შპს „სმარტ ფეიმენთ სისტემსის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405238274) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე

შპს „სმარტ ფეიმენთ სისტემსის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405238274) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 445
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 09/11/2022
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/11/2022
სარეგისტრაციო კოდი
445
09/11/2022
ვებგვერდი, 15/11/2022
შპს „სმარტ ფეიმენთ სისტემსის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405238274) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №445

2022 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

შპს „სმარტ ფეიმენთ სისტემსის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405238274) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის  გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 482 მუხლის პირველი პუნქტის, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის, 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მეორე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და 481 მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის №29/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის’’ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 დეკემბრის №287/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის’’ პირველი მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:

1. გაუუქმდეს შპს „სმარტ ფეიმენთ სისტემსის“ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს რეგისტრაცია (რეგისტრაციის ნომერი: 0075-2904).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შპს „სმარტ ფეიმენთ სისტემს -ის საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 7 თებერვლის №6 განკარგულება.

3. დაიწყოს შპს „სმარტ ფეიმენთ სისტემსის“ ლიკვიდაციის პროცესი და მისი ლიკვიდაცია განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. შპს „სმარტ ფეიმენთ სისტემსის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს როინ ცაციაშვილი (პირადი ნომერი: 01036002403).  

5. ეს განკარგულება გამოცემიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე (www.matsne.gov.ge). ასევე, ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორ(ებ)ს, თუ საგადახდო  მომსახურების პროვაიდერი წარმოადგენდა ამ საგადახდო სისტემის მონაწილეს.

6. ამ განკარგულების ძალაში შესვლისთანავე  პროვაიდერის ხელმძღვანელ პირებს და ორგანოებს უწყდებათ უფლებამოსილება. ლიკვიდატორს ეკისრება პროვაიდერის ხელმძღვანელი  პირებისა და ყველა ორგანოს ყველა უფლებამოსილება. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ პროვაიდერს მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს ლიკვიდატორი.

7. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

8. ეს განკარგულბა ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი   არჩილ მესტვირიშვილი