პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსის ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ

პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსის ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი ნ-11
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 22/11/2022
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 350080000.64.076.016115
ნ-11
22/11/2022
ვებგვერდი, 22/11/2022
350080000.64.076.016115
პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსის ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის

უფროსის 

ბრძანება №ნ-11

2022 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი

 

პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსის ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
1. ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი (2021 წლის გამოცემა) პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსი (IESBA Code) (შემდგომ – პროფესიული ეთიკის კოდექსი).

2.  ამ ბრძანებით გათვალისწინებული პროფესიული ეთიკის კოდექსი განთავსდეს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) ვებგვერდზე (www.saras.gov.ge).

3. სამსახური უზრუნველყოფს ამ ბრძანებით სამოქმედოდ შემოღებული პროფესიული ეთიკის კოდექსის თარგმანის პერიოდულ რედაქტირებას, ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიდავით მჭედლიძე