„საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებისთვის კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების, საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 20 ივნისის №103/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებისთვის კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების, საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 20 ივნისის №103/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 180/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 09/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 18/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016663
180/04
09/12/2022
ვებგვერდი, 09/12/2022
220090000.18.011.016663
„საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებისთვის კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების, საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 20 ივნისის №103/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №180/04

2022 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებისთვის კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების, საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 20 ივნისის №103/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებისთვის კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების, საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 20 ივნისის №103/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 24/06/2019; ს/კ:220090000.18.011.016395) დამტკიცებულ „საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებისთვის კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების, საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის   წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. გამოყენების სფერო

ეს წესი  განსაზღვრავს საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებისთვის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) ღია, დახურული და გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს, კონკურსის ეტაპებს, დასაქმების წესს, საკონკურსო კომისიის (შემდგომში – საკონკურსო კომისია) შექმნისა და საქმიანობის წესს.“.

2.  მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3.  მე-5 მუხლის მე-6-მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ეროვნული ბანკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია გამოაცხადოს პირდაპირ ღია კონკურსი ამ მუხლის მეოთხე პუნქტით განსაზღვრულ ვაკანტურ თანამდებობებზე, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე. ასევე, გამოაცხადოს ღია ან დახურული კონკურსი იმ თანამდებობაზე, რომელიც გამოცხადების მომენტისათვის არ არის ვაკანტური, მაგრამ არსებობს დადასტურებული საფუძველი, რომ აღნიშნული თანამდებობა კონკურსის დასრულებამდე გახდება ვაკანტური.

7. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, ღია და გამარტივებული საჯარო კონკურსი ცხადდება ეროვნულ ბანკში დანერგილ SAP SuccessFactors-ის სისტემის კარიერის ვებგვერდზე.  კონკურსის შესახებ ინფორმაცია ასევე შესაძლებელია გამოცხადდეს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე,  სოციალურ ქსელებში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) და სხვა შესაბამის ვებგვერდებზე.

8. დახურული კონკურსის შესახებ ინფორმაცია თავსდება ეროვნულ ბანკში დანერგილ SAP SuccessFactors-ის სისტემის შიდა მოხმარების კარიერის მოდულში. ეროვნული ბანკის თანამშრომლებს დახურული კონკურსის შესახებ ინფორმაცია დამატებით შესაძლებელია მიეწოდოთ ელ-ფოსტის საშუალებით (hr@nbg.gov.ge).“.

4.  მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) მითითებას კანდიდატის  შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების თაობაზე.“.

 5.  მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე უზრუნველყოს კონკურსის შესახებ შეტყობინების განთავსება შესაბამის ვებგვერდებზე/სოციალურ ქსელებში/SAP SuccessFactors-ის შესაბამის მოდულში/SAP SuccessFactors-ის შესაბამის ვებგვერდზე;“.

 6.  მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კონკურსის მომდევნო ეტაპამდე არანაკლებ 2 სამუშაო დღით ადრე, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილება ვალდებულია აცნობოს კანდიდატს მის მიერ წარდგენილი განაცხადის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და მომდევნო ეტაპის შესახებ ინფორმაცია.“.

 7.  მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წერითი ან/და ზეპირი დავალებით, ტესტირებით;

ბ) გასაუბრებით (რომელიც შესაძლოა წარიმართოს როგორც პირისპირ გასაუბრების, ისე დისტანციურ ფორმატში);“.

8. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილება საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა თითოეულ კანდიდატს ელექტრონულად (ელ.ფოსტის ან/და SAP SuccessFactors სისტემის საშუალებით) აცნობებს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.“.

9.  მე-15 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საშტატო პოზიციაზე დანიშვნის შემთხვევაში, შერჩეული კანდიდატი დასაქმდება გამოსაცდელი ვადით, 12 თვით. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების შემთხვევაში, შერჩეული კანდიდატი შესაძლებელია დასაქმებულ იქნეს ხელშეკრულებით განსაზღვრული გამოსაცდელი ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. თუ თანამშრომელი გადადის საჯარო მოხელის პოზიციაზე და მას ეროვნულ ბანკში უკვე ნამუშევარი აქვს შრომითი  ხელშეკრულების საფუძველზე არანაკლებ 12 თვისა, აღნიშნული პერიოდი ჩაეთვალოს საჯარო მოხელისთვის აუცილებლად გასავლელ გამოსაცდელ ვადად.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ პირი არანაკლებ ერთი წელი მუშაობს ეროვნულ ბანკში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე და გავლილი აქვს გამარტივებული საჯარო კონკურსი, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უფლებამოსილია, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, თანამშრომლის მიმდინარე ხელფასის შესაბამის პოზიციაზე დასანიშნად, იგი წარუდგინოს პრეზიდენტს.“.

10.  მე-18 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკონკურსო კომისია ასევე უფლებამოსილია, გადაწყვეტილება მიიღოს ქულათა სისტემის საფუძველზე.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების საბოლოო შედეგი აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ საკონკურსო კომისიის  სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. საკონკურსო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.“.

11.   დანართი №1 და დანართი №2 ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე