სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 0 22 00001632
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 03/11/2022
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/11/2022
სარეგისტრაციო კოდი
REG 0 22 00001632
03/11/2022
ვებგვერდი, 15/11/2022
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
სსიპ  სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანება № REG 0 22 00001632

2022 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სამედიცინო  საქმიანობის  ლიცენზიის  და  ლიცენზიის  დანართების  გაცემის   შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10)  და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და  სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის  №385 დადგენილების (დანართი №1 ) შესაბამისად, :

1. გაიცეს სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიზე“ (ს/კ 204864548 ქ. თბილისი, უშანგი ჩხეიძის ქუჩა  №17) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართები: „ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“, „ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

3.  ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

საფუძველი: სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“  (ს/კ 204864548) ადმინისტრაციის უფროსის – ლაშა საღინაძის და რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებები: №306032, 13.09.2022 წ. და №338604 22.10.2022 წ.

ადგილზე შემოწმების აქტი №ლნ-3795-103  31.10.2022 წ.

ზეპირი მოსმენის ოქმი №8  02.11.2022წ.

 

სააგენტოს დირექტორის

მოვალეობის შემსრულებელი                              კახაბერ შალიკაძე