მეშვეობით ხორციელდება: დაფიქსირებული სამართალდარღვევის ფაქტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის/ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის გამოწერა ან/და სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანასთან დაკავშირებული ინფორმაციის ასახვა; საჯარიმო ქვითრის/სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის თაობაზე ინფორმაციის სამართალდამღვევ პირთან რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გზავნილის გაგზავნამდე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაგზავნა, თუ მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია; საჯარიმო ქვითრით განსაზღვრული თანხის შეღავათით სარგებლობისა და გადახდის პროცესების მართვა; სამართალდამრღვევი პირისთვის საჯარიმო ქვითრის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გაგზავნისა და ჩაბარების პროცესის მართვა;  საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების პროცესის მართვა; საჯარიმო ქვითრის ან/და საურავის კანონის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას საქმის გადაგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – აღსრულების ეროვნულ ბიუროში; სამართალდამრღვევის მიმართ ჯარიმისა ან/და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; საჯარიმო ქვითრის ან/და საურავის კანონის დადგენილ ვადაში გასაჩივრებისას  გადაწყვეტილების მიღებამდე  საჯარიმო ქვითრის აღსრულების მოქმედების შეჩერება.

7. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია თანამშრომელმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემაში (Protocols) საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გამოწეროს ელექტრონული ფორმით (მათ შორის როდესაც სამართალდამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქეა), დგება საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში, აისახება ზემოაღნიშნულ სისტემაში.

8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემის (Protocols) გამართულ ფუნქციონირებას და სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის შენახვას, სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო (ს/ნ 205339141).“;

ვ) მე-6 მუხლის

ვ. ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. თანამშრომლისთვის საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების გაცემა ხორციელდება სამართალსუბიექტის პასუხისმგებელი პირის მიერ. საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​​​2 მუხლით და 135​​​3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში“ (შემდგომში – ჟურნალი) (დანართი 3).“;

ვ.ბ) პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ზ) მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 მუხლები:

მუხლი 71.  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, 125​​​2 მუხლით და 135​​​3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას გამოწერილი საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/ელექტრონული  საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება

1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, 125​​​2 მუხლით და 135​​​3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას მოქმედებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290​​4-290​​6 მუხლები.

2. შესაბამისი საფუძვლების არსებობისას საჯარიმო ქვითარი საჯაროდ ქვეყნდება  ოფიციალურ ვებგვერდზე www.tbilisi.gov.ge.

3. საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/ელექტრონული  საჯარიმო ქვითრის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tbilisi.gov.ge გამოქვეყნება ხდება ავტომატურად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.

4. საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/ელექტრონული  საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება ხდება შემდეგი წესით: ოფიციალურ ვებგვერდზე www.tbilisi.gov.ge სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ადგილზე თავსდება იმ სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის ნომრების სრული სია, რომლებიც მითითებულია შესაბამის საჯარიმო ქვითრებში − ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებში/ელექტრონული  საჯარიმო ქვითრებში.

5. ოფიციალურ ვებგვერდზე www.tbilisi.gov.ge საჯარიმო ქვითართან − ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმთან/ელექტრონულ  საჯარიმო ქვითართან ერთად ასევე თავსდება შესაბამისი ბმული, სადაც დადგენილი წესების დაცვით შესაძლებელია კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის ნახვა.

6. საჯარიმო ქვითარი − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი/ელექტრონული  საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებგვერდიდან www.tbilisi.gov.ge ავტომატურად წაიშლება მისი გამოქვეყნებიდან 90 კალენდარული დღის გასვლისთანავე, ხოლო ამ პერიოდის გასვლამდე ჯარიმის გადახდის შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი/ელექტრონული  საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებგვერდიდან იშლება ჯარიმის გადახდის დადასტურებისთანავე.

7. შესაბამისი სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის შენახვის წესი და ვადები რეგულირდება სამართალსუბიექტის წარდგინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ.

მუხლი 72. დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის) აღსრულებისას შეღავათით სარგებლობა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13, მე-15 ნაწილებით, 125​​​2 მუხლით და 135​​​3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტებზე, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/ელექტრონულ  საჯარიმო ქვითრის) აღსრულებისას, მოქმედებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290​​5 მუხლით დადგენილი წესი.“;

თ) მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:

მუხლი 111. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კამერა

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე დაფიქსირებისას ადგილი აღჭურვილი უნდა იყოს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134​​1 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 125​​​​​​​​2 მუხლით, 135-ე-135​​​​5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებით განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კამერის გამაფრთხილებელი ნიშნით.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე  დაფიქსირებისათვის საჭირო კამერა განთავსებული და გამოყენებული უნდა იყოს პერსონალური მონაცემების, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის გარანტიით საქართველოში მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 15 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე