დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №485 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 872 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/11/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.017362 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №485 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №485 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016981) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ანალიტიკური დეპარტამენტი;“. 2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. ანალიტიკური დეპარტამენტი ანალიტიკური დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყანაში არსებული სერვისების მოკვლევა და ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკის კვლევა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სერვისების სრულყოფასა და ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული ახალი სერვისების, ინოვაციური იდეებისა და პროექტების შემუშავება, ინიციირება, სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და პრობაციის ბიუროებისთვის მიწოდება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; გ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, სერვისების ერთიანი სტანდარტის შემუშავება, სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებსა და პრობაციის ბიუროებში დანერგვა და მონიტორინგი; დ) კომპეტენციის ფარგლებში, სერვისების რუკის შექმნა და მართვა, სერვისების ერთიანი ელექტრონული ბაზის შემუშავება და მისი მუდმივი განახლება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს ბენეფიციარების საჭიროებების კვლევა და მათზე მორგებული სერვისების დანერგვა/განვითარება; ვ) შიდა სერვისების კომპონენტის განვითარებაში მონაწილეობა; ზ) პარტნიორთა ქსელის შექმნის უზრუნველყოფა და მის მუდმივ გაფართოებაზე მუშაობა; თ) სამინისტროს მიერ დაფინანსებული და სააგენტოს საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული საგრანტო მენეჯმენტი; ი) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოძიება; კ) სააგენტოს საქმიანობისთვის საჭირო სტატისტიკური ფორმების შემუშავება; ლ) სტატისტიკური მონაცემების შეჯამება, ანალიზი და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა, მოთხოვნა და სისტემაში მოყვანა; მ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული კვლევების ჩატარება ან/და მასში მონაწილეობის მიღება; ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები