სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში არსებულ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში არსებულ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1/130
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი 25/11/2022
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/11/2022
სარეგისტრაციო კოდი
1/130
25/11/2022
ვებგვერდი, 28/11/2022
სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში არსებულ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

განკარგულება №1/130

2022 წლის 25 ნოემბერი

სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში არსებულ მოსამართლის  ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად გამოცხადდეს კონკურსი სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში არსებულ მოსამართლის შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:

ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა – საშტატო ერთეული;

ბ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა – 2 საშტატო ერთეული;

გ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა – 1 საშტატო ერთეული;

დ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა – 2 საშტატო ერთეული;

ე) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა – 3 საშტატო ერთეული;

ვ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია – 1 საშტატო ერთეული;

ზ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია – 4 საშტატო ერთეული;

თ) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია – 8 საშტატო ერთეული;

ი) თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია – 4 საშტატო ერთეული;

კ) თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგია – 1 საშტატო ერთეული;

ლ) ამბროლაურის რაიონული სასამართლო – 1 საშტატო ერთეული;

მ) ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ონის მუნიციპალიტეტში – 1 საშტატო ერთეული;

ნ) ახალქალაქის რაიონული სასამართლო – 1 საშტატო ერთეული;

ო) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში – 1 საშტატო ერთეული;

პ) ახალციხის რაიონული სასამართლო – 1 საშტატო ერთეული;

ჟ) ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ადიგენის მუნიციპალიტეტში – 1 საშტატო ერთეული;

რ) ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში – 1 საშტატო ერთეული;

ს) ბოლნისის რაიონული სასამართლო – 1 საშტატო ერთეული;

ტ) ბოლნისის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე დმანისის მუნიციპალიტეტში – 1 საშტატო ერთეული;

უ) გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლო – 1 საშტატო ერთეული;

ფ) გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია – 1 საშტატო ერთეული;

ქ) გურჯაანის რაიონული სასამართლო – 3 საშტატო ერთეული;

ღ) გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ყვარლის მუნიციპალიტეტში – 1 საშტატო ერთეული;

ყ) ზესტაფონის რაიონული სასამართლო – 1 საშტატო ერთეული;

შ) ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე თერჯოლის მუნიციპალიტეტში – 1 საშტატო ერთეული;

ჩ) ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში – 1 საშტატო ერთეული;

ც) ზუგდიდის რაიონული სასამართლო – 1 საშტატო ერთეული;

ძ) ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე მესტიის მუნიციპალიტეტში – 1 საშტატო ერთეული;

წ) თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო – 1 საშტატო ერთეული;

ჭ) თელავის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ახმეტის მუნიციპალიტეტში – 1 საშტატო ერთეული;

ხ) მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია – 1 საშტატო ერთეული;

ჯ) მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია – 1 საშტატო ერთეული;

ჰ) მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ახალგორის მუნიციპალიტეტში – 1 საშტატო ერთეული;

ჰ.ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე თიანეთის მუნიციპალიტეტში – 1 საშტატო ერთეული;

ჰ.ბ) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში – 1 საშტატო ერთეული;

ჰ.გ) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში – 1 საშტატო ერთეული;

ჰ.დ) რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია – 1 საშტატო ერთეული;

ჰ.ე) რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია – 1 საშტატო ერთეული;

ჰ.ვ) სამტრედიის რაიონული სასამართლო – 1 საშტატო ერთეული;

ჰ.ზ) სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ხონის მუნიციპალიტეტში – 1 საშტატო ერთეული;

ჰ.თ) საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ჭიათურის მუნიციპალიტეტში – 1 საშტატო ერთეული;

ჰ.ი) სენაკის რაიონული სასამართლო – 1 საშტატო ერთეული;

ჰ.კ) სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე მარტვილის მუნიციპალიტეტში – 1 საშტატო ერთეული;

ჰ.ლ) სიღნაღის რაიონული სასამართლო – 1 საშტატო ერთეული;

ჰ.მ) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში – 1 საშტატო ერთეული;

ჰ.ნ) სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლო – 1 საშტატო ერთეული;

ჰ.ო) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია – 2 საშტატო ერთეული;

ჰ.პ) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია – 1 საშტატო ერთეული;

ჰ.ჟ) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში – 1 საშტატო ერთეული;

ჰ.რ) ცაგერის რაიონული სასამართლო – 1 საშტატო ერთეული;

ჰ.ს) ცაგერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ლენტეხის მუნიციპალიტეტში – 1 საშტატო ერთეული;

ჰ.ტ) ხაშურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქარელის მუნიციპალიტეტში – 1 საშტატო ერთეული;

ჰ.უ) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქედას მუნიციპალიტეტში – 1 საშტატო ერთეული;

ჰ.ფ) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე შუახევის მუნიციპალიტეტში – 1 საშტატო ერთეული.

2. კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება განხორციელდეს 2022 წლის 28 ნოემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

ნიკოლოზ მარსაგიშვილი

საქართველოს იუსტიციის  უმაღლესი საბჭოს მდივანი