„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2284-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 170000000.05.001.020697
2284-IXმს-Xმპ
01/12/2022
ვებგვერდი, 15/12/2022
170000000.05.001.020697
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 346) მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ციფრული მმართველობის სააგენტოს ნოტარიუსის მიერ შესრულებული სანოტარო მოქმედებების შესახებ ელექტრონულ სანოტარო რეესტრში რეგისტრირებული ჩანაწერების საფუძველზე აწვდის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული გარიგებების თაობაზე ინფორმაციას (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა) საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – ანტიკორუფციული ბიუროსთვის გადასაცემად, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

1 დეკემბერი 2022 წ.

N2284-IXმს-Xმპ